იალუვიტი
ოფთალმოლოგიური ხსნარი
შემადგენლობა
100 მლ ხსნარი შეიცავს:
ნატრიუმის ჰიალურონატი 0.5გ, ციანკობალამინი 0.05გ., ტაურინი 0.5გ., სორბიტოლი, ---ნატრიუმის ქლორიდი, კალიუმის ქლორიდი, მაგნიუმის ქლორიდი, ნატრიუმის ჰიდროფოსფატი, ნატრიუმის დიჰიდროფოსფატი, საინექციო წყალი.
შეფუთვა:
15 ცალი 0.6 მლ-იანი ფლაკონი
იალუვიტი წარმოადგენს ოფთალმოლოგიურ ხსნარს
გამოყენება:
იალუვიტი არის ხსნარი ნატრიუმის ჰიალურონატის მაღალი შემცველობით (0.5%), რომელიც მუკო-მიმეტური და ფსევდოპლასტიური თვისებების შედეგად სწრაფად ნაწილდება თვალის ზედაპირზე წარმოქმნის ვისკო-ელასტიურ, დამცავ ფენას. ამიტომაც იალუვიტი ასტაბილურებს საცრემლე აპკს, ამცირებს ხახუნს და სტრესს, რომელიც გამოწვეულია ხამხამით და თვალის სხვა მოძრაობებით.
ციანოკობალამინი და ტაურინი (B ჯგუფის ვიტამინი და ამინოციდი), ბუნებრივად გვხვდება თვალის წინა სეგმენტის ქსოვილებში და ჰიალურონის მჟავასთან ერთად, ხელს უწყობს რქოვანას ზედაპირის რეეპითელიზაციას. იალუვიტი ფორმულირებულია ჰიპოტონიურ ხსნარად იმ მიზნით, რომ დააკომპენსიროს საცრემლე აპკის ნებისმიერი ჰიპეროსმოლარული მდგომარეობა. თავისი სპეციფიური მარილოვანი შემადგენლობის წყალობით, აღადგენს და სასურველ დონეს უნარჩუნებს თვალის ზედაპირისთვის ისეთ მნიშვნელოვან იონებს, როგორიცაა ნატრიუმი, კალიუმი, და მაგნიუმი.
უკუჩვენება:
ჰიპერმგრძნობელობა შემადგენელი კომპონენტების მიმართ.
სიფრთხილის ზომები:
მხოლოდ გარეგანი გამოყენებისთვის. სხვა მედიკამენტებთან ერთად გამოყენებისას, გთხოვთ დაიცვათ ჩაწვეთებებს შორის 10 წუთიანი ინტერვალი.
გამოყენების სიხშირე და ხანგრძლივობა:
იალუვიტის გამოყენების სიხშირე დამოკიდებულია თქვენი თვალების მდგომარეობაზე, რომელსაც განსაზღვრავს ოფთალმოლოგი.
1-2 წვეთი 3-4-ჯერ დღეში,კონიუნქტივალურ პარკში ჩასაწვეთებლად
როგორ გამოიყენება იალუვიტი:
პროდუქტის დაბინძურების თავიდან ასაცილებლად გთხოვთ, გახსნათ ფოლგის კონტეინერი უშუალოდ გამოყენების წინ, განაცალკევეთ ფლაკონი და სტრიპი.
კონტეინერის გასახსნელად შემობრუნებით მოაშორეთ სახურავი, და-------
ჩაიწვეთეთ 1-2 წვეთი თითოეულ თვალში, ისე რომ არ შეახოთ საწვეთური თვალის ზედაპირს და წამწამებს.
გამოყენების შემდეგ სწრაფად დაახურეთ თავსახური ფლაკონს.
იალუვიტის გამოიყენება შესაძლებელია კონტაქტურ ლინზებზე.
გვერდითი მოვლენები:
იშვიათად შეიძლება განვითარდეს მხედველობის დაბინდვა ჩაწვეთებისას. რაც გამოწვეულია ხსნარის სიბლანტით და გაივლის ძალიან სწრაფად.
ზოგიერთ, იშვიათ შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს აუტანლობა (წვა, გაღიზიანება), თუ მსგავსი სიმპტომები დარჩა შემდგომი გამოყენებისას, გთხოვთ მიმართოთ მკურნალ ექიმს. პრეპარატი გამოიყენეთ ინსტრუქციაში მითითებული რეკომენდაციით,მ რათა აიცილოთ გვერდითი მოვლენების განვითარების რისკი.
ვარგისობის ვადა და შენახვის პირობები:
ინახება 2°C - 25°C-მდე.
ყოველი კონტეინერი იხურება, რაც იძლევა ხსნარის მრავალჯერადად გამოყენების ხსნარი საშუალებას. რადგან ხსნარი არ შეიცავს კონსერვანტს მისი გამოყენება არ არის რეკომენდებული გახსნიდან 24 საათში.
სიფრთხილის ზომები:
არ გამოიყენოთ ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ხსნარის წიტელი ელფერი გამოწვეულია ციანკობალამინის შემცველობით და არ ნიშნავს, რომ პროდუქტი უვარგისია. კონტაქტურ ლინზებზე ხმარებისას შესაძლებელია ფერის შეცვლის ეფექტის წარმოქმნა, რომელიც წამიერია და ლინზას არ აზიანებს.