სონოფიტო წვეთები 

ბიოლოგიურად აქტიური დანამატი

შეფუთვა: ფლაკონი წვეთები 30 მლ 

ინგრედიენტები:

პასიფლორას (Passiflora incrnata L.) 

მშრალი ექსტრაქტი ---------- 120 მგ 

მსხვილფოთოლა ცაცხვის (Tilia platyphyllos Scop.) 

მშრალი ექსტრაქტი ---------- 40 მგ 

მელისას ფოთლების (Melissa officinalis L.) 

მშრალი ექსტრაქტი ---------- 30 მგ 

გვირილას (Matricaria chamomilla L.) 

მშრალი ექსტრაქტი ---------- 30 მგ 

კატაბალახას (Valeriana officinalis L.) ფესვების 

მშრალი ექსტრაქტი ---------- 30 მგ 

ლავანდას (subsp.angustifolia Lavadula angustifolia) 

მშრალი ექსტრაქტი ---------- 10 მგ

სხვა ინგრედიენტები:  წყალი, ფრუქტოზა, გლიცერინი, არომატიზატორი, ლიმონმჟავა, კალიუმის სორბატი.

თვისებები: სონოფიტო-მცენარეული დამამშვიდებელი და საძილე საშუალებაა. სწრაფად და უსაფრთხოდ ებრძვის გაღიზიანებადობას, უძილობას, ნევროზს, აგზნებადობას და კონვულსიას. 

შემავალი კომპონენტების თვისებები:

პასიფლორა - ცენტრაული ნერვული სისტემის შესანიშნავი დამამშვიდებელი საშუალებაა, ის მოქმედებს ძილის ინდუქტორებზე, ამიტომ აქვს დამაშვიდებელი, მსუბუქი ჰიპნოზური, შესაბამისად ებრძვის შფოთვას, უძილობას და ნევრალგიას. არ იწვევს დამოკიდებულების განვითარებას და ჰგვრის ჯანმრთელ და გამამხნევებელ ძილს. გამოღვიძების შემდეგ არ ტოვებს დეპრესიის კვალს.

ცაცხვი (Tilia tomentosa) - მის ფოთლებს და ყვავილებს აქვს უძილობის, ნევროზის და შფოთვის საწინააღმდეგო მოქმედება. არაჩვეულებრივია თვითმფრინავით მგზავრობის დროს. ცაცხვის ფოთლები და ყვავილები შეიცავს ფლავანოიდებს, კუმარინს, ეთერზეთებს, მუცინებს, ტანინს და შაქარს. ეფექტურია უძილობის, ტაქიკარდიის, ნევროზის და თავის ტკივილის დროს. აქვს რელაქსაციური მოქმედება გულ სისხლძარღვთა სისტემაზე.

მელისა - მისი ძირითადი შემადგენლებია ეთერზეთები, რომლებიც შეიცავენ A და B ციტრალს, ციტრინელას და სხვა ტერპენებს, ტანინს, ტრიტერპენის მჟავას, ფლავონოიდებს და მჟავე ნივთიერებებს. მელისას აქვს გამოხატული სპაზმოლიზური მოქმედება, რომელიც ებრძვის ნევრალგიას და აბდომინურ სპაზმს. გამოიყენება როგორც კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დამხმარე და ფერმენტული საშუალება.

გვირილა - მის ყვავილებს აქვს დამამშვიდებელი ეფექტი, რომელიც განპირობებულია apigenin 7-glucoside -ით, ეს არის ფლავონოიდის მოლეკულა, რომელიც ამშვიდებს ორგანიზმს, და მასში შემავალი ბენზოდიაზეპინები, ნივთიერებები, რომლებიც იწვევენ რელაქსაციას და ძილის დადგომას.

კატაბალახა (ვალერიანა) - არომატული მცენარეა, რომლის ფესვიდანაც გამოყოფილია აქტიური ინგრედიენტები - ფლავანოიდები და ტერპენები, მჟავები - ”valerenici & valepotriates”.

პასიფლორას ეთერზეთებთან, გამოიყენება როგორც დამხმარე საშუალება   შფოთვის, ნევროზის, გაღიზიანებადობის, სტრესის და უძილობის დროს.

ლავანდა - გამოიყენება ნერვული გადაძაბვის, დეპრესიის,  თავის ტკივილის, უძილობის, შაკიკის, ნერვული შფოთვის და სტრესის დროს.

გამოყენების რეკომენდაცია: გამოიყენება ძირითადი კვების შემდეგ ასაკის მიხედვით:

ასაკი: 0-1 წლამდე: 3-5 წვეთი, 1-2 ჯერ დღეში; 1-5 წლამდე: 5-10 წვეთი, 1-2 ჯერ დღეში; 5 წლიდან და ზევით: 10-20 წვეთი 1-2 ჯერ დღეში.

ურთიერთქმედება: არ არის გამოვლენილი. მოერიდეთ გამოყენებას თუ არის მომატებული მგრძნობელობა ამა თუ იმ შემადგენელი კომპონენტის მიმართ.

გამოყენების ვადა: 3 წელი გამოშვების დღიდან.

არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას. საკვები დანამატი არ არის განკუთვნილი ბალანსირებული კვების და ჯანმრთელი ცხოვრების წესის ჩასანაცვლებლად.

ინახება გრილ და მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილზე. გამოყენების წინ ფლაკონი შეანჯღრიეთ.

Facebook კომენტარები

600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია
600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია