ბრონქობოსი® 5% სიროფი
250 მგ/5 მლ
კარბოცისტეინი
საჭიროა გამოყენების ინსტრუქციის ყურადღებით წაკითხვა, რადგან შეიცავს პაციენტისათვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
მედიკამენტის შეძენა შესაძლებელია ექიმის რეცეპტის გარეშე. საჭიროა გამოყენების ინსტრუქციაში მოცემული მითითებების დაცვა მედიკამენტით მკურნალობის საუკეთესო შედეგის მისაღწევად.
საჭიროა ინსტრუქციის შენახვა. შესაძლოა, წარმოიშვას მისი ხელახალი გაცნობის აუცილებლობა.
დამატებითი კითხვების არსებობისას საჭიროა მკურნალ ექიმთან, ფარმაცევტთან ან ექთანთან მიმართვა.
ინსტრუქციაში მოცემულია:
1. რას წარმოადგენს ბრონქობოსი 5% სიროფი და მისი გამოყენება;
2. რა უნდა იცოდეს პაციენტმა ბრონქობოსი 5% სიროფის მიღებამდე;
3. ბრონქობოსი 5% სიროფის მიღების წესი;
4. შესაძლო გვერდითი მოვლენები;
5. ბრონქობოსი 5% სიროფის შენახვის წესი;
6. დამატებითი ინფორმაცია.
1. რას წარმოადგენს ბრონქობოსი 5% სიროფი და მისი გამოყენება
ბრონქობოსი 5% სიროფი შეიცავს პრეპარატ კარბოცისტეინს, რომელიც მიეკუთვნება მუკოლიზურ საშუალებებს. ის ლორწოს ნაკლებად წებოვანს ხდის (ათხევადებს მას), რაც აადვილებს მის გამოყოფას ხველის დროს.
ბრონქობოსი 5% სიროფი გამოიყენება სასუნთქი გზების (რესპირატორული ტრაქტის) პრობლემების დროს, როდესაც წარმოიქმნება დიდი რაოდენობით ლორწო ან ლორწო ხდება ძალიან წებოვანი.
2. რა უნდა იცოდეს პაციენტმა ბრონქობოსი 5% სიროფის მიღებამდე
მკურნალ ექიმს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს სხვა მედიკამენტებს, აღენიშნება ზოგიერთი ქრონიკული დაავადება, მეტაბოლური დარღვევა, ჰიპერმგრძნობიარეა ან აღენიშნებოდა ალერგიული რეაქციები მედიკამენტების მიმართ.
დაუშვებელია ბრონქობოსი 5% სიროფის მიღება
• თუ პაციენტი ალერგიულია (ჰიპერმგრძნობიარეა) კარბოცისტეინის ან ბრონქობოსი 5% სიროფის სხვა რომელიმე ინგრედიენტის მიმართ (ჩამონათვალი მე-6 პარაგრაფში). ალერგიული რეაქციის ნიშნები მოიცავს: გამონაყარს, ყლაპვის ან სუნთქვის გაძნელებას, ტუჩების, სახის, ხახის ან ენის შეშუპებას;
• თუ პაციენტს აღენიშნება კუჭის ან ნაწლავის წყლული.
დაუშვებელია მედიკამენტის მიღება, თუ რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი აღენიშნება პაციენტს. დაეჭვების შემთხვევაში ბრონქობოსი 5% სიროფის მიღებამდე საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია.
განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები ბრონქობოსი 5% სიროფის მიღებისას
არ არის მოწოდებული.
სხვა მედიკამენტები და ბრონქობოსი 5% სიროფი
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია შეიძლება ეხებოდეს იმ მედიკამენტებს, რომლებსაც პაციენტი აღარ იღებს, ასევე, იმ მედიკამენტებს, რომელთა მიღებასაც გეგმავს. მკურნალ ექიმს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს ან უახლოეს წარსულში იღებდა ნებისმიერი სხვა მედიკამენტს, ურეცეპტოდ გასაცემი მედიკამენტების ჩათვლით.
არ არის ცნობილი ბრონქობოსი 5% სიროფისა და სხვა მედიკამენტების ურთიერთქმედების შესახებ.
ბრონქობოსი 5% სიროფის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად
საკვებისა და სასმელის მიღება არ ახდენს გავლენას მედიკამენტის ეფექტზე.
ფეხმძიმობა და ძუძუთი კვება
მედიკამენტით მკურნალობის დაწყებამდე საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია.
მედიკამენტის მიღებამდე საჭიროა ექიმთან კონსულტაცია:
• თუ პაციენტი არის ფეხმძიმედ, გეგმავს ფეხმძიმობას ან ფიქრობს, რომ არის ფეხმძიმედ. ამ პრეპარატის მიღება დაუშვებელია ფეხმძიმობის პირველ ტრიმესტრში;
• ძუძუთი კვების ან მისი დაგეგმვის შემთხვევაში.
ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვა
მედიკამენტი არ ახდენს გავლენას ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე.
სხვა გაფრთხილებები
• ბრონქობოსი 5% სიროფი შეიცავს 96% ეთანოლს (სპირტს). ინსტრუქციის მიხედვით გამოყენებისას 15 მლ სიროფი შეესაბამება 375 მგ სპირტს. ეს შეიძლება საზიანო აღმოჩნდეს ალკოჰოლიზმით დაავადებული პაციენტებისათვის. ასევე, მხედველობაშია მისაღები ფეხმძიმე და მეძუძური პაციენტებისათვის, ბავშვებისა და მაღალი რისკის მქონე (ღვიძლის დაავადების ან ეპილეფსიის მქონე) პაციენტებისათვის;
• ბრონქობოსი 5% სიროფი შეიცავს მეთილის პარაჰიდროქსიბენზოატს და პროპილის პარაჰიდროქსიბენზოატს. ორივე ინგრედიენტმა შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები (დაყოვნებული ტიპის ჰიპერმგრძნობელობითი რეაქციები);
• ბრონქობოსი 5% სიროფი შეიცავს აზორუბინს (E122), რომელმაც შესაძლოა გამოიწვიოს ალერგიული რეაქცია.
3. ბრონქობოსი 5% სიროფის მიღების წესი
მედიკამენტის მიღება უნდა მოხდეს გამოყენების ინსტრუქციის მიხედვით. თუ პაციენტი მიიჩნევს, რომ მედიკამენტის ეფექტი ძალიან ძლიერი ან ძალიან სუსტია, უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
მიღების წესი
ბრონქობოსი 5% სიროფი განკუთვნილია შიგნით მისაღებად.
ბრონქობოსი 5% სიროფის მიღება უნდა მოხდეს ზუსტად ექიმის დანიშნულების მიხედვით. საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა, თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული.
დოზირება
მოზრდილები (ხანდაზმულების ჩათვლით)
• რეკომენდებული დოზაა 15 მლ (3 დოზატორი კოვზი ბრონქობოსი 5% სიროფი) 3-ჯერ დღეში;
• თუ სიმპტომები უმჯობესდება, დოზა შეიძლება შემცირდეს 10 მლ-მდე (2 დოზატორი კოვზი ბრონქობოსი 5% სიროფი) 3-ჯერ დღეში.
ბავშვები
ბრონქობოსი 5% სიროფი რეკომენდებულია 12 წელზე მეტი ასაკის ბავშვებისათვის. დოზა იგივეა, რაც მოზრდილებში.
ბრონქობოსი 2.5% სიროფი რეკომენდებული 12 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის. ჩვეულებრივი დღიური დოზა შეადგენს 20 მგ/კგ სხეულის წონის, რომელიც მიიღება რამენიმე დოზად.
შენიშვნა:
• ბრონქობოსი 5% სიროფის დოზირებისათვის გამოყენებულ უნდა იქნას შეფუთვაში მოთავსებული დოზატორი კოვზი (5 მლ), რომელზე არის 2.5 მლ ნიშნული. ერთი დოზატორი კოვზი ბრონქობოსი 5% სიროფი (5 მლ) შეიცავს 250 მგ კარბოცისტეინს.
ბრონქობოსი 5% სიროფის დოზის გადაჭარბებისას
დოზის გადაჭარბებისას საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან დაუყოვნებლივ მიმართვა!
დიდი რაოდენობით ბრონქობოსი 5% სიროფის მიღებისას, საჭიროა ექიმთან ან უახლოესი ჰოსპიტლის ემერჯენსის განყოფილებაში დაუყოვნებლივ მიმართვა. სასურველია პაციენტმა თან უნდა იქონიოს შეფუთვა, რათა ექიმმა იცოდეს, თუ რომელი პრეპარატია მიღებული. ბრონქობოსი 5% სიროფის დოზის გადაჭარბებისას მოსალოდნელია აღინიშნოს დისპეფსიური მოვლენები (გასტრო-ინტესტინალური დარღვევები).
ბრონქობოსი 5% სიროფის დოზის გამოტოვებისას
არ შეიძლება დოზის გაორმაგება გამოტოვებულის სანაცვლოდ. მისი მიღება უნდა გაგრძელდეს სქემის მიხედვით.
დოზის გამოტოვებისას საჭიროა მოცდა შემდეგი დოზის მიღების დრომდე და მედიკამენტის მიღების გაგრძელება დანიშნულების მიხედვით. დაუშვებელია გაორმაგებული დოზის მიღება გამოტოვებულის სანაცვლოდ.
ბრონქობოსი 5% სიროფით მკურნალობის შეწყვეტა
მედიკამენტის მიღება უნდა გაგრძელდეს ექიმის დანიშნულების მიხედვით.
პრეპარატის მიღების უეცრად შეწყვეტისას არ აღინიშნება რაიმე საზიანო გავლენა ორგანიზმზე.
დამატებითი კითხვების არსებობისას ან დაეჭვებისას ბრონქობოსი 5% სიროფის გამოყენებასთან დაკავშირებით საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.
4. შესაძლო გვერდითი მოვლენები
სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად, ბრონქობოსი 5% სიროფმაც შეიძლება გამოიწვიოს გარკვეული გვერდითი მოვლენები.
სხვა მედიკამენტების მსგავსად ბრონქობოსი 5% სიროფმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, მაგრამ ისინი ყველას არ უვითარდება.
ბრონქობოსი 5% სიროფის მიღება უნდა შეწყდეს და საჭიროა დაუყოვნებლივ ექიმთან ან ჰოსპიტალში მიმართვა:
• თუ პაციენტს აღენიშნება ალერგიული რეაქცია. ნიშნები შეიძლება მოიცავდეს: გამონაყარს, ყლაპვის ან სუნთქვის გაძნელებას, ტუჩების, სახის, ხახის ან ენის შეშუპებას;
• თუ კანზე აღინიშნება ბუშტუკების განვითარება ან სისხლდენა, მათ შორის, ტუჩებზე, თვალებზე, პირის ღრუში, ცხვირში ან გარეთა სასქესო ორგანოებზე. შეიძლება ასევე აღინიშნებოდეს გრიპის მსგავსი სიმპტომები და ცხელება. ეს შეიძლება სტივენს-ჯონსონის სინდრომი იყოს.
საჭიროა ექიმის ინფორმირება დაუყოვენბლივ, თუ პაციენტს აღენიშნება შემდეგი მძიმე გვერდითი მოვლენა:
• სისხლიანი ღებინება ან შავი, კუპრისფერი განავალი
თუ რომელიმე გვერდითი მოვლენა მიიღებს მძიმე ხასიათს ან განვითარდება ისეთი გვერდით ეფექტები, რომლებიც არ არის მითითებული ინსტრუქციაში, საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.
5. ბრონქობოსი 5% სიროფის შენახვის წესი
ბრონქობოსი 5% სიროფი ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ინახება 30ºC ტემპერატურის ქვემოთ. დაუშვებელია გაყინვა.
შენახვის ვადა: 36 თვე
შენახვის ვადა ორიგინალური შეფუთვის გახსნის შემდეგ: 60 დღე
დაუშვებელია ბრონქობოსი 5% სიროფის მიღება კოლოფზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ.
6. დამატებითი ინფორმაცია
რას შეიცავს ბრონქობოსი 5% სიროფი
ბრონქობოსი 5% სიროფის 5 მლ შეიცავს: კარბოცისტეინი.............250.00 მგ
ბრონქობოსი 5% სიროფის სხვა დამხმარე ნივთიერებებია: გლიცეროლი 85%, ეთანოლი 96%, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, ნატრიუმის კარმელოზა, ლიმონმჟავის მონოჰიდრატი, მეთილის პარაჰიდროქსიბენზოატი, ნატრიუმის საქარინი, პროპილის პარაჰიდროქსიბენზოატი, ჟოლოს არომატი, აზორუბინი (E122), გამოხდილი წყალი.
ბრონქობოსი 5% სიროფის ფორმა და შეფუთვა
ბრონქობოსი 5% სიროფი არის გამჭვირვალე, ოდნავ წებოვანი ხსნარი ჟოლოს ფერითა და არომატით.
ბრონქობოსი 5% სიროფი მოთავსებულია ბოთლში, რომელიც შეიცავს 200 მლ სიროფს. შეფუთვა მოიცავს დოზატორ კოვზს მედიკამენტის სწორად მისაღებად.
გაცემის წესი
გაიცემა ექიმის რეცეპტის გარეშე
სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი
BOSNALIJEK, Pharmaceutical and Chemical Industry, Join Stock Company, Jukiceva 53, Sarajevo, Bosnia and Herzogovina
ბოსნალიეკ, ფარმაცეუთიქალ ენდ ქემიქალ ინდასთრი, სააქციო საზოგადოება, იუკიჩევა 53, სარაევო, ბოსნია და ჰერცოგოვინა
მწარმოებელი
BOSNALIJEk, Pharmaceutical and Chemical Industry, Join Stock Company, Jukiceva 53, Sarajevo, Bosnia and Herzogovina
ბოსნალიეკ, ფარმაცეუთიქალ ენდ ქემიქალ ინდასთრი, სააქციო საზოგადოება, იუკიჩევა 53, სარაევო, ბოსნია და ჰერცოგოვინა