ართრინალი
შემადგენლობა: 1 ტაბლეტი - ტენოქსიკამი 20მგ.
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ოქსიკამი. არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატი.
ჩვენებები: ანთებითი და დეგენერაციული დაავადებები კუნთოვან სისტემაში, რომელსაც თან ახლავს ტკივილის სინდრომი:
- ოსტეოართროზი, რევმატოიდული ართრიტი, მაანკილოზებელი სპონდილიტი (მაანკილოზებელი სპონდილიტი), რევმატოიდული ართრიტი, პოდაგრული ართრიტი;
- დენდინიტი, ბურსიტი, მიოზიტი.
- ზურგის ტკივილი, ნევრალგია, მიალგია, რადიკულიტი, ლუმბაგო.
მისი გამოყენება ასევე შეიძლება მოკლევადი ანიქცევის რიგი პათოლოგიების დროს:
- ტრამვის დროს ტკივილი და დამწვრობა;
- კბილის ტკივილი;
- ალგოდის მენორეა (მტკივნეული პერიოდები).
გამოყენების წესი და დოზა: ექიმის დანიშნულების მიხედვით. ჭამის შემდეგ. ჩვეულებრივი დოზა მოზრდილებისთვის - 20მგ (1 ტაბ) 1 ჯერ/დღეში. მწვავე დაზიანების დროს ჩვეულებრივ 7 დღემდე. მძიმე შემთხვევებში კი მკურნალობა შეიძლება გაიზარდოს 14 დღემდე. მწვავე პოდაგრული ართრიტის დროს 40 მგ 1-ჯერ / დღეში პირველი 2 დღის განმავლობაში, შემდეგ მიიღება უკვე ჩვეულებრივი დოზა.
უკუჩვენებები: ჰიპერმგრძნობელობა ტენოქსიკამის მიმართ და სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო კომპონენტეისა და მედიკამენტების. ეროზიულ-წყლულოვანი დაზიანებები, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მწვავე ფაზაში, გასტრიტის მძიმე ფორმისას. გასტროინტესტინალური სისხლდენა .გულის უკმარისობის მძიმე ფორმა . თირკმლის მწვავე და/ან ღვიძლის უკმარისობა. ბავშვთა ასაკი (გამოყენების უსაფრთხოება არ არის შემოწმებული). ორსულობა და ლაქტაცია.
გამოშვების ფორმა: კოლოფში ერთ ბლისტერზე 10 ტაბლეტი ანოტაციასთან ერთად.
მწარმოებელი: „Remedica”, კვიპროსი.
ასევე იხილეთ: http://www.remedica.eu