მაქსიდექსი
საერთაშორისო დასახელება: DEXAMETHASONE
მწარმოებელი: ALCON, ბელგია
მოქმედი ნივთიერება: დექსამეტაზონი
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: გლუკოკორტიკოსტეროიდული ანთებისა და ალერგიის საწინააღმდეგო საშუალება.
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
თვალის წვეთები 0.1%: პლასტიკურ ჭურჭულში 5 მლ დროპ-ტეინერი საწვეთურით.
1 მლ
დექსამეტაზონი .............. 1 მგ
თვალის მალამო 0.1%: ტუბში 3.5 გ
1 გ
დექსამეტაზონი................. 1 მგ
კონსერვანტები:
მეთილპარაბენი ............. 0.05%
პროპილპარაბენი............. 0.01%
ნეიტრალური ნივთიერებები:
თეთრი ვაზელინი, თხიერი ლანოლინი.
ჩვენებები:
- კონიუქტივის, რქოვანას, თვალის კაკლის ანთებითი პროცესები, ასევე ალერგიული კონიუქტივიტი, კერატიტი, ირიტი, ციკლიტი.
- თვალის ზოგიერთი დაავადებები: არაჩირქოვანი კონიუქტივიტი მათ შორის სეზონურ-ალერგიული, კატარალური; თერმული და ქიმიური დამწვრობა.
- ანთებითი რეაქციის დასათრგუნად პოსტოპერაციულ პერიოდში.
მიღების წესები და დოზირება:
ადგილობრივად 1-2 წვეთი.
მწვავე ანთებითი პროცესის შემთხვევაში:
ყოველ 30-60 წუთში, მდგომარეობის გაუმჯობესებასთან ერთად ჩაწვეთების ჯერადობა მცირდება ყოველ 2-4 საათში. შემდგომში დღეში 3-4-ჯერ, თუ ეს საკმარისია ანთების შესამცირებლად.
თუ დადებითი შედეგი მიღწეული არ იქნა 3-4 დღის შემდეგ, შესაძლებელია დამატებით სისტემური ან ადგილობრივი მკურნალობა.
ქრონიკული ადგილობრივი პროცესების დროს:
1-2 წვეთი ყოველ 3-6 საათში.
ალერგიის დროს 1-2 წვეთი ყოველ 3-4 საათში, სასურველი ეფექტის მიღწევამდე.
მალამო დაიტანება ქვედა ქუთუთოს არეში 4-ჯერ დღეში.
გვერდითი მოვლენები:
სტეროიდების ხანგრძლივმა ადგილობრივმა გამოყენებამ ზოგიერთ პაციენტში შეიძლება გამოიწვიოს თვალშიდა წნევის მომატება, რის გამოც რეკომენდებულია თვალშიდა წნევის რეგულარულად გაზომვა.
უკუჩვენებები:
* მარტივი ჰერპესი, რქოვანას და კონიუქტივას რიგი სხვა ვირუსული დაავადებები, თვალის ტუბერკულოზი, თვალის სოკოვანი დაავადებები, მწვავე ჩირქოვანი დაავადებები.
განსაკუთრებული მითითებები:
გაფრთხილება: ინტენსიურმა და ხანგრძლივმა კორტიკოსტეროიდულმა თერაპიამ შეიძლება გამოიწვიოს კატარაქტის განვითარება.
კვლევებით არ არის დადგენილი პრეპარატის უარყოფითი ზემოქმედება ორსულობის პერიოდში, ამიტომ ორსულებში იგი სიფრთხილით ინიშნება მხოლოდ სასიცოცხლო აუცილებლობის შემთხვევაში.
უსაფრთხოების ზომები: მკურნალობის პროცესში თუ არ მოხდა ანთებითი პროცესის ჩაცხრომა, უნდა დაინიშნოს სხვა სახის მკურნალობა. იშვიათად პაციენტებს შეიძლება აღენიშნოთ მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ, ასეთ შემთხვევაში მკურნალობა უნდა შეწყდეს.
შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება ოთახის ტემპერატურაზე, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.