ეუფილინი
(EUPHYLLINUM)

ზოგადი დახასიათება:

საერთაშორისო დასახელება:
ამინოფილინი

ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები:
პრეპარატი წარმოადგენს თეთრ ან მოთეთრო მოყვითალო ელფერის ორმხრივ ამოზნექილ ტაბლეტებს.

შემადგენლობა:
1 ტაბ. შეიცავს 0,15გ ეუფილინს;
დამხმარე ნივთიერებები: კარტოფილის სახამებელი, კალციუმის სტეარატი.

ფორმა:
ტაბლეტები

ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
  ასთმის საწინააღმდეგო საშუალება სისტემური გამოყენებისათვის. ქსანტინები

ფარმაკოლოგიური თვისებები:
ამინოფილინი წარმოადგენს თეოფილინისა და 1,2-ეთილენდიამინის (რომელიც აძლიერებს ხსნადობას და აუმჯობესებს აბსორბციას) შემცველ ბრონქოლიზურ საშუალებას. ეუფილინის მოქმედების ეფექტი განპირობებულია უპირველეს ყოვლისა მის შემადგენლობაში არსებული თეოფილინით. პრეპარატი აინჰიბირებს ფოსფოდიესთერაზას და აძლიერებს ქსოვილებში 3,5-ადენოზინმონოფოსფატის (ც-ამფ) დაგროვებას, აბლოკირებს ადენოზინის (პურინის) რეცეპტორებს, თრგუნავს კალციუმის იონების ტრანსპორტს უჯრედული მემბრანების არხებით ეუფილინი აფართოვებს ბრონქებს, ხსნის ბრონქოსპაზმს, რამდენადმე აფართოვებს გულის, თავის ტვინის, თირკმელების სისხლძარღვებს, წარმოადგენს პერიფერიულ ვაზოდილატატორს. ახასიათებს ზომიერად გამოხატული დიურეზული მოქმედება, რომელიც ძირითადად დაკავშირებულია მილაკოვანი რეაბსორბციის შემცირებასთან, აფერხებს თრომბოციტების აგრეგაციას. პრეპარატი ხასიათდება სუნთქვის ცენტრზე მასტიმულირებელი მოქმედებით, იგი ზრდის გულის შეკუმშვათა სიხშირეს და სიძლიერეს.    
ფარმაკოკინეტიკა: ეუფლინი შიგნით მიღებისას კარგად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტში. მეტაბოლიზდება ღვიძლში არააქტიური ნაერთების წარმოქმნით. პრეპარატის ბიოტრანსფორმაციის პროდუქტები ექსკრეტირდება შარდთან ერთად, 10%-უცვლელი სახით, მცირე რაოდენობა-განავალთან ერთად.
პრეპარატი გაივლის პლაცენტურ ბარიერს, ექსკრეგირებს დედის რძეში.

ჩვენება:
ბრონქოობსტრუქციული სინდრომის კუპირება ბრონქული ასთმის, ბრონქიტის, ფილტვების ემფიზემის დროს. პრეპარატს იყენებენ “ფილტვისმიერი” გულის, სუნთქვის ცენტრის ფუნქციის მოშლის, თავის ტვინში სისხლმიმოქცევის დარღვევის (კომბინირებული თერაპიის შემადგენლობაში), სისხლმიმოქცევის უკმარისობის, გულის ან თირკმლისმიერი გენეზის შეშუპებების სამკურნალოდ (კომბინირებული თერაპიის შემადგენლობაში, როგორც დამხმარე სამკურნალო საშუალება).

მიღების წესი და დოზირება:
ეუფილინის დოზა და მისი მიღების სიხშირე ინდივიდუალურია. იგი განისაზღვრება ავადმყოფის ასაკის, სხეულის წონის და თეოფილინის მეტაბოლიზმის მიხედვით.
მოზრდილებს ეუფილინი შიგნით მისაღებად ენიშნებათ 0,15გ დოზით 1-3-ჯერ დღეში ჭამის შემდეგ.
ბავშვებს-სადღეღამისო დოზით 7-10მგკგ წონაზე 4 მიღებაზე დაყოფილი.
მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაავადების მიმდინარეობაზე და პრეპარატის ამტანობაზე და შესაძლებელია შეადგენდეს რამოდენიმე დღიდან რამოდენიმე თვეს.
მოზრდილებში უმაღლესი დოზები შიგნით მისაღებად: ერთჯერადი-0,5გ, სადღეღამისო-1,5გ; უმაღლესი დოზები ბავშვებში-ერთჯერადი-7მგკგ, სადღეღამისო-15მგკგ.

გვერდითი მოქმედება:
თავბრუსხვევა, ტაქიკარდია, გულის რითმის დარღვევა, ძილის დარღვევა, გულისრევა, ღებინება, მოუსვენრად ყოფნა, კრუნჩხვები, ალბუმინურია, ჰემატურია, ალერგიული რეაქციები კანზე გამონაყარის სახით. წყლულოვანი დაავადების გამწვავება. იშვიათად-ჰიპოგლიკემია.

წინააღმდეგჩვენება:
ამინოფილინის მიმართ მომატებული მგრძნობელობა. გულის მწვავე უკმარისობა, სტენოკარდია, გულის რითმის დარღვევა, ღვიძლის დაან თირკმელების ფუნქციის მკვეთრად გამოხატული დარღვევა, ეპილეფსია.

სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება:
ეუფილინი განსაკუთრებული სიფრთხილით ინიშნება ანტიკოაგულანტებთან, თეოფილინის ან პურინის სხვა წარმოებულებთან კომბინაციაში. ეუფილინი აძლიერებს შარდმდენი საშუალებების მოქმედების ეფექტს.

ჭარბი დოზირება:
პრეპარატის ჭარბი დოზირებით გამოწვეული სიმპტომები აღინიშნება სისხლის პლაზმაში თეოფილინის 20მგლ უფრო მეტი კონცენტრაციის დროს. შესაძლებელია გულისრევა, ღებინება, უძილობა, ტაქიკარდია, კრუნჩხვები, სისხლის მიმოქცევის მოშლის სიმპტომები.
მკურნალობა: სიმპტომატური

გამოყენების თავისებურებები:
ეუფილინით მკურნალობის პროცესში ქსანტინის წარმოებულების შემცველი (ჩაი, ყავა) ნივთიერებების მიღება რეკომენდებული არ არის.

შენახვის პირობები და ვადა:
  სინათლისაგან და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას. პრეპარატის ვადა მითითებულია შეფუთვაზე.

გაცემის წესი:
რეცეპტით

Facebook კომენტარები

600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია
600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია