მოტონიუმი
სავაჭრო სახელწოდება: მოტონიუმი
საერთაშორისო არაპატენტირებული სახელწოდება: დომპერიდონი
სამკურნალო საშუალების ფორმა: შემოგარსული ტაბლეტები.
1 ტაბლეტის შემადგენლობა
აქტიური ნივთიერებები: დომპერიდონი – 10,0 მგ
დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზის მონოჰიდრატი – 48,44 მგ, მიკროკრისტალური ცელულოზა – 10,0 მგ, პოვიდონი (დაბალმოლეკულური პოლივინილპიროლიდონი) – 10,0 მგ, გლიცეროლი (გლიცერინი) – 0,56 მგ, მაგნიუმის სტეარატი – 1,0 მგ, სიმინდის სახამებელი – შემოუგარსავი ტაბლეტის 100,0 მგ მასის მიღებამდე.
დამხმარე ნივთიერებები (გარსი): ჰიპრომელოზა – 1,74 მგ, მაკროგოლი 6000 – 0,26 მგშემოგარსული ტაბლეტის 102,0 მგ მასის მიღებამდე.
აღწერილობა
მრგვალი ორმხრივ ამობურცული შემოგარსული თეთრი ფერის ტაბლეტები, გარდიგარდმო ჭრილზე ბირთვი თეთრი ფერის.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ღებინების საწინააღმდეგო საშუალება – დოფამინური რეცეპტორების ცენტრალური ბლოკატორი.
კოდი ათქ А03FА03
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა. ახდენს პერიფერიული და ცენტრალური (თავის ტვინის ტრიგერულ ზონაში) დოფამინური რეცეპტორების ბლოკირებას, თრგუნავს დოფამინის მაინჰიბირებელ მოქმედებას კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მოტორულ ფუნქციაზე და ზრდის კუჭის ევაკუატორულ და მამოძრავებელ აქტივობას. ფლობს ღებინების საწინააღმდეგო მოქმედებას, ამშვიდებს სლოკინს და თრგუნავს ღებინებას. ზრდის პროლაქტინის კონცენტრაციას სისხლის შრატში.
ფარმაკოკინეტიკა. შიგნით უზმოზე მიღების შემდეგ, აბსორბცია არის სწრაფი (კვების შემდეგ მიღებისას, კუჭის წვენის შემცირებული მჟავიანობა ანელებს და ამცირებს აბსორბციას). მაქსიმალური კონცენტრაციის მიღწევის დრო (ТСmах) – 1 საათი. ბიოშეღწევადობა – 15% (ღვიძლიდან ,,პირველი გასვლის” ეფექტი). შეკავშირება შრატის ცილებთან – 90%. აღწევს სხვადასხვა ქსოვილებში, ცუდად გადის ჰემატოენცეფალურ ბარიერში. მეტაბოლიზდება ღვიძლში და ნაწლავის კედელში (ჰიდროქსილირების და N-დეზალკილირების გზით). გამოიყოფა ნაწლავებით 66%, თირკმელებით – 33%, მათ შორის შეუცვლელი სახით – 10% და 1% შესაბამისად. ნაწილობრივად გამოყოფის პერიოდი – 7-9 სთ, თირკმელების გამოხატული ქრონიკული უკმარისობის დროს ეს პერიოდი ხანგრძლივდება.
გამოყენების ჩვენება
-სხვადასხვა წარმოშობის ღებინება და გულისრევა (მათ შორის, ფუნქციური და ორგანული დაავადებების, ინფექციების, ტოქსემიის, სხივური თერაპიის, დიეტის დარღვევის, სამკურნალო გენეზის – მორფინის, აპომორფინის, ლევოდოპის და ბრომოკრიპტინის მიღების დროს; კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ენდოსკოპიური და რენტგენოკონტრასტული კვლევის ჩატარების დროს), სლოკინი, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ატონია (მათ შორის პოსტოპერაციული); პერისტალტიკის დაჩქარების საჭიროება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის რენტგენოკონტრასტული კვლევის ჩატარების დროს.
-დისპეპსიური დარღვევები კუჭის შენელებული განთავისუფლების ფონზე, გასტროეზოფაგეალური რეფლუქსი და ეზოფაგიტი: ეპიგასტრიუმის არეში გადავსების, მუცლის შებერილობის შეგრძნება, მეტეორიზმი, გასტრალგია, ბოყინი, გულძმარვა კუჭის შემცველობის პირის ღრუში გადაადგილებით ან გადაადგილების გარეშე.
უკუჩვენება
ლაქტოზის აუტანლობა, ლაქტაზას დეფიციტი, გლუკოზო-გალაქტოზური მალაბსორბცია; გამოხატული ელექტროლიტური დარღვევები ან გულის დაავადებები, როგორიც არის გულის ქრონიკული უკმარისობა; ჰიპერმგრძნობელობა დომპერიდონის ან პრეპარატის სხვა ნებისმიერი კომპონენტის მიმართ, სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, ნაწლავთა მექანიკური გაუვალობა, კუჭის ან ნაწლავის პერფორაცია, ღვიძლის უკმარისობა საშუალო ან მძიმე ხარისხის სიმძიმის, პროლაქტინომა, ორსულობა, ლაქტაციის პერიოდი, 12 წლამდე ბავშვთა ასაკი 35 კგ-ზე ნაკლები წონით; კეტოკონაზოლის, ერითრომიცინის ან სხვა სამკურნალო პრეპარატების შიგნით მისაღები ფორმების ერთდროული მიღება, რომლებიც იწვევენ QТ ინტერვალის გახანგრძლივებას ან СYР34А იზოფერმენტის ინჰიბიტორების მიღება, როგორიც არის ფლუკონაზოლი, ვორიკონაზოლი, კლარითრომიცინი, ამიოდარონი, ტელითრომიცინი და სხვა.
სიფრთხილით
თირკმელების უკმარისობა.
გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში
მოტონიუმის გამოყენება უკუნაჩვენებია ორსულობის დროს. ლაქტაციის პერიოდში მოტონიუმის გამოყენების საჭიროებისას, ბუნებრივი კვება უნდა შეწყდეს.
გამოყენების წესი და დოზები
მიიღება შიგნით, კვებამდე 15-30 წუთით ადრე, დაუღეჭავად, საკმარისი რაოდენობის წყლის დაყოლებით.
მოზრდილებში და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში 35 კგ-ზე მეტი სხეულის წონით – 1 ტაბლეტი (10 მგ) 3-ჯერ დღეში.
მიღება რეკომენდებულია რეგულარულად დროის განსაზღვრულ მონაკვეთში. ერთი მიღების გამოტოვების შემთხვევაში მომდევნო ტაბლეტი მიიღება გახსენებისთანავე. თუ მოახლოებულია პრეპარატის მომდევნო დოზის მიღების დრო, არ უნდა მოხდეს პრეპარატის დამატებითი დოზის მიღება გამოტოვებული დოზის კომპენსაციის მიზნით.
არ უნდა მოხდეს ერთდროულად პრეპარატის ორი დოზის მიღება.
პრეპარატის მიღება რეკომენდებულია მინიმალურად ეფექტური დოზით. მაქსიმალური სადღეღამისო დოზა შეადგენს 30 მგ-ს.
პაციენტებში ღვიძლის უკმარისობის მსუბუქი ხარისხის სიმძიმით, დოზის კორექცია არ არის საჭირო. პრეპარატი უკუნაჩვენებია პაციენტებში ღვიძლის უკმარისობის საშუალო და მძიმე ხარისხის სიმძიმით.
პაციენტებში თირკმელების უკმარისობით ერთჯერადი დოზის კორექცია არ არის საჭირო.
თუმცა, მრავალჯერადი მიღების დროს რეკომენდებულია დოზის, ასევე მიღების სიხშირის შემცირება დღეში 1-2-ჯერ თირკმელების უკმარისობის ხარისხის სიმძიმის შესაბამისად.
გვერდითი მოქმედება
გვერდითი რეაქციების განვითარების სიხშირე კლასიფიცირდება ჯსო რეკომენდაციის შესაბამისად: ძალიან ხშირი >1/10, ხშირი >1/100-დან 1/1000-დან 1/10000-დან 1/10000, სიხშირე უცნობია – არსებული მონაცემებით სიხშირის დადგენა არ არის შესაძლებელი.
იმუნური სისტემის მხრიდან: ძალიან იშვიათი – ალერგიული რეაქციები, ანაფილაქსიის, ანაფილაქსიური შოკის, ანაფილაქტოიდური რეაქციების, ანგიონევროზული შეშუპების ჩათვლით.
ნერვული სისტემის მხრიდან: ძალიან იშვიათი – ექსტრაპირამიდული დარღვევები, კრუნჩხვები, მომატებული აღგზნებადობა და გაღიზიანებადობა, ძილიანობა, თავის ტკივილი. ექსტრაპირამიდული დარღვევები, როგორც წესი, არის შექცევადი და ქრებიან დომპერიდონით თერაპიის შეწყვეტის შემდეგ.
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრიდან: იშვიათი – კუჭ-ნაწლავის აშლილობები, ნაწლავების გარდამავალი სპაზმის ჩათვლით; ძალიან იშვიათი – დიარეა.
გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრიდან: სიხშირე უცნობია – პარკუჭოვანი არითმია, QТ ინტერვალის გახანგრძლივება, პარკუჭოვანი ტაქიკარდია ,,პირუეტის” ტიპის, უეცარი კორონარული სიკვდილი.
კანის და კანქვეშა ქსოვილის მხრიდან: ძალიან იშვიათი – ქავილი, გამონაყარი, ჭინჭრის ციება.
სხვა: იშვიათი – ჰიპერპროლაქტინემია, გალაქტორეა, გინეკომასტია, ამენორეა; ძალიან იშვიათი – ღვიძლის ფუნქციური სინჯის მაჩვენებლის ცვლილება.
ზემოქმედება ავტოსატრანსპორტო საშუალებების და მექანიზმების მართვის უნარზე
პრეპარატის გამოყენების დროს საჭიროა სიფრთხილის ზომების დაცვა ავტოსატრანსპორტო საშუალებების მართვის და პოტენციურად საშიში საქმიანობის შესრულების დროს, რომლებიც საჭიროებენ კონცენტრაციის მომატებულ ყურადღებას და სწრაფ ფსიქომოტორულ რეაქციებს, რადგან არსებობს ზემოთ მითითებულ საქმიანობაზე მოქმედი გვერდითი ეფექტების განვითარების რისკი.
ჭარბი დოზა
სიმპტომები: ძილიანობა, დეზორიენტაცია, ექსტრაპირამიდული აშლილობები (განსაკუთრებით ბავშვებში).
მკურნალობა: აქტივირებული ნახშირის მიღება, ექსტრაპირამიდული დარღვევების დროს – ანტიქოლინერგული სამკურნალო საშუალებები, პარკინსონის საწინააღმდეგო ან ანტიჰისტამინური სამკურნალო საშუალებები ანტიქოლინერგული თვისებებით.
ურთიერთზემოქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
ციმეტიდინი, ნატრიუმის ჰიდროკარბონატი ამცირებენ დომპერიდონის ბიოშეღწევადობას. ანტიქოლინერგული სამკურნალო საშუალებები ახდენენ დომპერიდონის მოქმედების ნეიტრალიზებას.
დომპერიდონის კონცენტრაციას შრატში ზრდიან: აზოლის რიგის სოკოს საწინააღმდეგო სამკურნალო საშუალებები, მაკროლიდების ჯგუფის ანტიბიოტიკები, აივ-პროტეაზას ინჰიბიტორები, ნეფაზოდონი (ანტიდეპრესანტი). თავსებადია ანტიფსიქოზურ სამკურნალო საშუალებებთან (ნეიროლეპტიკები), დოფამინერგული რეცეპტორების აგონისტებთან (ბრომოკრიპტინი, ლევოდოპა).
პარაცეტამოლთან და დიგოქსინთან ერთდროული გამოყენება არ მოქმედებს ამ სამკურნალო საშუალებების კონცენტრაციაზე სისხლში.
გამოშვების ფორმა
შემოგარსული ტაბლეტები 10 მგ.
10 ტაბლეტი პოლივინილქლორიდის და ალუმინის ფოლგის დაბეჭდილ ლაკირებულ კონტურულ უჯრედოვან შეფუთვაში.
3 კონტურულ უჯრედოვანი შეფუთვა გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.
შენახვის პირობები
ინახება შუქისაგან დაცულ ადგილას, არაუმეტეს 25 °C ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა
2 წელი.
არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
აფთიაქიდან გაცემის წესი
რეცეპტით.
იურიდიული პირის მისამართი და დასახელება, რომლის სახელზე გაცემულია სარეგისტრაციო მოწმობა/ორგანიზაცია, რომელიც იღებს პრეტენზიებს:
სს ,,ავა რუს”, რუსეთი, 121614, ქ. მოსკოვი, ქ. კრილატსკიე ხოლმი, ს. 30, კორპ. 9.
ტელ./ფაქსი: (495) 956-75-54.
წარმოების ადგილის მისამართი:
სს ,,ავა რუს”, რუსეთი, 610044, კიროვის ო. ქ. კიროვი, ლუგანსკაიას ქ., ს. 53ა
ტელ.: +7 (8332) 25-12-29; +7 (495) 956-75-54
avva.com.ru