ასკოფენი ,,პ’’
ASCOPHENUM ,,P’’

წამლის ფორმა და შემადგენლობა:


ერთი ტაბლეტის შედგენილობა
აცეტილსალიცილის მჟავა        - 0,2გ  
პარაცეტამოლი                  - 0,2გ
კოფეინი                         - 0,037გ.
ლიმონმჟავა                          - 0,0025გ.

ფარმაკოლოგიური მოქმედება: ასკოფენი კომბინირებული პრეპარატია, რომლის ფარმაკოლოგიური მოქმედება განპირობებულია შემადგენელი კომპონენტებით. აცეტილსალიცილის მჟავა აინჰიბირებს პროსტაგლანდინების სინთეზის პროცესს, რის შედეგადაც ავლენს ტკივილგამაყუჩებელ, ანთების საწინააღმდეგო და სიცხის დამწევ მოქმედებას. პარაცეტამოლი ტკივილგამაყუჩებელი და სიცხის დამწევი საშუალებაა.
კოფეინი მოქმედებს თავის ტვინის სისხლძარღვების ტონუსზე, აგრეთვე აძლიერებს აცეტილსალიცილის მჟავას და პარაცეტამილის მოქმედების ეფექტს.

ჩვენება: სხვადასხვა ეთიოლოგიის ზომიერად გამოხატული ტკივილის სინდრომი: თავის ტკივილი, შაკიკი, კბილის ტკივილი, ნევრალგია, მიალგია, ალგოდისმენორეა; ცხელებით მიმდინარე რევმატიული დაავადებები და გაციება.

უკუჩვენება: კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება გამწვავების ფაზაში, სისხლდენა კუჭ-ნაწლავიდან (მათ შორის ანამნეზში), ჰემორაგიული დიათეზი, ორსულობა და ლაქტაცია, მაღალი მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტებისადმი.

გვერდითი მოვლენები: გულისრევა, გულძმარვა, ტკივილი ეპიგასტრიუმის არეში, სისხლდენა, ალერგიული რეაქციები.

დოზირება და მიღების წესი: 1 ტაბლეტი 2-3-ჯერ დღეში.

გაცემის წესი:    ურეცეპტოდ.

შეფუთვა: 6 ან 10 ტაბლეტი ლამინირებული ქაღალდის ან პოლიეთილენის ბლისტერში.

შენახვის პირობები: ინახება მშრალ ადგილას “ბ” სიით.

ვარგისიანობის ვადა:  4 წელი.

Facebook კომენტარები

600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია
600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია