საერთაშორისო დასახელება:

RAMIPRIL; HYDROCHLOROTHIAZIDE

მწარმოებელი: GMP, საქართველო

მოქმედი ნივთიერება: რამიპრილი+ჰიპოქლორთიაზიდი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

კომბინირებული ჰიპოტენზიური საშუალება.

გამოშვების ფორმა:

ტაბლეტები: ბლისტერზე 30 ც.

1 ტაბ.

რამიპრილი ......................  5 მგ

ჰიდროქლორთიაზიდი  ...    25 მგ

ფარმაკოლოგიური თვისებები:

კომბინირებული ჰიპოტენზიური საშუალება, რომლის ეფექტურობა დამყარებულია შემავალ კომპონენტების მოქმედებაზე.

რამიპრილი - ანგიოტენზინ-მაკონვერტირებელი ფერმენტის ინჰიბიტორი  - თრგუნავს ანგიოტენზინ II-ის წარმოქმნის პროცესს და ამით ამცირებს ანგიოტენზინ II-ის ვაზოკონსტრიქტორული და ალდოსტერონის სეკრეციაზე მის მასტიმულირებელ მოქმედებას. ზრდის პლაზმაში რენინის აქტიურობას. პრეპარატი ასევე აინჰიბირებს ბრადიკინინის მეტაბოლიზმს.

რამიპრილი კომპენსატორული ტაქიკარდიის გარეშე ამცირებს საერთო პერიფერიულ სისხლძარღვოვან წინააღმდეგობას, არ ცვლის თირკმლის სისხლმომარაგებას და გორგლოვანი ფილტრაციის სიჩქარეს. პრეპარატი თავის ჰიპოტენზიურ მოქმედებას ავლენს პლაზმაში რენინის როგორც მაღალი, ასევე დაბალი შემცველობის დროს.

რამიპრილის ერთჯერადი მიღების შემდეგ ჰიპოტენზიური მოქმედება ვლინდება 1-2 საათში, მაქსიმუმს აღწევს 3-6 საათში და მოქმედებს 24 საათის განმავლობაში.

ჰიდროქლორთიაზიდი - თიაზიდური დიურეტიკი  - ნეფრონის დისტალურ მილაკებში არღვევს ნატრიუმის, ქლორის იონების და ექვივალენტური რაოდენობით წყლის რეაბსორბციას, ზრდის ორგანიზმიდან კალიუმის და მაგნიუმის იონების, ბიკარბონატების გამოდევნას, აფერხებს შარდმჟვასა და კალციუმის იონების გამოდევნას, ამცირებს სისხლძარღვის კედელში ნატრიუმის იონების შემცველობას, რაც ამცირებს მის მგრძნობელობას სისხლძარღვების შემავიწროებელი ფაქტორების მიმართ, ხელს უწყობს მოცირკულირე სითხის მოცულობის შემცირებას.

ფარმაკოკინეტიკა:

პერორალურად მიღებული რამიპრილის მაქსიმალური კონცენტრაცია მიიღწევა 2-4 საათის შემდეგ. რამიპრილი ღვიძლში პირველადი მეტაბოლიზმის შედეგად გარდაიქმნება აქტიურ მეტაბოლიტად  - რამიპრილატად. პრეპარატი გამოიდევნება 60% შარდის და 40% ფეკალურ  მასასთან ერთად.

პლაზმაში ჰიდროქლორთიაზიდის Cmax მიიღწევა პრეპარატის მიღებიდან 3-4 საათის შემდეგ და მისი მოქმედება გრძელდება 6-12 საათის მანძილზე.

ჩვენებები:

ესენციალური არტერიული ჰიპერტენზია, რომელიც არ ემორჩილება მონოთერაპიას.

მიღების წესები და დოზირება:

რეკომენდებული საწყისი დოზა შეადგენს 2.5 მგ რამიპრილი/12.5 მგ ჰიდროქლორთიაზიდი, რაც შეესაბამება არჯელონ H-ის 1/2 ტაბლეტს. საჭიროებისას, არასაკმარისი ეფექტის შემთხვევაში და პაციენტის ინდივიდუალური მგრძნობელობიდან გამომდინარე მიზანშეწონილია დოზის გაზრდა  - 5 მგ რამიპრილი/25 მგ ჰიდროქლორთიაზიდი, რაც შეესაბამება 1 ტაბლეტ არჯელონ H-ს

დოზის მატება ხდება თანდათანობით, 2-3 კვირიანი ინტერვალით.

პრეპარატის მიღება რეკომენდებულია დილით ერთჯერადად, საკმარისი რაოდენობის წყალთან ერთად.

მაქსიმალური დღიური დოზა შეადგენს 10 მგ რამიპრილი/50 მგ ჰიდროქლორთიაზიდი (2 ტაბლეტი არჯელონ H.

მკვეთრი ჰიპოტენზიის თავიდან აცილების მიზნით, პრეპარატით მკურნალობის დაწყებამდე 2-3 დღით ადრე საჭიროა დიურეზული საშუალებების მოხსნა. თუ დიურეტიკის მოხსნა შეუძლებელია, მკურნალობა იწყება მხოლოდ რამიპრილის მინიმალური დოზით  - 1.25 მგ. დღეში. მონოთერაპიიდან კომბინირებულზე გადასვლისას დასაშვებია არა უმეტეს 2.5 მგ რამიპრილი/12.5 მგ ჰიდროქლორთიაზიდის (1/2 ტაბლეტი არჯელონH) გამოყენება.

პაციენტებში თირკმლის ფუნქციის დარღვევით (კკ 30-60 მლ/წთ), შაქრიანი დიაბეტით, ასევე 65 წელზე მეტი ასაკის ავადმყოფებში რამიპრილით მონოთერაპიის საწყისმა დღიურმა დოზამ არ უნდა გადააჭარბოს 1.25 მგ-ს, ხოლო მონოთერაპიიდან კომბინირებულზე გადასვლისას დასაშვებია არა უმეტეს 2.5 მგ რამიპრილი/12.5 მგ ჰიდროქლორთიაზიდის (1/2 ტაბლეტი არჯელონ H) გამოყენება. მაქსიმალური დღიური დოზა განისაზღვრება არჯელონ H-ის 1 ტაბლეტით.

გვერდითი მოვლენები:

გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: არტერიული ჰიპოტენზია, კოლაფსი მახასიათებელი ნიშნებით.

საშარდე სისტემის მხრივ: თირკმლების ფუნქციების დარღვევის გამოვლინება ან გაძლიერება, პროტეინურია.

სასუნთქი სისტემის მხრივ: იშვიათად  - მშრალი ხველა, ბრონქიტი, სინუსიტი, რინიტი, ერთეულ შემთხვევაში  - ბრონქოსპაზმი.

საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: გულისრევა, ტკივილი ეპიგასტრიუმში, დისპეფსია, დიარეა, ყაბზობა, დისფაგია, მადის დაკარგვა, ღვიძლის ფერმენტების და ბილირუბინის დონის მატება.

ნერვული სისტემის მხრივ: განგაშის შეგრძნება, დეპრესია, თავბრუსხვევა, ძილის მოშლა, ნევრალგია, ნეიროპათია, პარესთეზია, მხედველობის და სმენის დარღვევა.

ალერგიული რეაქციები: გამონაყარი, ქავილი, ფოტოსენსიბილიზაცია, ანგიონევროზული შეშუპება, მულტიფორმული ერითემა, ართრალგია, მიალგია.

სხვადასხვა: ჰიპერკალიემია, ჰემოგლობინისა და ჰემატოკრიტის შემცირება, ლეიკოპენია, ეოზინოფილია, ოფლდენის გაძლიერება, საერთო სისუსტე, სხეულის წონის მატება, შეშუპება.

უკუჩვენებები:

 

  • პრეპარატის კომპონენტებისადმი მომატებული მგრძნობელობა;
  • ანამნეზში აგფ-ინჰიბიტორებისადმი ანგიონევროზული შეშუპება;
  • თირკმლის არტერიების სტენოზი (ერთმხრივი ან ორმხრივი);
  • თირკმლის გადანერგვის შემდგომი მდგომარეობა;
  • პირველადი ჰიპერალდოსტერონიზმი;
  • ორსულობა, ლაქტაციის პერიოდი;
  • თირკმელების მძიმე ფუნქციური დარღვევები (კკ ნაკლები 30 მლ/წთ);
  • ჰემოდიალიზი;
  • ღვიძლის დაავადებები, ღვიძლის უკმარისობა.

 

განსაკუთრებული მითითებები:

პრეპარატის მკურნალობის დასაწყისში და მკურნალობის დროს საჭიროა პერიფერიული სისხლის სურათის, ელექროლიტების და ღვიძლის ფერმენტების კონტროლი, განსაკუთრებით პაციენტებში თირკმლის ფუნქციის დარღვევით, დიფუზური დაავადებებით, ან იმუნოდეპრესანტებით ციტოსტატიკებით, ალოპურინოლით ან პროკაინამიდით მკურნალობის დროს.

ანგიონევროზული შეშუპების განვითარების შემთხვევაში, რომელიც ვრცელდება ენაზე, საყლაპავსა და ხორხზე, აუცილებელია პრეპარატის მიღების შეწყვეტა, ექიმის კონსულტაცია და ადრენალინის, გლუკოკორტიკოსტეროიდების, ანტიჰისტამინური პრეპარატების გამოყენება.

მკვეთრი ჰიპოტენზიის განვითარების გამო, ავტომობილის მართვისა და აქტიური სამუშაოების შესრულებისას, საჭიროა სიფრთხილის დაცვა.

ჭარბი დოზირება:

სიმპტომები: არტერიული ჰიპოტენზია, ბრადიკარდია, შოკი, ელექტროლიტების ბალანსის დარღვევა.

მკურნალობა: კუჭის ამორეცხვა, აქტივირებული ნახშირის მიღება, ნატრიუმის ქლორიდის იზოტონური ხსნარის ინტრავენური შეყვანა. ჰიდროქლორთიაზიდი ექვემდებარება ჰემოდიალიზს.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

პრეპარატთან ერთდროულად ანტიჰიპერტენზიული, ოპიოიდური ტკივილგამაყუჩებლების, სანარკოზე საშუალებების გამოყენებისას შესაძლებელია ჰიპოტენზიური ეფექტის გაძლიერება. ერთდროულად ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებების (აცეტილსალიცილის მჟავა, ინდომეტაცინი) დანიშვნისას შესაძლებელია ჰიპოტენზიური ეფექტის შემცირება.

კალიუმის პრეპარატების, კალიუმის შემნახველი დიურეზული საშუალებების (ამილორიდი, სპირინოლაქტონი, ტრიამტერენი) ერთდროული დანიშვნისას მოსალოდნელია სისხლში კალიუმის დონის მნიშვნელოვანი მატება.

ლითიუმის პრეპარატების გამოყენებისას იზრდება სისხლში ლითიუმის შემცველობა.

რამიპრილთან და ჰიდროლორთიაზიდთან ანტიდიაბეტური საშუალებების (სულფონილშარდოვანას წარმოებულები, ინსულინი) კომბინაციაში გამოყენება იწვევს ჰიპოგლიკემიური ეფექტის გაძლიერებას.

ალოპურინოლი, ციტოსტატიკები, იმუნოდეპრესანტები, პროკაინამიდი რამიპრილთან კომბინაციაში ზრდიან ლეიკოპენის განვითარების ალბათობას.

პრეპარატთან ერთად ალკოჰოლის მიღებამ შესაძლოა ალკოჰოლის მოქმედების მკვეთრი გაძლიერება გამოიწვიოს.

შენახვის პირობები და ვადა:

პრეპარატი ინახება 10-250 C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა:   2 წელი.

აფთიაქიდან გაცემის პირობები:

პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტით.

 

 

Facebook კომენტარები

600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია
600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია