DEFLOR Saccharomyces Boulardii

დეფლორი კაფსულა

საკვები დანამატი

ფორმულის შემადგენლობა: ერთი კაფსულა შეიცავს ლიოფილიზებულ Saccharomyces boulardii-ს 5X109, მალტოდექსტრინი, ინულინი, მარწყვის არომატიზატორი.

დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა.

ფარმაკოლოგიური თვისებები და ფარმაკოდინამიკური თავისებურებები: Saccharomyces boulardii ეს არის ბიოლოგიური ანტიდიარეული საშუალება. იგი ცოცხლობს ნაწლავში და ხელს უწყობს ნაწლავის ლორწოვანის მიერ სპეციალური მედიატორების გამომუშავებას, რაც აჩერებს დიარეას. Saccharomyces boulardii-ის გააჩნია მიკრობული ანტაგონიზმი უამრავი ბაქტერიისა და კანდიდას სოკოს მიმართ in vitro და in vivo. ცოცხალ ორგანიზმში ის ასინთეზებს B ჯგუფის ვიტამინებს, როგორებიცაა B1, B2, B6, პანტოთენის მჟავა, ნიკოტინის მჟავა. ბიოლოგიურ ექსპერიმენტში Saccharomyces boulardii ავლენს დადებით ეფექტს იმუნური სისტემის ფუნქციაზეც.

Saccharomyces boulardii რეზისტენტულია კუჭის, ნაწლავის, ღვიძლისა და პანკრეასის წვენების მიმართ; იგი რეზისტენტულია ანტიბაქტერიული და სულფონამიდური პრეპარატების მიმართაც.

ფარმაკოკინეტიკა: ორალურად მიღებისას Saccharomyces boulardii ნაწლავებამდე აღწევს კოლონიზაციის გარეშე. მკურნალობის შეწყვეტიდან 2-5 დღეში იგი სრულიად ელიმინირდება ორგანიზმიდან.

მიღების რეკომენდაციები:

  1. ინფექციური და არაინფექციური გენეზის დიარეა
  2. საჭმლის მომნელებელი სისტემის დისფუნქცია, რომელიც თან ახლავს ანტიბიოტიკების მიღებას
  3. საჭმლის მომნელებელი ტრაქტის დისფუნქცია, რომელიც თან ახლავს ქიმიოპრეპარატებით მკურნალობას.

უკუჩვენებები: ჰიპერმგრძნობელობა შემადგენელი კომპონენტების მიმართ.

განსაკუთრებული მითითებები: არ გამოიყენება ისეთ პირებში, ვისაც ჩაყენებული აქვს ცენტრალური ვენური კათეტერი.

გვერდითი მოვლენები: Saccharomyces boulardii პაციენტის მიერ აიტანება კარგად. ზოგიერთ კლინიკურ კვლევაში დაფიქსირდა დისკომფორტის შეგრძნება ეპიგასტრიუმის არეში და მეტეორიზმი (აირების დაგროვება), თუმცა, ასეთ დროს მკურნალობის შეწყვეტა არ არის აუცილებელი.

თუ შენიშნავთ ისეთ სიმპტომს, რომელიც ანოტაციაში აღწერილი არ არის, მიმართეთ ექიმს.

წამალთა ურთიერთქმედება: Saccharomyces boulardii, მისი უჯრედული სტრუქტურიდან გამომდინარე, მგრძნობიარეა ანტიფუნგალური მედიკამენტების მიმართ.

დოზირება და მიღების წესი: თუ არ გაქვთ ექიმის დანიშნულება, მიიღეთ დეფლორი შემდეგი დოზირების რეჟიმით

ბავშვები: 1 კაფსულა დღეში;

მოზრდილები: 1-2 კაფსულა დღეში.

შესაძლებელია კაფსულის გახსნა და შერევა წყალსა ან საკვებში.

დელორის მიღება შესაძლებელია დღის ნებისმიერ მონაკვეთში. დეფლორი უმჯობესია მიღებული იქნას ჭამამდე, მაქსიმალური და სწრაფი ეფექტისთვის.

თუ დეფლორის მიღება ხდება ანტიბიოტიკის პარალელურად, უმჯობესია პაციენტმა ორივე დალიოს ერთდროულად.

დოზის გადაჭარბება: არ არსებობს სპეციალური ანტიდოტი. დოზის გადაჭარბების შემთხვევაში ტარდება სიმპტომური მკურნალობა, საჭიროების მიხედვით.

შენახვის პირობები: ინახება გრილ, მშრალ, ბნელ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, არაუმეტეს 25˚C ტემპერატურისა.

აფთიაქიდან გაცემის წესი: გაიცემა ექიმის რეცეპტის გარეშე.

გამოშვების ფორმა: კაფსულა N10

პროდუქტის მფლობელი:

Istanbul Ilac Koz. Tur. San. ve Tic. LTD. Sti.

Eyüp Sultan Mah. Ulubatli Hasan Cd. No:16

Sancakteoe IST. Tel.: +90 216 313 71 10

www.dermoclean.com

Exclusive agent in Georgia

Brochem Georgia

Address: 145 Beliashvili street 0159

Tbilisi, Georgia

E-mail: info@brochem.ge

www.brochem.ge

ექსკლუზიური დისტრიბუტორი საქართველოში: შპს. ბროქემ გეორგია

Facebook კომენტარები

600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია
600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია