ტრავატანი
საერთაშორისო დასახელება: TRAVOPROST
მწარმოებელი: ALCON, ბელგია
მოქმედი ნივთიერება: ტრავოპროსტი
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
პროსტაგლანდინების ჯგუფის გლაუკომის სამკურნალო პრეპარატი. FP პროსტანოიდური რეცეპტორების მაღალსელექტიური აგონისტი.
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
ოფთალმოლოგიური სუსპენზია: ფლაკონში 2.5 მლ
1 მლ
ტრავოპროსტი ................. 40 მკგ
დამხმარე ნივთიერებები:
პოლიოქსოლ 40 ჰიდროგენიზერებული ქაფურის ზეთი, ტრიმეთამინი, ბორის მჟავა, მანიტოლი, ედეტად დისოდიუმი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, ჰიდროქლორიდის მჟავა და გამოხდილი წყალი.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
ტრავოპროსტი პროსტაგლანდინების ეფექტური და ძლიერი ანალოგია. ტრავოპროსტის თავისუფალი მჟავა FP პროსტანოიდული რეცეპტორების ძლიერი და მაღალსელექტიური აგონისტია. FP რეცეპტორების აგონისტები ამცირებენ თვალშიდა წნევას (თშწ) უვეოკლერალური გამოდინების გაზრდის ხარჯზე.
ტრავოპროსტის მოქმედების მექანიზმი კომპლექსურია. არსებობს მოსაზრება, რომ ტრავოპროსტი რქოვანას ჰიდროლიზური ფერმენტების ზემოქმედებით გარდაიქმნება მჟავად და ამ სახით შეიწოვება თვალის ქსოვილების მიერ. ცილიარულ კუნთებში იგი უკავშირდება FP რეცეპტორებს და იწვევს უჯრედოვანი კასკადური სისტემის გააქტიურებას, რაც განაპირობებს თშწ დაქვეითებას. ამ მექანიზმით ხდება სხვადასხვა ფერმენტების გამოთავისუფლება ცილიარული კუნთების ბოჭკოების ირგვლივ.
ტრავოპროსტი (იზოპროპოლ ესთერაზას პროწამალი) რქოვანის ესთერაზერის ზემოქმედებით სწრაფად ჰიდროლიზდება თავისუფალ მჟავებად, სისტემატურად ტრავოპროსტის თავისუფალი მჟავა სწრაფად იჟანგება არააქტიურ მეტაბოლიტებამდე.
ჩვენებები:
- პრეპარატი გამოიყენება თშწ დაქვეითების მიზნით პაციენტებში, რომელთაც აქვთ ღიაკუთხოვანი გლაუკომა ან თვალშიდა ჰიპერტენზია.
მიღების წესი და დოზირება:
ტრავატანის რეკომენდებული დოზაა 1 წვეთი ერთხელ დღეში, საღამოს. პრეპარატის მოქმედება იწყება ჩაწვეთებიდან 2 სთ-ის შემდეგ და მაქსიმუმს აღწევს 12 სთ-ში.
გვერდითი მოვლენები:
ყველაზე ხშირია თვალის ჰიპერემია, რომელიც 95%-ში გაივლის მკურნალობის შეწყვეტისთანავე.
3% შემთხვევაში შეიძლება გამოვლინდეს თვალის დისკომფორტის, უცხო სხეულისა და წვის შეგრძნება.
1-2% შემთხვევაში - ბლეფარიტი, კონიუქტივიტი, მშრალი თვალის სინდრომი, ფერადი გარსის ფერის ცვლილება, ცრემლდენა.
უკუჩვენებები:
მომატებული მგრძნობელობა ტრავოპროსტის, ბენზალკონიუმის ქლორიდის ან სხვა შემადგენელი კომპონენტების მიმართ.
ორსულობა და ლაქტაცია:
ტრავატანის გამოყენება არ არის სასურველი ორსულ ქალებში და ლაქტაციის პერიოდში.
განსაკუთრებული მითითებები:
◄ ტრავატანის ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს თვალის ფერის უმნიშვნელო შეცვლა. ფერადი გარსის ფერის ცვლილება ხდება ძალზე ნელა და პერმანენტულად.
◄ ტრავატანის გამოყენება არ არის სასურველი თვალის ანთებითი პროცესების დროს (ირიტი, უვეიტი). სიფრთხილეა საჭირო ტრავატანის გამოყენებისას იმ პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ მაკულარული შეშუპების განვითარების რისკის ფაქტორი.
◄ პაციენტებმა, რომლებიც იყენებენ კონტაქტურ ლინზებს, უნდა მოიხსნან ლინზები ხსნარის ჩაწვეთების წინ და კვლავ გაიკეთონ ტრავატანის ჩაწვეთებიდან 15 წთ-ის შემდეგ.
ჭარბი დოზირება:
ტრავატანის გამოყენებამ არ უნდა გადააჭარბოს დღეში 1 წვეთს ერთჯერადად, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება შემცირდეს თშწ დამწევი ეფექტი.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
ტრავატანის გამოყენება თშწ შესამცირებლად დასაშვებია სხვა ოფთალმოლოგიურ პრეპარატებთან ერთად. ასეთ შემთხვევაში ინტერვალი პრეპარატების ინსტილაციას შორის უნდა იყოს 10 წთ.
შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება 20-250C ტემპერატურაზე ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. არ საჭიროებს მაცივარში შენახვას.
ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.
ფლაკონის გახსნის შემდეგ: 2 თვე.