ფორლაქსი 10გ
სავაჭრო სახელი: ფორლაქსი
საერთაშორისო (არათერაპიული) სახელწოდება: მაკროგოლი
ფარმაცევტული ფორმა: ფხვნილი 10გ პაკეტებში, ხსნარის მოსამზადებლად, შიგნით მისაღებად.
შედგენილობა:
მაკროგოლი 4000 (პოლიეთილენკლიკოლ 4000) – 10გ (ერთ პაკეტში).
დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის საქარინი, ფორთოხლის-გრეიფრუტის არომატიზატორი.
აღწერა: თეთრი ფერის ფხვნილი, წყალში ადვილად ხსნადი, ფორთოხლის და გრეიფრუტის სუნით.
ფარმაკოთერაპევტული ჯგუფი: საფაღარათო საშუალება (A06AC)
ფარმაკოლოგიური მოქმედება: პრეპარატი განეკუთვება ოსმოტურ საფაღარათო საშუალებას. მაღალმოლეკულური ნივთიერება მაკროგოლი წარმოადგენს გრძელ ხაზოვან პოლიმერს, რომელიც წყალბადური ბმების ხარჯზე იკავებს წყლის მოლეკულას. ამდენად, მაკროგოლის შიგნით მიღების შემდეგ იზრდება ნაწლავური შედგენილობის მოცულობა. ნაწლავში არსებული სითხე, რომელიც არ ადსორბირდა, ინარჩუნებს პრეპარატის საფაღარათო მოქმედებას. ფარმაკოკინეტიკუტი კვლევები არ ადასტურებს მაკროგოლის შეწოვას ნაწლავებში და მეტაბოლიზმს მისი პერორალური მიღების დროს.
ჩვენება:
პრეპარატი გამოიყენება ყაბზობის სიმპტომატიური მკურნალობისთვის მოზრდილებში და ბავშვებში 8 წლიდან და ზემოთ.
მიღების წესი და დოზირება
მიიღება პერორალურად
მკურნალობის სქემა: 1-2 პაკეტი დღე-ღამეში (უმჯობესია ერთხელ დღეში, დილით). მკურნალობის ხანგრძლივობა შეათანხმეთ ექიმთან. დროებითი ყაბზობის შემთხვევაში, რაც დაკავშირებულია ცხოვრების სტილის შეცვლასთან (ოპერაცია, მოგზაურობა და ა.შ.), რეკომენდებულია პრეპარატის ხანმოკლე დროით მიღება.
აუცილებელია თითო პაკეტის გახსნა ერთა ჭიქა წყალში. მიიღეთ ჭამამდე ან ჭამის დროს. ფორლაქსის მოქმდება გამოვლინდება მიღებიდან 24-48 სთ.
ბავშვებში მკურნალობა არ უნდა აღემატებოდეს 3 თვეს, კლინიკური მონაცემების არ არსებობის გამო.
დღიური დოზა ადაპტირებული უნდა იყოს კლინიკური ეფექტის მიხედვით და შეიძლება მერყეობდეს ერთი პაკეტიდან (განსაკუთრებით ბავშვებში) 2 პაკეტამდე.
გავერდითი ეფექტები:
მოზრდილებში დიდმა დოზებმა შეიძლება გამოიწვიოს დიარეა, რომელიც შეწყდება პრეპარატის მოხსნიდან 24-48 სთ-ში. ამის შემდეგ პრეპარატის მიღება შეიძლება გაგრძელდეს ნაკლები დოზებით. შესაძლებელია ტკივილების გამოვლენა მუცელში განსაკუთრებით ფუნქციონალური დარღვევების მქონე პაციენტებში. ძალიან იშვიათია ალერგიული რეაქციები - გამონაყარი, ჭინჭრის ციება, შეშუპება. ყველა არასასურველი რეაქციის დროს, მათ შორის ისეთისავ, რომლებიც აქ არ არის მოცემული, უნდა შეატყობინოთ ექიმს.
ბავშვებში გვერდითი ეფექტები შესაძლოა გამოვლინდეს დიარეის და მუცლის არეში ტკივილის სახით, იშვიათად გულის რევის, ღებინების და შებერილობის სახით. ბავშვებში მოზრდილებისგან განსხვავებით არ არის აღნიშნული მომატებული მგრძნობელობის რეაქციები.
გვერდითი ეფექტები მაშინვე ქრება პრეპარატის დოზის შემცირებასთან ერთად.
დოზის გადაჭარბება
დოზის გადაჭარბება იწვევს დიარეას, რაც მაშინვე ქრება მკურნალობის შეწყვეტის ან დოზის შემცირებისთანავე.
შესაძლოა საჭირო გახდეს ელექტროლიტური ბალანსის აღდგენა დიარეის ან ღებინების დროს სითხის დაკარგვის გამო.
უკუჩვენება:
კუჭის ანთებითი დაავადებები (წყლულოვანი კოლიტი, კრონის დაავადება), ნაწლავის სრული ან ნაწილობრივი გაუვალობა, უცნობი წარმოშობის ტკივილები მუცელში, მომატებული მგრძნობელობა პოლიეთილენგლიკოლის მიმართ.
გაფრთხილებანი:
არ მიიღოთ პრეპარატი ხანგრძლივად ექიმის კონსულტაციის გარეშე. ყაბზობისას, რომელსაც თან ახლავს ტკივილები მუცელში, მაღალი ტემპერატურა, კუჭის სისხლდენა, მიმართეთ ექიმს.
განსაკუთრებული გაფრთხილებანი:
ფორლაქსი არ შეიცავს შაქარს, შეიძლება დაენიშნოს შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ ავადმყოფებს, აგრეთვე ავადმყოფებს, რომელთა რაციონში არ შედის გალაქტოზა. მედიკამენტოზური მკურნალობა უნდა მიმდინარეობდეს დიეტის ფონზე, რაციონში გაზრდილი უნდა იყოს უჯრედისის შემცველი პროდუქტები (მწვანილი, ნედლი ბოსტნეული, მსხვილად დაფქვილი პური, ხილი), აუცილებელია საკმარისი რაოდენობით წყლის მიღება, ფიზიკური აქტივობის გაზრდა (სპორტი, ფეხით სეირნობა).
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო პრეპარატებთან
არ არის შესწავლილი
ორსულობა და ლაქტაცია
შესაძლებელი პრეპარატის დანიშვნა ორსულობის დროს მხოლოდ ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ
მაკროგო 4000 მცირედ ადსორბციის გამო რძეში შესაძლებელია მისი დანიშვნა ლაქტაციის დროს.
მანქანის და მოწყობილობა დანადგარების მართვა
არ არის შესწავლილი
გამოშვების ფორმა:
მუყაოს კოლოფში მოთავსებულია 10 ან 20 ერთჯერადი პაკეტი და გამოყენების ინსტრუქცია.
შენახვის პირობები:
შეინახეთ არა უმეტეს +25°C. ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
შენახვის ვადა: 5 წელი. არ გამოიყენოთ ვადის გასვლის შემდეგ.
აფთიაქიდან გაცემის წესი
გაიცემა ურეცეპტოთ