ნელადექსი
თვალის/ყურის წვეთები
(Neladex eye/ear drops)

შემადგენლობა: ერთი მლ თვალის წვეთები შეიცავს: დექსამეტაზონი 1 მგ, ნეომიცინის სულფატი 3,5 მგ და პოლიმიქსინ B სულფატს 6000 სე.
კონსერვანტები: ბენზალკონიუმის ქლორიდი 0.004%.
დამხმარე ნივთიერებები: მეთილცელულოზას ჰიდროქსიპროპილი, ნატრიუმის მეტაბისულფიტი, პოლისორბატ ნატრიუმი 80, საინექციო წყალი.
ფარმაკოლოგიური  მოქმედება: თვალის/ყურის წვეთებს გააჩნია ადგილობრივი ანტიბაქტერიული, ანთებისსაწინააღმდეგო, ანტიალერგიული მოქმედება.

ჩვენებები:
თვალის ანთებითი და ინფექციურ-ალერგიული დაავადებები;
მწვავე და ქრონიკული გარე ოტიტები; სმენის ორგანოზე ჩატარებული ქირურგიული ჩარევით გამოწვეული ინფექციური გართულებები.

უკუჩვენებები:
ნელადექსის თვალის/ყურის წვეთები უკუნაჩვენებია პრეპარატის კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობისას; აგრეთვე თვალის ტუბერკულოზის, სოკოვანი და ვირუსული ინფექციების დროს.

გვერდითი ეფექტები:
ნელადექსის თვალის/ ყურის წვეთებს შეუძლია გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები.

გამოყენების წესი და  დოზირების რეჟიმი:

თვალი: წვეთები კონიუნქტივალურად 1-2 წვეთი 4-6 ჯერ დღეღამეში (მსუბუქი ინფექციებისას) ან ყოველ საათში (მძიმე ინფექციისას); სიმპტომების შესუსტების  მიხედვით შესაძლოა შევამციროთ მიღების ჯერადობა..
ყური: გარეთა ყურის ინფექციების დროს 4 წვეთი 3-4 ჯერ დღეღამეში; შუა ყურის ანთების, ყურზე ქირურგიული ჩარევით გამოწვეული ინფექციური გართულებების და ინფექციური ოტიტების დროს 4-10 წვეთი 3-4 ჯერ დღეში. 

გაფრთხილება: სიფრთხილით გამოიყენება გლაუკომით ან კატარაქტით დაავადებულ პაციენტების მკურნალობისას.

შენახვის პირობები: ინახება 10ºC-დან 25ºC ტემპერატურაზე, ბავშვებისგან მიუწვდომელ ადგილას. ფლაკონის გახსნის შემდეგ გამოიყენება ერთი თვის განმავლობაში.

გამოშვების ფორმა:.
5მლ-ანი ფლაკონი საწვეთურით.

დამზადებულია:
,,E.I.P.CO” ეგვიპტე ტენტ A.R.E.
,,ვორლდ მედიცინი ლ.ლ.ც.’’ (აშშ)

Facebook კომენტარები

600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია
600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია