ენო - რიცი® / VENO-RITZ®

  • საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): diosmin, hesperidin, rutin
  • კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: გულ-სისხლძარღვთა სისტემა → პერიფერიული სისხლის მიმოქცევის გასაუმჯობესებელი საშუალებები → მიკროცირკულაციის გასაუმჯობესებელი პრეპარატები, ანგიოპროტექტორები → ბიოფლავონოიდები
  • მწარმოებელი კომპანია: ჯი-ემ-პი
  • მწარმოებელი ქვეყანა: საქართველო
  • გამოშვების ფორმა: - 510მგ კაფსულა #30
  • გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

შემადგენლობა

პრეპარატის ერთი კაფსულა შეიცავს ფლავონოიდების 450 მგ დიოსმინისა (Diosmin) და 50 მგ ჰესპერიდინის (Hesperidin) მიკრონიზირებულ ფრაქციებს და 10 მგ რუტინს (Rutin).
მოქმედების მექანიზმი
ვენო-რიცი მცენარეული წარმოშობის კომბინირებული პრეპარატია.
ვენო-რიცის შემადგენელი კომპონენტები ბიოფლავონოიდებია, რომლებიც ხასიათდებიან ვენოტონური და ანგიოპროტექტორული თვისებებით. დიოსმინისა და ჰესპერიდინის კომბინაცია ამცირებს ვენების დაჭიმულობას და ვენურ სტაზს, აუმჯობესებს ვენების ტონუსს. ამცირებს კაპილარების კედლების გამტარობას და ზრდის მათ რეზისტენტობას, აუმჯობესებს მიკროცირკულაციას, ლიმფის დრენაჟს. რუტინი ანგიოპროტექტორია. მიეკუთვნება P ჯგუფის ვიტამინებს. ამცირებს კაპილარების კედლის გამტარობას, მათ შეშუპებას და ანთებას, აძლიერებს სისხლძარღვის კედლებს. ახასიათებს ანტიაგრეგანტული (შედედების საწინააღმდეგო) მოქმედება, რაც ხელს უწყობს მიკროცირკულაციის გაუმჯობესებას.

ჩვენებები
- ქვედა კიდურების ორგანული და ფუნქციური გენეზის ქრონიკული ვენური უკმარისობა, რომელსაც ახლავს: კიდურებში სიმძიმის და დაღლილობის შეგრძნება, შეშუპება, ტკივილი, ტროფიკული დარღვევები, წვივის კუნთების კრუნჩხვები;
- შეშუპებისა და ტკივილის სიმპტომების შემსუბუქება ვენების ვარიკოზული გაგანიერების დროს;
- ქრონიკული ბუასილის და მწვავე ჰემოროიდული კრიზების ფუნქციური სიმპტომების შემსუბუქება. ბუასილის გამწვავებისას ვენო-რიცი არ ცვლის ანორექტალური არის დაავადებების სპეციფიკურ სამკურნალო საშუალებებს.

მიღების წესები და დოზები
ვენური უკმარისობის დროს ინიშნება 2 კაფსულა დღეში: თითო კაფსულა შუა დღისას და საღამოს ჭამის დროს. ვენო-რიცით 2 კვირიანი მკურნალობის კურსის შემდეგ მცირდება ქვედა კიდურების ქრონიკული ვენური უკმარისობისთვის დამახასიათებელი ორგანული და ფუნქციური გენეზის კლინიკური გამოვლინებანი. რეკომენდებულია პრეპარატით მკურნალობის გაგრძელება შეშუპების და სხვა სიმპტომების სრულ გაქრობამდე. ვენების ქრონიკული უკმარისობის დროს ვენო-რიცის სისტემატური გამოყენება უზრუნველყოფს ვენების ვარიკოზული წყლულებისა და ტროფიკული დარღვევების განვითარების რისკის შემცირებას. მწვავე ჰემოროიდული კრიზების დროს პირველი 4 დღის განმავლობაში ვენო-რიცი ინიშნება დღე-ღამეში 6 კაფსულა, მომდევნო 3 დღის განმავლობაში - 4 კაფსულა, კომბინირებულ თერაპიაში.

გვერდით იმოვლენები
შესაძლებელია მცირედი დარღვევები საჭმლის მომნელებელი და ნეირო-ვეგეტატიური სისტემის მხრივ, რომელიც არ მოითხოვს პრეპარატის მოხსნას და სწრაფად ქრება მკურნალობის კურსის დამთავრებისთანავე.

უკუჩვენება
- ორსულობის და ლაქტაციის პერიოდი;
- პრეპარატის კომპონენტებისადმი მომატებული მგრძნობელობა.

განსაკუთრებული მითითებები
ვენური სისხლის მიმოქცევის დარღვევის მქონე პაციენტები პრეპარატის დანიშვნისას უნდა მოერიდონ მზეზე დიდხანს ყოფნას, სასურველია სხეულის წონის დაკლება და სისხლის ცირკულაციის მარეგულირებელი სპეციალური წინდების გამოყენება. ვენო-რიცის შემადგენელი კომპონენტების ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან და მათი დოზის გადაჭარბების შემთხვევები აღწერილი არ არის.

შენახვის პირობები და ვადები
პრეპარატის ვარგისიანობის ვადაა 3 წელი, ინახება 10-25°C ტემპერატურაზე, სინათლისაგან დაცულ, მშრალ, ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილზე!

აფთიაქში გაცემის წესი
ექიმის რეცეპტის გარეშე!

Facebook კომენტარები

600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია
600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია