დიომიცეტი 10მგ/მლ თვალის წვეთები, ხსნარი

კლოტრიმაზოლი 10მგ/მლ

პრეპარატის გამოყენებამდე წაიკითხეთ მოცემული ფურცელი-ჩანართი

- შეინახეთ ფურცელი ჩანართი. შესაძლებელია მისი წაკითხვა კვლავ დაგჭირდეთ.

- დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

- მოცემული პრეპარატი გამოწერილია თვქნთვის. არ გადასცეთ იგი სხვებს, რადგან შესაძლოა ზიანი მიადგეთ, მიუხედავად იმის, რომ შესაძლებელია მათი დაავადების ნიშნები თქვენსას ჰგავდეს.

 - სერიოზული გევრდითი მოვლენის განვითარებისას ან თუ შეამჩნევთ ისეთი გვერდითი მოვლენის განვითარებას, რომელიც არ არ მითითებული მოცემულ ფურცელ-ჩანართში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

რა არის მოცემულ ფურცელ ჩანართში:

1. რა არის დიომიცეტი და რისთვის გამოიყენება ის

2. ვიდრე გამოიყენებდეთ დიომიცეტს

3. დიომიცეტის გამოყენების წესი

4. შესაძლო გვერდითი ეფექტები

5. დიომიცეტის შენახვის პირობები

6. დამატებითი ინფორმაცია

1. რა არის დიომიცეტი და რისთვის გამოიყენება ის

ფარმაკოთერაპიული კლასიფიკაცია 15.1.2. პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება თვალის დაავადების სამკურნალოდ. ადგილობრივი ინფექციის საწინააღმდეგო. სოკოს საწინააღმდეგო.

თერაპიული ჩვენებები-თვალის წინა სეგმენტის მიკოზური ინფექციები.

მოცემული ნივთიერება გამოიყენებოდა ეფექტურად, როგორც ადიუვანტური თერაპიული საშუალება თვალის ინფექციების დროს,  გამოწვეული Acanthamoeba-ს მიერ.

2. ვიდრე მიიღებდეთ დიომიცეტს

არ გამოიყენოთ დიომიცეტი

- თუ ხართ ალერგიული დიომიცეტის აქტიური ნივთიერების ან რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ.

- ორსულობის პირველ ტრიმესტრში ექიმმა სათანადოდ უნდა შეაფასოს რისკის და სარგებლის თანაფარდობა, მიუხედავად იმისა რომ არ არსებობს უკუჩვენება და სისტემური აბსორბცია შეზღუდულია.

სიფრთხილით გამოიყენება

არ არის რეკომენდებული კონტაქტური ლინზების (მყარი ან ჰიდროფილური) გამოყენება თვალის ინფექციის ან ანთების მკურნალობისას.

საწვეთურის თავის და ხსნარის დაბინძურების თავიდან ასაცილებლად არ შეახოთ საწვეთურის თავი ქუთუთოს, მიმდებარე ზონას ან სხვა ზედაპირს.

კონტეინერი შეინახეთ მჭიდროდ თავდახურული როდესაც არ ხდება მისი გამოყენება. მკურნალობის პერიოდი მკურნალობის პერიოდი განისაზღვრება ექიმის მიერ. დიომიცეტი განკუთვნილია გახანგრძლივებული მკურნალობისთვის, ასე რომ მნიშვნელოვანია ექიმის დანიშნულების მკაცრად დაცვა მკურნალობის ხანგრძლივობასთან დაკავშირებით.

დიომიცეტის ჭარბი დოზირებით გამოყენება არ შეინიშნებოდა ჭარბი დოზირების შემთხვევები. თუ დაგავიწყდათ დიომიცეტის მიღება, დაუშვებელია ორმაგი დოზის მიღება გამოტოვებულის სანაცვლოდ. მიღება განაგრძეთ ჩვეული რეჟიმით. მკურნალობის ეფექტურობა დამოკიდებულია დოზირების და მკურნალობის ხანგრძლივობის მკაცრ დაცვაზე.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

4. შესაძლო გვერდითი ეფექტები

სხვა პრეპარატების მსგავსად, დიომიცეტს შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა არა ყველა პაციენტში. ზოგიერთ პაციენტში შეინიშნება თვალში მომენტალური დისკომფორტი თვალის წვეთის ჩაწვეთებისას. რომელიმე გვერდითი ეფექტის გაუარესებისას ან თუ შეამჩნევთ ისეთი გვერდითი ეფექტის განვითარებას, რომელიც არ არის მითითებული ინსტრუქციაში, აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

5. დიომიცეტის შენახვის პირობები

- შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

-არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა ეხება თვის ბოლო დღეს.

-დიომიცეტი გამოიყენეთ 28 დღის მანძილზე პირველი გახსნიდან.

-ინახება არაუმეტეს 25 °C ტემპერატურაზე.

-არ გამოიყენოთ დიომიცეტი თუ შენიშნავთ მხედველობის აშკარა გაუარესებას.

 -მისი საწვეთურის კონტეინერის გამოყენება დაუშვებელია სხვა მიზნებისთვის.

-არ გადააგდოთ პრეპარატები კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. ჰკითხეთ

ფარმაცევტს, როგორ უნდა მოხდეს პრეპარატების გადაგდება. მოცემული ზომებით ხელს

შეუწყობთ გარემოს დაცვას.

 6 .დამატებითი ინფორმაცია

რას შეიცავს დიომიცეტი

- აქტიური ნივთიერებაა კლოტრიმაზოლი.

- დამხმარე ნივთიერებაა არაქისის ზეთი.

დიომიცეტის აღწერა და შეფუთვის შემადგენლობა

დიომიცეტი წარმოდგენილია თვალის წვეთების ხსნარის სახით. არის სუფთა, ზეთოვანი, ოდნავ მოყვითალო ფერის ხსნარი, დამახასიათებელი სუნით დაბალი სიმკვრივის პოლოეთილების საწვეთურიან ბოთლში, რომელიც შეიცავს 10მლ თვალის წვეთებს, ხსნარს.

საბაზრო ნებართვის მფლობელი და მწარმოებელი

ლაბორატორიო ედოლ - პროდუტოს ფარმაცეუტიკოს ს.ა.

ავ. 25 დე აბრილ, 6-6A

2795-195 ლინდა-ა-ველა

პროტუგალია

მოცემული ფურცელი-ჩანართი ბოლოს შემოწმდა 2009 წლის 02 - ში

გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე

Facebook კომენტარები

600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია
600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია