საერთაშორისო დასახელება - tamsulosin
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი - წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის (ადენომის) დროს გამოსაყენებელი საშუალებები; ალფა1- ადრენობლოკატორები
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
0.4 მგ კაფსულა #30
პრეპარატის თითოეული მოდიფიცირებული გამოთავისუფლების კაფსულა შეიცავს:
აქტიური ნივთიერება - 0.4 მგ ტამსულოზინის ჰიდროქლორიდი.
დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა, კალციუმის სტეარატი, მეტაკრილის მჟავასა და ეთილაკრილატის სოპოლიმერი, ტვინი 80, ტალკი, ტრიეთილციტრატი.
კაფსულის გარსი შეიცავს: ჟელატინი, ინდიგოკარმინი, ქინოლინის ყვითელი, ტიტანის დიოქსიდი.
ჩვენებები
ტულოზინის® აქტიური ნივთიერება – ტამსულოზინი განეკუთვნება იმ სამკურნალო საშუალებათა ჯგუფს, რომლებსაც ალფა-1-ადრენორეცეპტორების ბლოკატორები ეწოდებათ. იგი ამცირებს წინამდებარე ჯირკვლისა და შარდსადენი არხის გლუვი კუნთების დაჭიმულობას, და ამგვარად აადვილებს შარდის დინებას და ხელს უწყობს შარდის ბუშტის დაცლას. იგი გამოიყენება წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის სიმპტომების შესამცირებლად (ხშირი შარდვა დღისით და ღამით; გაძნელებული შარდვა – შარდვის დაწყების გაძნელება, შარდის სუსტი და წყვეტილი ნაკადი; შარდის მოწოლა, შარდვის იმპერატიული (გადაუდებელი) მოთხოვნილება, შარდის ბუშტის არასრულად დაცლის შეგრძნება).
მიღების წესები და დოზები
ტულოზინი® მიიღება შიგნით თითო კაფსულა დღეში. კაფსულები მიიღება 30 წუთში საკვების ერთსა და იმავე დროს მიღებისას, კაფსულის მთლიანად ჩაყლაპვით და საკმარისი რაოდენობით – თითქმის ნახევარი ჭიქა – წყალის მიყოლებით. კაფსულების მიღებისას პაციენტი უნდა იჯდეს ან იდგეს. არ შეიძლება კაფსულების დაღეჭვა, გახსნა ან გატეხვა, ვინაიდან ამან შეიძლება იმოქმედოს პრეპარატის ეფექტზე.
ტამსულოზინის ჩვეულებრივი სადღეღამისო დოზაა 0.4 მგ-ს (ერთი კაფსულა). პრეპარატის თვისებების წყალობით დოზის ინდივიდუალურად შერჩევა საჭირო არ არის.
ტულოზინი® ხანგრძლივად მოქმედი პრეპარატია, იგი ყოველთვის დღეში ერთხელ მიიღება.
მკურნალობის კურსის ხანგრძლივობას განსაზღვრავს ექიმი.
პრეპარატის მიღების თვითნებურად შეწყვეტა არ შეიძლება.
ტულოზინი® განკუთვნილია მხოლოდ მამრობითი სქესის მოზრდილი პაციენტებისათვის.
გამოტოვებული დოზა
დოზის გამოტოვებისას მისი მიღება უნდა მოხდეს გახსენებისთანავე. ამის შემდეგ პრეპარატის მიღება გრძელდება ექიმის მიერ დანიშნული რეჟიმითა და დოზებში. თუ გამოტოვებულის შემდეგ შემდეგი დოზის მიღებამდე დარჩენილია 12 საათზე ნაკლები დრო, გამოტოვებული კაფსულის მიღება არ შეიძლება და პრეპარატის მიღება ჩვეულებრივ დანიშნულებისამებრ გრძელდება. გამოტოვებული დოზის კომპენსაციისათვის დოზის გაორმაგება არ შეიძლება, ვინაიდან ამან შეიძლება ჭარბი დოზირება გამოიწვიოს.
გვერდითი მოვლენები
რეკომენდებულ დოზებში პრეპარატი ჩვეულებრივ კარგი ამტანობით ხასიათდება. როგორც სხვა სამკურნალო პრეპარატების გამოყენებისას შესაძლებელია გვერდითი ეფექტების განვითარება.
მძიმე გვერდითი ეფექტების ან იმ ეფექტების, რომლებიც არ არის მოხსენიებული ამ ინსტრუქციაში, განვითარებისას აუცილებელია ექიმთან მიმართვა.
პირველი დოზის მიღების შემდეგ ან ტულოზინით® მკურნალობის პირველ დღეებში იშვიათ შემთხვევებში შეიძლება აღინიშნოს არტერიული წნევის მნიშვნელოვნად დაქვეითება, რომელიც შეიძლება გამოვლინდეს თავბრუსხვევით, მოძრაობის კოორდინაციის დარღვევით, გულყრით, განსაკუთრებით დაჯდომის ან წოლითი მდგომარეობიდან ადგომის მცდელობისას. იგივე მოვლენა შეიძლება განვითარდეს რამოდენიმედღიანი შესვენების შემდეგ პრეპარატის მიღების განახლებისას. სისუსტის ან თავბრუსხვევის ნიშნების შეგრძნებისას აუცილებელია დაჯდომა ან დაწოლა მდგომარეობის გაუმჯობესებამდე.
