NOLIPREL ARGININE FORTE
ათქ.კლასიფიკაციის კოდი - C09BA04
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი - ანგიოტენზინ-გარდაქმნელი ფერმენტების ინჰიბიტორები
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
ტაბ.ფორტე 5 მგ+1,25მგ: 30ც
აქტიური ნივთიერებები: პერინდოპრილ არგინინი და ინდაპამიდი. ერთი აპკით შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს 5 მგ პერინდოპრილ არგინინს და 1,25 ინდაპამიდს.
სხვა კომპონენტები: ტაბლეტის ბირთვი: ლაქტოზის მონოჰიდრატი, მაგნიუმის სტეარატი (E 470B), მალტოდექსტრინი, უწყლო სილიციუმის კოლოიდური დიოქსიდი (E551), ნატრიუმის სახამებელგლიკოლატი (A ტიპი); გარსი: გლიცერინი (E422), ჰიპრომელოზა (E 464), მაკროგოლ 6000, მაგნიუმის სტეარატი (E 470B), ტიტანის დიოქსიდი (E 171).
ფარმაკოლოგიური თვისებები
ნოლიპრელ ფორტე არგინინი წარმოადგენს ორი აქტიური კომპონეტის - პერინდოპრილისა და ინდაპამიდის კომბინაციას. ეს არის ჰიპოტენზიური პრეპარატი, რომელიც გამოიყენება მომატებული არტერიული წნევის (ჰიპერტენზიის) სამკურნალოდ.
პერინდოპრილი მიეკუთვნება პრეპარატების კლასს, რომლებიც წარმოადგენენ აგფ-ის ინჰიბიტორებს. ის ავლენს სისხლძარღვებზე გამაფართოებელ ზეგავლენას რაც ამსუბუქებს სისხლის მოწოლას. ინდაპამიდი წარმოადგენს შარდმდენს. შარდმდენები ზრდიან შარდის მოცულობას, რომელიც გამომუშავდება თირკმელებით. თუმცა, ინდაპამიდი განსხვავდება სხვა დიურეტიკებისგან, რამდენადაც ის მხოლოდ მცირედ ზრდის გამომუშავებული შარდის მოცულობას. ყოველი აქტიური კომპონენტი ამცირებს არტერიულ წნევას და ისინი ერთად აკონტროლებენ მას.
მიღების წესები და დოზები
ნოლიპრელ ფორტე არგინინი ინიშნება პერორალურად.
ნოლიპრელ ფორტე არგინინის მიღებისას აუცილებელია ექიმის რეკომენდაციების დაცვა. თუ პაციენტს ეჭვი ეპარება პრეპარატის მიღების სისწორეში, მან უნდა მიმართოს ექიმს ან ფარმაცევტს. ჩვეულებრივი საწყისი დოზა შეადგენს ერთ ტაბლეტს დღეღამეში. ექიმს შეუძლია გაზარდოს პრეპარტის დოზა დღეში 2 ტაბლეტამდე ან შეცვალოს მიღების რეჟიმი, თუ პაციენტს დარღვეული აქვს თირკმლის ფუნქცია. სასურველია პრეპარატის მიღება დილით, ჭამამდე. ტაბლეტი უნდა გადაიყლაპოს ჭიქა წყლის დაყოლებით.
ნოლიპრელ ფორტე არგინინის მიღების დავიწყებისას: მნიშვენელოვანია პრეპარატის ყოველდღიური მიღება, რამდენადაც რეგულარულობა მკურნალობას ხდის უფრო ეფექტურს. ნოლიპრელ ფორტე არგინინის დოზის გამორჩენისას, შემდეგი დოზა მიიღება ჩვეულებრივ დროს. მომდევნო დოზა არ ორმაგდება.
ნოლიპრელ ფორტე არგინინის მიღების შეწყვეტისას:იმდენად, რამდენადაც ჰიპოტენზიური მკურნალობა ჩვეულებრივ გრძელდება მთელი ცხოვრება, პრეპარატის მიღების შეწყვეტამდე, საჭიროა ექიმის კონსულტაცია.
დამატებითი კითხვების გაჩენისას პრეპარატის მიღებასთან დაკავშირებით, საჭიროა მკურნალი ექიმის ან ფარმაცევტის კონსულტაცია.
გვერდითი მოვლენები
ისევე, როგორც ყველა სხვა პრეპარატმა, ნოლიპრელ ფორტე არგინინმაც შესაძლოა არა ყველა პაციენტში, მაგრამ მაინც გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები
მათ შორის:
• გავრცელებული (1:10-ზე ნაკლები, მაგრამ არაუმეტეს 1:100-ზე):
დარღვევევბი საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ (ტკივილი კუჭის ან მუცლის არეში, მადის დაკარგვა, ღებინება, ყაბზობა, მადის შეცვლა), პირის სიმშრალე, მშრალი ხველა.
• ნაკლებად გავრცელებული (1:100-ზე ნაკლები, მაგრამ არაუმეტეს 1:1000-ზე): დაღლილობის შეგრძენება, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, განწყობის ცვალებადობა, ძილის დარღვევები, კრუნჩხვები, ჩხვლეტის შეგრძნებები, ალერგიული რეაქციები როგორიცაა გამონაყარი კანზე, პურპურა (კანზე წითელი წერტილები), ჰიპოტენზია (არტერიული წნევის დაქვეითება), ორთოსტატიკული რეაქციები (თავბრუსხვევა ადგომის დროს) ან არა. სისტემური წითელი მგლურას დროს, (კოლაგენოზურ-სისხლძარღვოვანი დაავბადების სახე), შესაძლებელია მდგომარეობის გაუარესება.
• ძალიან იშვიათად (1:10000-ზე ნაკლები): ანგიოშეშუპება (ისეთი სიმპტომები, როგორიცაა მსტვენავი სუნთქვა, სახის ან ენის შეშუპება, ინტენსიური ქავილი ან ინტენსიური გამონაყარი კანზე), ხანდაზმულებში და გულის უკმარისობის მქონე პაციენტებში დეჰიდრატაციის მომატებული რისკი. ღვიძლის უკმარისობის შემთხვევაში (ღვიძლის დაავადება, შესაძლებელია ენცეფალოპათიური ღვიძლის ჩამოყალიბება (ტვინის დეგენერაციული დაავადება)
• შესაძლებელია სისხლის, თირკმლის, ღვიძლის, პანკრეასის ფუნქციების დარღვევები, ან ლაბორატორიული პარამეტრების ცვლილებები (სისხლის ანლიზი) შესაძლოა კურნალმა ექიმმა დანიშნოს სისხლის ანლიზი.
თუ აღინიშნება ქვემოჩამოთვლილთაგან ერთ-ერთი სიმპტომი, საჭიროა პრეპარატის მიღების დაუყოვნებლივი შეწყვეტა და მკურნალი ექიმის კონსულტაცია:
• სახის, ტუჩების, ენის, პირის, ან ყელის შეშუპება
• სუნთქვის გაძნელება
• თავბრუსხვევა და გონების დაკარგვა
• უჩვეულო და არარეგულარული გულისცემა
თუ გვერდითი მოვლენები ღებულობენ სერიოზულ ხასიათს ან აღინიშნება არასასურველი ეფექტები, ისეთი რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ჩანართში, საჭიროა ექიმის ან ფარმაცევტის კონსულტაცია.
ორსულობა და ლაქტაცია
სამკურნალო პრეპარატის მიღებამდე საჭიროა ექიმის ან ფარმაცვეტის კონსულტაცია.
არ შეიძლება ნოლიპრელ ფორტე არგინინის მიღება ორსულობის პირველ სამ თვეში და მე-4 თვის დასაწყისიდან (იხ. რა შემთხვევბში არ შეიძლება პრეპარატის მიღება). თუ დაგეგმილია ორსულობა ან დადასტურდა ორსულობის ფაქტი, საჭიროა რაც შეიძლება სწრაფად გადასვლა მკურნალობის ალტერნატიულ სახეზე.
ნოლიპრელ ფორტე არგინინი ორსულობისას არ მიიღება.
საჭიროა მკურნალი ექიმის დაუყოვნებელი კონსულტაცია.
განსაკუთრებული მითითებები
ნოლიპრელ ფორტე არგინინი გამოყენება არ შეიძლება შემდეგ შემთხვევებში:
• ალერგია პერინდპორილზე, აგფ-ის ნებისმირერ ინჰიბიტორზე, ინდაპამიდზე, რომელიმე სულფონილამიდზე ან ნოლიპრელ ფორტე არგინინის ნებისმიერ კომპონენტზე.
• თუ ადრე აგფ-ის ნებისმიერი სხვა ინჰიბიტორის მიღებისას ან სხვა შემთხვევაში, პაციენტს ან მის ერთ-ერთ ნათესავს გამოუვლინდა ისეთი სიმპტომები, როგორიცაა მსტვენავი სუნთქვა, სახის ან ენის შეშუპება, ინტენსიური ქავილი ან გამონაყარი კანზე (ანგიოშეშუპება)
• ღვიძლის დააავადება ან ღვიძლისმიერი ენცეფალოპათია (ტვინის დეგენერაციული დაავადება).
• თირკმლის ფუნქციის მნიშვნელოვანი დარღვევა ან დიალიზი.
• სისხლში კალიუმის მეტისმეტად მაღალი ან დაბალი დონე.
• გულის განუკურნებელ დეკომპენსირებულ უკმარისობაზე ეჭვი (მარილების სერიოზული შეკავება, გაძნელებული სუნთქვა).
• ორსულობა ან ორსულობის დაგეგმვა
• ლაქტაცია
ნოლიპრელ ფორტე არგინინის მიღებისას საჭიროა განსაკუთრებლი სიფრთხილის გამოჩენა და ექიმის კონსულტაცია, თუ ქნვემოთჩამოთვლილთაგან ადგილი აქვს ერთ-ერთ სიმპტომს:
• აორტის სტენოზი (გულიდან მიმავალი თავის ტვინის სიხლძარღვის შევიწროვება), ჰიპერტროფირებული კარდიომიოპათია (გულის კუნთის დააავადება) ან თირკმლის არტერიის სტენოზი (თირკმლის სისხლით მომმარაგებელი არტერიის შევიწროვება),
• სხვა სახის გულის ან თირკმლის დაავადება,
• ღვიძლის ფუნქციის დარღვევა,
• სისტემური წითელი მგლურას ან სკლეროდერმიის ტიპის კოლაგენოზურ-სისხლძარღვიავანი დაავადება,
• ათეროსკლეროზი (არტერიის კედლის გასქელება),
• ჰიპერპარათირეოიდიზმი (პარათირეოიდული ჯირკვლების დისფუნქცია),
• პოდაგრა,
• დიაბეტი,
• მარილის მცირე შემცველობის დიეტა ან კალიუმის შემცველი მარილის შემცვლელების მიღება.
• ლითიუმის ან კალიუმის დამზოგველი დიურეტიკების მიღება (სპირონოლაქტონი, ტრიამტერენი), რამდენადაც მათი მიღება არ შეიძლება ნოლიპრელ ფორტე არგინინთან ერთად (იხ. სხვა პრეპარატების მიღება)
ნოლიპრელ ფორტე არგინინი გამოყენების დაწყებისას, საჭიროა მიეწოდოს მკურნალ ექიმს ან სამედიცინო პერსონალს შემდეგი ინფორმაცია:
• მოსალოდნელი ანესთეზია ან სერიოზული ქირურგიული ოპერაცია,
• ბოლო დროს აღნიშნული დიარეა ან ღებინება,
• თუ გადიხართ დსლპ აფერეზის კურსს (სისხლიდან ქოლესტერინის აპარატული გამოძევება)
• დესენსიტიზაცია, რომელმაც უნდა შეამციროს ალერგიული რეაქციები ფუტკრებისა და კრაზანების ნაკბენებზე.
• სამედიცინო გამოკვლევა, რომლისთვისაც საჭიროა იოდშემცველი რენტგენოკონტრასტული ნივთიერებების შეყვანა (ნივთიერებები, რომლებიც შესაძლებელს ხდიან შინაგანი ორგანოების, მაგალითად თირკმელების ან კუჭის გამოკვლევას რენტგენის სხივების დახმარებით)
სპორტსმენებმა უნდა იცოდნენ, რომ ნოლიპრელ ფორტე არგინინი შეიცავს აქტიურ ნივთიერებას (ინდაპამიდი), რომელმაც შეიძლება მოგვცეს დადებითი რეაქცია დოპინგ-კონტროლის ჩატარების დროს.
ნოლიპრელ ფორტე არგინინის დანიშვნა ბავშვებში არ შეიძლება.
ავტოტრანსპორტის და სხვა მექანიზმების მართვა:
ნოლიპრელ ფორტე არგინინი არ მოქმედებს ყურადღებაზე, მაგრამ ზოგიერთ პაციენტში დაქვეითებული არტერიული წნევის გამო შეიძლება გამოვლინდეს სხვადასხვა სახის რეაქციები, მაგალითად თავბრუსხვევა და სისუსტე. შედეგად, შეიძლება დაირღვეს ავტოტრანსპორტის და სხვა მექანიზმების მართვის უნარი.
ჭარბი დოზირება
საჭიროა სასწრაფო დახმარების უახლოეს პუნქტში წასვლა ან მკურნალი ექიმის დაუყოვნებლივი კონსულტაცია. დოზის გადაჭარებების დროს ყველაზე სარწმუნო ეფექტი არის არტერიული წნევის დაქვეითება. წნევის ვარდნისას (თავბრუსხვევა ან გულის წასვლა), საჭიროა დაწოლა და ფეხების მაღლა აწევა.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
პაციენტმა უნდა შეატყობინოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ რა პრეპარატებს ღებულობს ან იღებდა ბოლო დროს, ისეთების შესახებაც, რომლებიც გაიცემა ურეცეპტოდ.
პაციენტი უნდა მოერიდოს ნოლიპრელ ფორტე არგინინის ერთდროულ გამოყენებას შემდეგ პრეპარატებთან:
• ლითიუმი (გამოიყენება დეპრესიის სამკურნალოდ)
• კალიუმის შემნახველი დიურეტიკები (სპირონოლაქტონი, ტრიამტერენი), კალიუმის მარილები.
ნოლიპრელ ფორტე არგინინით მკურნალობაზე შეიძლება იმოქმედოს სხვა პრეპარატების ერთდდროულმა გამოყენებამ. მკურნალმა ექიმმა აუცილებლად უნდა იცოდეს თუ პაციენტი იღებს შემდეგ პრეპარატებს, იმდენად, რამდენადაც მათი მიღებისას აუცილებელია განსაკუთრებული სიფრთხილის ზომების დაცვა:
• პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება არტერიული ჰიპერტენზიის დროს
• პროკაინამიდი (არარეგულარული გულისცემის რითმის სამკურნალოდ)
• ალოპურინოლი (პოდაგრის სამკურნალო)
• ტერფენადინი ან ასთემიზოლი (ანტიჰისტამინური პრეპარატები თივის ცხელების ან ალერგიის დროს)
• კორტიკოსტეროიდები, რომლებიც გამოიყენება სხვადასხვა მდგომარეობების სამკურნალოდ, მათ შორის მძიმე ასთმის ან რევმატოიდული ართრიტის დროს
• იმუნოდეპრესიული პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება აუტოიმუნური დარღვევვების სამკურნალოდ ან ტრანსპლანტაციური ოპერაციების შემდეგ შეუთავსებლობის თავიდან ასაცილებლად (მაგალითად ციკლოსპორინი)
• სიმსივნის სამკურნალოდ დანიშნული პრეპარატები
• ინტრავენური ერითრომიცინი (ანტიბიოტიკი)
• გალოფანტრინი (გამოიყენება მალარის სხვადასხავა ფორმის სამკურნალოდ)
• პენტამიდინი (გამოიყენება პნევმონიის სამკურმნალოდ)
• ვინკამინი (გამოიყენება ხანდაზმულებში კოგნიტური დარღვევების სიმპტომური მკურანალობისთვის)
• ბეპრიდილი (გამოიყენება სტენოკარდიის სამკურნალოდ)
• სულტოპრიდი (ანტიფსიქოტიური პრეპარატი)
• გულისცემის რითმის დარღვევის სამკურნალოდ დანიშნული პრეპარატები (მაგალითად: ქინიდინი, ჰიდროქინიდინი, დიზოპირამიდი, ამიოდარონი, სოტალოლი)
• დიგოქსინი (გულის დაავადებების სამკურნალოდ)
• ბაკლოფენი (კუნთების გამაგრების სამკურანალოდ, რომელიც ვითარდება ზოგიერთი დაავადების დროს, მაგალითად სკლეროზების დროს)
• დიაბეტის სამკურნალო პრეპარატები, როგორიცაა ინსულინი და მეთმორფინი
• კალციუმი
• მასტიმულირებელი საფაღარათე საშუალებები, (მაგალითად სინამაქი)
• არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები (მაგალითად იბუპროფენი) და სალიცილატების მაღალი დოზები (მაგალითად ასპირინი)
• ამფოტერიცინ B, ინტრავენურად (სერიოზული სოკოვანი დაავადებების სამკურნალოდ)
• მენტალური დარღვევების, მაგალითად დეპრესიის, შიზოფრენიის, შფოთვის და ა.შ. სამკურნალო პრეპარატები, (მაგ. ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, ნეიროლაპტიკები)
• ტეტრაკოზაკტიდი (კრონის დაავადების სამკურნალოდ)
ნოლიპრელ ფორტე არგინინის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად
ნოლიპრელ ფორტე არგინინის მიღება სასურველია ჭამამდე.
შენახვის პირობები და ვადები
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
შენახვის ვადა: 30 თვე
არ შეიძლება ნოლიპრელ ფორტე არგინინის მიღება მუყაოს კოლოფზე და კონტეინერზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ. შენახვის ვადაში გასათვალისწინებელია მითითებული თვის ბოლო დღე.
სინესტისაგან დასაცავად შეფუთვა უნდა დაიხუროს მჭიდროდ.
არ შეიძლება პრეპარტის ჩაშვება გამდინარე წყალში ან კანალიზაციაში. პრეპარტის გამოყენების შემდეგ მისი გადაგდების შესახებ საჭიროა ფარმაცვეტის კონსულტაცია. ეს ღონისძიებები მიმართულია გარემოს დაცვისკენ.
აფთიაქში გაცემის წესი
ექიმის რეცეპტით.
მწარმოებელი ქვეყანა - საფრანგეთი