კუჭის წვეთები
Guttae Stomachicae
შემადგენლობა:
კატაბალახას ნაყენი; აბზინდას ნაყენი; პიტნის ნაყენი; შმაგას ნაყენი;
პრეპარატში შემავალი მცენარეები შეიცავს ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებათა კომპლექსს: ეთერზეთებს (ძირითადი კომპონენტი მენთოლი, ბორნეოლიზოვალერიანატი), ვალეპოტრიატებს, აბზინთინს, ანაბზინთინს, ასკორბინის მჟავას, ორგანულ მჟავებს, მთრიმლავ ნივთიერებებს, ფლავონოიდებს, ტრიტერპენულ საპონინებს, ჰიოსციამინს, სკოპოლამინს.
ფარმაკოლოგიური მოქმედება:
გააჩნია სედაციური, სპაზმოლიზური, ტკივილგამაყუჩებელი, ანტიმიკრობული მოქმედება. ხსნის კუჭისა და ნაწლავების გლუვი კუნთების სპაზმს, აძლიერებს პერისტალტიკას, არეგულირებს საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ჯირკვლების სეკრეციას.
ჩვენება:
> საჭმლის მომნელებელი ტრაქტის სპასტიური მდგომარეობა, რომელსაც თან ახლავს ტკივილი, გულისრევის შეგრძნება, მეტეორიზმი.
უკუჩვენება:
> გლაუკომა;
> თირკმლების უკმარისობა;
> გულის დეკომპენსაცია;
> ლაქტაციის პერიოდი (ამცირებს ლაქტაციას).
მიღების წესი და დოზირება:
მოზრდილებში: პერორალურად 5-10 წვეთი 2-3-ჯერ დღეში.
ბავშვებში ინიშნება 5 წლის ასაკიდან: იმდენი წვეთი, რამდენი წლისაც არის ბავშვი დღეში 1-ჯერ.
გამოშვების ფორმა
15, 25მლ ნარინჯისფერი მინის ან პოლიმერული მასალის ფლაკონებში.
ვარგისიანობის ვადა:
3 წელი.
შენახვის წესი:
სინათლისაგან დაცულ, გრილ ადგილას.