ჰიალოგინი

ვაგინალური დამატენიანებელი  სანთლები Hydeal-D-ით 0.2%

შემადგენლობა პარაბენის გარეშე.

 

ინფორმაცია პროდუქტის შესახებ

ზუსტი ბალანსის წყალობით ვაგინალური ეპითელიუმი რბილი და ელასტიურია, რომელიც ინარჩუნებს ჰიდრატაციისა და ლუბრიკაციის სათანადო დონეს.

ქალის ცხოვრების ზოგიერთ ფაზაში (მშობიარობის შემდეგ, ძუძუთი კვების განმავლობაში, მენოპაუზის დროს), მედიკამენტოზური   მკურნალობის ან პათოლოგიების შემდეგ, რამაც შეიძლება გამოიწვიოს საშოს სიმშრალე ან  სტრესი კონკრეტულ პერიოდებში, ეს ბალანსი ხელს უწყობს საშოს სიმშრალით, წვითა და გაღიზიანებით გამოწვეული მდგომარეობის შემსუბუქებას.

წვა და გაღიზიანება, ხშირად ასოცირდება ეპითელიუმის მიკრო დაზიანებებთან, ისინი გამოწვეულია ხახუნით ლუბრიკაციის ნაკლებობის გამო.

ასეთ შემთხვევებში ლორწოვანის ჰიდრატაციის უზრუნველყოფის მიზნით მიზანშეწონილია პროდუქტის ლოკალურად გამოყენება, რომელიც ეხმარება მას ბუნებრივი ელასტიურობისა და სირბილის აღდგენაში.

HYALO GYN არის Hydeal-D-ს შემცველი სანთელი, წარმოებული ჰიალურონის მჟავასგან, რომელიც უზრუნველყოფს  ადგილობრივად მის ხანგრძლივ გამოთავისუფლებას.

ჰიალურონის მჟავა არის ქსოვილების ჰიდრატაციის სათანადო დონის შენარჩუნებაზე პასუხისმგებელი ნივთიერება. გარდა ამისა, გადამწყვეტ როლს ასრულებს აღდგენით პროცესებში.

Hydeal-D უზრუნველყოფს საშოს ლორწოვანზე მუკოადჰეზიურ მოქმედებას, ხანგრძლივ დამატენიანებელ მოქმედებას და ხელს უწყობს მიკრო დაზიანებების ბუნებრივი მკურნალობის პროცესებს.

შემადგენლობა:

ძირითადი კომპონენტია: Hydeal-D 0,2% (წარმოებული ჰიალურონის მჟავას ნელა გამოსათავისუფლებლად).

სხვა კომპონენტები: მცენარეული წარმოშობის გლიცერიდები, მეთილპროპანდიოლი, 1,2 - ჰექსანდიოლი, კაპრილგლიკოლი, გამოხდილი წყალი, რძემჟავა. სანთელი არ შეიცავს არც პარაბენს და არც სხვა კონსერვანტებს.

მითითებები:

სხვადასხვა გენეზის ვაგინალური სიმშრალის დროს გამოსაყენებელი დამატენიანებელი სანთელი.

ფრიქციით გამოწვეული ვაგინალური ლორწოვანის მიკრო დაზიანების ბუნებრივი შეხორცებითი პროცესის დამხმარე საშუალება.

გამოყენების წესი:

გამოყენება რეკომენდირებულია საღამოს დაწოლამდე, შემდეგი ფორმით:

1) ხელების საფუძვლიანად დაბანა და ინტიმური ჰიგიენის სათანადო უზრუნველყოფა;

2) მოხსენით სანთელი ბლისტერიდან, მოსატეხი ხაზის გასწვრივ (სურათი 1);

3) მოკიდეთ ხელი პლასტმასის ორივე ნახევარს და ამოიღეთ ის ნაზად, გარსაცმის მთლიანად გაუხსნელად (სურათი 2);

4) ნაზად ამოიღეთ სანთელი გარსაცმიდან;

5) დაიჭირეთ სანთელი თითის წვერებით (სურათი 3), მოამზადეთ საშოში შესაყვანად;

6) სასურველია ზურგზე მწოლიარე მდგომარეობაში, ნაზად შეიყვანეთ სანთელი საშოში, ეცადეთ შეიყვანოთ რაც შეიძლება ღრმად (სურათი 4). რეკომენდირებულია დარჩეთ ზურგზე მწოლიარე მდგომარეობაში, რათა სათანადოდ იმოქმედოს პრეპარატმა და თავიდან აიცილოთ მისი შემთხვევითი დაღვრა.

გამოყენების სიხშირე:

გამოყენების სიხშირე დამოკიდებულია საშოს ლორწოვანის სიმშრალის ხარისხზე. მისი გამოყენება რეკომენდირებულია ყოველ სამ დღეში ერთჯერ ოცდაათი დღის განმავლობაში, გარდა ექიმის მიერ მიღებული სხვა გადაწყვეტილებისა. მკურნალობის შეწყვეტა საჭირო არ არის მენსტრუაციის დროს.

უკუჩვენებები:

პრეპარატზე დადასტურებული ინდივიდუალური ჰიპერმგრძნობელობა.

სიფრთხილის ზომები და გაფრთხილებები:

პროდუქტი არის მხოლოდ ვაგინალური გამოყენებისათვის;

ვაგინალური ინფექციის შემთხვევაში პროდუქტი გამოიყენება ექიმის შეხედულებისამებრ.

განსაკუთრებული ინდივიდუალური მგრძნობელობის მქონე პაციენტებში სანთელის ზოგიერთი კომპონენტის მიმართ ან / და მკურნალობის დაწყებისას შეიძლება გამოიწვიოს ტრანზიტული წვის შეგრძნებები. მუდმივი წვის შემთხვევაში, რეკომენდირებულია მკურნალობის შეწყვეტა და ექიმის კონსულტაცია.

ორსულობის და ძუძუთი კვების შემთხვევაში გამოყენებამდე რჩევისათვის მიმართეთ ექიმს.

პროდუქტი შეიძლება გამოყენებულ იქნას ლატექსის საცხიან, უსაცხო ან  პოლიზოპრენით პრეზერვატივთან ერთად.

პროდუქტი არ შეიძლება გამოყენებულ იქნას პოლიურეთანთან.

ერთდროულად არ გამოიყენოთ ამონიუმის მარილების ბაზაზე დამზადებული ვაგინალური პროდუქტი (მაგალითად ბენზალკონიუმის ქლორიდი), რომლებმაც შეიძლება შეცვალონ ჰიალურონის მჟავა.

არ გამოიყენოთ პროდუქტი, თუ შეფუთვა დაზიანებულია ისე, რომ არღვევს ბლისტერის პაკეტის მთლიანობას.

არ გადაყაროთ ცარიელი კონტეინერები გარემოში.

არ გამოიყენოთ პროდუქტი შეფუთვაზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ.

შეინახეთ ბავშვებისათვის შეუმჩნეველ და მიუწვდომელ ადგილზე.

რაც შეეხება სხვა სანთლებს, რომლებიც გამოიყენება საშოს სიმშრალის ან სხვა ცვლილებების სამკურნალოდ, გამოყენების დროს შესაძლოა გამოვლინდეს მოთეთრო და უსუნო გამონადენი. ის ძირითადად შეიმჩნევა დილით მისი გამოყენების შემდეგ და მიიჩნევა ნორმალურ შემთხვევად.

შენახვა:

შეინახეთ არაუმეტეს 250C ტემპერატურაზე.

არ გაყინოთ. 

შეფუთვა:

ყუთი შეიცავს 2,2 მგ-იან 10 ცალ სანთელს (ორი 5 სანთლიანი ბლისტერი).

მწარმოებელი:

ს/ს ფიდია ფარმაცევტიკალი.

პონტე დელლა ფაბრიკას ქ. 3/A - 35031 აბანო ტერმე (PD) იტალია

  

Facebook კომენტარები

600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია
600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია