- საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): aceclofenac
- კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანთების საწინააღმდეგო საშუალებები → არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები → არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები სისტემური გამოყენებისათვის → ფენილძმარჟავას წარმოებულები
- მწარმოებელი კომპანია: GEDEON RICHTER Plc
- მწარმოებელი ქვეყანა: უნგრეთი
- გამოშვების ფორმა: 100 მგ ტაბლეტი #20;#60
- გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)
სამკურნალო პრეპარატის ფორმა:
აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები
ხარისხობრივი და რაოდობრივი შემადგენლობა
ყოველი ტაბლეტი შეიცავს:
მოქმედი ნივთიერება: 100მგ აცეკლოფენაკს
დამხმარე ნივთიერებები:
ბირთვი: გლიცეროლის დისტეარატი, ნატრიუმის კროსკარმელოზა, პოვიდონი, მიკროკრისტალური ცელულოზა.
გარსი: სეპიფილმი 752, თეთრი (ჰიდროქსიპროპილმეთილ ცელულოზა, მიკროკრისტალური ცელულოზა, ტიტანის დიოქსიდი (E171), მაკროგოლის სტეარატი, ტიპი I).
აღწერილობა:
აპკაინი გარსით დაფარული ტაბლეტები
მრგვალი, ორმხრივამოზნექილი თეთრი აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები, დაახლოებით 8მმ დიამეტრით. ტაბლეტის ერთ მხარეს აქვს გრავირება >”.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
ანთების საწინააღმდეგო და ანტირევმატული საშუალებები, ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატები.
ათქ კოდი: M01AB16
ფარმაკოლოგიური მონაცემები:
ფარმაკოდინამიკა: აცეკლოფენაკი - არასტეროიდული საშუალება ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი ეფექტით. ითვლება, რომ მოცემული პრეპარატის მოქმედების მექანიზმი დაფუძნებულია პროსტაგლანდინების სინთეზის ინჰიბირებაზე.
ფარმაკოკინეტიკა:
აბსორბცია:
შიგნით მიღების შემდეგ აცეკლოფენაკი სწრაფად შეიწოვება, მისი ბიოშეღწევადობა შეადგენს დაახლოებით 100%-ს. მაქსიმალური კონცენტრაცია პლაზმაში მიიღწევა დაახლოებით 1,25 - 3 საათის შემდეგ. საკვების მიღება ანელებს შეწოვას, მაგრამ არ მოქმედებს მის ხარისხზე.
განაწილება:
აცეკლოფენაკი მაღალი ხარისხით უკავშირდება პლაზმის ცილებს (>99.7%). აცეკლოფენაკი აღწევს სინოვიურ სითხეში სადაც მისი კონცენტრაცია აღწევს პლაზმური კონცენტრაციის დაახლოებით 60%_ს. განაწილების მოცულობა შეადგენს დაახლოებით 30ლ-ს.
გამოყოფა:
ნახევარგამოყოფის საშუალო პერიოდი შეადგენს 4-4.3 საათს. კლირენსი შეადგენს 5ლ/სთ-ს. მიღებული დოზის დაახლოებით 2/3 გამოიყოფა შარდით, ძირითადად კონიუგირებული ჰიდროქსი-მეტაბოლიტების სახით. მხოლოდ მიღებული ერთჯერადი პერორალური დოზის 1% გამოიყოფა უცვლელად.
აცეკლოფენაკი შესაძლოა მეტაბოლიზდება CYP2C9-თი ძირითად მეტაბოლიტ 4-OH-აცეკლოფენაკად, რომლის წვლილიც პრეპარატის კლინიკურ მოქმედებაში სავარაუდოდ მინიმალურია. დიკლოფენაკი და 4-OH-დიკლოფენაკი აღმოჩენილი იყო მრავალ მეტაბოლიტს შორის.
განსაკუთრებული პოპულაციები:
ხანდაზმულებში აცეკლოფენაკის ფარმაკოკინეტიკური განსხვავება არ არსებობს.
აცეკლოფენაკის უფრო ნელი გამოყოფა აღინიშნა პაციენტებში ღვიძლის ფუნქციის დაქვეითებით პრეპარატის ერთჯერადი მიღების შემდეგ. მრავალჯერადი მიღების კვლევაში დღეში 100მგ მიღებისას არ აღინიშნა ფამრაკოკინეტიკური პარამეტრების განსხვავება მონაწილეებში ღვიძლის მსუბუქი ან ზომიერი ციროზით და ჯანმრთელ მოხალისეებში.
თირკმლის ფუნქციის მსუბუქი და ზომიერი დარღვევის მქონე პაციენტებში არ აღინიშნა ფარმაკოკინეტიკური მაჩვენებლის კლინიკურად მნიშვნელოვანი განსხვავება ერთჯერადი მიღების შემდეგ.
მიღების ჩვენება
-ოსტეოართრიტის, რევმატოიდული ართრიტის, მაანკილოზებელი სპონდილოართრიტის და საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის სხვა დაავადებების დროს, რომელსაც ახლავს ტკივილი (მაგ., მხარ-ბეჭის პერიართრიტი და რევმატიზმის სხვა არასახსროვანი გამოვლინებები)
-ტკივილის მოხსნისთვის (როგორიცაა წელის, კბილის ტკივილი და პირველადი დისმენორეა).
უკუჩვენება
აცეკლოფენაკი უკუნაჩვენებია შემდეგ შემთხვევებში:
- ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ნივთიერების ან სხვა დამხმარე კომპონენტების მიმართ, რომლებიც ჩამოთვლილია 6.1 განყოფილებაში.
- პაციენტები, რომლებშიც ამგვარი მოქმედების ნივთიერებებმა (მაგ. აცეტილსალიცილის მჟავა და სხვა ასაპ) გამოიწვია ასთმის, ბრონქოსპაზმის, მწვავე რინიტის ან ჭინჭრის ციების შეტევები ან თუ აღინიშნება ჰიპერმგრძნობელობა ამ ნივთიერებების მიმართ.
- პაციენტები, რომლებშიც აღინიშნებოდა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სისხლდენა ან დაწყლულება ასაპ-ის გამო. პაციენტები ანამნეზში კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის მწვავე, მორეციდივე, შესაძლო წყლულით ან სისხლდენით (წყლულის ან სისხლდენის ორი და მეტი დამტკიცებული ეპიზოდი).
-პ აციენტები მწვავე სისხლდენით ან სისხლდენით მიმდინარე დაავადებებით (ჰემოფილია და სისხლის შედედების დარღვევა);
- გულის მწვავე უკმარისობა ან თირკმლის და ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევები;
ორსულობა, განსაკუთრებით ბოლო ტრიმესტრი, მიღების სერიოზული ჩვენების გარდა. ამ შემთხვევაში საჭიროა მინიმალური ეფექტური დოზის გამოყენება .
გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში
ორსულობა
აცეკლოფენაკის ორსულობის დროს გამოყენების მონაცემები არ არსებობს.
პროსტაგლანდინების სინთეზის ინჰიბირებამ შეიძლება უარყოფითი გავლენა მოახდინოს ორსულობის მიმდინარეობაზე ან/და ემბრიონის/ნაყოფის განვითარებაზე.
ორსულობის მეორე და მესამე ტრიმესტრის განმავლობაში პრეპარატები, რომლებიც შეიცავენ აცეკლოფენაკს არ ინიშნება უკიდურესი აუცილებლობის გარდა. თუ აცეკლოფენას იღებს ქალი, რომელიც გეგმავს ორსულობას ან თუ იმყოფება ორსულობის მეორე ან მესამე ტრიმესტრში დოზა უნდა იყოს მაქსიმალურად დაბალი, მკურნალობის ხანგრძლივობა მაქსიმალურად ხანმოკლე. ორსულობის მესამე ტრიმესტრის განმავლობაში პროსტაგლანდინების სინთეზის ყველა ინჰიბიტორი:
-შეიძლება მოქმედებდეს ნაყოფზე, ახასიათებს კარდიოტოქისური მოქმედება (არტერიული სადინარის ნაადრევი დახურვით და ფილტვის ჰიპერტენზიით)
-შეიძლება მოქმედებდეს ნაყოფზე, გამოიწვიოს თირკმლის დისფუნქცია, შეიძლება განვითარდეს თირკმლის უკმარისობა, მრავალწყლიანობა.
დედები და ახალშობილები ორსულობის ბოლო პერიოდში:
-პრეპარატი შეიძლება მოქმედებდეს სისხლდენის ხანგრძლივობაზე ანტიაგრეგანტული ეფექტის გამო, რომელიც შეიძლება განვითარდეს ძალიან დაბალი დოზების გამოყენების შემთხვევაშიც კი;
-პრეპარატი შეიძლება აინჰიბირებდეს საშვილოსნოს შეკუმშვას, გამოიწვიოს მშობიარობის გახანგრძლივება ან გაძნელება.
ამგვარად აცეკლოფენაკის გამოყენება უკუნაჩვენებია ორსულობის მესამე ტრიმესტრში (იხ.განყოფილება 4.3 და 4.4).
ლაქტაცია:
არ არსებობს ინფორმაცია აცეკლოფენაკის ლაქტატში შეღწევის შესახებ. თუმცა აღნიშნული არ არის დანიშნული (ჩ14) აცეკლოფენაკის ლაქტატში შეღწევა ვირთაგვებში. ძუძუთი კვების გაგრძელების/შეწყვეტის საკითხი ან აცეკლოფენაკის მიღების საკითხი წყდება ბავშვისთვის ძუძუთი კვების სარგებლის და დედისთვის აცეკლოფენაკის მიღების სარგებლის შეფასების შემდეგ.
აცეკლოფენაკის გამოყენება არ შეიძლება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში იმ შემთხვევების გარდა, როდესაც პოტენციური სარგებელი ბავშვისთვის აჭარბებს ნაყოფის პოტენციურ რისკს.
ფერტილობა:
აერტალის, ისევე როგორც ციკლოოქსიგენაზას/პროსტაგლანდინების სხვა ინჰიბიტორების გამოყენებამ შეიძლება დააქვეითოს ფერტილობა და რეკომენდებული არ არის ქალებში, რომლებიც ორსულობას გეგმავენ. ქალებში ჩასახვის პრობლემით ან რომლებიც გადიან ფერტილობის გამოკვლევებს პრეპარატი აერტალი უნდა შეწყდეს.
დოზირება და გამოყენების მეთოდი
არასასურველი მოვლენები შეიძლება იყოს მინიმალიზებული მკურნალობის ხანგრძლივობის შემცირებით, რომელიც აუცილებელია სიმპტომების კონტროლისთვის (იხ.განყოფილება 4.4)
აერტალის 100მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები განკუთვნილია შიგნით მისაღებად.
ტაბლეტი უნდა გადაიყლაპოს მინიმუმ ნახევარ ჭიქა წყალთან ერთად. აერტალის 100მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტების მიღება შესაძლებელია კვების დროს.
მოზრდილები:
მაქსიმალური რეკომენდებული დოზა შეადგენს 200მგ-ს დღეში, 100მგ-ს ორ ცალკე მიღებად (ერთი ტაბლეტი დილით, მეორე-საღამოს).
ბავშვები:
პრეპარატის ბავშვებში გამოყენების შესახებ უსაფრთხოების და ეფექტურობის მონაცემები არ არსებობს.
ხანდაზმულები:
ჩვეულებრივ არ არსებობს დოზის შემცირების აუცილებლობა; თუმცა აუცილებელია 4.4 პარაგრაფში მითითებული უსაფრთხოების ზომების დაცვა.
ღვიძლის უკმარისობა
აცეკლოფენაკის დოზა უნდა შემცირდეს ღვიძლის მსუბუქი და საშუალო სიმძიმის დაავადების მქონე პაციენტებში. რეკომენდებული საწყისი დოზა შეადგენს 100მგ-ს დღეში (იხ. განყოფილება 4.4).
თირკმლის უკმარისობა
დოზის შემცირება აუცილებელი არ არის თირკმლის ფუნქციის მსუბუქი დარღვევის მქონე პაციენტებში, მაგრამ საჭიროა სიფრთხილე აერტალის 100მგ გარსიანი ტაბლეტების მიღებისას (იხ. განყოფილება 4.4).
არასასურველი ეფექტები
დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: აღნიშნული გვერდითი მოვლენების უმრავლესობა კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დარღვევებია. შეიძლება განვითარდეს კუჭის წყლული, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პერფორაცია ან სისხლდენა, რაც ზოგჯერ იწვევს ლეტალურ გამოსავალს განსაკუთრებით ხანდაზმულ პაციენტებში (იხ. განყოფილება 4.4). ასაპ მიღებისას აღინიშნა გულისრევა, ღებინება, დიარეა, მუცლის შებერილობა, შეკრულობა, დისპეფსია, კუჭის ტკივილი, მელენა, სისხლიანი ღებინება, წყლულოვანი სტომატიტი, კოლიტის გამწვავება და კრონის დაავადება (იხ. განყოფილება 4.4). ნაკლებად ხშირად აღინიშნებოდა გასტრიტი.
ასაპ მიღებასთან დაკავშირებით აღინიშნა შეშუპება, არტერიული ჰიპერტენზია და გულის უკმარისობა.
კლინიკური კვლევები და ეპიდემიოლოგიური მონაცემები მიუთითებს, რომ ზოგირთი ასაპ (განსაკუთრებით მაღალი დოზების ხანგრძლივად გამოყენებისას) შეიძლება უმნიშვნელოდ ზრდიდეს არტერიული თრომბოზული მოვლენების რისკს (მაგ.მიოკარდიუმის ინფარქტი ან ინსულტი) (იხ.განყოფილება 4.4).
შემდგომ ცხრილში მოყვანილია არასასურველი მოვლენები, რომელთა შესახებ ინფორმაციაც მიღებულია კლინიკური კვლევების და პოსტმარკეტინგული დაკვირვების დროს: არასასურველი მოვლენები დაჯგუფებულია ორგანოთა სისტემის კლასის და განვითარების სიხშირის მიხედვით. ძალიან ხშირი (≥10%), ხშირი (≥1/100-1/100), იშვიათი (≥1/10000-
ორგანოთა სისტემის კლასი MedDRA მიხდვით (Medical dictionary for regulatory activities)ნორმატიულ-სამართლებრივი მოქმედების სამედიცინო ლექსიკონი |
ხშირი (≥1/100- |
არახშირი (≥1/1000->1/100) |
იშვიათი (≥1/10000- |
ძალიან იშვიათი (≥1/10 000) |
დარღვევები სისხლის და ლიმფური სისტემის მხრივ |
|
|
ანემია |
ძვლის ტვინის აქტივობის დათრგუნვა, გრანულოციტოპენია, თრომბოციტოპენია, ნეითროპენია, ჰემოლიზური ანემია |
დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ |
|
|
ანაფილაქსიური რეაქცია (შოკის ჩათვლით) მომატებული მგრნძნობელობა |
|
ნივთიერებათა ცვლის და კვების დარღვევები |
|
|
|
ჰიპერკალიემია |
ფსიქიატრული დარღვევები |
|
|
|
დეპრესია |
დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ |
თავბრუსხვევა |
|
|
პარესთეზია |
დარღვევები მხედველობის ორგანოების მხრივ |
|
|
მხედველობის დარღვევა |
|
დარღვევები სმენის და ლაბირინთის ორგანოების მხრივ |
|
|
|
ვერტიგო |
დარღვევები გულის მხრივ |
|
|
გულის უკმარისობა |
გულის ფრიალის შეგრძნება |
დარღვევები სისხლძარღვოვანი სისტემის მხრის |
|
|
არტერიული ჰიპერტენზია |
კანის ჰიპერემია |
დარღვევები სასუნთქი სისტემის, გულმკერდის და შუასაყრის მხრივ |
|
|
ქოშინი |
ბრონქოსპაზმი |
დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ |
დისპეფსია მუცლის ტკივილი გულისრევა დიარეა |
ნაწლავის შებერილობა |
მელენა |
სტომატიტი |
დარღვევები ღვიძლის და ნაღვლის გამომყოფი გზების მხრივ |
“ღვიძლის” ფერმენტების აქტივობის მომატება |
|
|
ღვიძლის დაზიანება (ჰეპატიტის ჩათვლით) სისხლში ტუტე ფოსფატაზას აქტივობის მომატება |
დარღვევები კანის და კანქვეშა უჯრედისის მხრივ |
|
ქავილი |
ანგიონევროზული შეშუპება |
პურპურა |
დარღვევები თირკმლის და შარდის გამომყოფი გზების მხრივ |
|
შარდოვანას და კრეატინინის მომატება სისხლში |
|
ნეფროტოქსიური სინდრომი |
ზოგადი დარღვევები და დარღვევები შეყვანის ადგილას |
|
|
|
შეშუპება |
გავლენა ლაბორატორიული და ინსტრუმენტული გამოკვლევების შედეგზე |
|
|
|
სხეულის მასის მომატება |
ასაპ-ის გამოყენების დროს აღნიშნული სხვა კლას-ეფექტები:
ძალიან იშვიათი (დარღვევები თირკმლის და შარიდს გამომყოფი გზების მხრივ: ინტერსტიციული ნეფრიტი.
დარღვევბი კანის და კანქვეშა უჯრედისის მხრივ: ბულოზური რეაქციები სტივენს ჯონსონის სინდრომის და ტოქსიური ეპიდერმალური ნეკროლიზის ჩათვლით (ძალიან იშვიათი).
განსაკუთრებულ შემთხვევებში აღინიშნა კანის სერიოზული რეაქციები და რბილი ქსოვილების ინფექციები ასაპ-ს მიღების დროს ჩუტყვავილას პერიოდში.
აგრეთვე იხ. განყოფილება 4.4 და 4.5
დოზის გადაჭარბება
ადამიანში აცეკლოფენაკის დოზის გადაჭარბების მონაცემები არ არსებობს.
შესაძლო სიმპტმები: გულისრევა, ღებინება, კუჭის ტკივილი, თავბრუსხვევა, ძილიანობა და თავის ტკივილი.
ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატებით მწვავე მოწამვლის მკურნალობა ეფუძნება აუცილებლობისას ანტაციდების მიღებას და სხვა დამხმარე და სიმპტომურ თერაპიას ისეთი გართულებებისა, როგორიცაა არტერიული ჰიპოტენზია, თირკმლის უკმარისობა, კრუნჩხვები, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ლორწოვანი გარსის გაღიზიანება და სუნთქვის დათრგუნვა.
მწვავე მოწამვლების მკურნალობა აცეკლოფენაკის შიგნით მიღებისას უნდა მოიცავდეს პრეპარატის შეწოვის შეფერხებას კუჭის ამორეცხვის და აქტივირებული ნახშირის მიღებით (განმეორებითი დოზები) დოზის გადაჭარბების შემდეგ მცირე პერიოდში. ფორსირებული დიურეზი, დიალიზ და ჰემოპერფუზია შეიძლება არასაკმარისად ეფექტური იყოს ასაპ გამოყოფისთვის ცილებთან მაღალი კავშირის და ექსტენსიური მეტაბოლიზმის გამო.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები.
პრეპარატების ურთიერთქმედების კვლევები არ ჩატარებულა ვარფარინის გარდა.
აცეკლოფენაკი მეტაბოლიზდება ციტოქრომ P450 2ჩ9-ს დახმარებით და ინ ვიტრო მონაცემები მიუთითებს, რომ აცეკლოფენაკი შეიძლება იყოს ამ ფერმენტის ინჰიბიტორი. ამგვარად ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედების რისკი შესაძლებელია ფენიტოინთან, ციმეტიდინთან, ტოლბუტამიდთან, ფენილბუტაზონთან, ამიოდარონთან, მიკონაზოლთან და სულფაფენაზილთან ერთად. როგორც ასაპ-ს ჯგუფის სხვა პრეპარატების შემთხვევაში, აგრეთვე იზრდება ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედების რისკი სხვა პრეპარატებთან, რომლებიც ორგანიზმიდან გამოიყოფა აქტიური ღვიძლისმიერი სეკრციით, როგორიცაა მეთოტრექსატი და ლითიუმის პრეპარატები. აცეკლოფენაკი პრაქტიკულად სრულად უკავშირდება პლაზმის ალბუმინს, შესაბამისად არსებობს ურთიერთქმედების რისკი ცილებთან დაკავშირებულ სხვა პრეპარტებთან.
აცეკლოფენაკის ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედების არასაკმარისი კვლევის გამო შემდგომი ინფორმაცია დაფუძნებულია ასაპ-ჯგუფზე:
არ შეიძლება ერთდროულად მიღება:
მეტოტრექსატი: ასაპ აინჰიბირებს მეტოტრექსატის მილაკოვან სეკრეციას; ამას გარდა შეიძლება აღინიშნოს მცირე მეტაბოლური ურთიერთქმედება რაც იწვევს მეტოტრექსატის კლირენსის შემცირებას. ამიტომ მეტოტრექსატის მაღალი დოზების გამოყენებისას ასაპ-ს დანიშვნა არ შეიძლება.
ლიტიუმის პრეპარატები და დიგოქსინი: ზოგიერთი ასაპ აინჰიბირებს ლითიუმის და დიგოქსინის თირკმლის კლირენსს, რაც იწვევს შრატში ორივე ნივთიერების კონცენტრაციის მომატებას. ერთდროულად გამოყენება არ შეიძლება თუ არ ხდება ლითიუმის და დიგოქსინის კონცენტრაციის მონიტორინგი.
ანტიკოაგულანტები: ასაპ აინჰიბირებს თრომბოციტების აგრეგაციას და აზიანებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ლორწოვან გარსს რამაც შეიძლება გამოიწვიოს ანტიკოაგულანტების მოქმედების გაძლიერება და გაზარდოს კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენის რისკი პაციენტებში, რომლებიც იღებენ ანტიკოაგულანტებს. უნდა მოერიდონ აცეკლოფენაკის და კუმარინის ჯგუფის პერორალური ანტიკოაგულანტების, ტიკლოპიდინის და თრომბოლიტიკების მიღებას თუ არ ტარდება პაციენტის ინტენსიური მონიტორინგი. ანტიაგრეგანტულმა საშუალებებმა და სეროტონინის უკუმუტაცების სელექციურმა ინჰიბიტორებმა ასაპ-სთან ერთად გამოყენებისას შეიძლება გაზარდოს კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სისხლდენის რისკი (იხ.განყოფილება 4.4).
შემდგომი კომბინაციები საჭიროებს დოზის შერჩევას და სიფრთხილით გამოყენებას:
მეტოტრექსატი: უნდა გაითვალისწინონ ასაპ-ის და მეტოტრექსატის შესძლო ურთიერთქმედება, მეტოტრექსატის დაბალი დოზის შემთხვევაშიც კი, განსაკუთრებით პაციენტებში თირკმლის დარღვეული ფუნქციით. ერთდროული გამოყენებისას საჭიროა თირკმლის ფუნქციის მაჩვენებლების კონტროლი. საჭიროა სიფრთხილე თუ მეტოტრექსატის და ასაპ-ს გამოყენება ხდებოდა 24 საათის განმავლობაში, რადგან შეიძლება გაიზარდოს მეტოტრექსატის კონცენტრაცია რაც გაზრდის მოცემული მედიკამენტის ტოქსიურობას.
ციკლოსპორინი, ტაკროლიმუსი: ასაპ-ს და ციკლოსპორინის ან ტაკროლიმუსის ერთად მიღებისას საჭიროა მომატებული ნეფროტოქსიურობის რისკის გათვალისწინება თირკმლისმიერი პროსტაციკლინის წარმოქმნის გამო. ამიტომ ერთდროული გამოყენებისას საჭიროა თირკმლის ფუნქციის ინტენსიური კონტროლი.
სხვა ასაპ: აცეტილსალიცილის მჟავას და სხვა ასაპ-ის ერთდროული გამოყენებისას შეიძლება გაიზარდოს გვერდითი მოვლენების რისკი, ამიტომ საჭიროა სიფრთხილის დაცვა.
კორტიკოსტეროიდები: იზრდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის წყლულის ან სისხლდენის რისკი (იხ. განყოფილება 4.4).
დიურეტიკები: აცეკლოფენაკი როგორც სხვა ასაპ შეიძლება აინჰიბირებდეს დიურეტიკების აქტივობას, შეიძლება ამცირებდეს ფუროსემიდის და ბუმეტანიდის დიურეზულ ეფექტს და თიაზიდების ანტიჰიპერტენზიულ ეფექტს. კალიუმის დამზოგველ დიურეტიკებთან ერთად გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს კალიუმის შემცველობის მომატება; შესაბამისად აუცილებელია სისხლში კალიუმის დონის მუდმივი კონტროლი;
აცეკლოფენაკი გავლენას არ ახდენდა არტერიული წნევის კონტროლზე ბენდროფლუაზიდთან გამოყენებისას, თუმცა არ შეიძლება სხვა დიურეტიკებთან ურთიერთქმედების გამორიცხვა.
ჰიპოტენზიური პრეპარატები: ასაპ შეიძლება ამცირებდეს ჰიპოტენზიური პრეპარატების ეფექტურობას. აგფ იჰნიბიტორების ან ანგიოტენზინ II ანტაგონისტების და ასაპ-ს ერთად გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს თირკმლის ფუნქციის დარღვევა. თირკმლის მწვავე უკმარისობის რისკი, რომელიც როგორც წესი შექცევადი ხასიათისაა შეიძლება გაიზარდოს ზოგიერთ პაციენტში თირკმლის დარღვეული ფუნქციით, მაგ. ხანდაზმულებში ან გაუწყლოების მქონე პაციენტებში. ამიტომ ასაპ-სთან ერთად გამოყენებისას საჭიროა სიფრთხილე განსაკუთრებით ხანდაზმულ პაციენტებში. პაციენტებმა უნდა მიიღონ სითხის აუცილებელი რაოდენობა და იმყოფებოდნენ შესაბამისი დაკვირვების ქვეშ (თირკმლის ფუნქციის კონტროლი ერთდროული მიღების დასაწყისში და შემდეგ პერიოდულად).
ჰიპოგლიკემიური საშუალებები: კლინიკური კვლევები მიუთითებს, რომ დიკკლოფენაკი შეიძლება გამოიყენონ პერორალურ ჰიპოგლიკემიურ საშუალებებთან ერთად მათ კლინიკურ ეფექტზე გავლენის გარეშე. თუმცა არსებობს ცალკეული შეტყობინებები პრეპარატის ჰიპოგლიკემიური და ჰიპერგლიკემიური ეფექტების შესახებ. ამგვარად აცეკლოფენაკის მიღებისას საჭიროა პრეპარატის დოზების კორექცია, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ჰიპოგლიკემია.
ზიდოვუდინი: ასაპ-ს და ზიდოვუდინის ერთდროული მიღებისას იზრდება ჰემატოლოგიური ტოქსიურობის რისკი. არსებობს მონაცემები ჰემართროზის და ჰემატომის განვითარების შესახებ აივ+ პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ ჰემოფილია და იღებენ ზიდოვუდინს და იბუპროფენს.
პრეკლინიკური უსაფრთხოების მონაცემები
როგორც სხვა ასაპ-ბი აცეკლოფენაკიც ცუდად აიტანებოდა ექსპერიმენტული ცხოველების მიერ. ამასთან ერთად ფარმაკოკინეტიკის განსხვავება ადამიანებში და ცხოველებში ართულებს აცეკლოფენაკის პოტენციური ტოქსიკურობის შეფასებას. ძირითადი სამიზნე ორგანო იყო კუჭ-ნაწლავის ტრაქტი. თუმცა ტოქსიკურობის კვლევის დროს ვირთაგვებში მაქსიმალური ასატანი დოზების შეყვანისას, რომლებშიც აცეკლოფენაკი მეტაბოლიზდება დიკლოფენაკად და მაიმუნებში (უცვლელი აცეკლოფენაკის მოქმედება) აღმოჩენილი არ იყო სხვა ტოქსიკური ეფექტები გარდა იმისა რაც დამახასიათებელია ასაპ-სთვის.
პრეკლინიკურმა კვლევის მონაცემებმა აჩვენა ტერატოგენეზის არ არსებობა ვირთაგვებში, თუმცა სისტემური მოქმედება იყო მინიმალური და ბოცვრებში აცეკლოფენაკის შეყვანა (10მგ/კგ/დღეში) იწვევდა მორფოლოგიური ცვლილებების სერიას ზოგიერთ ნაყოფში.
კანცეროგენობის კვლევებმა თაგვებში (აცეკლოფენაკის სისტემური ზემოქმედება უცნობია) და ვირთაგვებში (მეტაბოლიზმი დიკლოფენაკამდე) არ აჩვენა კანცეროგენობის ეფექტები გამოვლინდა უარყოფითი შედეგი გენოტოქსიურობის ტესტზე.
განსაკუთრებული მითითებები და უსაფრთხოების ზომები გამოყენებისას
არ შეიძლება აერტალის და სხვა ასაპ-თან ერთდროული მიღება ციკლოოქსიგენაზა-2-ის სელექციური ინჰიბიტორების ჩათვლით. გვერდითი ეფექტები შეიძლება იყოს მინიმუმამდე დაყვანილი, მინიმალური ეფექტური დოზის გამოყენებისას და მკურნალობის ხანგრძლივობის შემცირებისას, რაც აუცილებელია სიმპტომების კონტროლისთვის (იხ. განყოფილება 4.2 და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის და გულ-სისხლძარღვთა სისტემის რისკების აღწერა ქვემოთ).
გავლენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე
სისხლდენა, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის წყლული ან პერფორაცია ლეტალური გამოსავლით აღინიშნებოდა ნებისმიერი ასაპ-ის მიღებისას მკურნალობის ნებისმიერ ეტაპზე, როგორც საშიში სიმპტომების არსებობისას, ისე მათ გარეშე, ანამნეზში როგორც კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სერიოზული დაზიანებების არსებობით ისე მათ გარეშე.
სისხლდენის, წყლულის წარმოშობის და პერფორაციის რისკი იზრდება ასაპ-ის დოზის ზრდასთან ერთად პაციენტებში, რომლებშიც აღინიშნებოდა წყლული, განსაკუთრებით, თუ მას ახლდა სისხლჩაქცევა ან პერფორაცია (იხ. განყოფილება 4.3) და ხანდაზმულ პაციენტებში. ამ პაციენტებმა უნდა გამოიყენონ პრეპარატის მინიმალური ეფექტური დოზა. აუცილებელია კომბინირებული თერაპია პროტექტორებთან ერთად (მაგ. მიზოპროსტოლი ან პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები), აგრეთვე ამგვარი თერაპია აუცილებელია პაციენტებისთვის, რომლებიც იღებენ ასპირინის და სხვა პრეპარატების მცირე დოზებს, რომლებიც ნეგატიურად მოქმედებენ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მდგომარეობაზე (იხ. განყოფილება 4.5).
პაციენტებმა კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებით, აგრეთვე ხანდაზმულებმა უნდა განაცხადონ კუჭ-ნაწლავის ტრაქტთან დაკავშირებულ ნებისმიერ უჩვეულო სიმპტომზე (განსაკუთრებით სისხლდენაზე) მათ შორის პრეპარატის პირველად მიღებისას. განსაკუთრებული სიფრთხილეა პაციენტებში, რომლებიც პარალელურად იღებენ პრეპარატებს, რომლებმაც შეიძლება გაზარდოს სისხლდენის და წყლულის რისკი, როგორიცაა სისტემური კორტიკოსტეროიდები, ანტიკოაგულანტები (როგორიცაა ვარფარინი), სეროტონინის უკუმიტაცების სელექციური ინჰიბიტორები ან ანტიაგრეგანტები (როგორიცაა აცეტილსალიცილის მჟავა) .
სისხლდენის ან კუჭ-ნაწლავის ტრაქტის წყლულის შემთხვევაში, პაციენტებში, რომლებიც იღებენ აერტალს, მკურნალობა უნდა შეწყდეს.
გავლენა გულ-სისხლძარღვთა და ცენტრალური ნერვულ სისტემაზე
პაციენტებში არტერიული ჰიპერტენზიით ან/და მსუბუქი ან ზომიერი ხარისხის გულის შეგუბებითი უკმარისობის დროს აუცილებელია: შესაბამისი მონიტორინგი და განსაკუთრებული სიფრთხილე, რადგან აღწერილია ასაპ-თან ასოცირებული სითხის შეკავება და შეშუპება.
კლინიკური კვლევები და ეპიდემიოლოგიური მონაცემები მიუთითებს, რომ ზოგიერთი ასაპ-ის მიღება (კერძოდ მაღალი დოზით და ხანგრძლივად) შეიძლება უმნიშვნელოდ ზრდიდეს არტერიული თრომბოზული მოვლენების რისკს (მაგ. მიოკარდიუმის ინფარქტი ან ინსულტი).აცეკლოფენაკის გამოყენებისას ამ რისკის არ არსებობის სარწმუნო მონაცემები არ არის.
პაციენტებში არაკონტროლირებადი არტერიული ჰიპერტენზიით, გულის შეგუბებითი უკმარისობით, გულის დადგენილი იშემიური დაავადებით, პერიფერიული არტერიების ათეროსკლეროზით ან/და თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის დარღვევით საჭიროა განსაკუთრებული სიფრთხილე აცეკლოფენაკის მიღებისას. პირველ მიღებამდე აგრეთვე განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო პაციენტებში გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკით (მაგ.არტერიული ჰიპერტენზია, ჰიპერლიპიდემია, შაქრიანი დიაბეტი და მოწევა).
აცეკლოფენაკი უნდა მიიღონ სიფრთხილით და ექიმის დაკვირვების ქვეშ პაციენტებმა, რომლებსაც აღენიშნებათ ქვემოთ ჩამოთვლილი მდგომარეობები, რადგან არსებობს დაავადების გამწვავების რისკი (იხ. განყოფილება 4.8):
-სიმპტომები, რომლებიც მიუთითებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებათა არსებობაზე მისი ზემო და ქვემო ნაწილის ჩათვლით.
-ანამნეზში კუჭ-ნაწლავის ტრაქტის წყლულის, სისხლდენის ან პერფორაციის არსებობა
-წყლულოვანი კოლიტი
-კრონის დაავადება
-მიდრეკილება სისხლდენებისადმი, სისტემური წითელი მგლურა, პორფირია, ჰემოპოეზის და ჰემოსტაზის დარღვევა.
აცეკლოფენაკი უნდა მიიღონ სიფრთხილით და ექიმის დაკვირვების ქვეშ პაციენტებმა, რომლებსაც ანამნეზში აღენიშნებათ ჰემროაგიული ინსულტი.
გავლენა ღვიძლსა და თირკმელებზე
ასაპ-ის მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს პროსტაგლანდინების სინთეზის დოზადამოკიდებული რედუქცია და თირკმლის უეცარი უკმარისობა. თირკმლის სისხლის მიმოქცევისთვის პროსტაგლანდინების მნიშვნელობა უნდა გაითვალისწინონ პრეპარატის გამოყენებისას გულის, ღვიძლის და თირკმლის დარღვევის მქონე პაციენტებში, პირებში, რომლებიც იღებენ დიურეტიკებს, პაცინტებში ქირურგიული ჩარევის შემდეგ, აგრეთვე ხანდაზმულებში.
სიფრთხილეა საჭირო პრეპარატის გამოყენებისას თირკმლის და ღვიძლის მსუბუქი ან ზომიერი დარღვევის მქონე პაციენტებში, აგრეთვე პაციენტებში სხვა მდგომარეობით, რომელიც განაწყობს ორგანიზმს სითხის შეკავებისკენ. ამ პაციენტებში ასაპ გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს თირკმლის ფუნქციის დარღევვა და სითხის შეკავება. აგრეთვე სიფრთხილეა საჭირო აერტალის გამოყენებისას პაციენტებში, რომლებიც იღებენ დიურეტიკებს ან ჰიპოვოლემიის მომატებული რისკის მქონე პირებში. აუცილებელია მინიმალური ეფექტური დოზა და თირკმლის ფუნქციის რეგულარული კონტროლი. თირკმლის მოვლენები ჩვეულებრივ ალაგდება აცეკლოფენაკის მიღების შეწყვეტის შემდეგ. აცეკლოფენაკის მიღება უნდა შეწყდეს თუ ღვიძლის ფუნქციის დარღვევა შენარჩუნებულია ან უარესდება, ვითარდება ღვიძლის დაზიანების კლინიკური სიმპტომები ან ვითარდება სხვა მოვლენები (ეოზინოფილია, გამონაყარი). ჰეპატიტი შეიძლება განვითარდეს პროდრომული სიმპტომების გარეშე.
ასაპ-ს გამოყენებამ ღვიძლის პორფირიით დაავადებულებში შეიძლება გამოიწვიოს შეტევის პროვოცირება.
ჰიპერმგრძნობელობა და კანის რეაქციები
როგორც სხვა ასაპ, პრეპარატი შეიძლება იწვევდეს ალერგიულ რეაქციებს, ანაფილაქტოიდური/ანაფილაქსიური რეაქციების ჩათვლით იმ შემთხვევაშიც, თუ პრეპარატის გამოყენება ხდება პირველად. კანის მძიმე რეაქციები (ზოგიერთმა შეიძლება გამოიწვიოს ლეტალური გამოსავალი), ექსფოლიაციური დერმატიტის, სტივენს-ჯონსონის სინდრომის და ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზის ჩათვლით, აღინიშნებოდა ძალიან იშვიათად (იხ.განყოფილება 4.8). ამ რეაქციების განვითარების ყველაზე მაღალი რისკი აღინიშნება პაციენტებში პრეპრატის მიღების დასაწყისში, აგრეთვე აღნიშნული არასასურველი მოვლენების განვითარება აღინიშნა პირველი თვის განმავლობაში. კანის გამონაყარის, პირის ღრუს ლორწოვანის დაზიანების და მომატებული მგრძნობელობის სხვა ნიშნებისას აცეკლოფენაკის მიღება უნდა შეწყდეს.
განსაკუთრებულ შემთხვევებში, ჩუტყვავილისას შეიძლება განვითარდეს გართულებები, კანის და რბილი ქსოვილების სერიოზული ინფექციები. ამ დროისთვის არ შეიძლება ასაპ-ს როლის გამორიცხვა ამ ინფექციების გაუარესებაში. ამიტომ ჩუტყვავილას დროს არ შეიძლება აერტალის Aპკიანი გარსით დაფარული 100მგ ტაბლეტების მიღება.
ჰემატოლოგიური დარღვევები
აცეკლოფენაკმა შეიძლება გამოიწვიოს თრომბოციტების აგრეგაციის შექცევადი ინჰიბირება .
დარღვევები სასუნთქი სისტემის მხრივ:
საჭიროა სიფრთხილე პრეპარატის გამოყენებისას პაციენტებში ბრონქული ასთმით, აწმყოში ან ანამნეზში, რადგან ასაპ-ის მიღებამ შეიძლება ამგვარ პაციენტებში მოახდინოს უეცარი ბრონქოსპაზმის პროვოცირება.
ხანდაზმულები
საჭიროა სიფრთხილის დაცვა პრეპარატის ხანდაზმულებში გამოყენებისას, რადგან მათში უფრო ხშირია გვერდითი მოვლენები (განსაკუთრებით სისხლდენა და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პერფორაცია). გართულებებმა შეიძლება გამოიწვიოს ლეტალური გამოსავალი. ამასთანავე, ხანდაზმულებში უფრო ხშირად აღინიშნება ღვიძლის, თირკმელების ან გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები.
ხანგრძლივი გამოყენება
ყველა პაციენტი, რომელიც იღებს ანთებისსაწინააღმდეგო არასტეროიდულ პრეპარატებს უნდა იმყოფებოდეს დაკვირვების ქვეშ (მაგ.სისხლის საერთო ანალიზი, თირკმლის და ღვიძლის ფუნქციური ტესტები).
გავლენა ავტომობილის მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე
პაციენტებში, რომლებშიც აღინიშნება ისეთი მოვლენები, როგორიცაა სისუსტე, თავბრუსხვევა, ვერტიგო, გულისრევა და სხვა სიმპტომები ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ ასაპ-ის მიღების დროს არ უნდა მართავდნენ ავტოტრანსპორტს და პოტენციურად საშიშ სხვა მექანიზმებს.
შეფუთვა
აპკიანი გარსით დაფარული 10 ტაბლეტი მოთაბსებულია პა/ალ/პვქ_აპკის და ალუმინის ფოლგის ბლისტერში. 2 ან 6 ბლისტერი მუყაოს კოლოფში, გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.
შენახვის პირობები
არაუმეტეს +25°C ტემპერატურისა.
ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისობის ვადა
3 წელი.
არ გამოიყენოთ პრეპარატი შეფუთვაზე მითითებული შენახვის ვადის ამოწურვის შემდეგ
გაცემის პირობები
რეცეპტით