კოლხური მალამო

( გარეგანი )

 

შემადგენლობა: კუნელის ნაყენი , ბელადონას სქელი ექსტრაქტი , ევკალიპტის ზეთი , ჭინჭრის თხევადიექსტრაქტი, კრაზანას ნაყენი , ძიძოს ნაყენი , ფარსმანდუკის ნაყენი , ცხენისწაბლას თესლის ექსტრაქტი ,მუხის ქერქის ნაყენი , სამედიცინო ვაზელინი .

აღწერა: მოყვითალო - მომწვანო ფერის სასიამოვნო სუნის მალამო .

ფარმაკოლოგიური მოქმედება: აქვს ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება, ხელსუწყობს ეპითელიური ქსოვილის რეგენერაციას , აუმჯობესებს ადგილობრივ მიკროცირკულაციას და აქვსიმუნომასტიმულირებელი მოქმედება. დადებითად მოქმედებს ნივთიერებათა ცვლაზე და აჩქარებსშეხორცების პროცესს .

უკუჩვენებები და გვერდითი მოვლენები არ არის დარეგისტრირებული .

გამოყენების წესი: ოსტეოქონდროზის , რადიკულიტის, რევმატიზმის, ნეკრისის ქარის , ნევრიტების, ართრიტების, არტრალგიის და მიალგიის დროს შეიზელენ 3-4- ჯერ დღე - ღამეში 5-7 წუთისგანმავლობაში მსუბუქი მასაჟით. მკურნალობის კურსი გრძელდება 7-14 დღის განმავლობაში;

ოპერაციის შემდგომი ან გაჭრითი ჭრილობის შემთხვევაში მალამოს დაიტანენ ჭრილობაზე 2-3- ჯერ დღეში;

დამწვრობების მკურნალობისას მალამოს თხელ ფენას დაიტანენ დაზიანებულ უბნებზე;

ჰემოროის შემთხვევაში მალამოს თხელ ფენას დაინტანენ კვანძებზე 3- ჯერ დღეში . მკურნალობის კურსიგრძელდება 7-10 დღე;

პროსტატის დროს მკურნალობას ატარებს ექიმი - უროლოგი;

საშვილოსნოს ყელის ეროზიების შემთხვევაში მკურნალობა მიმდინარეობს მალამოიანი ტამპონით.

ტროფიკული წყლულის დროს მალამოს დაიტანენ დაზიანებულ უბნებზე ყოველდღიურად სრულშეხორცებამდე;

ფურუნკულოზის და სხვა ადგილობრივი ანთებითი პროცესების დროს მალამო საჭიროა დავიტანოთდაზიანებულ უბანზე 2-3- ჯერ დღეში.

შენახვის წესი: მალამო ინახება სინათლისგან დაცულ, გრილ ადგილას.

შეფუთვა: 25.0 გ ტუბებში.

გაცემის წესი: ურეცეპტოდ

შენახვის ვადა: 2 წელი

მწარმოებელი:  სამედიცინო ფირმა კარდუ, თბილისი , საქართველო

Facebook კომენტარები

600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია
600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია