მუკალტინის  სიროფი
ჟოლოთი და მარწყვით
Sirupus Mucaltini cum Rubii

შემადგენლობა: მუკალტინი; ჟოლოს არომატიზატორი, მარწყვის არომატიზატორი, სორბინის მჟავა, 96% ეთილის სპირტი, შაქრის სიროფი;
პრეპარატში შემავალი მცენარეები შეიცავს ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებათა კომპლექსს: ლორწოს, ეთერზეთებს, ფლავონოიდებს (ქვერცეტინი, კემფეროლი), კუმარინებს ანთოციანებს, ორგანულ მჟავებს (ლიმონის, ვაშლის, სალიცილის), C ვიტამინს, პექტინოვან ნივთიერებებს, კაროტინს.

ფარმაკოლოგიური მოქმედება:
მუკალტინის სიროფი აწყნარებს ხველას, ფარავს დაზიანებულ ლორწოვან გარსს თხელი ფენით, არბილებს და შლის მკვრივ, ანთებით ნადებებს (ყელის, ხორხის, ხმოვანი იოგების), აჩქარებს დაზიანებული ლორწოვანი გარსის რეგენერაციას, იცავს სასუნთქი გზების ნერვულ დაბოლოებებს გაღიზიანებისაგან,  აუმჯობესებს მადას, ამცირებს წყურვილის შეგრძნებას.

ჩვენება:
სასუნთქი გზების მწვავე და ქრონიკული დაავადებები:
>ბრონქიტები;
> პნევმონია;
> ბრონქოექტაზია;
> ტრაქეიტი;
> ლარინგიტი;
> ანგინა;

უკუჩვენება:

• შაქრიანი დიაბეტი.
• სიროფში მარწყვის არომატიზატორის არსებობის გამო, შეიძლება ინდივიდუალურად გამოვლინდეს კანზე ალერგიული გამონაყარი ძლიერი ქავილით.

მიღების წესი და დოზირება:
მოზრდილებში: პერორულად თითო სუფრის კოვზი 3-4-ჯერ დღეში ჭამის წინ.
ბავშვებში:  1-დან 3 წლამდე ნახევარი ჩაის კოვზი, 3-დან 6 წლამდე თითო ჩაის კოვზი, 6-დან 12 წლამდე თითო დესერტის კოვზი 2-3-ჯერ დღეში ჭამის წინ.
(შეიძლება მითითებული დოზების წყალში განზავებით მიღება).

გამოშვების ფორმა:
  125გ ნარინჯისფერ მინის ან პოლიმერული მასალის  ფლაკონში მჭიდროდ თავდახურული ხუფით. ფლაკონს ათავსებენ მუყაოს კოლოფში პოლიეთილენის ამზომ ჭიქასთან ერთად.

ვარგისიანობის ვადა:
2 წელი.

შენახვის პირობები:

15-25°C ტემპერატურის პირობებში, სინათლისგან დაცულ ადგილზე.

აფთიაქიდან გაცემის წესი:

ურეცეპტოდ.

Facebook კომენტარები

600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია
600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია