Protefix®
Queisser
Pharma
D-24941 Flensburg
დამზადებულია გერმანიაში
წებოვანიკრემი პროტეზებისათვის ექსტრა ძლიერი
Protefix® წებოვან იკრემი
გამოყენების ინსტრუქცია. გთხოვთ ყურადღებით წაიკითხოთ!
მიღების წესი : Protefix® წებოვანი კრემი პროტეზებისათვის ექსტრა ძლიერი .
მიღების წესი და დოზირება: დღიური დოზაა: 0.8 გ-მდე წებოვანი კრემი. გაასუფთავეთ პროტეზი ნებისმიერი ნარჩენებისგან და წაუსვით წყვეტილად თხელი ფენა სველ პროტეზს (ზედა და ქვედა პროტეზის ჩაღრმავებაში, რომელიც ებჯინება ყბას). დააწექით ტუბს ქვედა მესამედთან ახლოს .
თქვენ აგრეთვე შეგიძლიათ წაუსვათ Protefix ® წებოვანი კრემი ექსტრა ძლიერი ზედა პროტეზის უკანა ზედაპირზე. თქვენ უნდა გამოიყენოთ Protefix® წებოვანი კრემი ექსტრა ძლიერი ეკონომიურად, რადგან ზედმეტმა რაოდენობამ შეიძლება გამოიწვიოს პროტეზის არასათანადო მიწებება. შემდეგ მოირგეთ პროტეზი და მაგრად დაიჭირეთ რამდენიმე წამით. დაელოდეთ 5 წუთი და საკვები შემდეგ მიიღეთ. წებოვანი კრემი შესამჩნევად არ ცვლის პროტეზის მდებარეობას. კრემისგამოყენების შემდეგ ტუბი კარგად დაკეტეთ, ყურადღება მიაქციეთ, რომ სანათური იყოს მშრალი და სუფთა, რადგან სითხის ნარჩერნმა შეიძლება გამოიწვიოს წებოვანი კრემის გამყარება. წებოვანი კრემის ნარჩენები მოაშორეთ საკვებ ზეთში დასველებული ბამბის ბურთით. იმ შემთხვევაში თუ ზეთი დარჩა , ის არ იქონიებს გავლენას კრემის წებოვნებაზე. გთხოვთ, უბრალოდ მოაცილეთ ზეთი პროტეზს.
უკუჩვენებები: მომატებული მგრძნობელობა რომელიმე ინგრედიენტის მიმართ.
გვერდითი მოვლენები: ცალკეულ შემთხვევებში, პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ალერგიული რეაქციები. ჰიპერმგრძნობელობისას გთხოვთ, მიმართოთ სტომატოლოგს.
გაითვალისწინეთშ ემდეგი რჩევა: გამოიყენება მხოლოდ ჯანმრთელი ლორწოვანი გარსის შემთხვევაში. შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. არ გამოიყენოთ ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
შემადგენლობა: მეთილ ვინილ ეთერის თანაპოლიმერის ნატრიუმის და კალციუმის მარილები, მალეის მჟავის ანჰიდრიდი, კარბოქსილმეთილ ცელულოზა, პარფინი,
ვაზელინი, სილიციუმი, მენთოლი, აზორუბინი, p-ჰიდროქსი-ბენზო მჟავა ს მეთილის ეთერი. არ შეიცავს თუთიას.
პროტეზის მყარი შეწებება Protefix ®-ით
პროთეზის გამოყენებამ ხელი არ უნდა შეუშალოს სრულფასოვან ცხოვრებას . თითქმის ყოველთვის არის გამოსავალი. პრობლემებმა შეიძლება თავი იჩინოს, მაგალითად, როდესაც ძალიან ცოტა ნერწყვი გამოიყოფა ან ყბის პრობლემების დროს. იგივე ეხება დროებით ან ახალი პროტეზებს.
როგორც წესი, პროტეზი კარგად არ გერგებათ და ხმარების დროს მტკივნეულია.გარდა ამისა თქვენ თავს არაკომფორტულად გრძნობთ. Protefix ®ის წებოვანი საშუალებების დახმარებით სწრაფად და საიმედოდ გადაიჭრება პროტეზებთან დაკავშირებული პრობლემები.
წებოვანი საშუალებების და პროტეზის მოვლის სრული სპექტრი:
Protefix ®ის ზედა და ქვედა პროტეზის წებოვანი ბალიში |
ყბის პრობლემების და პროტეზთან შეჩვევის დროს, ხელს უშლის საკვების ნარჩენების შეღწევას, უზრუნველყოფს მჭიდრო დაჭერას ყბის მძიმე გადაგვარებისას, ხმარებისას საჭიროებს დასველებას. |
Protefix ®ის წებოვანი კრემი ექსტრა ძლიერი |
გამოიყენება პროტეზის სველ ზედაპირზე და ხანგრძლივად მოქმედებს, დიდი რაოდენობით ნერწყვის გამოყოფა არ ამცირებს ეფექტურობას, არ აქვს გემო |
Protefix ®ის წებოვანი ფხვნილი ექსტრა ძლიერი |
100% ბუნებრივი ნატრიუმის ალგინატი უზრუნველყოფს ძლიერ შეწებებას, როდესაც ძალიან ცოტა ნერწყვი გამოიყოფა. გამოიყენება პროტეზის სველ ზედაპირზე. არ აქვს გემო
|
Protefix ®ის აქტიური გამწმენდი აქტიური ჟანგბადით |
გაწმენდის დიდი ძალა. ხელს უშლის უსიამოვნო სუნს. სისუფთავე და ხალისი მთელი დღის განმავლობაში. |