სხვა არასასურველი ეფექტები ჩვეულებრივ სუსტად გამოხატულია და სწრაფად გაივლის. ტამსულოზინით მკურნალობისას შეიძლება განვითარდეს თავბრუსხვევა და ძილიანობა. უფრო იშვიათად აღინიშნა თავის ტკივილი, მხედველობის დარღვევა, გულისცემა, რინიტი, ყაბზობა, დიარეა, ღებინება, გულისრევა, გამონაყარი კანზე, ქავილი, ეაკულაციის დარღვევა (რეტროგრადული ეაკულაცია), სისუსტე. ძალიან იშვიათ შემთხვევებში აღინიშნა გულყრა, ანგიონევროზული შეშუპება. ძალიან იშვიათი არასასურველი ეფექტი – პრიაპიზმი (სასქესო ორგანოს მტკივნეული და ხანგრძლივი ერექცია, რომელიც სასწრაფოდ საჭიროებს ექიმის დახმარებას).
ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლინებისას აუცილებელია ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.
უკუჩვენება
ტულოზინის® გამოყენება არ შეიძლება ალერგიული რეაქციის შემთხვევაში ტამსულოზინის ან სხვა ალფა-1-ადრენორეცეპტორების ბლოკატორების მიღების შემდეგ, ან ჰიპერმგრძნობელობისას ემ კაფსულების ნებისმიერი სხვა კომპონენტის მიმართ.
განსაკუთრებული მითითებები
• თირკმლის ან ღვიძლის მძიმე უკმარისობა;
• თავბრუსხვევა ან გულყრა მწოლიარე ან მჯდომარე მდგომარეობიდან ფეხზე ადგომის დროს.
ტულოზინით® მკურნალობის დაწყებამდე ექიმმა აუცილებლად უნდა იცოდეს ჩამოთვლილი მდგომარეობების შესახებ.
ტულოზინით® მკურნალობის დაწყებამდე ექიმს შეუძლია მთელი რიგი გამოკვლევების ჩატარება წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის თაობაზე, რათა გამოირიცხოს ამ ჯირკვლის სხვა დაავადებების არსებობა.
ქალებისა და ბავშვების სამკურნალოდ ტულოზინის® გამოყენება არ შეიძლება.
ზეგავლენა ავტოსატრანსპორტო საშუალებების მართვისა და პოტენციურად საშიშ ქანიზმების მუშაობის უნარზე
პრეპარატის მიღებაზე ინდივიდუალური რეაქციის მიხედვით ტულოზინს შეუძლია გამოიწვიოს თავბრუსხვევა. ამიტომ ტულოზინით® მკურნალობის პერიოდში აუცილებელია სიფრთხილის დაცვა ავტოტრანსპორტის მართვისა და სხვა პოტენციურად საშიში სახეობების საქმიანობის განხორციელებისას, რომლებიც საჭიროებს ყურადღების კონცენტრაციას და ფსიქომოტორული რეაქციების სისწრაფეს.
ჭარბი დოზირება
ჭარბი დოზის მიღების შემთხვევაში აუცილებელია დაუყოვნებლივ ექიმთან მიმართვა.
ჭარბი დოზის სიმპტომები: შესაძლებელია არტერიული წნევის დაწევა.
მკურნალობა: არტერიული წნევის მნიშვნელოვანი დაწევისას სისხლის მიმოქცევის ნორმალიზებისათვის ავადმყოფი უნდა დაწვეს. თუ ჰიპოტენზიის სიმპტომები შენარჩუნდა, უნდა მოხდეს სიცოცხლისათვის მნიშვნელოვანი ფუნქციების მონიტორირებისა და შენარჩუნების უზრუნველყოფა ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში. ტამსულოზინის შემდგომი შეწოვის პრევენციისათვის მიზანშეწონილია კუჭის ამორეცხვა, აქტივირებული ნახშირისა და ოსმოსური საფაღარათე საშუალების მიღება. სიმპტომური მკურნალობის ჩატარებისას აუცილებელია ცირკულირებადი სისხლის მოცულობის გაზრდა შემდგომი ვაზოპრესული ნივთიერებების მიღებით. ტამსულოზინი კარგად უერთდება სისხლის პლაზმის ცილებს, ამიტომ ჰემოდიალიზი ნაკლებად ეფექტურია.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
ტამსულოზინს სხვა ადრენობლოკატორებთან ან სხვა ჰიპოტენზიურ პრეპარატებთან ერთად გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს არტერიული წნევის უფრო მკვეთრად დაქვეითება.
შენახვის პირობები და ვადები
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას არაუმეტეს 25ºC ტემპერატურაზე.
ვარგისიანობის ვადა
4 წელი. შენახვის ვადა მითითებულია შეფუთვაზე.
შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება.
აფთიაქში გაცემის წესი
რეცეპტით.
მწარმოებელი ფირმა, ქვეყანა
სს ფარმაცევტული ქარხანა ეგისი
უნგრეთი