სავაჭრო დასახელებ


ენაპ-ჰლ
საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება
ენელეპრილი+ჰიდროქლოროთიაზიდი
შემადგენლობა
ენაპ-ჰლ-ის 1 ტაბლეტი შეიცავს 20 მგ ენელაპრილის მალეატს და 12,5 მგ ჰიდროქლოროთიაზიდს.
დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზა, სიმინდის სახამებელი, კალციუმის ჰიდროქსისულფატი, ტალკი, ნატრიუმის ჰიდროქსიკარბონატი, მაგნიუმის სტეარატი.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ენაპ-ჰლ არის კომბინირებული პრეპარატი, რომელიც შეიცავს აქტიურ ნივთიერებებს: ენელაპრილის მალეატს და ჰიდროქლოროთიაზიდს. პრეპარატს აქვს ანტიჰიპერტენზიული მოქმედება.
გამოყენების ჩვენებები
პრეპარატი გამოიყენება არტერიული ჰიპერტენზიის ყველა სტადიის მკურნალობისას, როდესაც აუცილებელია კომბინირებული პრეპარატების გამოყენება.
უკუჩვენებები
პრეპარატის დანიშვნა არ შეიძლება იმ შემთხვევაში, როდესაც აღინიშნება პრეპარატის, მისი კომპონენტების, სულფანილშარდოვანას მიმართ მომატებული მგრძნობელობისას, ანგიონევროზული სეშუპებისას ანამნეზში, თირკმლის ფუნქციის გამოხატული დარღვევისა (კრეატინინის კლირენსი 265 მმლო/ლ (3 მგ/100 მლ), თირკმლის ტრანსპლანტაციის შემდგომი მდგომარეობა, პირვალადი ჰიპერალდოსტერონიზმისას, პორფირიისას, პრსულობის და ლაქტაციისას, ბავშვთა ასაკში.
უსაფრთხოების ზომები
აუცილებელია სიფრთხილე თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში (კრეატინინის კლირენსი 0,5-1,3 მლ/წმ.). უნდა მოვერიდოთ ენაპ-ჰ დანიშვნას თირკმლის არტერიის ბილატერალური სტენოზის შემთხვევაში ერთი თირკმლის შენახული ფუნქციის დროს. ამიტომ ვეზორენალურ ჰიპერტენზიაზე ეჭვის შემთხვევაში ან მოცემული დაავადების ფარული ფორმის დროს მკურნალობა უნდა გააკონტროლოს გამოცდილმა სპეციალისტმა.
ალოპურინოლის მიღებისას (ან ალოპურინოლთან კომბინაციისას), ციტოსტატიკების, იმუნოდეპრესანტების ან სისტემური კორტიკოსტეროიდების მიღებისას აუცილებელია სისხლის სურათის რეგულარული კონტროლი, ვინაიდან არსებობს ლეიკოპენიის, ანემიის ან პანციტოპენიის განვითარების რისკი. აუცილებელია სიფრთხილის დაცვა ყველა იმ შემთხვევაში, როდესაც ტარდება ანტიდიაბეტური მკურნალობა. ენალაპრილმა შეიძლება გააძლიეროს მათი მოქმედება. შესაბამისად შაქრიანი დიაბეტის დროს აუცილებელია ანტიდიაბეტური პრეპარატის დოზის კორექცია და გლუკოზის ხშირი კონტროლი. გამოხატული გულის უკმარისობის დროს და ჰიპონატრიემიის, გამოხატული თირკმლის უკამრისობის დროს, მარცხენა პარკუჭის ჰიპერტროფიის ან დისფუნქციის დროს, განსაკუთრებით ჰიპოვოლემიის ფონზე, რომლის მიზეზია დიურეტიკების გამოყენება, უმარილო დიეტა, დიარეა, ღებინება ან ჰემოდიალიზია, შეიძლება ერთი ტაბლეტი ენაპ-ჰ გამოყენებისას განვითარდეს არტერიული ჰიპოტონია.
არტერიული ჰიპოტენზიის აღმოცენების შემთხვევაში პაციენტმა უნდა მიიღოს ჰორიზონტალური მდგომარეობა ფეხები აწიოს ზევით და აუცილებლობის შემთხვევაში საჭირო ხდება პლაზმის მოცულობის კორექცია 0,9% ნატრიუმის ქლორიდის ხსნარით.
ანგიონებროზული შეშუპების აღმოცენების შემთხვევაში კისრის და სახის არეში, ასევე ენის, ხახის და ხორხის არეში, ჩვეულებრივ საკმარისია ენაპ-ჰ-ს მოხსნა და ანტიჰისტამინური პრეპარატების დანიშვნა. მძიმე შემთხვევაში აუცილებელია ანდრენალინის მიღება და სასუნთქი სისტემის გამტარობის უზრუნველყოფა (ინტუბაცია ან ლარინგოტომია).
განსაკუთრებით სიფრთხილეა საჭირო აორტის სტენოზისას ან სუბაორტალური კუნთოვანი სტენოზის შემთხვევაში და გენერალიზებული ათეროსკლეროზისას. ენაპ-ჰ-ის ანტიჰიპერტენზიული ეფექტი შეიძლება გაძლიერდეს სიმპატოტომიისას.
ანაფილაქსიური ეფექტის მომატებული რისკის გამო ენაპ-ჰ დანიშვნა არ არის რეკომენდირებულია ჰემოდიალიზზე მყოფ პაციენტებში, როდესაც ჰემოდიალიზი ხორციელდება პოლიაკრილონიტრული მემბრანებით, უშუალოდ კრაზანის ან ფუქტკრის შხამის დესენსიბილიზაციის წინ.
განსაკუთრებული სიფრთხილეა აგრეთვე საჭირო სულფონიალმიდებთან და სულფონილშარდოვანას ჯგუფის ანტიდიაბეტურ პრეპარატებთან ერთად მისი გამოყენებისას.
მკურნალობის პერიოდში აუცილებელია პერიოდულად სისხლში ელექტროლიტების, შარდოვანას, კრეატინინის და ღვიძლის ტრანსამინაზების და შარდში ცილის რაოდენობის კონტროლი.
პარათირეოიდული ჯირკვლების ფუნქციის გამოკვლევამდე პრეპარატით მკურნალობა დროებით უნდა შეწყდეს.
გამოყენების წესი და დოზები
პრეპარატის დოზა და მკურნალობის ხანგრძლივობა განისაზღვრება ექიმის მიერ. პრეპარატის ჩვეული დოზა შეადგენს ერთ-ორ ტაბლეტს დღეში. პრეპარატის დოზის კორექცია აუცილებელია პაციენტის ინდივიდუალური რეაქციის მიხედვით. არტერიული ჰიპერტენზიის მკურნალობა არასოდეს არ უნდა დაიწყოს ფიქსირებული კომბინაციით. ფიქსირებული კომბინაციით თერაპიის დაწყებამდე აუცილებელია თითოეული აქტიური კომპონენტის შესაბამისი დოზის განსაზღვრა. თუკი სასურველი თერაპიული ეფექტი არ დგება, საჭიროა დღიური დოზის გაზრდა.
თუ პაციენტი უკვე იღებს დიურეტიკებს, რეკომენდირებულია დიურეტიკების დოზის შემცირება 2-3 დღით ადრე ან დიურეტიკების მოხსნა ენაპ-ჰლ-ით მკურნალობის დაწყებამდე, ვინაიდან არ მოხდეს არტერიული წნევის უეცარი დაქვეითება. მკურნალობის დაწყებამდე საჭიროა თირკმლის ფუნქციის გაკონტროლება.
მკურნალობის ხანგრძლივობა არ არის განსაზღვრული.
ურთიერთქმედება სხვა პრეაპრატებთან
აუცილებელია ექიმის ინფორმირება ყველა იმ სამკურნალო საშუალებების შესახებ, რომელსაც პაციენტი ირებს, მიუხედავად იმისა ექიმის მიერაა ისინი დანიშნული თუ არა. საკვების მიღება არ მოქმედებს ენაპ-ჰ შეწოვაზე. სხვა ანტიჰიპერტენზიული საშუალებების, ტრიციკლური ანტიდეპრესანტების, ფენოტიაზინის და ალკოჰოლის ერთდროული მიღება აძლიერებს ენაპ-ჰ ანტიჰიპერტენზიულ მოქმედებას.
ანალგეტიკები და არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები, საკვებში მარილის ჭარბი რაოდენობა და ქოლესტერინამინის ან კოლესტიპოლის ერთდროული დანიშვნა ამცირებს ენაპ-ჰ მოქმედებას. ლითიუმის პრეპარატების და ენაპ-ჰ ერთდროული მიღება შეიძლება გართულდებს ლითიუმით ინტოქსიკაციით, გამომდინარე იქიდან, რომ ამცირებან ლითიუმის კლირენს. კალიუმის შემნახველი დიურეტიკების (სპირინოლაქტონი, ამილორიდი, ტრიამტერენი) ერთდროული გამოყენება ან კალიუმის დამატებითი მიღება შეიძლება დასრულდეს ჰიპერკალემიით.
ალოპურინოლის, ციტოსტატიკები, იმუნოდეპრესანტებისან სისტემური კორტიკოსტეროიდების გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ლეიკოპენია, ანემია ან პანციტოპენია; ციკლოსპორინის მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს თირკმლის უკმარისობა.
სულფონილამიდების ან სულფონილშარდოვანას ჯგუფის ანტიდიაბეტური პრეპარატების მიღებამ შEიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქცია (შესაძლებელია ჯვარედინი ალერგია). აუცილებეილა სიფრთხილე გლიკოზიდების პრეპარატების ერთდროული გამოყენება, ვინაიდან მათ ტოქსიკურ ეფექტს შეიძლება თან ახლდეს ჰიპოვოლემია, ჰიპოკალიემია და ჰიპომაგნიემია. კორტიკოსტეროიდების ერთდროული გამოყენება ზრდის ჰიპოკალიემიის განვითარების რისკს.
არტერიული ჰიპოტენზიის განვითარების რისკი იზრდება ზოგადი ანესთეზიის ან არაპოლარიზირებული მიორელაქსანტების (მაგ. ტუბოკურარინის) ერთდროული მიღებისას.
გვერდითი ეფექტები
პაციენტმა ინფორმაცია არასასურველი (გვერდითი) ეფექტების შესახებ აუცილებლად უნდა შეატყობინოს ექიმს, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ გვერდითი ეფექტები მითითებულია ინსტრუქციაში.
გვერდითი მოვლენები მცირედაა გამოხატული და გარდამავალი ხასიათი აქვთ და შესაბამისად არ მოითხოვენ პრეპარატის მოხსნას. ყველაზე ხშირად აღინიშნება თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, დაღლის შეგრძნება, გულისრევა, კუნთოვანი კრუნჩხვები, იშვიათად არტერიული ჰიპეტენზია, ორთოსტატიული ჰიპოტენზია, მშრალი ხველა, ღებინება, დიარეა, კანზე გამონაყარი, ანგიონევროზული შეშუპება, ანემია, თრომბოციტოპენია, ლეიკოპენია, აგრანულოციტოზი, შარდოვანის, კრეატინინის ან ტრანსამინაზების შემცველობის მომატება შრატში.
ჭარბი დოზირება
ჭარბი დოზირების ყველაზე ხშირი ნიშანია, არტერიული ჰიპოტენზია. არტერიული ჰიპოტენზიისას, რომელიც განპირობებულია პრეპარატის ზედმეტი დოზით, ჩვეულებრივ საკმარისია ჰორიზონტალური მდგომარეობს მიღება ფეხების ზემოთ აწევით, მაგრამ უფრო მძიმე შემთხვევაში აუცილებელია ხდება 0,9% ნატრიუმის ქლორიდის ხსნარის ინფუზია. ჭარბი დოზირების შედარებით ხშირი სიმპტომებია: დიურეზის გახშირება, გამოხატული არტერიული ჰიპოტენზია ბრადიკარდიით ან გულის რითმის სხვა სახის მოშლით, კრუნჩხვებით, პარეზით, პარალიზური ილეუსით, ცნობიერების მოშლით (ასევე კომა), თირკმლის უკამრისობით, ელექტროლიტების შემცველობის დაქვეითებით, მჟავა-ტუტოვანი წონასწორობის დარღვევით. ტაბლეტების დიდი რაოდენობით პერორალური მიღების შემდეგ რეკომენდირებულია კუჭის გამორეცხვა, აქტივირებული ნახშირის მიღება და გამაფაღარათებელი საშუალებების მიღება. აუცილებელია არტერიული წნევის, პულსის, სუნთქვის ფუნქციის, შარდოვანას კონცენტრაციის, კრეატინინის და ელექტროლიტების რაოდენობის და ასევე დიურეზის მონიტორინგი. არტერიული ჰიპეტენზიის განვითარებისას აუცილებელია 0,9% ნატრიუმის ქლორიდის ხსნარის შეყვანა. შესაძლებელია ჰემოდიალიზის ჩატარებაც.
გამოშვების ფორმა
ენაპ-ჰლ 20 ტაბლეტი.
შენახვის პირობები
ინახება მშრალ ადგილას, არაუმეტეს 250C ტემპერატურაზე ბავშვებისაგან მოშორებულ ადგილას.
შენახვის ვადა
აღნიშნულია შეფუთვაზე. პრეპარატის დანიშვნა არ არის რეკომენდირებული შეფუთვაზე აღნიშნული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
აფთიაქიდან გაცემის პირობები
გაიცემა ექიმის რეცეპტით.
KRKA, d,d., Novo Mesto, Slovenia

Facebook კომენტარები

600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია
600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია