აზფლუ

AZFLU

ფარმაცევტული პროდუქტის შემოთავაზებული სავაჭრო დასახელება
აზფლუ

ფარმაცევტული ფორმა
ნაზალური სპრეი

ხარისხობრივი და რაოდენობრივი შემადგენლობა
თითოეული შესხურება შეიცავს:
აზელასტინის ჰიდროქლორიდი BP---------- 140 მკგ
ფლუტიკაზონის პროპიონატი BP ----------50 მკგ
კონსერვანტები:
ბენზკალონიუმის ქლორიდის ხსნარი BP ---…0.02% წ/მ
ფენილეთილის სპირტი USP---…0.25% წ/მ
ექსციპიენტები ---------------- ქ.ს

კლინიკური მახასიათებლები
თერაპიული ჩვენებები
აზელასტინის ჰიდროქლორიდი და ფლუტიკაზონის პროპიონატის ნაზალური სპრეი რეკომენდებულია სეზონური ალერგიული რინიტის სიმპტომების მოსახსნელად 12 წლის ან უფროსი ასაკის პაციენტებში, რომლებიც საჭიროებენ მკურნალობას, როგორც აზელასტინის ჰიდროქლორიდით, ისე ფლუტიკაზონის პროპიონატით, სიმპტომური დახმარების სახით.

დოზირება და მიღების წესი
სრული თერაპიული სარგებლისთვის მნიშვნელოვანია რეგულარული გამოყენება.
თავიდან უნდა იქნას აცილებული თვალებთან კონტაქტი.

მოზრდილები და მოზარდები (12 წლის და უფროსი ასაკის)
1 შესხურება თითოეულ ნესტოში დღეში ორჯერ (დილას და საღამოს)

12 წლამდე ასაკის ბავშვები
აზფლუ სპრეი არ არის რეკომენდებული 12 წლამდე ასაკის ბავშვებში, ვინაიდან პრეპარატის უსაფრთხოება და ეფექტურობა ამ ასაკობრივ ჯგუფში არ არის დადგენილი.

ხანდაზმულები
ამ პოპულაციაში დოზის დარეგულირება საჭირო არ არის.

თირკმლის და ღვიძლის უკმარისობა
არ არსებობს მონაცემები პაციენტებში ღვიძლის და თირკმლის უკმარისობით.

მკურნალობის ხანგრძლივობა
აზფლუს ნაზალური სპრეი გამოსადეგია ხანგრძლივი გამოყენებისთვის
მკურნალობის ხანგრძლივობა უნდა შეესაბამებოდეს ალერგიული ექსპოზიციის პერიოდს.

მიღების მეთოდი
აზფლუს ნაზალური სპრეი არის მხოლოდ ნაზალური გამოყენებისთვის.

უკუჩვენებები
ეს კომბინაცია უკუნაჩვენებია პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ჰიპერმგრძნობელობა ფლუტიკაზონის პროპიონატის ან აზელასტინის ჰიდროქლორიდის ან პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ.

სპეციალური სიფრთხილის ზომები
სომნოლენცია
კლინიკურ კვლევებში, სომნოლენციის შემთხვევები გამოვლინდა ზოგიერთ პაციენტში (853-დან 6 პაციენტში), რომლებიც იღებდნენ აზელასტინის ჰიდროქლორიდს და ფლუტიკაზონის პროპიონატის ნაზალურ სპრეის. პაციენტები გაფრთხილებული უნდა იყვნენ სახიფათო საქმიანობასთან დაკაშირებით, რომლებიც საჭიროებენ სრულ მენტალურ სიფხიზლეს და მოტორულ კოორდინაციას, როგორიც არის მექანიზმების მართვა ან ტრანსპორტის მართვა აზელასტინის ჰიდროქლორიდის და ფლუტიკაზონის პროპიონატის ნაზალური სპრეის მიღების შემდეგ.

აზფლუ ნაზალური სპრეის გამოყენებამდე გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს თუ:
• თუ ახლო წარსულში გადაიტანეთ ცხვირის ოპერაცია;
• გაქვთ ცხვირის ინფექცია.ცხვირისინფექციების მკურნალობა უნდა ხდებოდეს ანტიბაქტერიული ან სოკოს საწინააღმდეგო საშუალებებით. თუ ღებულობდით ცხვირის ინფექციის სამკურნალო საშუალებას, შეგიძლიათ გააგრძელოთ აზფლუ ნაზალური სპრეის გამოყენაბა, თქვენი ალერგიის სამკურნალოდ;
• გაქვთ ტუბერკულოზი ან არანამკურნალები ინფექცია;
• გაქვთ მხედველობის ცვლილება ან მომატებული თვალშიდა წნევა ანამნეზში, გლაუკომა ან/და კატარაქტა. თუ თქვენ ეს გეხებათ, ყურადღებით დაგაკვირდებიან აზფლუ ნაზალური სპრეის გამოყნებისას.

სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება და ურთიერთქმედების სხვა ფორმები

ფლუტიკაზონის პროპიონატი
ნორმალურ მდგომარეობაში ფლუტიკაზონის პროპრიონატის დაბალი პლაზმური კონცენტრაციები მიიღწევა ინტრანაზული შეყვანისას, პირველი გავლის ექსტენსიური მეტაბოლზიმის და ციტოქრომ P450 3A4 მედიატირებული მაღალი სისიტემური კლირენსის გამო, ღვიძლში და ნაწლავებში. შესაბამისად, ფლუტიკაზონის პროპრიონატის კლნიკურად მნიშვნელოვან პრეპარატებთან ურთიერთქმედება ნაკლაბად სავარაუდოა.
პრეპარატებთან ურთიერთქმედების კვლევამ ჯანმრთელ სუბიექტებში აჩვენა, რომ რიტონავირს (მძლავრი პოტენციის ციტოქრომ P450 3A4-ისინჰიბიტორი) შეუძლია გაზარდოს ფლუტიკაზონის პროპრიონატის პლაზმური კონცენტრაციები, რაც იწვევს შრატის კორტიზოლის კონცეტრაციების მკვეთრ შემცირებას. პოსტმარკეტინგული გამოყენებისას აღინიშნა, პრეპარატთა კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედების შემთხვევები, პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ინტრანაზალურ ან საინჰალაციო ფლუტიკაზონის პროპრიონატს ან რიტონავირს, რაც იწვევდა სისტემურ კორტიკოსტეროიდულ ეფექტებს მათ შორის კუშინგის სინდრომს და თირკმელზედა ჯიკრვლის დათრგუნვას. ამიტომ, თავიდან უნდა იქნას აცილებული ფლუტიკაზონის პროპრიონატის და რიტონავირის ერთდროული გამოყენება თუ პაციენტისთვის სარგებელი არ აჭარაბებს სისტემური კორტიკოსტეროიდებით გამოწვეული გვერდითი ეფექტების რისკს.
კვლევებმა აჩვენა, რომ ციტოქრომ P450 3A4-ისსხვა ინჰიბიტორები იწვევენ სისტემური ექსპოზიციის უმნიშვნელო (ერითრომიცინი) და მცირე (კეტოკონაზოლი) მატებას ფლუტიკაზონის პროპრიონატს მიმართ შრატის კორტიზოლის კონცეტრაციების შესამჩნევი შემცირების გარეშე. თუმცა საჭიროა ყურადღება ციტოქრომ P450 3A4-ისმძლავრიინჰიბიტორების (მაგალითად, კეტოკონაზოლის) იმავდროულად შეყვანისას, ვინაიდან არსებობს ფლუტიკაზონის პროპრიონატს მიმართ სისტემური ექსპოზიციის მატების პოტენციალი.

აზელასტინის ჰიდროქლორიდი
არ განხორციელებულა რაიმე ტიპის სპეციფიური ურთიერთქმედების კვლევა აზელასტინის ჰიდროქლორიდის ნაზალურ სპრეისთან მიმართებაში. განხორციელდა ურთიერთქმედების კვლევები მაღალი ორალური დოზების შემთხვევაში. თუმცა მათ არ აქვთ რაიმე მნიშვნელობა აზელასტინის ნაზალური სპრეისთან, ვინაიდან მოცემული რეკომენდებული ნაზალური დოზები იწვევდნენ გაცილებით დაბალ სისტემურ ექსპოზიციას. თუმცა ყურადღებაა საჭირო აზელასტინის ჰიდროქლორიდის შეყვანისას პაციენტებში, რომლებიც იმავდროულად იღებენ სედაციურ ან ცენტრალური ნერვული სისტემის პრეპარატებს, ვინაიდან შეიძლება გაძლიერდეს სედაციური ეფექტი. ალკოჰოლმა შეიძლება გააძლიეროს ეს ეფექტი.

ორსულობა და ლაქტაცია

ორსულობა
აზფლუ ნაზალური სპრეის გამოყენება ორსულობისას შეიძლება მხოლოდ მაშინ, როდესაც მოსალოდნელი სარგებელი აჭარბებს ნაყოფისთვის მიყენებულ პოტენციურ რისკს.

ლაქტაცია
არ არის ცნობილი, გამოიყოფა თუ არა რძეში ნაზალურად შეყვანილი აზელასტინის ჰიდროქლორიდი/მეტაბოლიტები ან ფლუტიკაზონის პროპრიონატი/მეტაბოლიტები. ამიტომ აზფლუ ნაზალური სპრეის გამოყენება ლაქტაციის დროს შეიძლება მხოლოდ მაშინ, როდესაც მოსალოდნელი სარგებელი აჭარბებს ნაყოფისთვის მიყენებულ პოტენციურ რისკს.

არასასურველი ეფექტები
ხშირადდისგევზია, სუბსტანცია-სპეციფიკური არასასიამოვნო გემოს შეგრძნება შეიძლება ჰქონდეს პაციენტს, პრეპარატის შეყვანის შემდეგ (ხშირად მიღების არასწორი მეთოდის გამო, უმთავრესად თავის მეტისმეტად უკან გადახრის გამო, პრეპარატის შეყვანის დროს).

გვერდითი რეაქციები ჩამოთვლილია ქვემოთ, ორგანოთა სისტემების კლასების და სიხშირის მიხედვით. სიხშირე ისაზღვრება შემდეგნაირად:
ძალიან ხშირი (≥1/10),
ხშირი (≥1/100% დან არახშირი (≥1/1.000 დან იშვიათი (≥1/10.000 დან ძალაინ იშვიათი (უცნობი (შეუძლებელია განსაზღვრა ხელმისაწვდომი მონაცემებით)

სიხშირე

ძალიან ხშირი

ხშირი 

არახშირი

იშვიათი 

ძალაინ იშვიათი

ორგანოთა სისტემების კლასები 

 

 

 

 

 

იმუნურისისტემისდარღვევები

 

 

 

 

ჰიპერმგრძნობელობა, მათ შორის ანაფილაქსიური რეაქციები, ანგიოშეშუპება, (სახის ან ენის შეშუპება და კანის გამონაყარი), ბრონქოსპაზმი

ნერვული სისიტემის დარღვევები 

 

თავის ტკივილი, დისგევზია (უსიამოვნო გემო), უსიამოვნო სუნი

 

 

თავბრუსხვევა, სომნოლენცია (თვლემა, უძილობა) 

თვალის დარღვევები*

 

 

 

 

გლაუკომა, მომატებული თვალშიდა წნევა, კატარაქტა

რესპირატორული, თორაკალაური და მედიასტინური დარღვევები

ეპისტაქსისი

 

ნაზალური დისკომფორტი (მათ შორის ნაზალური გაღიზიანება, წვა, ქავილი), ცემინება, ნაზალური სიმშრალე, ხველა, ყელის სიმშრალე, ყელის გაღიზინება)

 

ნაზალური სეპტალური პერფორაცია**, ლორწოვნის ეროზია

გასტროინტესტინური დარღვევები 

 

 

 

პირის სიმშრალე 

გულისრევა

კანის და კანქვეშა ქსოვილის დარღვევები

 

 

 

 

 გამონაყარი, ქავილი, ურტიკარია

ზოგადი ხასიათის დარღვევები და შეყვანის ადგილის მდგომარეობა

 

 

 

 

გადაღლა (გამოფიტვა, გადაქანცვა), სისუსტე

ათქ კოდი: R01AD58

ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკო დინამიკური თვისებები
პლაცებო-კონტროლირებად კვლევაში (95 პაციენტი ალერგიული რინიტით) არ გამოვლინდა აზელასტინის ჰიდროქლორიდის ნაზალური სპრეის ეფექტი (2 შესხურება თითოეულ ნესტოში, დღეში ორჯერ, 56 დღის სგანმავლობაში) კარდიალურრეპოლარიზაციაზე, როგორც ეს ნაჩვენებია ელექტროკარდიოგრამის სწორი QT ინტერვალით. დღეში ორჯერ, 4 მგ და 8 მგ აზელასტინის მრავალჯერადი ორალური დოზის შეყვანის შემდეგ, QT ინტერვალების საშუალო ცვლილება იყო შესაბამისად 7.2 მ/წამი და 3.6 მ/წამი. განხორციელდა ურთიერთქმედების კვლევები რომლებიც იკვლევედა ერთდროულად შეყვანილი აზელასტინის ჰიდროქლორიდის და ერითრომიცინის ან კეტოკონაზოლის კარდიალური რეპოლარიზაციის ეფექტებს. ამ პრეპარატებს არ ჰქონდათ რაიმე სახის ეფექტი QT ინტერვალებზე სერიული ელექტრო კარდიოგრამის ანალიზის საფუძველზე.

მოქმედების მექანიზმი
აზელასტინის ჰიდროქლორიდი, ფტალაზინონის წარმოებული, ავლენს H1 ჰისტამინური რეცეპტორი სანტაგონისზმს ცალკეულ ქსოვილებში, ცხოველთა მოდელებში, და ადამიანებში. in vitro კვლევებში აზელასტინის ნაზალური სპრეი, შეყვანილი რაცემიული ნარევის სახით, ენანთიომერებს შორის ფარმაკოლოგიური აქტივობის არანაირ ცვლილებას არ იწვევს. მთავარი მეტაბოლიტიდის მეთილაზელასტინი ასევე ფლობს H1-რეცეპტორის ანტაგონისტურ აქტივობას.
ფლუტიკაზონისპროპიონატი, სინთეზური ტრი-ფტორირებული კორტიკოსტეროიდი, ანთების საწინააღმდეგო აქტივობით, in vitro კვლევაში ადამიანის კლონურ გლუკოკორტიკოიდულ რეცეპტორულ სისტემაზე, რომელიც მოიცავდა მაკავშირებელ და გენურ ექსპრესიას, იძლეოდა 50% პასუხებს, 1.25 და 0.17 ნმ კონცენტრაციებზე შესაბამისად. ამ კვლევებში ფლუტიკაზონის პროპრიონატი იყო 3-5-ჯერ უფრო მძლავრი ვიდრე ბეტამეტაზონი. მაკკენზის ვაზოკონსტრიქტორის კვლევის მონაცემები მამაკაცებში, ასევე ამყარებს მის მძლავრ გლუკოკორტიკოიდულ აქტივობას. ამ მონაცემების კლინიკური მნიშვნელობა უცნობია. ზუსტი მექანიაზმი, რომლის საშუალებითაც ფლუტიკაზონისპროპრიონატი ზეგავლენას ახდენს ალერგიული რინიტის სიმპტომებზე არ არის ცნობილი. კორტიკოსტეროიდებმა გამოავლინეს ეფექტების ფართო სპექტრი მრავლობითი უჯრედების ტიპებზე (მაგალითად მასტოციტები. ეოზინოფილები, ნეიტროფილები, მაკროფაგები და ლიმფოციტები) და მედიატორებზე (მაგალითად ჰისტამინი, ეიკოზანოიდები, ლეიკოტრინები და ციტოკინები) რომლებიც ჩართული არიან ანთებით პროცესში.

ფარმაკოკინეტიკური თვისებები
აბსორბცია: თითოეულ ნესტოშიაზელასტინისჰიდროქლორიდის და ფლუტიკაზონისპროპიონატის ნაზალური სპრეის 2 შესხურების (548 მკგ აზელასტინის ჰიდროქლორიდი და 200 მკგ ფლუტიკაზონი) ინტრანაზალური ადმინისტრირების შემდეგ, საშუალო (± სტანდარტული გადახრა) პიკურიპლაზმური კონცენტრაცია (Cmax) იყო 194.5±74.4 პგ/მლ აზელასტინისჰიდროქლორიდისთვის და 10.3±3.9 პგ/მლ ფლუტიკაზონისპრორიონატისთვის და საშუალო ტოტალური ექსპოზიცია (AUC) - 4217±2618 პგ/მლ საათი, აზელასტინის ჰიდროქლორიდისთვის და 97.7±43.1 პგ/მლ საათიფლუტიკაზონის პრორიონატისთვის. საშუალო პიკურიდრო (tmax) ერთჯერადი დოზიდან არის 0.5 საათი აზელასტინი სჰიდროქლორიდისთვის და 1.0 სთფლუტიკაზონის პრორიონატისთვის. აზელასტინისჰიდროქლორიდის სისტემური ბიოშეღწევადობა აზელასტინისჰიდროქლორიდის და ფლუტიკაზონისპრორიონატის ნაზალური სპრეიდან არის დაახლოებით 40% ინტრანაზლაუირ შეყვანის შემდეგ. ფლუტიკაზონის პრორიონატის სისტემური ბიოშეღწევადობა აზელასტინის ჰიდროქლორიდის და ფლუტიკაზონის პრორიონატის ნაზალური სპრეიდან არის დაახლოებით 44-61% ინტრანაზალური შეყვანის შემდეგ.
განაწილება
ინტრავენური და ორალური შეყვანის საფუძველზე, აზელასტინის განაწილების სტატისტიკურად დადგენილი მოცულობა არის 14.51 ლ/კგ. in vitro კვლევები, რომელიც განხორციელდა ადამიანის პლაზმით, გვიჩვენებს, რომ პლაზმის პროტეინი, რომელიც იკავშირებ საზელასტინს და მის მეტაბოლიტს, დისმეთილაზელასტინს, არის შესაბამისად 88% და 97% . ინტრავენური შეყვანის შემდეგ, ფლუტიკაზონის პროპრიონატის საწყისი განლაგების ფაზა არის სწრაფი და შეესაბამება მის მაღალ ლიპიდურხსნადობას და ქსოვილებთან კავშირს. განაწილების მოცულობა საშუალოდ იყო 4.21 ლ/კგ.  
მეტაბოლიზმი
აზელასტინიოქსიდაციურად მეტაბოლიზდება მთავარ აქტიურ მეტაბოლიტად, დისმეთილაზელასტინად, ციტოქრომ P450 ფერმენტული სისტემით. სპეციფიკური P450 იზოფორმა, რომელიც პასუხისმგებელია აზელასტინის ბიოტრანსფორმაციაზე არ იდენტიფიცირდა. აზელასტინის ჰიდროქლორიდის აბსოლუტური კლირენსი არის დაახლოებით 0.50 ლ/კგ/სთ. ფლუტიკაზონის პროპიონატისთვის ერთადერთი მოცირკულირე მეტაბოლიტი, რომელიც გამოვლინდა ადამიანებში არის 17β- კარბოქსილის მჟავას წარმოებული, რომელიც ჩამოყალიბდა CYP3A4 მეტაბოლური გზით. არააქტიურ მეტაბოლიტს აქვს ნაკლები მსგავსება, ვიდრე საწყის სამკურნალო პრეპარატს ადამიანის ფილტვის ციტოზოლის გლუკოკორტიკოიდულ რეცეპტორთან in vitro და უმნიშვნელო ფარმაკოლოგიური მსგავსება ცხოველთა კვლევებში. სხვა in vitro აღმოჩენილი მეტაბოლიტები, რომლებიც იყენებენ ადამიანის ჰეპატომურკულტივირებულ უჯრედებს არ გამოვლინდა ადამიანებში. ფლუტიკაზონის პროპრიონატის საშუალო ტოტალური კლირენსი არის შედარებით მაღალი დაახლოებით 66ლ/სთ.
ელიმინაცია: აზელასტინისჰიდროქლორიდის და ფლუტიკაზონისპრორიონატის ნაზალურის პრეის ინტრა ნაზალური შეყვანის შემდეგ აზელასტინის ნახევარ გამოყოფის პერიოდი არის 25 საათი. რადიოაქტიურად - მარკირებული აზელასტინის ჰიდროქლორიდის ორალური დოზის დაახლოებით 75% გამოიყო ფეკალურ მასებში, 10%-ზე ნაკლებ შეუცვლელ აზელასტინთან ერთად. ინტრანაზალური შეყვანის შემდეგ ფლუტიკაზონის პროპრიონატი ავლენს პოლიექსპონენციურ კინეტიკას და აქვს დაახლოებით 7.8 სთ ნახავარ გამოყოფის პერიოდი. რადიო აქტიურად-მარკირებული ფლუტიკაზონისპროპიონატი სორალური დოზის 5%-ზე ნაკლები გამოიყო შარდში მეტაბოლიტების სახით, ხოლო დანარჩენი ნაწილი ფეკალურ მასებში საწყისი სამკურნალო პრეპარატის და მეტაბოლიტების სახით.

შენახვის ვადა
3 წელი.

შენახვის სპეციალური პირობები
ინახება მშრალ ადგილზე. დაიცავით სინათლის პირდაპირი ზემოქმედებისგან. შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.
ინახება არა უმეტეს 25°C ტემპერატურაზე

შეფუთვა
7მლ ნაზალური სპრეი მოთავსბულია 15მლ მოცულობის სპეც კონტეინერში და მუყაოს კოლოფში ინსტრუქციასთან ერთად

გაცემის რეჟიმი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

მწარმოებელი:

BIODEAL PHARMACEUTICALS PVT. LTD.

Vill. Saini Majra, Nalagarh-Ropar Road,

Nalagarh, Distt., Solan (H.P.), INDIA

ყიდის:

Deni & Hemi FZ-LLC

Dubai Bio-Technology and Research park

P.O. Box 478824, Dubai ,U.A.E.

Facebook კომენტარები

600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია
600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია