მწარმოებელი: ნეოფარმი, საქართველო
კლინიკურ–ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
პარასამკურნალო საშუალება; გამოიყენება როგორც ეპითელიუმისა და ლორწოვანი გარსების ქსოვილთა მასტიმულირებელი.
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
50 მლ ნარინჯისფერ მინის ან პოლიმერული მასალის ფლაკონებში.
დამზადებულია ასკილის ნაყოფებისა და თესლისაგან. შეიცავს ნაჯერ და უჯერ ცხიმოვანმჟავებს, კაროტინოიდებს, ტოკოფეროლებს.
ფარმაკოლოგიური მოქმედება:
ახასიათებს ანთების საწინააღმდეგო, ანტიბაქტერიული, ანტიოქსიდანტური და ციტოპროტექტორული მოქმდება. ხელს უწყობს კანისა და ლორწოვანი გარსების რეგენერაციას და რეპარაციული პროცესების სტიმულაციას.
ჩვენება:
- გარეგანი:
- ნაწოლები;
- ტროფიკული წყლულები;
- დერმატოზები;
- ძუძუს თავის ნახეთქები მეძუძურ ქალებში;
- ოზენა;
- არასპეციფიკური წყლულოვანი კოლიტი (ოყნის სახით).
- ეროზიულ-წყლულოვანი პროქტიტი;
- საშვილოსნოს ყელის ეროზია
- ღრძილების ანთებითი პროცესი.
მიღების წესი და დოზირება:
გარეგანად: ზეთით გაჟღენთილ საფენს დაიტანენ დაზიანებულ უბანზე.
ოზენას დროს: ტამპონების სახით ცხვირის ღრუებში 2-ჯერ დღეში.
არასპეციფიკური კოლიტის შემთხვევაში: 50 მლ ზეთი რექტალურად (ოყნის სახით) ყოველდღე ან დღე-გამოშვებით.
დერმატოზების დროს: ადგილობრივ მკურნალობასთან ერთად პრეპარატი
ინიშნება შიგნით მისაღებად 1 ჩაის კოვზი 2-ჯერ დღეში.
ვარგისიანობის ვადა:
2 წელი
შენახვა:
მშრალ, გრილ ადგილზე.