ტონზილგონ - TONZILGON N - ТОНЗИЛГОН Н

სავაჭროდასახელებატონზილგონ ნ
ჯგუფი:

იმუნოსტიმულატორია.

ფორმა:

დრაჟე , წვეთები შიგნით მისაღებად.

შემადგენლობა:

100გ ტონზილგონ ნ-ის წვეთები შეიცავს:
ალთეს ფესვები(Althaea officinalis L., Malvaceae)  0,4 გ

გვირილის ყვავილები (Chamomilla recutita, Asteraceae)  0,3 გ

ბერძნული კაკლის ფოთლები (Juglandis regia L, Juglandeae)  0,4გ

მუხის ქერქი (Quercus robur, Fagaceae)  0,2 გ

შვიტა (Equisetum arvense, Equisetaceae)  0,5 გ

ფარსმანდუკი (Achillea millefolium, Asteraceae) 0,4 გ

ბაბუაწვერა (Taraxacum officinale, Asteraceae) 0,4 გ

დამხმარე ნივთიერებები : სუფთა წყალი 71 გ.

ეთანოლის შემცველობა (მოცულობით ) 16,0 - 19,5 %

ფარმაკოლოგიურიმოქმედება:

მცენარეული პრეპარატია, ახდენს ანთების საწინაღმდეგო მოქმედებას და ადგილობრივი ანტისეპტიური მოქმედებით ხასიათდება იმუნომასტიმულირებელი ეფექტი განპირობებულია მაკროფაგების და გრანულოციტების მაღალი ფაგოციტარული აქტივობით.

ჩვენება:

მწვავე და ქრონიკული ტონზილიტი, ფარინგიტი, ლარინგიტი; რესპირატორული ვირუსული ინფექციების დროს გართულების პროფილაქტიკა, ინფექციების მიმართ დაქვეითებული გამძლეობა, განსაკუთრებით ბავშვთა ადრეულ ასაკში; დამხმარე სამკურნალო საშუალებად სასუნთქი ორგანოების ინფექციური დაავადებების თერაპიაში.

უკუჩვენება:

მომატებული მგრძნობელობა;

ორსულობადალაქტაცია :

მიიღება მხოლოდ ექიმის დანიშნულებით

გვერდითიმოქმედება:

მომატებული მგრძნობელობა პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ.

მიღებისწესიდადოზირება:

მწვავე დაავადებისას - 2-2 დრაჟე ან 25 წვეთი 5-6-ჯერ დღეში; 
ჩვილ ბავშვებში და 5 წლამდე ასაკში - თითო (1) წვეთი 5-6-ჯერ დღეში,
5-დან -10 წლამდე - 15 წვეთი 5-6-ჯერ დღეში, 
ბავშვებში 10-დან 16 წლამდე - 20 წვეთი ან 1 დრაჟე 5-6-ჯერ დღეში. 
მწვავე ნიშნების გაქრობის შემდეგ მიღების ჯერადობა მცირდება -  მიიღება 3-ჯერ დღეში.  (ამ დროს ერთჯერადი დოზა რჩება იგივე). მკურნალობის კურსი - 4-6 კვირა.

 

Facebook კომენტარები

600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია
600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია