საერთაშორისო დასახელება:

ACETAMINOPHENUM; ASCORBIC ACID

მწარმოებელი: BAYER CONSUMER CARE, გერმანია

მოქმედი ნივთიერება: აცეტამინოფენი+ასკორბინის მჟავა

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

გაციების საწინააღმდეგო, სიცხის დამწევი, ტკივილგამაყუჩებელი კომბინირებული პრეპარატი.

გამოშვების ფორმა:

წვეთები: ფლაკონში დოზირებული პიპეტით 15 მლ.

0.8 მლ

აცეტამინოფენი ..........      60 მგ

ასკორბინის მჟავა ..........    8 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

ბუტილპარაბენი, ნატრიუმის ბენზოატი, პროპილენგლიკოლი, გლიცერინი, სორბიტოლი, სიმინდის სიროფი, მიკროკრისტალური ცელულოზა, ქსანტანის მური, სახარინი, ლიმონის მჟავა, ვაშლის არომატიზატორი, გამოხდილი წყალი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

აცეტამინოფენს (პარაცეტამოლი) აქვს ანალგეტიკური, სიცხის დამწევი და მსუბუქი ანთების საწინააღმდეგო მოქმედება. ამცირებს თავის, კუნთების, სახსრების და ყელის ტკივილს.

ვიტამინი C  - როგორც იმუნური დაცვისა და ანტოქსიდანტური მოქმედების ძირითადი კომპონენტი, აძლიერებს ორგანიზმის ადაპტაციურ შესაძლებლობებს და მდგრადობას ინფექციების მიმართ. აქტიურად მონაწილეობს ჟანგვა-აღდგენითი პროცესების რეგულაციაში, ნახშირწყლების ცვლაში სტეროიდული ჰორმონებისა და კატექლოამინების სინთეზში, სისხლის შედედების პროცესში. აძლიერებს კოლაგენის სინთეზს, ახდენს რეგენერაციული პროცესების სტიმულირებას, კაპილარების განვლადობის ნორმალიზებას.

ჩვენებები:

ინიშნება ბავშვებში 3 თვიდან 2 წლამდე: ზედა სასუნთქი გზების მწვავე რესპირატორული დაავადებების, გრიპისა და გაციების დროს, ტემპერატურის შესამცირებლად ბავშვთა ინფექციური დაავადებებისას; თავის, კუნთებისა და სახსრების ტკივილისას. ორგანიზმის იმუნური დაცვის გასაზრდელად; კბილების ამოჭრის დისკომფორტისა და ჰიპერთერმიის დროს.

მიღების წესები და დოზირება:

3 თვიდან 6 თვემდე - 0.4 მლ (პიპეტის პირველ დანაყოფამდე);

6 თვიდან 1 წლამდე - 0.4-0.8 მლ;

1 წლიდან 2 წლამდე - 0.8-1.2 მლ. აუცილებლობის შემთხვევაში გაიმეორეთ ყოველ 4 საათში ერთხელ, მაგრამ არა უმეტეს 4-ჯერ მიღებისა 24 საათის განმავლობაში. გამოყენების წინ კარგად შეანჯღრიეთ.

გვერდითი მოვლენები:

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: ტკივილი ეპიგასტრიუმში, გულისრევა, პირღებინება.

ალერგიული რეაქციები: გამონაყარი კანზე, ქავილი, შეშუპება. პრეპარატის ხანგრძლივი მიღებისას  - ანემია.

ძლიერი მოწამვლისას - ღვიძლისა და თირკმლის ფუნქციის დარღევა.

უკუჩვენებები:

მომატებული ინდივიდუალური მგრძნობელობა პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ; ღვიძლის და/ან თირკმლების ფუნქციის გამოხატული დარღვევები; ბავშვთა ასაკი 3 თვემდე.

ჭარბი დოზირება:

შესაძლოა გამოვლინდეს აგზნებადობა, თავბრუსხვევა, ძილის დარღვევა. მძიმე შემთხვევებში  - თირკმლისა და ღვიძლის ფუნქციის დარღვევა.

გადაუდებელი დახმარება: კუჭის გამორეცხვა, ენტეროსორბენტისა ან გააქტივებული ნახშირის მიღება. სასწრაფოდ ჰოსპიტალიზაცია ტოქსიოლოგიურ განყოფილებაში.

განსაკუთრებული მითითებები:

არ შეიცავს შაქარს, ამიტომ შესაძლებელია გამოყენება შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ ან რისკ-ჯგუფში შემავალ ბავშვებში.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

აცეტამინოფენი ანელებს ორგანიზმიდან ანტიბიოტიკების გამოყოფას. ბარბიტურატებთან კომბინაციაში ძლიერდება აცატემინოფენის ჰეპატო- და ნეფროტოქსიკურობა. ტეტრაციკლინებთან კომბინაციისას იზრდება ანემიისა და მეტჰემოგლობინემიის განვითარების რისკი.

შენახვის პირობები და ვადა:

პრეპარატი ინახება 15-300C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.

 

 

Facebook კომენტარები

600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია
600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია