გინენორმი
GINENORM
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
არასტეროიდული, ანთების საწინააღმდეგო საშუალება ვაგინალური გამოყენებისთვის
შემადგენლობა:
0.1% ხსნარი ვაგინალური გამოყენებისათვის.
თითოეული 100 მლ ფლაკონი შეიცავს:
მოქმედი ნივთიერება: იბუპროფენის იზობუტანოლამონიუმი 0,1 გ (ექვივალენტურია იბუპროფენის 0.0698 გრამისა)
შემავსებელი ნივთიერებები: მეთილ-ეთილ-პროპილ-ბუტილი 2-ფენოქსიეთანოლ-პ-ჰიდრობენზოატი, პოლისორბატი 20, პროპილენის გლიკოლი, მცენარეული ესენცია, დეიონიზირებული წყალი.
ჩვენებები:
ყველანაირი წარმოშობის და ტიპის ვულვოვაგინიტი და ცერვიკოვაგინიტი.
წინასაოპერაციო და პოსტოპერაციული მკურნალობა გინეკოლოგიური ქირურგიის დროს.
წინააღმდეგჩვენებები:
მომატებული მგრძნობელობა პროდუქტის შემადგენელ რომელიმე კომპონენტზე ან ქიმიურად მსგავს ნივთიერებაზე.
პროდუქტი არ გამოიყენება ბავშვებში, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ექიმის აზრით მისი გამოყენება აუცილებელია.
ჩვეულებრივ არ არის რეკომენდებული ორსულობის ან ბავშვის ძუძუდან მოშორების პერიოდში.
სიფრთხილის ზომები გამოყენების დროს:
პროდუქტი არ უნდა იქნას გამოყენებული სერიოზული, სპეციფიური ან არასპეციფიური ვულვოვაგინიტის დროს.
ორსულობა და ლაქტაცია:
არ არის რეკომენდებული ორსულობისა და ლაქტაციის დროს.
ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან:
სხვა მედიკამენტებთან ურთიერთქმედება არ აღინიშნება, რადგან პრეპარატის ადგილობრივი გამოყენება არ იწვევს რაიმე სისტემატურ მოქმედებას.
სპეციალური მითითებები:
NSAP-ის გამოყენებასას იშვიათ შემთხვევებში გამოვლინდა კანის სერიოზული გაღიზიანების, მათ შორის ექსფოლიატიური დერმატიტის, სტივენს-ჯონსონის სინდრომის და კანის ტოქსიკური ნეკროზის ფაქტები. თერაპიის ადრეულ ეტაპზე პაციენტები ექვემდებარებიან მეტ რისკს: უმეტეს შემთხვევებში რეაქციის მომატება აღინიშნებოდა მკურნალობის პირველ თვეს. გინენორმის გამოყენება უნდა შეწყდეს კანზე გამონაყარის, ლორწოვანი გარსის გაღიზიანების ან სხვა სახის მომატებული მგრძნობელობის ნიშნების გამოვლენისთანავე.
პროდუქტის ადგილობრივ გამოყენებას, განსაკუთრებით ხანგრძლივი დროის განმავლობაში, შეუძლია გამოიწვიოს ჰიპერმგრძნობელობა.
მას ასევე შეუძლია გამოიწვიოს დაგვიანებული ალერგიული რეაქციები, კანის გაღიზიანება. ამ შემთხვევებში შეწყვიტეთ თერაპია და დაიწყეთ შესამაბისი მკურნალობა.
დოზირება და გამოყენების მეთოდი:
1 ან 2 ვაგინალური გამორეცხვა დღეში.
გამოყენების წესი:
გააჩერეთ ბოთლი ცხელი წყლის ორთქლზე და შეათბეთ ოთახის ტემპერატურამდე.
1. სახურავის მოსაშორებლად ბოთლს მიაწექით გვერდიდან.
2. დამცავი შეფუთვიდან ამოიღეთ სტერილური კათეტერი და მოარგეთ ბოთლს მჭიდროდ.
3. გამოიყენეთ ისე, რომ ხსნარმა მოახდინოს მისი გამწმენდი და თერაპიული მოქმედება.
4. ფრთხილად მოათავსეთ კათეტერი საშოში და მოუჭირეთ ხელი ბოთლს მის დაცარიელებამდე.
5. გაიჩერეთ სითხე საშოში რამდენიმე წუთის განმავლობაში, რათა ხსნარმა მოახდინოს მისი თერაპიული მოქმედება. გაითვალისიწნეთ ექიმის სხვა რჩევები.
დოზის გადაჭარბება:
არ მოიპოვება ინფორმაცია დოზის გადაჭარბების მაჩვენებლების შესახებ.
პრეპარატის შენახვა და ვარგისიანობის ვადა:
პროდუქტის გამოყენება არ უნდა მოხდეს შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
მის შენახვასთან დაკავშირებით არ არსებობს რაიმე კონკრეტული მითითებები.
შეინახეთ მედიკამენტი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
გამოშვების ფორმა:
0.1% ხსნარი ვაგინალური გამოყენებისთვის – 100 მლ N5.
სავაჭრო უფლების მფლობელი:
AESCULAPIUS FARMACEUTICI S.r.I. – Via Cozzaglio, 24 – 25125 BRESCIA, იტალია.
მწარმოებელი:
MITIM S.r.I. – Via Cacciamali, 34-36-38 – 25125 Brescia, იტალია.