დავიკოლი
Davikol
თვალის წვეთები
ანთების საწინააღმდეგო, ანტიოქსიდანტური საშუალება
შემადგენლობა: თაფლი _ 100.0 გ, ასკორბინის მჟავა_ 0.05 გ, ბენზალკონიუმის ქლორიდი ან ნიპაგინი, ნატრიუმის ქლორიდი, ნატრიუმის ჰიდროკარბონატი, საინექციო წყალი 100მლ-მდე.
ფარმაკოლოგიური მოქმედება: ანთების საწინააღმდეგო, ანტიოქსიდანტური საშუალება. წარმოადგენს ფერმენტული აქტივობის რეგულატორს. ასტიმულირებს ჭრილობების შეხორცების პროცესებს და თვალის ქსოვილების რეგენერაციას. ახასიათებს ანტიმიკრობული მოქმედება.
ჩვენება:
> თვალის ტრავმები და დამწვრობები;
> კონტაქტური ლინზების ტარებით გამოწვეული რქოვანის ცვლილებები და კონიუნქტივიტები;
> "მონიტორული" კონიუნქტივიტი კომპიუტერთან მუშაობის დროს;
> ბროლის დაწყებითი შემღვრევები;
> ოფთალმოჰერპესის ყველა ფორმა (მარტივი ჰერპესი, ჰერპეს ზოსტერი);
> თვალის ადენოვირუსული დაზიანება;
> ინფექციური, პოსტტრავმული და ოპერაციის შემდგომი გენეზის კერატოპათიები;
> სხვადასხვა გენეზის რქოვანის და ბადურის დისტროფიები;
უკუჩვენება: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ.
მიღების წესი და დოზირება: თითო წვეთი 6-ჯერ დღეში. 6 წლამდე ასაკის ბავშვებში თითო წვეთი 3-ჯერ დღეში.
გამოშვების ფორმა: 10, 15 მლ მინის ან პოლიმერული მასალის ფლაკონებში საწვეთურით და მოხრახნილი სახურავით. ფლაკონი მოთავსებულია მუყაოს კოლოფში ინსტრუქციასთან ერთად.
ვარგისიანობის ვადა: 1 წელი.
შენახვის წესი: 8-15ºC ტემპერატურაზე, სინათლისგან დაცულ ადგილზე.