ვენესცინი
Venescin

სავაჭრო დასახელება: ვენესცინი (Venescin)
სამკურნალწამლო ფორმა: დრაჟე
შემადგენლობა:

 ესკულინი  0.5მგ
 რუტინი  15 მგ
 ცხენისწაბლას თესლის მშრალი ექსტრაქტი  25მგ
 შემავსებელი     100მგ-მდე

                                                                 
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
ვენების მატონიზირებელი საშუალება.

ფარმაკოლოგიური მოქმედება:
ცხენისწაბლას თესლის ექსტრაქტის ძირითადი კომპონენტი – ესცინი, აგრეთვე რუტინი მოქმედებს კაპილარების ენდოთელიუმის მდგომარეობაზე, ამცირებს მათ განვლადობას და “მსხვრევადობას”. ქრონიკული ვენური უკმარისობის დროს პრეპარატი აქვეითებს პროტეოლიზური ფერმენტების მომატებულ აქტივობას, რითაც ხელს უშლის უშუალოდ სისხლძარღვის კედელთან არსებული მუკოპოლისაქარიდების დაშლას. კაპილართა განვლადობის შემცირების შედეგად ქვეითდება დაბალმოლეკულური პროტეინების, ელექტროლიტების და სითხის გასვლა უჯრედგარეთა სივრცეში.

ჩვენებები:
ვენური სისხლის მიმოქცევის მოშლა; ქვედა კიდურების ვენების ვარიკოზული გაგანიერება; წვივის ტროფიკული წყლულები; ბუასილი; მიკროცირკულაციის დარღვევები კაპილარების “მსხვრევადობისა” და განვლადობის მომატებით; სისხლჩაქცევები; ზოგიერთი ალერგიული დაავადება, როგორიცაა თივის ცხელება, ჭინჭრის ციება.

უკუჩვენებები:
პრეპარატის მიღება არ არის რეკომენდებული ორსულობის I ტრიმესტრში, თირკმლის ფუნქციის დარღვევისას, სულფანილამიდებით მკურნალობისას და პრეპარატის მიმართ მომატებული მგრძნობელობის დროს.

გაფრთხილება:
ავტომობილის მართვისა და სხვა პოტენციურად საშიშ მექანიზმებთან მუშაობის დროს პრეპარატი ზეგავლენას არ ახდენს პაციენტის რეაქციის სისწრაფეზე.
ჰიპერდოზირების შემთხვევები ცნობილი არ არის.

მიღების წესი და დოზირება:
მოზრდილებში 2 დრაჟე 3-ჯერ დღეში.
ბავშვებში 6 წლის ზევით 1 დრაჟე 3-ჯერ დღეში.

გვერდითი მოვლენები:
იშვიათად შეიძლება გამოვლინდეს გულისრევა, დარღვევები კუჭ-ნაწლავის სისტემის მხრივ, ალერგიული რეაქციები.

გამოშვების ფორმა:
30 დრაჟე ბლისტერზე; 1 ბლისტერი მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები:
ინახება ბნელ, მშრალ და ბავშვებისგან დაცულ ადგილას 5-25°C ტემპერატურაზე.

ვარგისობის ვადა:
3 წელი.

აფთიაქიდან გაცემის პირობა:
გაიცემა ურეცეპტოდ.

მწარმოებელი:
ვროცლავის სამკურნალო მცენარეების საწარმო სს “ჰერბაპოლი”. წმ. მიკოლაის 65/68, 50-951 ვროცლავი, პოლონეთი.

Facebook კომენტარები

600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია
600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია