ლაქსატერი

Laxater

საფაღარათო, ნაწლავის პერისტალტიკის მასტიმულირებელი საშუალება.

შემადგენლობა:

ფსილიუმის ბოჭკოები 300 მგ

ცელულოზა (უჯრედისი) 130 მგ

კასკარა საგრადას ექსტრაქტი 300 მგ

სენას ფოთლების ექსტრაქტი 200 მგ

სელის თესლის მშრალი ექსტრაქტი 200 მგ

ალოე ვერას მშრალი ექსტრაქტი 80 მგ

L.Acidophilus. (5 *109/გ)

ფსილიუმის ბოჭკოებს,  რომელიც მიიღება მრავალძარღვას თესლისგან ახასიათებს საფაღარათო, ტკივილგამაყუჩებელი და ანტისეპტიკური მოქმედება.

ცელულოზა ხელს უწყობს კუჭნაწლავის ნორმალურ ფუნქციონირებას. ხელს უწყობს წონაში დაკლებას და ამცირებს ყაბზობის რისკს.

კასკარა საგრადა (ამერიკული ხეჭრელა) აძლიერებს ნაწლავების პერისტალტიკას. ამცირებს ლპობის და გაზების წარმოქმნის პროცესს ნაწლავებში.

სელის თესლი ორგანიზმიდან ხელს უწყობს ტოქსინების და სხვა შხამიანი ნივთიერებების გამოდევნას, რაც დადებით გავლენას ახდენს წონის რეგულაციაზე.

სენას ფოთლები შეიცავს ანტრაგლიკოზიდებს,რომლებიც მსხვილ ნაწლავში იშლებიან და აღიზიანებენ მსხვილი ნაწლავის ინტერორეცეპტორებს, აძლიერებენ პერისტალტიკას და აჩქარებენ ნაწლავების დაცლას.

ალოე ვერა აწესრიგებს საჭმლის მომნელებელ სისტემას. აძლიერებს ლორწოვანი გარსის რეგენერაციულ პროცესებს.აქვს ბაქტერიციდული და ანთებსაწინააღმდეგო მოქმედება.

L.Acidophilus აღადგენს ნაწლავური მიკროფლორის დარღვეულ ბალანსს,აუმჯობესებს საჭმლის მონელების პროცესებს, ნაწლავების პერისტალტიკას. ლაქსატერი  ააქტიურებს ნივთიერებათა ცვლის პროცესებს ნაწლავებში, აუმჯობესებს ნაწლავების პერისტალტიკას, საჭმლის მომნელებელი ტრაქტიდან გამოდევნის შლაკებს, ტოქსინებს, ამცირებს მეტეორიზმის მოვლენებს, აქვს ნაღვლმდენი და საფაღარათო მოქმედება.

ჩვენებები

  • ყაბზობა, ნაწლავების ატონია.
  • სპასტიური კოლიტი, მეტეორიზმი.
  • კუჭნაწლავის გაწმენდა დიაგნოსტიკური მანიპულაციებისას, მუცლის ღრუს ორგანოებზე ჩატარებული ოპერაციების შემდეგ.
  • ოპერაციული ჩარევა სწორ ნაწლავზე.

მიღების წესები და დოზირება:  მოზრდილებში 2 კაფსულა დღეში ერთ ჭიქა წყალთან ერთად. Kკურსის ხანგრძლივობა 1-2 კვირა.

ბავშვებში 10 წლიდან ექიმის რეკომენდაციით.

ორსულობა და ლაქტაცია: ინიშნება სიფრთხილით, ექიმის რეკომენდაციით.

უკუჩვენება: ინდივიდუალური აუტანლობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტებისადმი, ნაწლავის გაუვალობა, სტენოზი, აპენდიციტი, კრონის დაავადება.

გამოშვების ფორმა: #20 კაფსულა.

აფთიაქიდან გაცემის წესი: ექიმის რეცეპტის გარეშე.

მწარმოებელი :  NUTRITERA. ამერიკა.

Facebook კომენტარები

600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია
600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია