სავაჭრო დასახელება

საერთაშორისო არაპატენტირებული ან ჯგუფური დასახელება: ნიფურატელი + ნისტატინი  Nifuratel + Nystatin

წამლის ფორმა
ვაგინალური კაფსულები.
აღწერილობა: ოვალური გაუმჭვირვალე რბილი ჟელატინის კაფსულები მოყავისფრო-ყვითელი ფერის, შეიცავს ერთგვაროვან სუსპენზიას ყვითელი ფერიდან ღია ყავისფერამდე. 

შემადგენლობა
ვაგინალური კაფსულა შეიცავს:
აქტიური ნივთიერებები: ნიფურატელი 500 მგ, ნისტატინი 200000 МЕ.
დამხმარე ნივთიერებები: დიმეთიკონი, გლიცერილ მონოკაპრილოკაპრატი, პროპილენგლიკოლი მონოლაურატი, სოიოს ლეციტინი. 
კაფსულის შემადგენლობა: ჟელატინი, გლიცერინი, ნატრიუმის ეთილპარაჰიდროქსიბენზოატი, ნატრიუმის პროპილპარაჰიდროქსიბენზოატი, ტიტანის დიოქსიდი, რკინის ოქსიდი ყვითელი.

პრეპარატის ათქ კოდი :    G01AX

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
კომბინირებული ანტიმიკრობული საშუალება (ანტიმიკრობული და ანტიპროტოზოული საშუალება + სოკოს საწინააღმდეგო საშუალება).

ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა
ნისტაფური – ანტინიკრობული პრეპარატი ადგილობრივი გამოყენებისთვის. ახდენს ანტიპროტოზოულ, სოკოს საწინააღმდეგო და ანტიბაქტერიულ მოქმედებას. 
ნიფურატელი – ნიტროფურანის წარმოებული. მაღალაქტიურია რიგი ბაქტერიების, სოკოების და უმარტივესების (მათ შორის, თრიცჰომონას ვაგინალის) მიმართ. ნიფურატელის გამოყენების ფართო კლინიკური გამოცდილება ადასტურებს, რომ პრეპარატი არის უსაფრთხო და ეფექტური ტრიქომონიაზის, ბაქტერიული ვაგინოზის, კანდიდოზის მკურნალობისას, განსაკუთრებით იმ პაციენტებში, რომლებსაც აქვთ შერეული ვაგინალური ინფექციები.
ნისტატინი – პოლიენის ჯგუფის სოკოს საწინააღმდეგო ანტიბიოტიკი. უკავშირდება სოკოს უჯრედული მემბრანის სტეროლებს და არღვევს მათ მთლიანობას, რაც იწვევს უჯრედის დაღუპვას. მაღალაქტიურია ჩანდიდა ალბიცანს-ის მიმართ. დაბალი ტოქსიკურობის და მაღალი შერჩევითი სოკოს საწინააღმდეგო აქტივობის გამო პრეპარატის გამოყენება არ იწვევს საშოში დისბაქტერიოზის განვითარებას. 
ნიფურატელის და ნისტატინის კომბინაცია იძლევა უფრო გამოხატული სოკოს საწინააღმდეგო მოქმედების მიღწევისა და ანტიმიკრობული მოქმედების სპექტრის მნიშვნელოვნად გაფართოების საშუალებას. 
პრეპარატის კომპონენტების მაღალი ეფექტურობა და დაბალი ტოქსიკურობა უზრუნველყოფს მისი კლინიკური გამოყენების ფართო სპექტრს შერეული ეტიოლოგიის ვაგინიტების მკურნალობისას, კერძოდ, მიკოზების პროფილაქტიკისათვის, რომლებიც გამოწვეულ იქნა ტრიქომონიაზის სპეციფიკური მკურნალობით. 
ნისტაფური არ არღვევს ფიზიოლოგიურ ფლორას, რაც იძლევა დისბაქტერიოზის განვითარების თავიდან აცილების და საშოს ნორმოცენოზის სწრაფად აღდგენის საშუალებას. 
ფარმაკოკინეტიკა
ინტრავაგინალური გამოყენებისას პრეპარატი პრაქტიკულად არ შეიწოვება საშოს ლორწოვანიდან და არ ახდენს სისტემურ მოქმედებას. 

გამოყენების ჩვენებები
ვულვოვაგინალური ინფექციების კომპლექსური თერაპია, რომელიც გამოწვეულია პრეპარატის მიმართ მგრძნობიარე გამომწვევებით: ბაქტერიებით, ტრიქომონადებით, ჩანდიდა-ის გვარის სოკოებითა და ქლამიდიებით.

მიღების წესი და დოზირება 
პრეპარატი გამოიყენება ადგილობრივად გინეკოლოგიური ან ვენერიული დაავადებებისას.
1 ვაგინალური კაფსულა შეიყვანება ყოველ საღამოს ძილის წინ 8 დღის განმავლობაში ან ექიმის რეკომენდაციის შესაბამისად. აუცილებლობის შემთხვევაში მკურნალობა შეიძლება განმეორდეს მენსტრუაციის შემდეგ.

უკუჩვენებები
- ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის ერთ-ერთი აქტიური ან პრეპარატის რომელიმე დამხმარე  კომპონენტის მიმართ;
- ბავშვთა ასაკი.

გვერდითი მოვლენები
იშვიათ შემთხვევაში შესაძლებელია ალერგიული რეაქციები კანზე გამონაყარის ან ქავილის სახით.

განსაკუთრებული მითითებები
აუცილებელია სქესობრივი პარტნიორის ერთდროული მკურნალობა, რადგან არსებობს განმეორებითი დაავადების საშიშროება. მკურნალობის პერიოდში თავი უნდა აარიდოთ სქესობრივ კონტაქტს.

ზეგავლენა ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე
პრეპარატის გამოყენება არ მოქმედებს ავტოტრანსპორტის მართვის, სხვა პოტენციურად სახიფათო საქმიანობის წარმოების უნარზე, რომლებიც საჭიროებენ ყურადღების მაღალ კონცენტრაციას და ფსიქომოტორული რეაქციების სისწრაფეს. 

გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის დროს
პრეპარატის გამოყენება ორსულობის დროს შესაძლებელია, თუ პოტენციური სარგებელი დედისთვის აჭარბებს შესაძლო რისკს ნაყოფისთვის ან ბავშვისთვის. გამოყენება  ძუძუთი კვების პერიოდში შესაძლებელია, ვინაიდან პრეპარატი არ აღწევს დედის რძეში.  

გამოყენება პედიატრიაში
ნისტაფურის ვაგინალური კაფსულები არ გამოიყენება ბავშვებში.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან 
არ არის დადგენილი ნისტაფურის კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედება  სხვა სამკურნალო საშუალებებთან.

ჭარბი დოზირება
არ არის დაფიქსირებული.

გამოშვების ფორმა
ვაგინალური კაფსულები.
8 ან 12 კაფსულა ბლისტერში.
1 ბლისტერი მოთავსებულია მუყაოს კოლოფში გამოყენების ინსტრუქციასთან  ერთად.

შენახვის პირობები
ინახება არაუმეტეს 25°С ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას!

ვარგისიანობის ვადა
3 წელი წარმოების თარიღიდან.
ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ გამოყენება არ შეიძლება.

აფთიაქიდან გაცემის პირობები 
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

Facebook კომენტარები

600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია
600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია