ექიცე

იმუნომოდულატორი

შემადგენლობა: 1 ტაბლეტის შემცველობა: ვიტამინი C - 500მგ; ექინაცეა - 50მგ; თუთია -15მგ.

დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა, ლაქტოზის მონოჰიდრატი, მაგნიუმის სტეარატი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:  იმუნომასტიმულირებელი საშუალება.

ფარმაკოლოგიური თვისებები: ექიცე ბუნებრივ კომპონენტებზე დამზადებული იმუნომასტიმულირებელი საშუალებაა. ამცირებს დაავადების განვითარების რისკს, მიმდინარეობის ხანგრძლივობას და განმეორების სიხშირეს,  ახასიათებს ანტივირუსული მოქმედება. ექიცეს მოქმედება დამყარებულია მისი შემადგენელი კომპონენტების ერთობლივ მოქმედებაზე.

ვიტამინი C წყალში ხსნადი ვიტამინია. იგი არ სინთეზირდება ადამიანის ორგანიზში. ვიტამინი C მონაწილეობს ჟანგვა-აღდგენითი პროცესების, ნახშირწყლების ცვლის, სისხლის შედედებისა და ქსოვილების რეგენერაციის რეგულაციაში; როგორც ძლიერი ანტიოქსიდანტი, არეგულირებს იმუნური სისტემის მუშაობას. კერძოდ, ააქტიურებს ანტისხეულებისა და ინტერფერონის სინთეზს. C ვიტამინი ახდენს ლეიკოციტების ფუნქციის სტიმულაციას, ააქტიურებს  ფაგოციტოზის პროცესს. იგი აუცილებელია ინფექციური დაავადებების მიმართ ორგანიზმის წინააღმდეგობის უნარის ჩამოყალიბება-შენარჩუნებისთვის. ვიტამინი C ამუხრუჭებს ჰისტამინის გამოთავისუფლებას, თრგუნავს პროსტაგლანდინების სინთეზს.

ექინაცეა ადამიანის ბუნებრივი ძალების გააქტიურების გზით, ახდენს ორგანიზმის დამცველობითი ფუნქციების  სტიმულაციას.  იგი შეიცავს წყალში ხსნად იმუნომასტიმულირებელ პოლისაქარიდებს, ეთერზეთებს, ფლავონოიდებს. ექინაცეას გააჩნია იმუნომასტიმულირებელი და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება. მასში შემავალი პოლისაქარიდები ზრდიან მაკროფაგებისა და ნეიტროფილების ფაგოციტურ აქტივობას. ექინაცეა ზრდის სპეციფიკური ანტისხეულების დონეს, რომლებიც ანეიტრალებენ ვირუსებსა და ბაქტერიებს, ასევე ხელს უწყობს ანტივირუსული ნაერთის - ენდოგენური ინტერფერონის გამომუშავებას.

თუთია შეუცვლელი მიკროელემენტია. იგი წარმოადგენს 300-ზე მეტი ფერმენტის კომპონენტს. თუთია მონაწილეობს ისეთ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან პროცესებში, როგორიცაა უჯრედების ზრდისა და დიფერენცირების სტიმულაცია (განსაკუთრებით იმუნური სისტემის), ნივთიერებათა ცვლის და ცილების სინთეზის რეგულაცია. თუთია აჩქარებს ჭრილობების შეხორცებას, აუცილებელია ძვლების ფორმირებისათვის.   თუთია აუცილებელია ცილებისა და დნმ-ის წარმოებისთვის, გემოსა და სუნის აღქმისთვის. თუთია ეხმარება იმუნურ სისტემას ბაქტერიებთან და ვირუსებთან ბრძოლაში, აუმჯობესებს საჭმლის მონელებას, არეგულირებს ჰორმონების გამომუშავებას.

ჩვენებები:

  • გრიპისა და სხვა მწვავე რესპირატორული ინფექციების პროფილაქტიკა და მკურნალობა;
  • სხვადასხვა ლოკალიზაციისა და ეტიოლოგიის ქრონიკული მორეციდივე ანთებითი დაავადებების თანმხლები იმუნოდეფიციტური მდგომარეობები;
  • ქრონიკული დაღლილობის სინდრომი;
  • ანტიბიოტიკოთერაპიის შემდგომი პერიოდი.

მიღების წესი და დოზირება:

მოზრდილებში 1 ტაბლეტი დღეში 2-ჯერ, რეკომენდებულია საკვების მიღების შემდეგ.

მკურნალობის ხანგრძლივობა ერთი თვე.

რეკომენდებულია პროფილაქტიკური კურსის ჩატარება წელიწადში 2-ჯერ.

უკუჩვენებაინდივიდუალური ჰიპერმგრძნობელობა რომელიმე კომპონენტის მიმართ

ორსულობა და ლაქტაცია: ორსულობისა და ლაქტაციის (ძუძუთი კვების) პერიოდში პრეპარატის უსაფრთხოება შესწავლილი არ არის.

გაფრთხილება:  სიფრთხილით უნდა მოხდეს სამკურნალო საშუალების მიღება ლაქტოზის აუტანლობის და ტიპი 1 დიაბეტის შემთხვევაში. 

შენახვის პირობები: შეინახეთ  ბავშვებისგან და მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედებისაგან დაცულ, გრილ და მშრალ ადგილას.

გამოშვების ფორმაN60 ტაბლეტი ბლისტერზე.

ვარგისობის ვადა: არ გამოიყენოთ ვარგისობის ვადის ამოწურვის შემდეგ.

აფთიაქიდან გაცემის პირობები: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

მწარმოებელი: Actiwell İlaç ve Kozmetik San. Tic. A. S. თურქეთი.

Facebook კომენტარები

600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია
600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია