კოლიკ-ეზი / Colic EZ

  • საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): comb. drug, simethicone
  • მწარმოებელი კომპანია: Vitane Pharma
  • მწარმოებელი ქვეყანა: გერმანია
  • გამოშვების ფორმა: წვეთები 30მლ
  • გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

შემადგენლობა :

  • 1 მლ შეიცავს:
  • სიმეთიკონი  40 მგ
  • კამის ზეთი  0,005 მლ
  • ცერეცოს ზეთი  0,0007 მლ

მოქმედების მექანიზმი :

სიმეთიკონი
· ცვლის კუჭის შიგთავსში და ნაწლავის ლორწოში წარმოქმნილ აირის ბუშტუკების ზედაპირულ დაჭიმულობას და იწვევს მათ დაშლას
· არ შედის ქიმიურ რეაქციებში , ფარმაკოლოგიურად ინერტულია
· არ შეიწოვება ორგანიზმში და ელიმინირდება ნაწლავის მიერ შეუცვლელი სახით

კამის ზეთი
· ეფექტურად და სწრაფად ხსნის  ნაწლავთა კოლიკას
· აირების დაგროვებით გამოწვეულ მუცლის ტკივილს და დისკომფორტს
· ხელს უშლის აირების წარმოქმნას
· ასტიმულირებს მადას

კამის ზეთი აინჰიბირებს ზოგიერთი ბაქტერიის ( Staphylococcus, Streptococcus, Pseudomonas და E.Coli ) ზრდას და გამრავლებას კუჭ-ნაწლავის ტრაქტში, რის გამოც იგი ეფექტურია ინფექციური გენეზის დიარეის სამკურნალოდ და საპროფილაქტიკოდ
ჩვენებები :

  • კუჭ-ნაწლავის ტრაქტში ნებისმიერი გენეზით წარმოქმნილი აირების 
  • დაგროვება (მეტეორიზმი, აეროფაგია);
  • კუჭ-ნაწლავის სპაზმი; ბოყინი, სლოკინი
  • სანაღვლე გზების სპაზმი და დისკინეზია
  • საკვების რეგურგიტაცია

დოზირება:           

6  თვემდე ბავშვებში 0,5 მლ 4 ჯერ დღეში 15 წუთით ადრე ჭამამდე

6  დან 12 თვემდე    ბავშვებში 0,75 მლ 4 ჯერ დღეში 15 წუთით ადრე ჭამამდე

1  წლიდან  ბავშვებში 1 მლ 4 ჯერ დღეში  15 წუთით ადრე ჭამამდე

უკუჩვენება : არ გააჩნია, პრეპარატი ძირითადად კარგად აიტანება ორგანიზმის მიერ.       

გვერდითი მოვლენები : პრეპარატ Colic Ez – ის მიღებისას გვერდითი მოვლენები არ აღენიშნება.

განსაკუთრებული მითითებები :  გამოიყენება ყველა ასაკობრივ ჯგუფში, ახალშობილებში დაბადების პირველი დღეებიდან. მოსახერხებელია და მარტივი გამოსაყენებლად, ვინაიდან მოყვება პიპეტი, რაც აადვილებს დოზირებას. არ შეიცავს ხელოვნურ დანამატებს, საღებავებს და არომატიზატორებს.

ჭარბი დოზირება : პრეპარატ Colic Ez -ს არ ახასიათებს ჰიპერდოზირებით გამოწვეული მოვლენები.

ნუ გამოიყენებთ პრეპარატს ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ

ვარგისიანობა და შენახვის წესი : ინახება მშრალ, გრილ, ბნელ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილს, 25 °C – ზე დაბალ ტემპერატურაზე. ვარგისია გამოშვებიდან სამი წელი.

გამოშვების ფორმა : წვეთები 30 მლ,   მინის ბოთლში დანაყოფებიან  პიპეტთან ერთად და პრეპარატის გამოყენების ინსტრუქციით, მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

Facebook კომენტარები

600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია
600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია