მოტილიუმი
საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება ( სად ) – დომპერიდონი
ქიმიური დასახელება 5- ქლორ -1-[1-[3-(2,3- დიჰიდრო -2- ოქსო - 1H - ბენზიმიდაზოლ -1- ილ ) პროპილ]-4- პიპერიდინილ ]-1,3- დიჰიდრო - 2H - ბენზიმიდაზოლ -2- ონ
წამლის ფორმები გარსით დაფარული ტაბლეტები , სუსპენზია პერორალური მიღებისათვის
შემადგენლობა
გარსით დაფარული ტაბლეტები :
აქტიური ნივთიერება – დომპერიდონი , 10 მგ .
დამხმარე ნივთიერებები – ლაქტოზა , სიმინდის სახამებელი , მიკროკრისტალური ცელულოზა , წინასწარჟელატინიზირებული კარტოფილის სახამებელი , პოლივიდონი , მაგნიუმის სტეარატი , ჰიდრირებულიმცენარეული ცხიმი , ჰიპრომელოზა და ნატრიუმის ლაურილსულფატი .
სუსპენზია შიდა მიღებისათვის :
აქტიური ნივთიერება – დომპერიდონი , 1 მგ /1 მლ .
დამხმარე ნივთიერებები – ნატრიუმის სახარინატი , მიკროკრისტალური ცელულოზა და ნატრიუმისკაბროქსიმეთილცელულოზა , სორბიტოლი , მეთილპარაჰიდროქსიბენზოატი ,პროპილპარაჰიდროქსიბენზოატი , ნატრიუმის ჰიდროზეჟანგი , პოლისორბატი და გასუფთავებული წყალი .
აღწერა:
გარსით დაფარული ტაბლეტები ,
მრგვალი , ორმხრივ ამობურცული , გარსით დაფარული ტაბლეტები , თეთრიდან ღია კრემისფერამდე ,წარწერით “ Janssen ” ერთ მხარეს და “ M /10” მეორე მხარეს . ტაბლეტების ფერი გადატეხვისას – თეთრი.
სუსპენზია პერორალური მიღებისათვის :
ერთგვაროვანი თეთრი ფერის სუსპენზია
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი – პირღებინების საწინააღმდეგო საშუალება , დოფამინების რეცეპტორებისცენტრალური ბლოკატორი .
კოდი ATX – A03FA03
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა
დომპერიდონი – დოფამინის ანტაგონისტი , რომელსაც მეტოკლოპრამიდისა და ზოგიერთინეიროლეფსიურის მსგავსად , გააჩნია პირღებინების საწინააღმდეგო თვისებები . თუმცა , ამსამკურნალო პრეპარატებისაგან განსხვავებით , დომპერიდონი ცუდად აღწევს ჰემატოენცეფალურბარიერში . დომპერიდონის მიღებას იშვიათად ახლავს თან ექსტრაპირამიდული გვერდითი მოვლენები ,განსაკუთრებით ზრდასრულებში , თუმცა დომპერიდონი ასტიმულირებს პროლაქტინის გამოყოფასჰიპოფიზიდან . მისი პირღებინების საწინააღმდეგო მოქმედება შესაძლოა განპირობებულია დოფამინისრეცეპტორების მიმართ პერიფერიული ( გასტროკინეტიკური ) მოქმედებისა და ანტაგონიზმის შეთავსებითჰემორეცეპტორების ტრიგერულ ზონაში .
პერორალური მიღებისას დომპერიდონი ზრდის ანთრალური და დუოდენალური შემცირებებისხანგრძლივობას , აჩქარებს კუჭის დაცლას – თხევადი და ნახევრადმყარი ფრაქციების გამოსვლასჯანმრთელ ადამიანებში და მყარი ფრაქციებისას იმ ავადმყოფებში , რომლებშიც ეს პროცესი იყოშენელებული . ზრდის საყლაპავის ქვედა ნაწილის სპინქტერის წნევას ჯანმრთელ ადამიანებში .დომპერიდონი არ ახდენს გავლენას კუჭის სეკრეციაზე .
ფარმაკოკინეტიკა
დომპერიდონი სწრაფად აბსორბირდება პერორალური მიღებისას უზმოზე , მაქსიმალური კონცენტრაციებიპლაზმაში აღინიშნება დაახლოებით 30-60 წუთის მანძილზე . დომპერიდონის შეყვანის პერორალური გზისდაბალი აბსოლუტური ბიოლოგიური შეღწევადობა ( დაახლოებით 15%) განპირობებულია ექსტენსიურიპირველადი მეტაბოლიზმით ღვიძლისა და კუჭ - ნაწლავის კედელში .
თუმცა ჯანმრთელ ადამიანებში დომპერიდონის ბიოლოგიური შეღწევადობა იზრდება საკვების მიღებისშემდეგ , ავადმყოფებმა , რომლებსაც აღენიშნებათ ჩივილები კუჭ - ნაწლავის ტრაქტის მხრივ ,დომპერიდონი უნდა მიიღონ ჭამამდე 15-30 წუთით ადრე . კუჭის წვენის ჰიპოაციდურობა ამცირებსდომპერიდონის აბსორბციას .
პრეპარატის მიღებისას ჭამის შემდეგ მაქსიმალური აბსორბციის მისაღწევად საჭიროა მეტი დრო , ხოლომრუდქვეშა ფართობი ( AUC ) რამდენადმე იზრდება .
პერორალური მიღებისას დომპერიდონი არ ახდენს საკუთარი გაცვლის კუმულირებასა და ინდუცირებას .მაქსიმალური კონცენტრაცია პლაზმაში შეყვანიდან 90 წუთის შემდეგ , რაც ტოლია 21 ნგ / მლ მისიორკვირიანი პერორალური მიღებისა დღეში 30 მგ ოდენობით , იყო თითქმის ისეთივეა , როგორცპირველი დოზის მიღებისას (18 ნგ / მლ ). დომპერიდონი 91-93%- ით უერთდება პლაზმის ცილებს .
პრეპარატი მეტაბოლიზდება ღვიძლში ჰიდროქსილირებისა და N - დეზალკილირების გზით . in vitroპრეპარატის მეტაბოლიზმის კვლევისას დიაგნოსტიკური ინჰიბიტორების გამოყენებით დადგენილი იქნა ,რომ CYP3A4 წარმოადგენს ფერმენტ ციტოქრომ -450- ის ძირითად ფორმას , რომელიც მონაწილეობსდომპერიდონის N - დეზალკილირებაში , მაშინ , როდესაც CYP3A4, CYP1A2 და CYP2E1 მონაწილეობენ დომპერიდონის არომატული ჰიდროქსილირების პროცესში . შარდითა და განავლით მისი ელიმინაციაშეადგენს პერორალური დოზის 31 და 66% შესაბამისად . პრეპარატის გამოყოფა უცვლელი სახითშეადგენს მცირე პროცენტს (10% განავალით და დაახლოებით 1% შარდით ). პლაზმიდანნახევრადგამოყოფის პერიოდი მისი ერთჯერადი დოზის მიღების შემდეგ შეადგენს 7-9 საათს ჯანმრთელადამიანებში , მაგრამ ხანგრძლივდება მძიმე თირკმლების უკმარისობით დაავადებულ ავადმყოფებში .
ჩვენებები
ზრდასრულებში :
ა ) დისპეფსიური სიმპტომების კომპლექსი , რომელიც ხშირად ასოცირდება კუჭის შენელებულდაცლასთან , კუჭისა და საყლაპავის რეფლუქსთან , ეზოფაგიტთან :
- გადავსების შეგრძნება ეპიგასტრიუმში , მუცლის შებერილობის შეგრძნება , ტკივილი მუცლის ზედაარეში ;
- გულზიდვა , მეტეორიზმი ;
- გულისრევა , პირღებინება ,;
- გულისძმარვა , გულზიდვა .
ბ ) ფუნქციური , ორგანული , ინფექციური წარმოშობის გულისრევა და პირღებინება , რაც გამოწვეულიარადიოთერაპიით , სამკურნალო თერაპიით ან დიეტის დარღვევით . მისი სპეციფიკური ჩვენებაა გულისრევა და პირღებინება , რაც გამოწვეულია დოფამინის აგონისტებით მათი მიღების შემთხვევაშიპარკინსონის დაავადების დროს ( როგორიცაა L - დოპა და ბრომოკრიპტინი ).
პედიატრიულ პრაქტიკაში პრეპარატი ნაჩვენებია გულისრევის სინდრომისას , ციკლური პირღებინებისას ,კუჭისა და საყლაპავის რეფლუქსისას და კუჭის მოტორიკის დარღვევის სხვა შემთხვევებში .
უკუჩვენებები
- პრეპარატისა და მისი კომპონენტების მიმართ დადგენილი აუტანლობა ;
- ჰიპოფიზის პროლაქტინ - მასეკრეტირებელი სიმსივნე ( პროლაქტინომა );
- კეტოკონაზოლის პერორალურ ფორმებთან ერთდროული მიღება ( იხ . განყოფილება “ურთიერთქმედება ”);
- უჭ - ნაწლავიდან სისხლდენები , მექანიკური გაუვალობა ან პერფორაცია ( ე . ი . როდესაცკუჭის მამოძრავებელი ფუნქციის სტიმულაცია შესაძლოა იყოს სახიფათო ).
მიღების წესი და დოზები
1. ქრონიკული დისპეფსია
ზრდასრულები : 10 მგ (1 ტაბლეტი ან 10 მლ ) 3- ჯერ დღეში , ჭამამდე 15-30 წუთით ადრე , საჭიროების შემთხვევაში ძილის წინ . მაქსიმალური სადღეღამისო დოზა – 80 მგ .
ბავშვები : 2, 5 მგ სუსპენზია პერორალური მიღებისათვის სხეულის მასის 10 კგ - ზე ( ე . ი .დომპერიდონის 0, 25 მგ სხეულის მასის 1 კგ - ზე ), 3- ჯერ დღეში ჭამის წინ , და საჭიროებისშემთხვევაში , ძილის წინ .
აუცილებლობის შემთხვევაში აღნიშნული დოზა შესაძლოა გაორმაგდეს ( გარდა 1 წლამდე ასაკისბავშვებისა ). დომპერიდონის მაქსიმალური სადღეღამისო დოზა – 2,4 მგ სხეულის მასის 1 კგ - ზე ,მაგრამ არაუმეტეს 80 მგ - ისა .
2. გულისრევა და პირღებინება
ზრდასრულები : 20 მგ (2 ტაბლეტი ან 20 მლ ) 3-4- ჯერ დღეში , ჭამამდე და ძილის წინ .მაქსმალური სადღეღამისო დოზა – 80 მგ .
ბავშვები : 5 მგ სუსპენზია პერორალური მიღებისათვის სხეულის მასის 10 კგ - ზე ( ე . ი .დომპერიდონის 0, 5 მგ სხეულის მასის 1 კგ - ზე ), 3-4- ჯერ დღეში ჭამის წინ , და ძილის წინ .
ეს დოზა მიიღწევა პიპეტის ორჯერ ავსებით . დომპერიდონის მაქსიმალური სადღეღამისო დოზა – 2,4მგ სხეულის მასის 1 კგ - ზე , მაგრამ არაუმეტეს 80 მგ - ისა .
მოტილიუმის ტაბლეტები ნაჩვენებია მხოლოდ ზრდასრულებსა და ბავშვებში , რომელთა სხეულისმასაც აღემატება 35 კგ - ს , ბავშვებთან პრაქტიკაში ძირითადად გამოყენებული უნდა იყოსმოტილიუმის სუსპენზია .
თირკმლის უკმარისობისას რეკომენდებულია პრეპარატის მიღების სიხშირის შემცირება ( იხ .განყოფილება “ განსაკუთრებული მითითებები ”).
მითითებები მიღებისათვის
ფლაკონი
გამოყენების წინ უნდა შეანჯღრიოთ .
სუსპენზიის მიწოდება ხდება შეფუთვით , რომელიც დაცულია ბავშვების მიერ შემთხვევით გახსნისაგან. ფლაკონი უნდა გაიხსნას შემდეგნაირად :
- ზევიდან დააჭირეთ ფლაკონის პლასტმასის სახურავს და ამავდროულად მოაბრუნეთ ისსაათის ისრის საწინააღმდეგო მიმართულებით .
- მოხსენით სახურავი .
პიპეტი ( დაერთვის მხოლოდ 100 მლ - ლიან ფლაკონს )
ამოიღეთ პიპეტი შალითიდან და მოათავსეთ ფლაკონში .
ქვედა რგოლი დატოვეთ ადგილზე , ხოლო ზედა რგოლი ამოწიეთ იმ ნიშნულამდე , რომელიცშეესაბამება თქვენი ბავშვის წონას კგ - ებში .
ქვედა რგოლზე დაყრდნობით შეავსეთ პიპეტი ფლაკონში არსებული სუსპენზიით .
დაცალეთ პიპეტი და მოათავსეთ ის ისევ შალითაში .
დახურეთ ფლაკონი .
გვერდითი ეფექტები
- კუჭ - ნაწლავის ტრაქტის მხრივ : კუჭ - ნაწლავის მოშლილობა ( იშვიათად ), ცალკეულშემთხვევებში - კუჭ - ნაწლავის მოვლითი სპაზმები ;
- ნერვული სისტემის მხრივ : ექსტრაპირამიდული მოვლენები ( ბავშვებში – მეტადიშვიათად , ზრდასრულებში – ერთეული შემთხვევები ); ეს მოვლენები სრულიად შექცევადია დაქრება პრეპარატის მიღების შეწყვეტის შემდეგ .
- იმუნური სისტემის მხრივ : ალერგიული რეაქციები ( ძალიან იშვიათად );
- კანის საფარის მხრივ : ჭინჭრის ციება ;
- ენდოკრინული სისტემის მხრივ : პროლაქტინის დონის აწევა პლაზმაში , რაცგანპირობებულია იმით , რომ ჰიპოფიზი მდებარეობს ჰემატოენცეფალური ბარიერის გარეთ ; იშვიათშემთხვევებში ამ ჰიპერპროლაქტინემიამ შესაძლოა მოახდინოს ნეიროენდოკრინული მოვლენებისგაჩენის სტიმულირება , ისეთების , როგორიცაა გალაქტორეა , გინეკომასტია და ამენორეა .
ჭარბი დოზა
სიმპტომები
დოზის გადამეტების სიმპტომები შეიძლება იყოს : ძილიანობა , დეზორიენტაცია და ექსტრაპირამიდულირეაქციები , განსაკუთრებით ბავშვებში .
მკურნალობა
დოზის გადამეტების შემთხვევაში რეკომენდებულია აქტივირებული ნახშირის მიღება და საგულდაგულოდაკვირვება . ანტიქოლინერგული საშუალებები , პრეპარატები , რომლებიც გამოიყენება პარკინსონიზმისმკურნალობისათვის , ან ანტიჰისტამინური პრეპარატები , შესაძლოა აღმოჩნდეს ეფექტურიექსტრაპირამიდული რეაქციების გაჩენისას .
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
ანტიქოლინერგულ პრეპარატებს შეუძლიათ მოტილიუმის მოქმედების განეიტრალება .
მოტილიუმის პერორალური ბიოლოგიური შეღწევადობა მცირდება მის წინ ციმეტიდინის ან ნატრიუმისბიკარბონატის მიღების შემთხვევაში . არ შეიძლება ანტაციდური და ანტისეკრეტორული პრეპარატებისმიღება მოტილიუმთან ერთად , რადგანაც ისინი აქვეითებენ მის ბიოლოგიურ შეღწევადობას პერორალურიმიღების შემდეგ ( იხ . ასევე განყოფილება “ გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები ”).
დომპერიდონის მეტაბოლური გარდაქმნების ძირითადი გზა – CYP3A4- ის გავლით . in vitro კვლევებისსაფუძველზე შეიძლება ვივარაუდოთ , რომ იმ სამკურნალო საშუალებების მიღებამ დომპერიდონთანერთად , რომლებიც ახდენს ამ ფერმენტის მნიშვნელოვან ინჰიბირებას , შესაძლოა გამოიწვიოსდომპერიდონის დონის აწევა პლაზმაში . კვლევების ჩატარებისას ( ჯანმრთელ მოხალისეებზე )დოპმერიდონის ურთიერთქმედებაზე კეტოკონაზოლთან გამოვლენილია , რომ კეტიკონაზოლი ახდენსCYP3A4- ის ინჰიბირებას – დომპერიდონის დამოკიდებული პირველადი მეტაბოლიზმი , რის შედეგადაცმიიღწევა დომპერიდონის და AUC მაქსიმალური კონცენტრაციის დაახლოებით სამჯერადი გაზრდაპლატოს ფაზაში .
CYP3A4 ფერმენტის ინჰიბიტორების მაგალითებად გვევლინება ასევე შემდეგი სამკურნალო საშუალებები :
- აზოლის რიგის სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატები ;
- მაკროლიდების ჯგუფის ანტიბიოტიკები ;
- აივ - პროტეაზის ინჰიბიტორები ;
- ნეფაზოდონი .
დომპერიდონისა და კეტოკონაზოლის ურთიერთქმედების კვლევისას ნაჩვენებია , რომ დომპერიდონისერთობლივი მიღებისას 10 მგ - იანი დოზით დღეში 4- ჯერ და კეტოკონაზოლისა 200 მგ - იანი დოზითდღეში 2 – ჯერ ცხადი ხდება QT ინტერვალის გახანგრძლივება 10-20 მწმ - ით .
დომპერიდონით მონოთერაპიისას როგორც ანალოგიური დოზებით , ისე სადღეღამისო დოზით 160 მგ (რაც 2- ჯერ აღემატება მაქსიმალურად დასაშვებ სადღეღამისო დოზას ) არ აღინიშნებოდა QT ინტერვალისკლინიკურად მნიშვნელოვანი ცვლილებები . თეორიულად , რამდენადაც მოტილიუმს გააჩნიაგასტროკინეტიკური მოქმედება , მას შეეძლო გავლენა მოეხდინა ერთდროულად მიღებული პერორალურიპრეპარატების აბსორბციაზე , კერძოდ , პრეპარატებზე აქტიური ნივთიერების შენელებულიგამოთავისუფლებით , ან პრეპარატებზე , რომლებიც დაფარულია ენტეროხსნადი გარსით . თუმცადომპერიდონის მიღება ავადმყოფებში პარაცეტამოლის ან დიგოქსინით შერჩეული თერაპიის ფონზე არახდენდა გავლენას ამ პრეპარატების დონეზე სისხლში .
მოტილიუმის შეთავსება ხდება ასევე :
- ნეიროლეფსიურებთან , რომელთა მოქმედებასაც ის არ აძლიერებს ;
- დოფამინერგული რეცეპტორების აგონისტებთან ( ბრომოკრიპტინი , L – დოპა ) რომელთაპერიფერიულ ეფექტებსაც , ისეთებს , როგორიცაა საჭმლის მონელება , გულისრევა , პირღებინება ,იგი თრგუნავს , განეიტრალების გარეშე მათ ძირითად თვისებებს .
განსაკუთრებული მითითებები
მოტილიუმის გამოყენებისას ანტაციდურ ან ანტისეკრეტორულ პრეპარატებთან ერთად ეს უკანასკნელებიუნდა მიიღოთ მარტო ჭამის შემდეგ და არა ჭამამდე , ე . ი . მათი მიღება არ შეიძლება მოტილიუმთანერთად .
მიღება ჩვილ ბავშვებში
იმასთან დაკავშირებით , რომ მეტაბოლური და ჰემატოენცეფალური B ბარიერის ფუნქციები სიცოცხლისპირველ თვეებში სრულად არ არის განვითარებული , ჩვილ ბავშვებს ნებისმიერი პრეპარატი უნდა მიეცესძალიან დიდი სიფრთხილით და თანაც საგულდაგულო სამედიცინო დაკვირვების ქვეშ . იმდენად ,რამდენადაც მოტილიუმისათვის ტიპიური ნევროლოგიური ქმედებების არარსებობა ძირითადად არისჰემატოენცეფალურ B ბარიერში სუსტი შეღწევადობის შედეგი , არ შეიძლება სრულიად გამოირიცხოსნევროლოგიური სიმპტომატიკის გაჩენა 1 წლამდე ასაკის ბავშვებში . დოზის გადამეტებამ შესაძლოაგამოიწვიოს ნევროლოგიური გვერდითი ეფექტები ბავშვებში .
მიღება ღვიძლის დაავადებების დროს
ღვიძლში დომპერიდონის მაღალი მეტაბოლიზმის გათვალისწინებით მოტილიუმი სიფრთხილით უნდადაინიშნოს ღვიძლის უკმარისობით დაავადებულ ავადმყოფებში .
მიღება თირკმლების დაავადებების დროს
პაციენტებში , რომლებიც დაავადებული არიან თირკმლის მძიმე უკმარისობით ( შრატის კრეატინინი > 6მგ /100 მლ , ე . ი . >0,6 მმოლ / ლ ), დომპერიდონის ნახევრადგამოყოფის პერიოდი იზრდებოდა 7,4- დან20,8 საათამდე , მაგრამ პრეპარატის კონცენტრაციები პლაზმაში იყო ნაკლები , ვიდრე ჯანმრთელმოხალისეებში . რამდენადაც პრეპარატის ძალიან მცირე პროცენტი გამოიყოფა თირკმლებიდან უცვლელისახით , თითქმის არ არსებობს ერთჯერადი დოზის კორექციის აუცილებლობა თირკმლის უკმარისობითდაავადებულებში . თუმცა , განმეორებითი დანიშვნისას შეყვანის სიხშირე უნდა დაქვეითდეს დღე -ღამეში ერთ ან ორ ჯერამდე , უკმარისობის სიმძიმიდან გამომდინარე , აგრეთვე შესაძლოა გაჩნდეს დოზისშემცირების აუცილებლობა .
ხანგრძლივი თერაპიისას ავადმყოფი უნდა იმყოფებოდეს რეგულარული მეთვალყურეობის ქვეშ .
მიღება ორსულობისა და ლაქტაციის დროს
ოსრულობის დროს დომპერიდონის მიღების შესახებ მონაცემები არასაკმარისადაა . ამ დროისათვის არარსებობს მონაცემები ადამიანებში განვითარების ნაკლის რისკის გაზრდის შესახებ . მიუხედავადამისა , მოტილიუმი უნდა დაინიშნოს ორსულებში მხოლოდ მაშინ , თუკი მისი მიღება გამართლებულიამოსალოდნელი თერაპიული სარგებლით .
ქალებში დომპერიდონის კონცენტრაცია დედის რძეში შეადგენს პლაზმაში შესაბამისი კონცენტრაციის 10-დან 50 %- მდე და არ აღემატება 10 ნგ / მლ - ს . დედის რძეში ექსკრეტირებული დომპერიდონის საერთო რაოდენობა – დღეში 7 მკგ - ზე ნაკლები დომპერიდონის მაქსიმალურად დაშვებული დოზის მიღებისას .არ არის ცნობილი , ახდენს თუ არა ეს დონე უარყოფით ზეგავლენას ახალშობილებზე . ამასთანდაკავშირებით , მოტილიუმის მიღებისას ლაქტაციის პერიოდში უნდა შეწყდეს ძუძუთი კვება .
ზემოქმედება ავტომობილის მართვასა და ტექნიკასთან მუშაობაზე
მოტილიუმი არ მოქმედებს ავტომობილის მართვისა და ტექნიკასთან მუშაობის შესაძლებლობებზე .
გამოშვების ფორმები
10 ან 30 ტაბლეტი სამფენოვანი გამჭვირვალე ფირფიტის ბლისტერში ( ПВХ / ПЭНП / ПВДХ ) დაალუმინის ფოლგაში . 1 ბლისტერი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში .
ფლაკონები 100 ან 200 მლ სუსპენზიით პერორალური მიღებისათვის 0,1%, გრადუირებული პიპეტით 5 მლან საზომი ხუფით 10 მლ .
შენახვის პირობები
შეინახეთ 15-დან 300C - მდე ტემპერატურაზე .
შეინახეთ ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილზე .
ვარგისიანობის ვადა
5 წელი . არ გამოიყენოთ ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ .
აფთიაქებიდან გაცემის პირობები
ექიმის რეცეპტით .
მწარმოებელი
მოტილიუმის ტაბლეტები
იანსენ ფარმაცევტიკა H.B , წარმოებულია C.A. იანსენ - სილაგის საწარმოში , დომენ დე მეგრემონი , 27100, ვალ დე რეი , საფრანგეთი .
სუსპენზია პერორალური მიღებისათვის
იანსენ ფარმაცევტიკა H.B ტურნჰაუტსევეგ , 30, 2340, ბეერსე , ბელგია
კომპანია იანსენ ფარმაცევტიკა H.B – ს წარმომადგენლობა რუსეთში :
მოსკოვი , 115191, ბოლშაია ტულსკაიას 43.