ინდომეტაცინი 10% 40გ მალამო
რას წარმოადგენს ინდომეტაცინი სოფარმა მალამო და რისთვის გამოიყენებენ მას
ინდომეტაცინი სოფარმა მალამო შეიცავს აქტიურ ნივთიერებას ინდომეტაცინს, რომელიც მიეკუთვნება სამკურნალო პრეპარატების ჯგუფს, წოდებულს ანტირევმატიული ან არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო. ინდომეტაცინი ამსუბუქებს ანთების სიმპტომებს – ტკივილს და შეშუპებას. ინდომეტაცინი სოფარმა მალამო განკუთვნილია ტკივილის და შეშუპების ადგილობრივი სიმპტომატური მკურნალობისათვის საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის ანთებით და დეგენერაციული დაავადებისა და ტრავმების დროს; საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის სახსრების გარშემო არსებული რბილი ქსოვილების რევმატიზმის ლოკალიზებული ფორმების დროს: ტენდინიტი, სინოვიტი, ტენდოვაგინიტი, ფასციის და სახსრების იოგების ანთება; ხერხემლის ან ზედა და ქვედა კიდურების სახსრების ართრიტის ზოგიერთი ფორმის დროს.
ინდომეტაცინი სოფარმა მალამოს გამოყენებამდე
ნუ გამოიყენებთ ინდომეტაცინი სოფარმა მალამოს
•თუ თქვენ გაქვთ ალერგია (ჰიპერმგრძნობელობა) პრეპარატის აქტიური ნივთიერების ან სხვა ნებისმიერი მისი შემადგენელი ნაწილის მიმართ;
•თუ თქვენ გაქვთ ჰიპერმგრძნობელობა ასპირინის ან სხვა არასტეროიდული საშუალებების მიმართ ასტმური შეტევის, ჭინჭრის ცხელების ან ალერგიული რინიტის კლინიკური გამოვლინებით.
დაიცავით სიფრთხილე ინდომეტაცინი სოფარმა მალამოს გამოყენებისას
•თუ თქვენ გაქვთ კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული, გულ-სისხლძარღვთა უკმარისობა, ღვიძლის, თირკმელების დაავადებები;
•თუ თქვენ გქონდათ ჰიპერმგრძნობელობის გამოვლინება საკვები პროდუქტების და სამკურნალო საშუალებების მიმართ;
•თუ თქვენ გაწუხებდათ ასთმა ან სხვა ალერგიული დაავადებები;
•მალამო უნდა იქნას წასმული მხოლოდ ჯანმრთელ კანზე (ღია ჭრილობების და დაზიანებების გარეშე)
•არ წაისმევა თვალებზე და ლორწოვან გარსზე;
•კანის და ჰიპერმგრძნობელობის სხვა ნიშნების შემთხვევაში უნდა შეწყდეს პრეპარატის გამოყენება;
•თუ მკურნალობა გრძელდება 10 დღეზე მეტი, რეკომენდირებულია ლეიკოციტების და ტრომბოციტების ლაბორატორიული კონტროლის ჩატარება.
სხვა სამკურნალო პრეპარატების მიღება
გთხოვთ შეატყობინოთ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს თუ თქვენ იყენებთ ან ახლახანს იყენებდით სხვა სამკურნალო პრეპარატებს, ურეცეპტოდ გაცემული პრეპარატების ჩათვლით.
მიუხედავად იმისა, რომ სხვა სამკურნალო პრეპარატებთან ურთიერთქმედება ადგილობრივად გამოყენებისას ნაკლებად შასაძლებელია, შეატყობინეთ თქვენს ექიმს, თუ თქვენ ღებულობთ ასპირინს ან სხვა ანთების საწინააღმდეგო სამკურნალო საშუალებებს, კორტიკოსტეროიდებს, წნევის დასაწევ სამკურნალო პრეპარატებს.
ორსულობა და ძუძითი კვება
ნებისმიერი პრეპარატების გამოყენების წინ მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ინდმეტაცინი სოფარმა მალამოს გამოყენება არ არის რეკომენდირებული ორსულობის დროს და ძუძუთი კვების პერიოდში.
სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მანქანებთან მუშაობა ინდომეტაცინი სოფარმა მალამო არის ადგილობრივი გამოყენების სამკურნალო ფორმა და არ მოქმედებს სატრანსპორტო საშუალებების მართვის და მანქანებთან მუშაობის უნარზე.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია ინდომეტაცინი სოფარმა მალამოს ზოგიერთი შემადგენელი ნაწილის შესახებ
ინდომეტაცინი სოფარმა მალამო დამხმარე ნივთიერების სახით შეიცავს დიმეთილსულფოქსიდს, რომელმაც შეიძლება მოახდინოს კანზე გამაღიზიანებელი მოქმედება.
პრეპარატის შემადგენლობაში შედის ლანოლინი, რომელმაც შეიძლება მოახდინოს კანზე გამაღიზიანებელი მოქმედება (კონტაქტური დერმატიტი).
როგორ გამოვიყენოთ ინდომეტაცინი სოფარმა მალამო
გამოიყენება ადგილობრივად, კანზე.
მოზრდილები და 15 წლამდე მოზარდები: მალამო დაიტანება დაზიანებულ მონაკვეთზე 3-4-ჯერ დღეში, ფრთხილად შეიზილება მის სრულ რეზორბციამდე. ერთხელ წასასმელი მალამოს რაოდენობა დამოკიდებულია დაზიანებული ფართობის მოცეულობაზე და შეადგენს დაახლოებით 4-5-სმ-ს. მალამო გამოიყენება არანაკლებ 6 საათიანი ინტერვალით.
15 წლამდე ასაკის ბავშვები: პრეპარატის გამოყენება ამ ასაკობრივ ჯგუფში არ არის რეკომენდირებული.
მკურნალობის ხანგრძლივობა: 7-10 დღე. თუ ამ პერიოდში არ აღინიშნება გავლენა სიმპტომებზე, მკურნალობა უნდა იქნას გადახედილი.
თუ თქვენ არა ხართ რაიმეში დარწმუნებული, მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ თქვენ გამოიყენეთ ინდომეტაცინი სოფარმა მალამოს ჭარბი დოზა
რადგანაც პრეპარატი გამოიყენება ადგილობრივად, ჭარბი დოზირება ნაკლებად სავარაუდოა. პრეპარატის დიდი რაოდენობით გამოყენებისას ან თვალში, ლორწოვან გარსზე ან ღია ჭრილობაზე მოხვედრისას მიმართეთ კონსულტაციისათვის თქვენს მკურნალ ექიმს ან უახლოეს სამკურნალო დაწესებულებას.
თუ თქვენ გამოტოვეთ ინდომეტაცინი სოფარმა მალამოს დატანება
თუ თქვენ გამოტოვეთ ერთი დოზის დატანება და დადგა მომდევნო დოზის წასმის დრო, გამოიყენეთ ის ჩვეულებრივ. ნუ გამოიყენებთ სამკურნალო პრეპარატის ორმაგ რაოდენობას მომდევნო გამოყენებისას.
თუ თქვენ გაქვთ დამატებითი შეკითხვები პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით, გთხოვთ მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
შესაძლო გვერდითი ეფექტები
როგორც ყველა სამკურნალო საშუალებებმა, ასევე ინდომეტაცინი სოფარმა მალამომ შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, მიუხედავად იმისა, რომ ისინი არ აღენიშნება ყველა პაციენტს.
ადგილობრივად გამოყენებისას ხშირად ხდება ცნობების მოწოდება ადგილობრივი რეაქციების შესახებ კანის მხრიდან პრეპარატის გამოყენების შემდეგ – წვა გამოყენების ადგილას, შეწითლება, ქავილი, გამონაყარი, კანის აქერცვლა და სიმშრალე.
იშვიათად აღინიშნება შეშუპება და ბუშტუკების გაჩენა გამოყენების ადგილას, ალერგიული რეაქციები, როგორიცაა ხიხინი, ხუთვა და სახის შეშუპება.
აღწერილი გვერდითი მოქმედების გაჩენისას კანის მხრიდან საჭიროა პრეპარატის გამოყენების შეწყვეტა.
კანის დიდ ზედაპირზე გამოყენების შემთხვევაში შესაძლებელია აღინიშნოს ისეთი გვერდითი მოქმედებები, როგორიცაა დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრიდან (მადის დაკარგვა, გულის რევა, ღებინება, დიარეა, ტკივილი, სიხლჩაქცევები და წყლულების წარმოქმნა).
თუ რომელიმე გვერდითი მოქმედება მიიღებს სერიოზულ სახეს ან თქვენ შენიშნავთ სხვა გვერდით ეფექტებს, რომლებიც არ არის აღწერილი მოცემულ ჩანართ ფურცელში, გთხოვთ შეატყობინოთ ამის შესახებ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
ინდომეტაცინი სოფარმა მალამოს შენახვა
პრეპარატი ინახება ორიგინალურ შეფუთვაში, მშრალ და სინათლისაგან დაცულ ადგილას, არაუმეტეს 25° ჩ ტემპერატურაზე. ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ნუ გამოიყენებთ ინდომეტაცინის მალამოს მუყაოს ყუთზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა შეესაბამება მითითებული თვის ბოლო დღეს.
ვარგისიანობის ვადა ტუბის გახსნის შემდეგ – 1 თვე.
ნუ გადაყრით სამკურნალო საშუალებებს საყოფაცხოვრებო ნარჩენების კონტეინერში ან კანალიზაციაში. ჩაიტარეთ კონსულტაცია თქვენს ფარმაცევტთან, თუ როგორ უნდა იქნას განადგურებული პრეპარატები, რომლებიც აღარ გესაჭიროებათ. Eეს ზომები დაგვეხმარება გარემოს დაცვაში.
დამატებითი ინფორმაცია
რას შეიცავს ინდომეტაცინი სოფარმა მალამო
აქტიური შემადგენელი ნაწილი – 100მგ ინდომეტაცინი 1გ მალამოში.
სხვა შემადგენელი ნაწილები: ლანოლინი, თეთრი რბილი პარაფინი, დიმეთილსულფოქსიდი, ყვითელი ფუტკრის ცვილი; კრემნიუმის დიოქსიდი, უწყლო კოლოიდური; ლავანდის ზეთი.
ინდომეტაცინი სოფარმას მალამოს აღწერა და შეფუთვის შემცველობა
ყვითელი ფერის ჰომოგენური მალამო, სპეციფიკური სუნით. 40გ მალამო ალუმინის ტუბში მემბრანით, პოლიეთილენის ხუფით, ერთი ტუბი მუყაოს ყუთში, ჩანართ- ფურცელთან ერთად.
ვარგისიანობის ვადა: 3 წელი
აფთიაქიდან გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III გაიცემა რეცეპტით