საერთაშორისო დასახელება:
APIS-HOMACCORD
მწარმოებელი; HEEL, გერმანია
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
შეშუპების სამკურნალო ჰომეოპათიური საშუალება.
გამოშვების ფორმა:
წვეთები პერორალური მიღებისათვის: საწვეთურიან ფლაკონში 30 და 100 მლ
Apis mellifica D2 ................. | 0.1მლ |
Apis mellifica D10 ................ | 0.1მლ |
Apis mellifica D30 ................ | 0.1მლ |
Apis mellifica D200 .............. | 0.1მლ |
Apis mellifica D1000 ............ | 0.1მლ |
Apisinum D6 ....................... | 0.25მლ |
Apisinum D30 ..................... | 0.25მლ |
Scilla maritima D2 ................ | 0.25მლ |
Scilla maritima D10 ............. | 0.25მლ |
Scilla maritima30 ................ | 0.25მლ |
Tartaricum stibiatus D2 ........ | 0.4მლ |
Tartaricum stibiatus D10 ...... | 0.4მლ |
Tartaricum stibiatus D30 ...... | 0.4მლ |
Tartaricum stibiatus D200 ..... | 0.4ლ |
Spiritus 35 vol% .................0.4მლ
ფარმაკოლოგიური თვისებები:
პრეპარატი წარმოადგენს ჰომეოპათიური წესით მომზადებულ კომპლექსურ ანტიჰომოტიქსოკოლოგიურ სამკურნალო საშუალებას, რომლის შემადგენლობაში შედის მცენარეული, მინერალური და ცხოველური წარმოშობის ნივთიერებები. ჰომოტოქსინების (ადამიანის ტოქსინები) შესახებ დოქტორ რეკევეგის მოძღვრების მიხედვით მათი მოქმედება დაფუძნებულია ორგანიზმის იმუნური სისტემის გააქტივებაზე და მისი ფუნქციის ნორმალიზაციაზე.
ჩვენებები:
შეშუპება, პუსტულოზური და ბულოზური ეგზემა; მომატებული აგზნებადობა; წითურა და კანის სხვა დაავადებები, რომელთა სიმპტომები მოგვაგონებს ყვავილს; ბავშვებში პაპულოზური ჭინჭრის ციება, ეგზანთემები, ნეიროდერმიტები და შემომსალტველი ლიქენი; ამოსახველებლად-ბრონქიტის და ლარინგიტისას; ხმის იოგთა შეშუპება, ალბუმინურია, მწვავე გლომერულონეფრიტი; მწველი ხასიათის ტკივილები (მათ შორის მწერებისა და ფუტკრის ნაკბენები).
მიღების წესები და დოზირება:
წვეთები პერორალური მიღებისათვის:
ჩვეულებრივ 10 წვეთი დღეში 2-4-ჯერ. მწვავე შემთხვევებში იწყებენ 10 წვეთით ყოველ 15 წუთში, არა უმეტეს 2 საათის განმავლობაში.
გამოყენების წესი: ჭამამდე ნახევარი საათით ადრე ენაზე (ან ენის ქვეშ) დაწვეთებით წყლის მიყოლების გარეშე. შეიძლება მცირეოდენ წყალში გახსნილის ყლუპებად დალევა.
გვერდითი მოვლენები:
არ არის აღნიშნული.
უკუჩვენებები:
არ გამოიყენება ორგანიზმის მომატებული მგრძნობელობისას მეფუტკრეობის პროდუქტების და პრეპარატების მიმართ.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
აღსანიშნავ თავისებურებათა გარეშე.
შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება ოთახის ტემპერატურაზე, მშრალ, მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედებისა და გადახურებისაგან დაცულ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.