მილსიმი

შემადგენლობა:

ზეითუნის ზეთის საფუძველზე დამზადებული  სიმეთიკონის ემულსია (1მლ = 20 წვეთი შეიცავს 66 მგ სიმეთიკონს), A  ვიტამინი, E ვიტამინი.

პიტნის არომატით.

მილსიმი არ შეიცავს შაქარს, გლუტენს და კონსერვანტებს!

ფარმაკოლოგიური თვისებები:

მილსიმი არის ინოვაციური პრეპარატი კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ  დარღვევების - გაზების ჭარბი წარმოქმნისა და დაგროვების (მეტეორიზმი, დისპეფსია, მუცლის შებერილობა, აეროფაგია, პოსტოპერაციულ პერიოდში გაზების წარმოქმნა) დროს ჩვილებში, ბავშვებსა და მოზრდილებში.

მილსიმის შემადგენლობაში შედის ზეითუნის ზეთის საფუძველზე დამზადებული  სიმეთიკონის ემულსია, რომელიც არის ინოვაციური ფორმულა (საერთაშორისო პატენტის მფლობელი) და ავლენს მკვეთრად გამოხატულ მომატებულ ეფექტურობას  ჩვეულებრივ სიმეთიკონთან შედარებით.

სიმეთიკონი  -  წარმოადგენს მეტეორიზმის საწინააღმდეგო საშუალებას. იგი ამცირებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტში და საჭმლის ფაფაში არსებული გაზის ბუშტუკების ზედაპირულ დაჭიმულობას, აბრკოლებს მათ წარმოქმნას და ხელს უწყობს დაშლას. გამოთავისუფლებული გაზის ბუშტუკები შეიწოვება ნაწლავის კედლის ლორწოვანი გარსის მიერ ან გამოიყოფა უცვლელი სახით ნაწლავების პერისტალტიკის საშუალებით. შედეგად მცირდება აირების საერთო რაოდენობა და წნევა ნაწლავის სანათურში. გარდა ამისა, სიმეთიკონი წარმოქმნის დამცავ შრეს საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ლორწოვან გარსზე და იცავს მას აგრესიული ფაქტორების ზემოქმედებისაგან. 

ვიტამინი - (რეტინოლი) მონაწილეობს: ჟანგვა-აღდგენის, ცილის სინთეზისა და ნივთიერებათა ცვლის პროცესებში, ძვლისა და კბილის ფორმირებაში, ახალი უჯრედების განვითარებასა და იმუნური სისტემის ფუნქციონირებაში (იცავს ორგანიზმს გაციებისა და გრიპისაგან, სასუნთქი გზების, საყლაპავი ტრაქტისა და საშარდე არხების ინფექციებისაგან).

ვიტამინი A მნიშვნელოვან როლს თამაშობს კანისა და ლორწოვანი გარსების  ეპითელიზაციის პროცესში, ააქტივებს რა ეპითელური უჯრედების დიფერენციაციაზე პასუხისმგებელ ფერმენტებს, ამავე დროს  ხელს  უშლის მათში კერატოჰიალინის დაგროვებას და აინჰიბირებს კერატინიზაციის პროცესს .  ამ მხრივ ,  ვიტამინი A ასევე ხელს უწყობს კუჭ - ნაწლავის ტრაქტის ლორწოვანი გარსის ეპითელური უჯრედების მთლიანობის შენარჩუნებას და ფუნქციურ აქტივობას რეგენერაციის პროცესებში  მონაწილეობის   ხარჯზე .

E ვიტამინი  -  გააჩნია ანტიოქსიდანტური მოქმედება, მონაწილეობს ჰემისა და ცილების ბიოსინთეზში, უჯრედების პროლიფერაციაში, ქსოვილოვან სუნთქვასა და ქსოვილოვანი მეტაბოლიზმის სხვა მნიშვნელოვან პროცესებში, ხელს უშლის ერითროციტების ჰემოლიზს, ამცირებს კაპილარების მომატებულ განვლადობასა და მსხვრევადობას. აუცილებელია შემაერთებელი ქსოვილის, გლუვი და ჩონჩხის კუნთების განვითარებისა და ფუნქციონირებისათვის, და ასევე სისხლძარღვების კედლების გასამაგრებლად. მონაწილეობს ნუკლეინური მჟავებისა და პროსტაგლანდინების მეტაბოლიზმში, უჯრედული სუნთქვის ციკლში, არაქიდონის მჟავის სინთეზში. წარმოადგენს ბუნებრივ ანტიოქსიდანტს, ამუხრუჭებს თავისუფალი რადიკალებით ლიპიდების ზეჟანგვით ჟანგვას. ააქტიურებს ფაგოციტოზს და გამოიყენება ერითროციტების ნორმალური რეზისტენტობის შესანარჩუნებლად. 

დოზირება და მიღების წესი:

გამოყენებამდეკარგადშეანჯღრიეთ.

ჩვილებში 0 -6 თვემდე: 20 წვეთი 1-2-ჯერ დღეში

ბავშვები 6 თვიდან 3 წლამდე: 20 წვეთი 2-4 -ჯერ დღეში

3 წლიდან ზევით და მოზრდილებში: 20-40 წვეთი 2-4-ჯერ დღეში

უკუჩვენებაპრეპარატის შემადგენელი რომელიმე სუბსტანციის მიმართ მომატებული მგრძნობელობა.

გვერდითი ეფექტები და ჰიპერდოზირება:

გვერდითი ეფექტები არ დაფიქსირებულა.
დოზის გადაჭარბების შემთხვევებში გამოვლენილი სიმპტომები არ გამოვლენილა.

ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი:  შესაძლებელია მილსიმის გამოყენება ორსულობის და ძუძუთი კვების პერიოდში ექიმის რეკომენდაციით.

პრეპარატის ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმის მართვის უნარზე:
პრეპარატი არ მოქმედებს ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე.

შენახვის პირობები

ინახება15-დან 250 C - მდე ოთახის ტემპერატურის პირობებში .

ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას .

ფლაკონის გახსნის შემდეგ სუსპენზია ვარგისია გამოყენებისათვის 30 დღის განმავლობაში. 
ვიზუალური დათვალიერების შედეგად აღმოჩენილი რაიმე სახის დეფექტის შემთხვევაში პრეპარატის მიღება დაუშვებელია.

შენახვის ვადა : წელი

გამოშვების ფორმა:

მილსიმის წვეთები წარმოდგენილია მჭიდროდ დახურულ მუქი ფერის

 საწვეთურიან ბოთლებში 30 მლ მოცულობით ყოველი 1 მლ არის 20 წვეთის ექვივალენტურიყოველი 1 წვეთი შეიცავს 66 მგ სიმეთიკონს.

საწვეთურს გააჩნია 0,5 და 1 მლ-იანი დანაყოფები.

მწარმოებელი: SIIT srl,Via Ariosto,50/60,20090 Trezzano sul Naviglio,Milano ,იტალია.

Facebook კომენტარები

600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია
600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია