საერთაშორისო დასახელება:
ATENOLOL
მწარმოებელი: PRO. MED.CS. Praha, ჩეხეთი
მოქმედი ნივთიერება: ატენოლოლი
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ბეტა-ადრენომაბლოკირებელი საშუალება.
შემოგარსული ტაბლეტები: შეფუთვაში 30 ც.
1 ტაბ.
ატენოლოლი ................. 100 მგ
დამხმარე ნივთიერებები:
ლაქტოზა, მიკროკრისტალური ცელულოზა, კარბოქსიმეთილსახამებლის ნატრიუმის მარილი, ნატრიუმის ლაურილსულფატი, ტალკი, კალციუმის სტეარატი, კოპოვიდონი, დიმეტიკონის ემულსია SE2, ჰიდრომელოზა 2506/5, ტიტანის დიოქსიდი, მაკროგოლ 6000, რკინის წითელი და ყვითელი ოქსიდი, სილიციუმის კოლოიდური დიოქსიდი.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
ატენოლოლი წარმოადგენს ატებლოკორის აქტიურ შემადგენელ ნაწილს. იგი მიეკუთვნება კარდიოსელექტიური ბეტა-ადრენობლოკატორების ჯგუფს. ახასიათებს ანტიჰიპერტენზიული, ანტიანგინალური და ანტიარითმული მოქმედება. იგი ამცირებს სინუსის კვანძის ავტომატიზმს, მიოკარდის მიერ ჟანგბადზე მოთხოვნილებას, გულის შეკუმშვათა სიხშირეს და ახანგრძლივებს ატრიო-ვენტრიკულურ და პარკუჭშიდა გამტარებლობას.
ატენოლოლი, არასელექტიურ ბეტა-ადრენობლოკატორებთან შედარებით ნაკლებად მოქმედებს ბრონქების გლუვი კუნთების ტონუსზე.
ჩვენებები:
მოზრდილებში ატებლოკორი გამოიყენება არტერიული ჰიპერტონიის, გულის რითმის დარღვევის და ქრონიკული იშემიური დაავადების დროს (სტენოკარდიული შეტევების პროფილაქტიკა). პრეპარატს იყენებენ აგრეთვე პაციენტებში მიოკარდიუმის ინფარქტის შემდგომ პერიოდში, განმეორებითი ინფარქტისა და ლეტალური გამოსავლის თავიდან აცილების მიზნით.
მიღების წესები და დოზირება:
პრეპარატის დოზის განსაზღვრა წარმოებს მკურნალი ექიმის მიერ პაციენტის ინდივიდუალური მდგომარეობისა და დაავადების მიმდინარეობის მიხედვით. იმ შემთხვევაში, როდესაც პრეპარატის დანიშვნა არ ხდება მკურნალი ექიმის მიერ, საჭიროა ატებლოკორის მიღება დღეში ერთხელ.
ხანდაზმულ და თირკმელების უკმარისობით შეპყრობილ პაციენტებში მკურნალი ექიმის მიერ წარმოებს დოზის კორექცია.
ატებლოკორის ტაბლეტები ინიშნება ყოველდღიურად ერთსა და იმვე დროს, დაუღეჭავად, ჭამამდე, მცირე რაოდენობის სითხესთან ერთად. პრეპარატის დოზის გადაჭარბება ნებადართული არ არის. პრეპარატის მიღების შეწყვეტა წარმოებს მისი დოზის თანდათანობითი შემცირებით. დაუშვებელია პრეპარატის უეცარი მოხსნა.
გვერდითი მოვლენები:
ატებლოკორი ჩვეულებრივ ხასიათდება კარგი ტოლერანტობით პაციენტთა მხრიდან. მკურნალობის დასაწყისში შესაძლებელია გადაღლილობის შეგრძნება, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ძილის დარღვევა, დეპრესია, გულისრევა, მადის დაკარგვა, ყაბზობა ან დიარეა, ქავილი ან პირის სიმშრალე. აღნიშნული მოვლენები დროებითია და პრეპარატით მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ მალევე ქრება.
იშვიათად - კანის ჰიპერემია, სახსრების შეშუპება, კუნთების სისუსტე, სიცივის შეგრძნება კიდურებში. სისხლის წნევის დაქვეითება, გულის რითმის დარღვევა (50 დარტყმაზე ნაკლები წთ-ში) ან გულის უკმარისობის ნიშნების განვითარება, ლიბიდოს დაქვეითება, საცრემლე სითხის სეკრეციის შემცირება, ცრემლდენის დაქვეითება და თვალის სიმშრალის შეგრძნება. პრეპარატით მკურნალობის შედეგად გამოწვეული სხვა გვერდითი მოვლენების განვითარების შემთხვევაში საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.
უკუჩვენებები:
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის ან მასში შემავალი ინგრედიენტების მიმართ, 15 წლამდე ასაკის ბავშვებში, გულის მწვავე უკმარისობა, II და III ხარისხის ატრიოვენტრიკულური ბლოკადა სინუსური ბრადიკარდია (50 დარტყმაზე ნაკლები წთ-ში), ტრავმით გამოწვეული მდგომარეობა (ჰემოცირკულაციის მოშლა), არტერიული ჰიპოტონია, ბრონქული ასთმა.
ორსულობა და ლაქტაცია:
ორსულობის დროს (განსაკუთრებით I და ბოლო ტრიმესტრში) და ლაქტაციის პერიოდში ატებლოკორის გამოყენება აბსოლუტური ჩვენების გარდა რეკომენდუბლი არ არის.
განსაკუთრებული მითითებები:
ატენოლოლი, განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში იწვევს ადინამიას და თავბრუსხვევას. ამიტომ ავადმყოფებს პრეპარატის მიღების პერიოდში, ეკრძალებათ ავტოტრანსპორტის მართვა და იმ სამუშაოების შესრულება, რომლებიც მოითხოვენ ყურადღების მაქსიმალურ კონცენტრაციას. აღნიშნული ეფექტი ძლიერდება ალკოჰოლის მიღების შემდეგ.
ატებლოკორი სიფრთხილით ენიშნებათ თირკმელზედა ჯირკვლის ტვინოვანი შრის სიმსივნით (ფეოქრომოციტომით) და შაქრიანი დიაბეტით (განსაკუთრებით სისხლში გლუკოზის დაბალი შემცველობის დროს) შეპყრობილ პაციენტებს.
ჭარბი დოზირება: ვლინდება მკვეთრად გამოხატული ბრადიკარდიით, რომელიც მოითხოვს ექიმთან კონსულტაციას.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
ატენოლოლით მკურნალობის პროცესში საჭიროა ექიმთან კონსულტაცია სხვა პრეპარატების გამოყენების შესახებ.
ატენოლოლის კომბინაციით ნიფედიპინთან, ვერაპამილთან, კოლოიდინთან, დილთიაზემთან შესაძლებელია ბრადიკარდიის განვითარება და/ან ჰიპოტენზია. ატენოლოლი აძლიერებს დიურეზული საშუალებების (ჰიდროქლორთიაზიდის) მოქმედების ეფექტს და ამით ამცირებს სისხლის არტერიულ წნევას.
ატენოლოლის და არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალების (იბუპროფენი, ინდომეტაცინი) კომბინაციით მცირდება პრეპარატის ჰიპოტენზიური ეფექტი.
სისხლის არტერიული წნევის მომატების რისკის გამო, ატენოლოლის კომბინაცია წინააღმდეგნაჩვენებია მაო-ს ინჰიბიტორებთან (ანტიდეპრესანტებთან).
ატენოლოლი აძლიერებს ინსულინისა და სხვა პერორალური ჰიპოგლიკემიური პრეპარატების მოქმედების ეფექტს.
ატენოლოლის მიღება ხელს უწყობს ჰიპოგლიკემიის სიმპტომების - ტაქიკარდიის, ოფლიანობის და ტრემორის მასკირებას.
შენახვის პირობები და ვადა:
პრეპარატი ინახება 15-250C ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.