გულის ელექსირი

Gulis Eleqsiri

პერორალურად მისაღები ჰომეოპათიური საშუალება

 

აღწერილობა:  დამახასიათებელი სუნის მქონე, უფერო ან მოყვითალო ფერის სითხე.

 

შემადგენლობა:                                                               მლ/100 მლ

აქტიური სუბსტანცია:         

არნიკას (Arnica montana) ნაყენი                              D 12        10 მლ

შვაბე, გვ. 68, 1950 წ

კაქტუსის (Cactus grandiflorus) ნაყენი                      D 12         10 მლ

შვაბე, გვ. 87, 1950 წ

შროშანას (Convalaria majalis) ნაყენი                        D 6          10 მლ

შვაბე, გვ. 121, 1950 წ

კუნელის (Crataegus oxyacantha) ნაყენი                   D 3           20 მლ

შვაბე, გვ. 121, 1950 წ

სპიგელიას (Spigelia anthelmia) ნაყენი                     D 12         10 მლ

შვაბე, გვ. 240, 1950 წ

არააქტიური სუბსტანცია:

ეთილის სპირტი 43%           საჭირო რაოდენობით   100 მლ–მდე                                     

სფ X, გვ. 905

ფარმაკოლოგიური ჯგუფი:  კომპლექსური ჰომეოპათიური პრეპარატი

ფარმაკოლოგიური თვისებები:  ანტიარითმიული, კარდიოპროტექტორული, ანტიოქსიდანტური და სედატიური მოქმედება. არეგულირებს არტერიულ წნევას

ჩვენებები:  გულის იშემიური დაავადება, დაძაბვის სტენოკარდია, ინფარქტის შემდგომი კარდიოსკლეროზი, გულის ქრონიკული უკმარისობა, არითმია, ქოშინი მცირედი დაძაბვისას, გულის კუნთის მოდუნება,ე.წ „დაღლილი გული“, არტერიული ჰიპერტენზია გამოიყენება მოზარდებში გარდატეხის ასაკში

მიღების წესი და დოზირება: პერორალურად

ქრონიკული პროცესის დროს:  5-7 წვეთი დღეში 3-ჯერ ხანგრძლივი დროის განმავლობაში (არაუმცირეს 6 თვისა).

მწვავე შემთხვევებში: 5 წვეთი ყოველ 15-20 წთ-ში , მდგომარეობის გაუმჯობესების შემდეგ ყოველ 2-3 სთ-ში.

პროფილაქტიკისათვის: 5 წვეთი დღეში 2-ჯერ.

წვეთები იხსნება 1 ჩაის კოვზ წყალში.

პრეპარატი მიიღება საკვების მიღებამდე 20-30 წთ-ით ადრე ან საკვების მიღებიდან 1 სთ-ის შემდეგ.

მიღების წინ პრეპარატი შეანჯღრიეთ

უკუჩვენება: არ არის გამოვლენილი.

გვერდითი მოვლენები: არ არის გამოვლენილი

პრეპარატის გამოყენებისას აკრძალულია ალკოჰოლის მიღება

რაიმე არასასურველი მოვლენის შემთხვევაში, რომელიც არ არის მითითებული გამოყენების ინსტრუქციაში, მიმართეთ ექიმს.

ორსულობა და ლაქტაცია: ორსულებმა და მეძუძურმა დედებმა პრეპარატი უნდა მიიღონ ექიმის დანიშნულებით.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან: შეზღუდვები არ გააჩნია.

ჭარბი დოზირება:  ჭარბი დოზირების შემთხვევები არ არის გამოვლენილი.

გავლენა ავტომობილების მძღოლებზე და პოტენციურად საშიშ მანქანა-დანადგარებთან მომუშავე პერსონალზე:  არ ახდენს გავლენას

განსაკუთრებული მითითება:  ვინაიდან პრეპარატი შეიცავს მცენარეული წარმოშობის კომპონენტებს, შენახვის პროცესში შეიძლება წარმოიქმნას უმნიშვნელო სიმღვრივე სუნისა და გემოს შესუსტებით, რომელიც არ ახდენს გავლენას პრეპარატის ეფექტურობაზე.

გამოშვების ფორმა: 50 მლ ხსნარი ნარინჯისფერ პოლიეთილენის საწვეთურიან ფლაკონში. 1 ფლაკონი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები: ინახება მშრალ, არაუმეტეს 25 C ტემპერატურაზე, სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისობის ვადა: 3 წელი

დაუშვებელია პრეპარატის გამოყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

აფთიაქიდან გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III – გაიცემა რეცეპტის გარეშე

მწარმოებელი: შპს „ბიოფარმი-L“ შპს  „ლაზიკა ფარმა“-ს დაკვეთით

გოთუას ქ. N3, თბილისი, საქართველო

Facebook კომენტარები

600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია
600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია