Burgeon
(ბურგეონი)
შემადგენლობა:
პერორალურად მისაღები ხსნარის ყოველი 100 მლ შეიცავს:
Cranberry (Vaccinium macrocarpon)- შტოში (წითელი მოცვი)..500მგ
Betula alba(Betula pendula)- არყის ხე.......................................280მგ
Equisetum arvense ( Horsetail)- მინდვრის შვიტა..........................500მგ
Opuntia ficus-indica(Prickly pear)- ოპუნცია (კაკტუსი).................................170მგ
Arctostaphylos uva-ursi(Bearberry)-დათვის კენკრა.......................................170მგ
Cynodon dactylon(Bermuda grass)-ბერმუდის ბალახი...................................170მგ
Melissa officinalis ( Lemon balm)-მელისა, სამკურნალო ფოთლები.............170მგ
Rosmarinus officinalis(Rosemary)-როზმარინი, სააფთიაქო ფოთლები........170მგ
დამხმარე ნივთიერებები:წყალი,სორბიტოლი,ქსილიტოლი,გლიცერინი,ქსანტინი,კალიუმის სორბატი, ნატრიუმის ბენზოატი,ლიმონმჟავა,მარწყვის არომატი.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
ბურგეონი მცენარეული წარმოშობის კომბინირებული პრეპარატია.მას გააჩნია ერთდროულად ნეფროლითოლიზური და ანტიმიკრობული მოქმედება. ნეფროლითოლიზური მოქმედება გამოიხატება თირკმელებში კენჭების დაშლის უნარით. ასევე გამოყოფს ორგანიზმიდან სხვადასხვა მარილებს(ოქსალატები,ფოსფატები,შარდოვანა). ანტიმიკრობული თვისება გამოიხატება დამთრგუნველი მოქმედებით თირკმელებში და შარდგამომყოფ გზებში მოხვედრილ პათოგენურ და პირობითპათოგენურ მიკრობების ზრდასა და განვითარებაზე.როგორც კომბინირებული პრეპარატი ბურგეონი ავლენს დიურეზულ,სპაზმოლიზურ,ლითიოლიზურ,ანთებისსაწინააღმდეგო,ნაღვლმდენ და ანტიოქსიდაციურ მოქმედებას.
ბურგეონი აძლიერებს თირკმელების და შარდგამომყოფ სისტემის სისხლით მომარაგებას, ამრიგად ავლენს ანთებისსაწინააღმდეგო და შარდმდენ თვისებებს. ბურგეონი შარდში მნიშვნელოვნად ამცირებს კენჭების წარმომქმნელ ელემენტების კონცენტრაციას (კალციუმი,მჟავუნა,ჰიდროქსიპროლინი) და ამაღლებს კენჭების წარმომქმნელ პროცესის მაინჰიბირებელი ელემენტების დონეს(კალიუმი,ნატრიუმი,მაგნიუმი). შარდგამომყოფ სისტემის ინფექციების დროს ბურგეონი აძლიერებს ანტიბიოტიკოთერაპიის ეფექტს,ანორმალიზებს შარდის გამოყოფას,ამცირებს ტკივილს და გამწვავების განმეორებით რისკს.
ბურგეონს გააჩნია ორგანიზმის მიერ კარგი ამტანობა,შესაძლებელია პრეპარატის ხანგრძლივი მიღება ანტიბიოტიკებთან კომბინაციშიც.
Cranberry---წითელი მოცვი---აქვს გამოხატული ბაქტერიოციდული და შარდმდენი ეფექტი და გამოიყენება პიელონეფრიტის დროს.წითელი მოცვი იცავს შარდსასქესო სისტემას ინფექციებისაგან.მოცვი შეიცავს პროანტოციანიდინის ელემენტებს,რომლებიც ხელს უშლიან ბაქტერიების ზრდასა და განვითერებას შარდსასქესო სისტემის უჯრედებში.
წითელი მოცვი შეიცავს მრავალ ანტიოქსიდანტებს და გააჩნია ანტისიმსივნური და ანთებისსაწინააღმდეგო თვისებები.
Betula alba----არყის ხე----მას გააჩნია შარდმდენი,ნაღვლმდენი,ოფლმდენი,ბაქტერიოციდული,ანტიანთებითი,რეგენერაციული და სისხლის გამასუფთავებელი თვისებები.
ის გამოიყენება:
შარდკენჭოვანი დაავადების,ქრონიკული გასტრიტის,წყლულისა და კუჭნაწლავის სისტემის სხვა დაავადებების დროს.
როგორს დეზინტოქსიკაციური საშუალება -კანის დაავადებების დროს.
შეშუპებისას ,რომელიც წარმოიქმნება გულის ან თირკმელების უკმარისობის დროს.
სასუნთქი სისტემის დაავადებების ,პოდაგრა და რევმატიზმის დროს.
Equisetum arvense---მინდვრის შვიტა----ძალზედ პოპულარული მცენარეა.ის წარმატებით
გამოიყენება თირკმელების და შარდის ბუშტის დაავადებების დროს,აძლიერებს თირკმელებში გორგლოვან ფილტრაციას, აფერხებს კენჭების წარმოქმნას.
Opuntia ficus-indica---ოპუნცია (კაკტუსი)---გააჩნია სუსტი საფაღარათო თვისება,აუმჯობესებს კუჭის,თირკმელების მდგომარეობას და გამოიყენება როგოც შარდმდენი.
Arctostaphylos uva-ursi-----დათვის კენკრა---ავლენს ანთებისსაწინააღმდეგო და დეზინტოქსიკაციურ თვისებებს შარდის ბუშტის და შარდგამომყოფი გზების ანთების დროს. დათვის კენკრა ასუფთავებს შარდგამომყოფ გზებს ბაქტერიებისგან და ანთების პროდუქტებისგან.
Cynodon dactylon-----ბერმუდის ბალახი---გააჩნია დიურეზული თვისებები.შარდმდენი ეფექტი გამოიხატება დილატაციური მოქმედებით თირკმელების სისხლძარაღვებზე. გამოიყენება შარდის ბუშტის პაპილომას დროს,პიელონეფრიტის,თირკმლკენჭოვანი დაავადების,პროსტატის ჰიპერტროფიის და იმპოტენციის დროს.
Melissa officinalis---მელისა--გამოიყენება კენჭების წარმოქმნისას ნაღვლის ბუშტსა და თირკმელებში.
Rosmarinus officinalis-----როზმარინი----მსუბუქი მოქმედების დიურეტიკია.
ძალზედ ეფექტურია შეშუპებისას.მეცნიერებმა შეისწავლეს როზმარინის ექსტრაქტის შარდმდენი მოქმედება თირკმელებზე და დაადგინეს,რომ როზმარინის ექსტრაქტის ყოველდღიურმა მიღებამ სითხის სახით მნიშვნელოვნად გააუმჯობესა თირკმელების ფუნქციონირება, გააძლიერა შარდის გამოყოფა და ასევე შეინარჩუნა ორგანიზმისთვის აუცილებელი მიკროელემენტები ( Na,Ka,Cl).ეს მნიშვნელოვანია, რადგან ჩვეულებრივ დიურეტიკებს შეუძლიათ გამოდევნონ ორგანიზმიდან აუცილებელი მიკროელემენტები.
ჩვენებები:
- თირკმელებში მარილების (ურატები,ოქსალატები,ფოსფატები,კარბონატები) დიდი რაოდენობით წარმოქმნა.
- წვრილი უროლითიაზი.
- კენჭების წარმოქმნის რეციდივის პროფილაქტიკა კონკრემენტის მოცილების შემდეგ.
- პოდაგრა.
- შარდგამომყოფი გზების ინფექციები:ცისტიტი,ურეთრიტი,პიელონეფრიტი.
- დიზურიული მოვლენები
- შარდის და ნაღვლის გამომყოფი გზების სპაზმი.
- სპასტიკური კოლიტი.
- ინტოქსიკაციის სხვადასხვა სახე(მედიკამენტოზური,ალკოჰოლური,ნარკოტიკული და კვებითი ინტოქსიკაციები)
უკუჩვენებები:
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ.
ურთიერთმოქმედება სხვა პრეპარატებთან: არ არის გამოვლენილი.
მიღების წესი და დოზირება:
მიიღება 3 ჯერ დღეში ჭამამდე 30 წთ.ადრე პერორალურად.
სამკურნალო დოზა:
სკოლამდელი ასაკის ბავშვები....... 5მლ 3 ჯერ დღეში
სკოლის ასაკის ბავშვები.................. 5-10 მლ 3 ჯერ დღეში
მოზრდილები.................................25 მლ 3 ჯერ დღეში
ორსულები.....................................20 მლ 3 ჯერ დღეში
მკურნალობის კურსი 2-4 კვირა,დოზირება და მკურნალობის კურსი კორეგირდება ექიმის მიერ.
განსაკუთრებული მითითებები:
დოზის გამოტოვების შემთხვევაში არ გააორმაგოდ დოზა შემდეგ მიღებაზე.
ორსულობა და ლაქტაცია:ორსულობის დროს პირველ ტრიმესტრში გამოიხატება გულისრევის შეგრძნება,ღებინება,რომელიც გამოწვეულია ჰორმონების მაღალი დონით სისხლში,ასევე ძლიერდება გაღიზიანებადობა,.აღზნებადობა,,ძლიერდება ჰორმონალური დატვირთვა გულზე,თირკმელებზე და მთლიანად ორგანიზმზე.
იმისათვის რომ მოვახდინოთ პრევენცია ზემოდ ჩამოთვლილი მოვლენებისა ექიმები ორსულობის დროს გვირჩევენ ბურგეონს.
ორსულებში და 12 წლამდე ასაკის ბავშვებში გამოიყენება ექიმის დანიშნულებით.
გვერდითი მოვლენები: არ აქვს გამოხატული რეკომენდირებული დოზების მიღებისას.
შენახვის წესი: ინახება ოთახის ტემპერატურაზე სინათლისა და ნესტისგან დაცულ ბავშვებისგან მიუწვდომელ ადგილზე.
გამოშვების ფორმა:
300მლ პერორალურად მისაღები ხსნარი მუქი ფერის შუშის ფლაკონში,პლასტიკური მზომი ჭიქით მოთავსებული მუყაოს კოლოფში.
მწარმოებელი
Made in EU by Fortex Nutraceuticals LTD
Sofia 1362,str Proxladen,Bulgaria
On behalf of RICH PHARMA –United Kingdom
DISTRIBUTED BY RICH PHARM