ვესპლუსი
1. სამედიცინო პროდუქტის დასახელება
ვესპლუსი 10მგაპკითდაფარულიტაბლეტი
2. პროდუქციის თვისობრივი და რაოდენობრივი შემცველობა
aqtiuri nivTiereba(-ebi): TiTo apkiT dafaruli tableti Seicavs 12.774mg escitalopramis oqsalats, romelic eqvivalenturia 10mg escitalopramisa.
Semavsebeli(-ebi):
lecitini (soio) (E322) 0,070 მგ
შემავებლების სრული ჩამონათვალი იხილეთ ნაწილი 6.1
3. ფარმაცევტული ფორმა
აპკით დაფარული ტაბლეტი
თითქმის თეთრი, ორმხრივამობურცული, ჭდიანი, აპკით დაფარული ტაბლეტი.
ტაბლეტი შეიძლება დაიყოს თანაბარი დოზებად
4. კლინიკური მახასიათებლები
4.1 თერაპიული ჩვენებები
ძირითადი დეპრესიული ეპიზოდების მკურნალობა.
პანკის არეულობის მკურნალობა აგოროფობიით ან მის გარეშე.
სოციალური შფოთვის (სოციალური ფობია) მკურნალობა.
გაჯანსაღების გენერალიზებული მკურნალობა.
აბსცესიურ-კომპულსიური აშლილობის მკურნალობა
4.2 დოზირება და მიღების წესი
დოზირება
20 მგ-ზე მეტი დოზების უსაფრთხოება არ არის გამოვლინილი.
ძირითადი დეპრესიული ეპიზოდები
ჩვეულებრივი დოზა შეადგენს 10 მგ დღეში ერთხელ. ინდივიდუალური პაციენტის პასუხის მიხედვით, დოზა შეიძლება გაიზარდოს მაქსიმუმ 20 მგ დღეში.
ჩვეულებრივ 2-4 კვირა აუცილებელია ანტიდეპრესანტული პასუხის მისაღებად. სიმპტომების გამოვლენის შემდეგ, რეაგირების კონსოლიდაციისთვის საჭიროა მინიმუმ 6 თვის განმავლობაში მკურნალობა.
პანიკის აშლილობა აგორფოფობიასთან ერთად ან მის გარეშე
5 მგ-ის საწყისი დოზა რეკომენდებულია პირველ კვირას, დოზის გაზრდა 10 მგ-მდე. დოზა შეიძლება გაიზარდოს მაქსიმუმ 20 მგ-მდე დღეში, დამოკიდებულია პაციენტის ინდივიდუალური რეაქციაზე.
მაქსიმალური ეფექტურობა მიიღწევა დაახლოებით 3 თვის შემდეგ. მკურნალობა გრძელდება რამდენიმე თვის განმავლობაში.
სოციალური შფოთვა
ჩვეულებრივი დოზა შეადგენს 10 მგ დღეში ერთხელ. ჩვეულებრივ 2-4 კვირაა საჭირო სიმპტომებისგან გამოთავისუფლებისთვის. დოზა შეიძლება შემდგომ, ინდივიდუალური პაციენტის პასუხის მიხედვით, 5 მგ-მდე შემცირდება ან გაზრდოს მაქსიმუმ 20 მგ დღეში.
სოციალური შფოთვა არის ქრონიკული დაავადება და რეკომენდებულია 12 კვირის განმავლობაში მკურნალობა რეაქციის კონსოლიდაციისათვის. შესწავლილი იყო გრძელვადიანი მკურნალობა 6 თვის განმავლობაში და შეიძლება განიხილებოდეს ინდივიდუალურად, რათა რეციდივი თავიდან იყოს აცილებული; მკურნალობის სარგებელი უნდა შეფასდეს რეგულარული ინტერვალებით.
სოციალური შფოთვა არის სპეციფიკური დარღვევის კარგად განსაზღვრული დიაგნოსტიკური ტერმინოლოგია, რომელიც არ უნდა იყოს გამოვლენილი განსაკითრებული თავშეკავებით. ფარმაკოთერაპია გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არეულობა ხელს უშლის პროფესიულ და სოციალურ საქმიანობას.
მოცემული მკურნალობის ადგილი არ არის შეფასებული შემეცნებითი ქცევითი თერაპიის დროს. ფარმაკოთერაპია წარმოადგენს საერთო თერაპიული სტრატეგიის ნაწილს.
გენერალიზირებული შფოთვა
საწყისი დოზა შეადგენს 10 მგ დღეში ერთხელ. პაციენტის ინდივიდუალური პასუხის მიხედვით, დოზა შეიძლება გაიზარდოს მაქსიმუმ 20 მგ დღეში.
შესწავლილი იყო გრძელვადიანი მკურნალობა 6 თვის განმავლობაში ყოველდღიურად 20 მგ. მკურნალობის შედეგი და დოზები უნდა შეფასდეს რეგულარული ინტერვალებით (იხ. ნაწილი 5.1).
აბსცესიურ-კომპულსიური აშლილობა
საწყისი დოზა შეადგენს 10 მგ დღეში ერთხელ. პაციენტის ინდივიდუალური პასუხის მიხედვით, დოზა შეიძლება გაიზარდოს მაქსიმუმ 20 მგ დღეში.
როგორც OCD ქრონიკული დაავადება, პაციენტები მკურნალობენ საკმარისი პერიოდის განმავლობაში, რათა უზრუნველყონ სიმპტომებისგან განთავისუფალება.
მკურნალობის შედეგები და დოზები რეგულარული ინტერვალებით ხელახლა უნდა შეფასდეს (იხ. ნაწილი 5.1).
მიღების მეთოდი
ესციტალოპრამის ტაბლეტები ერთჯერადი სადღეღამისო დოზაა და ვესპლუსი შეგიძლიათ მიიღოთ ცარიელი ან სავსე კუჭზე.
დამატებითი ინფორმაცია განსაკუთრებული პოპულაციისთვის:
თირკმლის უკმარისობა
დოზის კორექცია არ არის აუცილებელი პაციენტებში თირკმლის მსუბუქი ან ზომიერი უკმარისობით. სიფრთხილეა საჭირო პაციენტებში თირკმლის მწვავე დისფუნქციით (CLcr
ღვიძლის უკმარისობა:
რეკომენდებულია საწყისი დოზა 5მგ დღეში პირველი ორი კვირა პაციენტებში ღვიძლის მსუბუქი ან ზომიერი დისფუნქციით. პაციენტის ინდივიდუალური პასუხის მიხედვით, დოზა შეიძლება გაიზარდოს 10მგ-მდე დღეში. სიფრთხილეა საჭირო და დოზის დამატებითი ტიტრირება პაციენტებში ღვიძლის მწვავე დისფუნქციით (ოხ. ნაწილი 5.2).
პედიატრიული პოპულაცია (18 წლამდე ასაკი)
ესციტალოპრამი არ მიიღება ბავშვებში და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში (ხი. ნაწილი 4.4).
გერიატრიული პოპულაცია (>65 წლის)
საწყისი დოზაა 5მგ დღეში ერთხელ. პაციენტის ინდივიდუალური პასუხის მიხედვით დოზა შეიძლება გაიზარდოს 10მგ-მდე დღეში (იხ. ნაწილი 5.2).
ესციტალოპრამის ეფექტურობა სოციალური შფოთვისას არ შესწავლილა ხანდაზმულებში.
CYP2C19-ის ცუდი მეტაბოლიზატორები
პაციენტებში, რომლებიც ცნობილნი არიან როგორც CYP2C19-ის ცუდი მეტაბოლიზატორები, რეკომენდებულია საწყისი დოზა 5მგ დღეში მკურნალობიდან პირველი ორი კვირა. პაციენტის ინდივიდუალური პასუხის მიხედვით დოზა შეიძლება გაზიარდოს 10მგ-მდე დღეში (იხ. ნაწილი 5.2).
მოხსნის სიმპტომები მკურნალობის შეწყვეტისას
დაუშვებელია უეცარი მოხსნა. ესციტალოპრამით მკურნალობის შეწყვეტისას დოზა თანდათანობით უნდა შემცირდეს ერთი ან ორი კვირის განმავლობაში იმისათვის, რომ შემცირდეს მოხსნის სიმპტომების რისკი (იხ. ნაწილები 4.4 და 4.8). თუ განვითარდება აუტანელი სიმპტომები დოზის შემცირებისას ან მკურნალობის შეწყვეტისას, უნდა მოხდეს მანამდე დანიშნული დოზის გადახედვა. შედეგად ექიმმა უნდა გააგრძელოს დოზის შემცირება, მაგრამ თანდათანობით.
4.3 უკუჩვენებები
ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ნივთიერების ან რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ, რომელიც ჩამოთვლილია ნაწილში 6.1.
თანხმლები მკურნალობა არასელექციური, მონოამინ ოქსიდაზას შეუქცევადი ინჰიბიტორებით (მაო-ინჰიბიტორებით) უკუნაჩვენებია სეროტონინის სინდრომის რისკის გამო აჟიტაციით, კანკალით (ტრემორი), ჰიპერთერმიით ა.შ. (იხ. ნაწილი 4.5).
ესციტალოპრამის კომბინაცია შექცევადი მაო-A ინჰიბიტორებით (მაგ. მოკლობემიდი) ან შექცევადი არასელექციური მაო-ინჰიბიტორით, ლინეზოლიდით უკუნაჩვენებია სეროტონინის სინდრომის რისკის გამო (იხ. ნაწილი 4.5).
ესციტალოპრამი უკუნაჩვენებია პაციენტებში ცნობილი QT - ინტერვალის გახანგრძლივებით ან თანაყოლილი გრძელი QT სინდრომით.
ესციტალოპრამი უკუნაჩვენებია სამედიცინო პროდუქტებთან ერთად რომელიც ცნობილია, რომ ახანგრძლივებენ QT-ინტერვალს (იხ. ნაწილი 4.5).
უკუნაჩვენებია პიმოზიდთან ერთად გამოყენება.
ვესპლუსი შეიცავს ლეციტინს (სოიო (E322)). არ გამოიყენოთ პროდუქტი თუ ხართ ალერგიული მიწის თხილის ან სოიოს მიმართ.
4.4 განსაკუთრეული გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები
შემდეგი სახის განსაკუთრებული გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები ეხება SSRI-ების თერაპიულ კლასს (სეროტონინის სელექციური უკუმიტაცების ინჰიბიტორები).
პედიატირული პოპოულაცია (ბავშვები და 18 წლამდე ასაკის მოზარდები)
დაუშვებელია ესციტალოპრამის გამოყენება ბავშვებსა და 18 წლამდე ასაკის მოაზრდებში. სუიციდთან დაკავშირებული ქცევა (სუიციდის მცდელობა და სუიციდური ფიქრები) და მტრული განწყობა (უპირატესად აგრესია, ოპოზიციური საქციელი და ბრაზი) იყო ყველაზე ხშირი კლინიკურ კვლევებში ბავშვებსა და მოზარდებში, რომლებიც მკურნალობდნენ ანტიდეპრესანტებით პლაცებოსთან შედარებით. კლინიკურ საჭიროებაზე დაყრდნობით, მკურნალობის დროს საჭიროა პაციენტის სათანადო მონიტორინგი სუიციდური სიმპტომების გამოსავლენად. ამასთან ერთად, ბავშვებში გრძელვადფიანი უსაფრხთოების მონაცემები და მოზარდებში ზრდის, მომწიფების და კოგნიტური და საქციელის განვითარებაზე მონაცემები არ არსებობს.
პარადოქსალური შფოთვა
ზოგიერთ პაციენტში პანიკური შეტევებით, შეიძლება განვითარდეს შფოთვის მომატების სიმპტომები ანტიდეპრესანტების მიღების დაწყებისას. პარადოქსალური რეაქცია, როგორც წესი გადის ორ კვირაში უწყვეტი მკურნალობის დროს. დაბალი საწყისი დოზა მიიღება ანქსიოგენური ეფექტის ალბათობის შესამცირებლად (იხ. ნაწილი 4.2).
კრუნჩხვები
ესციტალოპრამის მიღება უნდა შეწყდეს თუ პაციენტს განუვითარდება კრუნჩხვები პირველად ან შეინიშნება კრუნჩხვების სიხშირის მატება (პაციენტებში ეპილეფსიის არსებული დიაგნოზით). SSRI-ების მიღება დაუშვებელია პაციენტებში არასტაბილური ეპილეფსიით და პაციენტებში კონტროლირებული ეპილეფსიით, უნდა მოხდეს სათანადო მონიტორინგი.
მანია
SSRI-ების გამოყენება სიფრთხილით უნდა მოხდეს პაციენტებში მანიის/ჰიპომანიის ისტორიით. SSRI-ების მიღება უნდა შეწყდეს პაციენტებში მანიაკალურ ფაზაში შესვლისას.
დიაბეტი
პაციენტებში დიაბეტით, SSRI-ებით მკურნალობამ შეიძლება დაარღვიოს გლიკემიური კონტროლი (ჰიპოგლიკემია ან ჰიპერგლიკემია). ინსულინი და/ან პერორალური ჰიპოგლიკემიური დოზირება შეიძლება დაკორექტირდეს.
სუიციდი/სუიციდური ფიქრები ან კლინიკური გაუარესება
ანტიდეპრესანტების გამოყენება, განსაკუთრებით ბავშვებსა და ახალგაზრდებში 24 წლამდე, ზრდის სუიციდურ ფიქრებს ან საქციელს. ამიტომაც აუცილებელია პაციენტებზე მეთვალყურეობა მშობლების ან ექიმის მიერ, განსაკუთრებით მკურნალობიდან პირველი თვის განმავლობაში, მოულოდნელი საქციელის ცვლილებების გამო, როგორიცაა მოუსვენრობა, რაც შესაძლოა პაციენტმა გამოამჟღავნოს მკურნალობის შეყწვეტისას ან დოზის შემცირება/მომატებისას.
დეპრესია ასოცირდება სუიციდური ფიქრების, თვითდაზიანების და სუიციდის მომატებულ რისკთან (სუიციდთან დაკავშირებული მოვლენები). რისკი არსებობს მნიშვნელოვანი რემისიის დადგომამდე. ვინაიდან, გაუმჯობესება შეიძლება არ შეინიშნებოდეს მკურნალობიდან პირველი რამოდენიმე კვირა, საჭიროა პაციენტების სათანადო მონიტორინგი გაუმჯობესების განვითარებამდე. არსებობს ზოგადი კლინიკური გამოცდილება, რომ სუიციდის რისკი შეიძლება გაიზარდოს გამოჯანმრთელების ადრეულ ეტაპზე.
სხვა სახის ფსიქიური მდგომარეობები, რომლისთვისაც ესციტალოპრამი გამოწერილია, შეიძლება ასევე ასოცირდებოდეს სუიციდთან დაკავშირებული მოვლენების მომატებულ რისკთან. ამასთან ერთად, მოცემული მდგომარეობები შეიძლება იყოს ძირითადი დეპრესიული დარღვევის თანმხლები. იგივე სიფრთხილის ზომები პაციენტების მკურნალობისას ძირითად დეპრესიულ დარღვევაზე უნდა გაითვალისწინოთ პაციენტებშიც სხვა სახის ფსიქიური დარღვევბით.
სუიციდთან დაკავშირებული მოვლენების ისტორიის მქონე პაციენტები ან ისინი, ვინც ამჟღავნებენ სუიციდური იდეების მნიშვნლოვან ხარისხს მკურნალობის დაწყებამდე, იმყოფებიან სუიციდური ფიქრების ან სუიციდის მცდელობების მაღალი რისკის ქვეშ და საჭიროა მათი სათანადო მონიტორინგი მკურნალობის დროს.
აკათიზია/ფსიქომოტორული მოუსვენრობა
SSRI/SNRI-ების გამოყენება ასოცირდებოდა აკათიზიის განვითარებასთან, რაც გამოიხატებოდა სუბიექტურად უსიამოვნო ან აღმაშფოთებელი მოუსვენრობით და ხშირად თან ახლდა ჯდომის ან ფეხზე წყნარად დგომის უუნარობა. ეს მეტადაა მოსალოდნელი მკურნალობიდან პირველი კვირის განმავლობაში. პაციენტებში, რომლებშიც განვითარდება აღნიშნული სიმპტომები, დოზის მომატება შეიძლება იყოს საზიანო.
ჰიპონატრემია
ჰიპონატრემია, სავარაუდოდ არასათანადო ანტიდიურეზული ჰორმონის სეკრეციის გამო (SIADH), შეინიშნებოდა იშვიათად SSRI-ების გამოყენებისას და ზოგადად იხსნებოდა თერაპიის მოხსნის შემდეგ. სიფრთხილეა საჭირო რისკის ქვეშ მყოფ პაციენტებში, როგორიცაა ხანდაზმულები ან ციროზიანი პაციენტები ან თუ გამოიყენება სხვა პრეპარატებთან ერთად, რასაც შეუძლია გამოიწვიოს ჰიპონატრემია.
ჰემორაგია
SSRI-ების გამოყენებისას შეინიშნებოდა კანის სისხლდენის დარღვევები, როგორიცაა ექკიმოზები და პურპურა. სიფრთხილეა საჭირო პაციენტებში SSRI-ების მიღებისას, განსაკუთრებით პერორალურ ანტიკოაგულენტებთან, პრეპარატებთან ერთად მიღებისას, რომლებიც არღვევენ თრომბოციტების ფუნქციას (მაგ. ატიპური ანტიფსიქოზური საშუალებები და ფენოთიაზინები, უმეტესობა ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, აცეტილსალიცლილის მჟავა და არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო სამედიცინო პროდუქტები (აასს-ები), ტიკლოპიდინი და დიპირიდამოლი) და პაციენტებში ცნობილი სისხლდენის ტენდენციით.
ეკთ (ელექტროკონვულსიური თერაპია)
არსებობს შეზღუდული კლინიკური გამოცდილება SSRI-ების და ეკთ-ს ერთად გამოყენების შესახებ, ამიტომ საჭიროა სიფრთხილე.
სეროტონინის სინდრომი
სიფრთხილეა საჭირო ესციტალოპრამის მიღებისას სამედიცინო პროდუქტებთან ერთად სეროტონერგიული ეფექტებით, როგორიცაა სუმატრიპტანი ან სხვა ტრიპტანები, ტრამადოლი და ტრიპტოფანი. იშვიათად, სეროტონინის სინდრომი შეინიშნებოდა პაციენტებში SSRI-ების მიღებისას სეროტონერგიულ სამედიცინო პროდუქტებთან ერთად. სიმპტომების კომბინაცია, როგორიცაა აჟიტაცია, ტრემორი, მიოკლონუსი და ჰიპერთერმია შეიძლება მიუთითებდეს მოცემული მდგომარეობის განვითარებაზე. მსგავსის განვითარებისას SSRI-ით და სეროტონერგიული სამედიცინო პროდუქტით მკურნალობა უნდა შეწყდეს დაუყოვნებლივ და დაინიშნოს სიმპტომური თერაპია.
კრაზანა
SSRI-ების და მცენარეული საშუალებების ერთად მიღებამ, რომელიც შეიცავს კრაზანას (Hypericum perforatum), შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი რეაქციების მომატებული სიხშირე (იხ. ნაწილი 4.5).
მოხსნის სიმპტომები მკურნალობის შეწყვეტისას
მოხსნის სიმპტომები მკურნალობის შეწყვეტისას ხშირია, განსაკუთრებით თუ მოხსნა ხდება უეცრად (იხ. ნაწილი 4.8). კლინიკურ კვლევებში გვერდითი მოვლენები მკურნალობის შეწყვეტისას ვითარდებოდა დაახლოებით პაციენტების 25%-ში ესციტალოპრამის მიღებისას და 15% - პლაცებო.
მოხსნის სიმპტომების რისკი შეიძლება დამოკიდებული იყოს სხვადასხვა ფაქტორზე, როგორიცაა თერაპიის დოზა და ხანგრძლივობა და დოზის შემცირების სიჩქარე. თავბრუსხვევა, სენსორული დარღვევები (მათ შორის პარესთეზია და ელექტრო შოკის შეგრძნება), ძილის დარღვევა (მათ შორის უძილობა და ინტენსიური სიზმრები), აჟიტაცია ან შფოთვა, გულისრევა და/ან ღებინება, ტრემორი, დაბნეულობა, ოფლიანობა, თავის ტკივილი, დიარეა, პალპიტაციები, ემოციური არასტაბილურობა, გაღიზიანებადობა და მხედველობის დარღვევა ყველაზე ხშირი რეაქციებია. ზოგადად მოცემული სიმპტომები მსუბუქი ან ზომიერია; თუმცა, ზოგიერთ პაციენტში შეიძლება იყოს მწვავე სიხშირის.
ისინი, როგორც წესი ვითარდება მკურნალობის შეწყვეტიდან პირველი რამოდენიმე დღის განმავლობაში, მაგრამ იშვიათად შეინიშნებოდა ასეთი სიმპტომები პაციენტებში, რომლებმაც შემთხვევით გამოტოვეს დოზა.
ზოგადად, მოცემული სიმპტომები თვითშემზღუდველია და როგორც წესი იხსნება 2 კვირაში, თუმცა, ზოგიერთ ინდივიდში შეიძლება გახანგრძლივდეს (2-3 თვე ან მეტი). ამიტომ, მკრუნალობის შეწყვეტისას ესციტალოპრამის დოზის ცვლილება უნდა მოხდეს თანდათანობით რამოდენიმე კვირის ან თვის მანძილზე პაციენტის საჭიროების მიხედვით (იხ. მოხსნის სიმპტომები მკურნალობის შეწყვეტისას, ნაწილი 4.2).
გულის კორონარული დაავადება
შეზღუდული კლინიკური გამოცდილების გამო, სიფრთხილეა საჭირო პაციენტებში გულის კორონარული დაავადებით (იხ. ნაწილი 5.3).
QT ინტერვალის გახანგრძლივება
ესციტალოპრამი იწვევს დოზაზე დამოკიდებულ QT ინტერვალის გახანგრძლივებას. QT ინტერვალის გახანგრძლივება და პარკუჭოვანი არითმია, მათ შორის მოციმციმე არითმია შიენიშნებოდა პოსტმარკეტინგულ პერიოდში უპირატესად მდედრობითი სქესის პაციენტებში, ჰიპერკალემიით ან მანამდე არსებული QT ინტერვალის გახანგრძლივებით ან გულის სხვა დაავადებებით (იხ. ნაწილები 4.3, 4.5, 4.8, 4.9 და 5.1).
სიფრთხილეა საჭირო პაციენტებში მნიშვნელოვანი ბრადიკარდიით ან პაციენტებში ბოლოდროინდელი მწვავე მიოკარდიუმის ინფარქტით ან გულის არაკომპენსირებული უკმარისობით.
ელექტროლიტების დარღვევა, როგორიცაა ჰიპოკალემია და ჰიპომაგნიუმია ზრდის ავთვისებიანი არითმიების რისკს და უნდა დაკორექტირდეს ესციტალოპრამით მკურნალობამდე.
თუ პაციენტებში გულის სტაბილური დაავადებით ხდება მკურნალობა, ეკგ-ს გადახედვაა საჭირო მკურანლობის დაწყებამდე.
გულის არითმიების ნიშნების განვითარებისას ესციტალოპრამით მკრუანლობის დროს, მკურნალობა უნდა მოიხსნას და ჩატარდეს ეკგ.
დახურულკუთხოვანი გლაუკომა
SSRI-ებმა, მათ შორის ესციტალოპრამმა შეიძლება იმოქმედოს გუგის ზომაზე და გამოიწვიოს მიდრიაზი. აღნიშნულ მიდრიაზული ეფექტს აქვს პოტენციალი შეავიწროვოს თვალის კუთხე და გამოიწვიოს თვალშიდა წნევის მომატება და დახურულკუთხოვანი გლაუკომა, განსაკუთრებით წინასწარ გამწყობილ პაციენტებში. ამიტომ, ესციტალოპრამის გამოყენება უნდა მოხდეს სიფრთხილით პაციენტებში დახურულკუთხოვანი გლაუკომით ან გლაუკომის ისტორიით.
4.5 ურთიერთქმედება სხვა სამედიცინო პროდუქტებთან და სხვა ფორმის ურთიერთქმედება
ფარმაკოდინამიკური ურთიერთქმედება
უკუნაჩვენები კომბინაციები:
შეუქცევადი არასელექციური მაო ინჰიბიტორები
სერიოზული რეაქციები შეინიშნებოდა პაციენტებში SSRI-ს მიღებისას არასელექციურ, შეუქცევად მონოამინ ოქსიდაზას ინჰიბიტორებთან ერთად (მაოი) და პაციენტებში, რომლებმაც ბოლო დროს შეწყვიტეს SSRI მკურნალობა და დაიწყეს მაოი-თ მკურნალობა (იხ. ნაწილი 4.3). ზოგიერთ შემთხვევაში, პაციენტებში განვითარდა სეროტონინის სინდრომი (იხ. ნაწილი 4.8).
ესციტალოპრამი უკუნაჩვენებია კომბინაციაში არასელექციურ შეუქცევად მაოი-ებთან
ესციტალოპრამი უკუნაჩვენებია არასელექციურ შეუქცევად მაოი-ებთან კომბინაციაში. ესციტალოპრამის მიღება შეიძლება დაიწყოს შეუქცევადი მაოი-ს მიღების შეწყვეტიდან 14 დღეში. ესციტალოპრამის თერაპიის შეწყვეტიდან უნდა გავიდეს 7 დღე არასელექციური შეუქცევადი მაოი-ს მიღების დაწყებამდე.
შექცევადი, სელექციური მაო-A ინჰიბიტორი (მოკლობემიდი)
სეროტონინის სინდრომის რისკის გამო, ესციტალოპრამის კომბინაცია მაო-A ინჰიბიტორთან, როგორიცაა მოკლობემიდი, უკუნაჩვენებია (იხ. ნაწილი 4.3). თუ კომბინაცია აუცილებელია, უნდა დაიწყოს მინიმალური რეკომენდებული დოზირებით და აუცილებელია კლინიკური მონიტორინგი.
შექცევადი, არასელექციური მაო-ინჰიბიტორი (ლინეზოლიდი)
ანტიბიოტიკი ლინეზოლიდი არის შექცევადი არასელექციური მაო-ინჰიბიტორი და დაუშვებელია მიღება ესციტალოპრამის თერაპიის დროს. თუ აუცილებელია კომბინაცია, მისი მიღება უნდა მოხდეს მინიმალური დოზებით და სათანადო კლინიკური მონიტორინგის ქვეშ (იხ. ნაწილი 4.3).
შექცევადი, სელექციური მაო-B ინჰიბიტორი (სელეგილინი)
სელეგილინთან (შეუქცევადი მაო-B ინჰიბიტორი) კომბინაციაში საჭიროა სიფრთხილე სეროტონინის სინდრომის რისკის გამო. სელეგილინის დოზები 10მგ დღეში უსაფრთხოდ მიიღებოდა რაცემულ ციტალოპრამთან ერთად.
QT ინტერვალის გახანგრძლივება
არ ჩატარებულა ესციტალოპრამის ფარმაკოკინეტიკური და ფარმაკოდინამიკური კვლევები კომბინირებული სამედიცინო პროდუქტებთან, რომლებიც ახანგრძლივებენ QT ინტერვალს. ესციტალოპრამის და მოცემული პროდუქტების ადიტიური ეფექტი არ არის გამორიცხული. ამიტომ, ესციტალოპრამის მიღება QT ინტერვალის გამახანგრძლივებელ პროდუქტებთან ერთად, როგორიცაა კლასი IA და III ანტიარითმიული პრეპარატები, ანტიფსიქოზური პრეპარატები (მაგ. ფენოთიაზინის წარმოებულები, პიმოზიდი, ჰალოპერიდოლი), ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, ზოგიერთი ანტიმიკრობული საშუალებები (მაგ. სპარფლოქსაცინი, მოქსიფლოქსაცინი, ერითრომიცინი IV, პენტამიდინი, მალარიის საწინააღმდეგო პროდუქტები, განსაკუთრებით ჰალოფანტრინი), ზოგიერთი ანტიჰისტამინი (მაგ. ასტემიზოლი მიზოლასტინი) უკუნაჩვენებია.
კომბინაციები, რომლებიც საჭიროებენ სიფრთხილეს:
სეროტონერგიული სამედიცინო პროდუქტები
სეროტონერგიულ სამედიცინო პროდუქტებთან კომბინაციამ (მაგ. ტრამადოლი, სუმატრიპტაბი და სხვა ტრიპტანები) შეიძლება გამოიწვიოს სეროტონინის სინდრომი.
სამედიცინო პროდუქტები, რომლებიც ამცირებენ კრუნჩხვების ზღურბლს
SSRI-ებს შეუძლიათ დაწიონ კრუნჩხვების ზღურბლი. სიფრთხილეა საჭირო ისეთ პროდუქტებთან ერთად მიღებისას, რომლებსაც შეუძლიათ დაწიონ კრუნჩხვების ზღურბლი (მაგ. ანტიდეპრესანტები (ტრიციკლურიები, SSRI-ები), ნეიროლეპტური საშუალებები (ფენოთიაზინები, თიოქსანტენები და ბუტიროფენონები), მეფლოქინი, ბუპროპიონი და ტრამადოლი).
ლითიუმი, ტრიპტოფანი
შეინიშნებოდა გაძლიერებული ეფექტები SSRI-ების მიღებისას ლითიუმთან ან ტრიპტოფანთან ერთად, ამიტომ SSRI-ების გამოყენება აღნიშნულ სამედიცინო პროდუქტებთან ერთად სიფრთხილით უნდა მოხდეს.
კრაზანა
SSRI-ების გამოყენებამ მცენარეულ პროდუქტებთან ერთად, რომლებიც შეიცავენ კრაზანას (Hypericum perforatum), შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი რეაქციების მომატებული სიხშირე (იხ. ნაწილი 4.4).
ჰემორაგია
შეიძლება დაირღვეს ანტიკოაგულანტის ეფექტი ესციტალოპრამის კომბინირებისას პერორალურ ანტიკოაგულანტებთან მიღებისას. პერორალური ანტიკოაგულანტების მიღებისას საჭიროა კოაგულაციის სათანადო მონიტორინგი ესციტალოპრამის მიღების დაწყებისას (იხ. ნაწილი 4.4).
არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების (აასს) თანმხლებმა გამოყენებამ შეიძლება გაზარდოს სისხლდენის ტენდენცია (იხ. ნაწილი 4.4).
ალკოჰოლი
არ არის მოსალოდნელი ფარმაკოდინამიკური ან ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედება ესციტალოპრამსა და ალკოჰოლს შორის. თუმცა, სხვა ფსიქოტროპული სამედიცინო პროდუქტების მსგავსად, კომბინაცია ალკოჰოლთან არ არის რეკომენდებული.
სამედიცინო პროდუქტები, რომლებიც აინდუცირებენ ჰიპოკალემიას/ჰიპომაგნიუმიას
სიფრთხილეა საჭირო ჰიპოკალემია/ჰიპომაგნიუმიის მაინდუცირებელ სამედიცინო პროდუქტებთან ერთად გამოყენებისას, ვინაიდან მოცემული მდგომარეობები ზრდიან ავთვისებიანი არითმიების რისკს (იხ. ნაწილი 4.4).
ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედება
სხვა სამედიცინო პროდუქტების გავლენა ესციტალოპრამის ფარმაკოკინეტიკაზე
ესციტალოპრამის მეტაბოლიზმი ძირითადად განპირობებულია CYP2C19-ით. CYP3A4 და CYP2D6 ასევე ხელს უწყობენ მეტაბოლიზმს. ძირითადი მეტაბოლიტის S-DCT მეტაბოლიზმი (დემეთილირებული ესციტალოპრამი) ნაწილობრივ კატალიზდება CYP2D6-ით.
ესციტალოპრამის მიღება 30მგ ომეპრაზოლთან დღეში ერთხელ (CYP2C19 ინჰიბიტორი) იწვევდა ზომიერ (დაახლოებით 50%) ზრდას ესციტალოპრამის პლაზმური კონცენტრაციების.
ესციტალოპრამის მიღება 400მგ ციმეტიდინთან დღეში ორჯერ (ზომიერი პოტენციური ზოგადი ფერმენტ-ინჰიბიტორი) იწვევდა ზომიერ (დაახლოებით 70%) ესციტალოპრამის პლაზმური კონცენტრაციების ზრდას. სიფრთხილეა საჭირო ესციტალოპრამის მიღებისას ციმეტიდინთან კომბინაციაში. საჭიროა დოზის კორექცია.
ამგვარად, სიფრთხილეა საჭირო, როდესაც გამოიყენება თანმხლებად CYP2C19 ინჰიბიტორებთან (მაგ. ომეპრაზოლი, ეზომეპრაზოლი, ფლუვოქსავინი, ლანსოპრაზოლი, ტიკლოპიდინი) ან ციმეტიდინთან ერთად. ესციტალოპრამის დოზის შემცირება შესაძლოა აუცილებელი იყოს გვერდითი ეფექტების მონიტორინგის საფუძველზე კომბინირებულ მკურნალობაში.
ესციტალოპრამის ეფექტი სხვა სამედიცინო პროდუქტების ფარმაკოკინეტიკაზე
ესციტალოპრამი არის ფერმენტის cyp2d6 ინჰიბიტორი. სიფრთხილეა საჭირო ესციტალოპრამის მიღებისას სამედიცინო პროდუქტებთან ერთად, რომლებიც ძირითადად მეტაბოლიზდებიან ფერმენტით, რომელთაც აქვთ ვიწრო თერაპიული ინდექსი, მაგ. ფლეკაინიდი, პროპაფენონი და მეტოპროლოლი (როდესაც გამოიყენება გულის უკმარისობისას) ან ზოგიერთი ცნს-ზე მოქმედი პროდუქტი, რომლებიც ძირითადად მეტაბოლიზდებიან CYP2D6-ით, მაგ. ანტიდეპრესანტები, როგორიცაა დეზიპრამინი, კლომიპრამინი და ნოტრიპტილინი ან ანტიფსიქოზურები როგორიცაა რისპერიდონი, თიორიდაზინი და ჰალოპერიდოლი. შესაძლებელია დოზის კორეაქცია.
დესიპრამინთან ან მეტოპროლოლთან კომბინაცია იწვევდა მოცემული ორი CYP2D6 სუბსტრატის პლაზმური დონეების ორჯერ მატებას.
ინ ვიტრო კვლევებში გამოვლინდა რომ ესციტალოპრამმა შესაძლოა გამოიწვიოს CYP2C19 -ის სუსტი ინჰიბირება. სიფრთხილეა საჭირო სამედიცინო პროდუქტების თანმხლები გამოყენებისას, რომლებიც მეტაბოლიზედბიან CYP2C19-ით.
4.6 ფერტილობა, ორსულობა და ლაქტაცია
ზოგადი რეკომენდაციები:
ორსულობის კატეგორია C.
რეპროდუქციული ასაკის ქალები/შობადობის კონტროლი (კონტრაცეფცია)
კლინიკური მონაცემები შეზღუდულია ორსულობაზე ექსპოზიციის შესახებ.
ორსულობა
კლინიკური მონაცემები შეზღუდულია ორსულობის დროს ექსპოზიციის შესახებ.
ცხოველებში ჩატარებული კვლევების მიხედვით, რეპროდუქციული ტოქსიურობა შეინიშნება (იხ. ნაწილი 5.3). ესციტალოპრამის ტაბლეტების გამოყენება დაუშვებელია ორსულობის დროს, თუ ძლიერ არ არის აუცილებელი და მხოლოდ სარგებელი/რისკის სათანადო შეფასების შემდეგ.
საჭიროა ახალშობილებზე დაკვირვება, თუ დედებში ესციტალოპრამის გამოყენება ხდებოდა დიდი ხნით ორსულობის დროს, განსაკუთრებით მესამე ტრიმესტრში. უეცარი შეწყვეტა დაუშვებელია ორსულობის დროს.
შემდეგი სახის სიმპტომები შეიძლება განვითარდეს ახალშობილებში დედის მიერ SSRI/SNRI-ს მიღებისას ორსულობის გვიან სტადიებზე: სუნთქვის დათრგუნვა, ციანოზი, აპნოე, კრუნჩხვები, ტემპერატური არასტაბილურობა, კვების გაძნელება, ღებინება, ჰიპოგლიკემია, ჰიპერტონია, ჰიპტონია, ჰიპერრეფლექსია, ტრემორი, ნევროზულობა, გაღიზიანებადობა, ლეთარგია, უეცარი ტირილი, ძილიანობა და ძილის გართულება. მოცემული სიმპტომები გამოწვეული შეიძლება იყოს სეროტონერგიული ეფექტებით ან მოხსნის სიმპტომებით. უმეტესობა შემთხვევებში გართულებები იწყება დაუყოვნებლივ ან მალე (
ეპიდემიოლოგიური მონაცემების მიხედვით SSRI-ების მიღებამ, განსაკუთრებით გვიან ორსულობის დროს შეიძლება გაზარდოს ფილტვის ჰიპერტენზიის რისკი ახალშობილებში (PPHN). რისკი შიენიშნებოდა დაახლოებით 5 შემთხვევაში 1000 ორსულობიდან. ზოგად პოპულაციაში შეინიშნებოდა PPHN-ის 1-2 შემთხვევა 1000 ორსულობიდან.
ლაქტაცია
მოსალოდნელია, რომ ესციტალოპრამი გადავიდეს ადამიანის რძეში.
შესბამისად, ლაქტაცია არ არის რეკომენდებული ორსულობის დროს.
ფერტილობა
ცხოველებში არსებული მონაცემების მიხედვით, ციტალოპრამმა შეიძლება დაარღვიოს სპერმის ხარისხი (იხ. ნაწილი 5.3).
ადამიანებში არსებული შემთხვევების შესახებ შეტყობინებებში ზოგიერთი SSRI მიუთითებდა, რომ სპერმის ხარისხზე ეფექტი შექცევადია. ადამიანის ფერტილობაზე გავლენა ამ დრომდე არ შეინიშნება.
4.7 ეფექტები ავტოტრანსპორტის და მექანიზმების მართვის უნარზე
ესციტალოპრამს არ აქვს უარყოფითი გავლენა ავტოტრანსპორტის და მექანიზმების მართვის უნარზე. თუმცა, ნებისმიერმა ფსიქოაქტიურმა სამედიცინო პროდუქტმა შეიძლება დაარღვიოს უნარები. საჭიროა სიფრთხილის გამოჩენა გავლენის პოტენციური რისკის გამო ავტოტრანსპორტის და მექანიზმების მართვის უნარზე.
4.8 არასასურველი ეფექტები
გვერდითი რეაქციები ყველაზე ხშირია მკურნალობიდან პირველ და მეორე კვირაში და როგორც წესი მცირდება სიხშირე და ინტენსივობა უწყვეტი მკურნალობის დროს.
გვერდითი რეეაქციების ცხრილი
გვერდითი რეაქციები, რომელიც შეინიშნება SSRI-ების მიღებისას, ასევე შეტყობინებულია ესციტალოპრამის შემთხვევაში პლაცებო კონტროლირებულ კლინიკურ კვლევებში ან სპონტანურ პოსტმარკეტინგულ მოვლენებში და ჩამოთვლილია სისტემურ ორგანოთა კლასის და სიხშირის მიხედვით.
სიხშირე მიღებულია კლინიკური კვლევებიდან; ისინი არ არის პლაცებო-კორექტირებული. სიხშირე განისაზღვრება შემდეგნარიად: ძლიან ხშირი (≥1/10), ხშირი (≥1/100 -
სისტემურ ორგანოთა კლასი |
ძალიან ხშირი |
ხშირი |
არახშირი |
იშვიათი |
ძალიან იშვიათი |
უცნობი |
სისხლის და ლიმფური სისტემის მხრივ |
|
|
|
|
|
თრომბოციტოპენია |
იმუნური სისტემის მხრივ |
|
|
|
ანაფილაქტიკური რეაქცია |
|
|
ენდოკრინული დარღვევები |
|
|
|
|
|
არასათანადო ADH სეკრეცია |
მეტაბოლიზმის და კვების მხრივ |
|
მადის დაქვეითება, მადის მომატება, წონის მატება |
წონის მატება |
|
|
ჰიპონატერემია, ანორექსია1 |
ფსიქოზური დარღვევები |
|
შფოთვა, მოუსვენრობა, უჩვეულო სიზმრები, ქალის და მამაკაცის ანორგაზმია |
ბრუქსიზმი, აჟიტაცია, ნერვოზულობა, პანიკური შეტევები, დაბნეულობა |
აგრესია, დეპერსონალიზაცია, ჰალუცინაცია |
|
მანია, სუიციდური იდეები, სუიციდური ქცევა 2
|
ნერვული სისტემის მხრივ |
თავის ტკივილი |
უძილობა, ძილიანობა, პარესთეზია, ტრემორი |
გემოს შეგრძნების დარღვევა, ძილის დარღვევა, სინკოპე |
სეროტონინის სინდრომი |
|
დისკინეზია, მოძრაობის დარღვევა, კონვულსია, ფსიქომოტორული მოუსვენრობა/აკატიზია1 |
თვალის მხრივ |
|
|
მიდრიზაი, მხედველობის დარღვევა |
|
|
|
ყურის და ლაბირინთის მხრივ |
|
|
ტინიტუსი |
|
|
|
გულის მხრივ |
|
|
ტაქიკარდია |
ბრადიკარდია |
|
ელექტროკარდიოგრამაზე QT გახანგრძლივება, პარკუჭოვანი არითმია მათ შორის მოციმციმე არითმია |
სისხლძარღვების მხრივ |
|
|
|
|
|
ორთოსტატული ჰიპოტენზია |
სასუნთქი სისტემის, შუასაყარის და გულმკერდის ორგანოების მხრივ |
|
სინუსიტი, მთქნარება |
ეპისტაქსი |
|
|
|
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ |
გულისრევა |
დიარეა, ყაბზობა, ღებინება, პირის სიმშრალე |
საჭმლის მომნელებელი სისტემის ჰემორაგიები (მათ შორის რექტალური ჰემორაგია) |
|
|
|
ჰეპტაობილიარული სისტემის მხირვ |
|
|
|
|
|
ჰეპატიტი, ღვიძლის ფუნქციის ტესტის დარღვევა |
კანის და კანქვეშა ქსოვილის მხრივ |
|
ოფლიანობის მომატება |
ჭინჭრის ციება, ალოპეცია, გამონაყარი , პრურიტი |
|
|
Ecchymosis, angioedemas |
ძვალ-კუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ |
|
ართრალგია, მილაგია |
|
|
|
|
თირკმლის და საშარდე სისტემის მხრივ |
|
|
|
|
|
შარდის შეკავება |
რეპროდუქციული სისტემის და სარძევე ჯირკვლების მხრივ |
|
მამაკაცი: ეაკულაციის დარღვევა, იმპოტენცია |
ქალები: მეტრორაგია, მენორაგია |
|
|
გალაქტორეა , მამაკაცი: პრიაპრიზმი |
ზოგადი დარღვევები და რეაქციები შეყვანის ადგილას |
|
დაღლილობა, პირექსია |
ედემა |
|
|
|
1 აღნიშნული მოვლენები შეინიშნებოდა SSRI-ების თერაპიული კლასში.
2 სუიციდური იდეების და სუიციდური საქციელის შემთხვევები შეინიშნებოდა ესციტალოპრამის მიღებისას ან მკურნალობის ნაადრევი შეწყვეტის დროს (იხ. ნაწილი 4.4).
QT ინტერვალის გახანგრძლივება
QT ინტერვალის გახანგრძლივება და პარკუჭოვანი არითმია, მათ შორის მოციმციმე არითმია შეინიშნებოდა პოსტმარკეტინგულ პერიოდში, უპირატესად ქალებში, ჰიპოკალემიით ან მანამდე არსებული QT ინტერვალის გახანგრძლივებით ან გულის სხვა დაავადებებით (იხ. ნაწილები 4.3, 4.4, 4.5, 4.9 და 5.1).
კლასის ეფექტები
ეპიდემიოლოგიურ კვლევებში, უპირატესად ჩატარებული 50 წლის და მეტი ხნის პაციენტებში, გამოვლინდა ძვლის მოტეხილობების მომატებული რისკი, რომლებიც იღებდნენ SSRI-ებს და TCA-ებს. უცნობია აღნიშნული რისკის გამოწვევის მექანიზმი.
სიმპტომები მკურნალობის შეწყვეტისას
SSRIs/SNRIs შეწყვეტა (განსაკუთრებით მკვეთრად) ჩვეულებრივ იწვევს სიმპტომების განვითარებას: თავბრუსხვევა, სენსორული დარღვევები (პერესტეზიის და ელექტროშოკური შეგრძნებები), ძილის დარღვევა (უძილობა და კოშმარები), აგზნება ან გაღიზიანება, გულისრევა და/ან ღებინება, კანკალი, გაშტერება, ოფლიანობა, თავის ტკივილი, დიარეა, პალპიტაცია, ემოციური არასტაბილურობა, გაღიზიანება და მხედველობის დაღღვევა არის ყველაზე ხშირი რეაქციები. ძირითადად ეს მოვლენები არის სუსტიდან საშუალო სიძლიერის და თვითონ გაივლის; მაგრამ ზოგიერთი პაციენტის შემთხვევაში შეიძლება იყოს მწვავე და/ან გახანგრძლივდეს. ამიტომ რეკომენდებულია, რომ თუ ესციტალოპრამით მკურნალობა აღარ არის საჭირო, საფეხურეობრივად უნდა მოხდეს დოზის შემცირება (იხ. თავი 4.2 და 4.4).
4.9დოზის გადაჭარბება
ტოქსიკურობა
კლინიკური მონაცემები ესციტალოპრამის დოზის გადაჭარბების შესახებ არის ლიმიტირებული და არის ძირითადად სხავ პრეპარატებთან კომბინაციის დროს. უმრავლეს შემთხვევაში სიმპტომები არის სუსტი ან საერთოდ არ ვლინდება სიმპტომები. ძალიან იშვიათია დოზის გადაჭარბების ფატალური შემთხვევა, მხოლოდ ესციტალოპრამის მიღების დროს; ძირითადად ასეთი შემთხვევები არის სხვადასხვა პრეპარატების გამოყენების შედეგი. ადამიანმა შეიძლება მიიღოს ესციტალოპრამის დოზა 400-800 მგ ფარგლებში, რაიმე მძიმე სიმპტომების გამოვლენის გარეშე.
სიმპტომები
ესციტალოპრამის დოზის გადაჭარბების შემთხვევაში ვლინდება სიმპტომები, რომლებიც დაკავშირებულია ცენტრალურ ნერვულ სისტემასთან (როგორიცაა თავბრუსხვევა, ტრემორი და აგიტაცია სეროტონინის სინდრომის იშვიათ შემთხვევებში, კრუნჩხვა და კომა), კუჭ-ნაწლავის სისტემასთან (გულისრევა/ღებინება), კარდიოვასკულარულ სისტემასთან (ჰიპოტენზია, ტაქიკარდია, QT ინტერვალის პროლონგირება და არითმია) და ელექტროლიტები/სითხის ბალანსის დარღვევასთან (ჰიპოკალიემია, ჰიპონატრიემია).
მართვა
არ არსებობს რაიმე სპეციალური ანტიდოტი. სასუნთქი გზების ფუნქციის შენარჩუნება, ადექვატური ოქსიგენაცია და სუნთქვა. გამოიყენება კუჭის ამორეცხვა და გააქტივებული ნახშირი. გულის და სასიცოცხლო ფუნქციების მონიტორინგი არის რეკომენდებული, ძირითადი სიმპტომების შემანარჩუნებელი ზომების გატარებით.
ასევე პაციენტებში, რომელთაც აწუხებთ გულის უკმარისობა/ ბრადიარითმია დოზის გადაჭარბების შემთხვევაში უნდა მოხდეს ეკგ მონიტორინგი, განსაკუთრებით პაციენტებში რომლებიც იმავე დროს იღებენ QT ინტერვალის გამახანგრძლივებელ პრეპარატებს, ან აქვთ ღვიძლის პრობლემები და შესაბამისად შეცვლილი მეტაბოლიზმი.
5. ფარმაკოლოგიური მახასიათებლები
5.1ფარმაკოდინამიკური მახასიათებლები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ანტიდეპრესანტები, სეროტონინის უკუმიტაცების სელექტიური ინჰიბიტორი
ათქ-კოდი: N06AB10
მოქმედების მექანიზმი
ესციტალოპრამი არის სეროტონინის (5-HT)უკუმიტაცების ინჰიბიტორი, პირველადი კავშირის მაღალი აფინურობით. იგი აგრეთვე უკავშირდება ალოსტერულ ადგილებს სეროტონინის გადამტანში, 1000-ჯერ უფრო ნაკლები აფინურობით.
ესციტალოპრამს არ აქვს ან აქვს დაბალი აფინურობა სხვადასხვა რეცეპტორების მიმართ 5-HT1A, 5-HT2, DA D1 და D2 ჩათვლით, ასევე α1-, α2-, β-ადრენორეცეპტორების, H1ჰისტამინ, ქოლინერგული მუსკარინ, ბენზოდიაზეპინის და ოპიოიდური რეცეპტორების მიმართ. 5-HT-ის უკუმიტაცების ინჰიბირება არის ერთადერთი მოქმედების მექანიზმი, რითაც აიხსნება ესციტალოპრამის ფარმაკოლოგიური და კლინიკური ეფექტი.
ფარმაკოდინამიკური ეფექტი
ჯანმრთელი სუბიექტების ორმაგი-ბრმა, პლაცებო კონტროლირებადი ეკგ კვლევის დროს იცვლებოდა QTc საბაზისო ხაზი (ფრედერიკას-კორექცია), რაც იყო 4.3 მსეკუნდი (90% CI: 2.2, 6.4) 10 მგ/დღეში დოზის და 10.7 მსეკუნდი (90% CI: 8.6, 12.8) სუპრატერაპიული 30 მგ/ დღეში დოზის შემთხვევაში (იხ. თავები 4.3, 4.4, 4.5, 4.8 და4.9 ).
კლინიკური ეფექტურობა
ძირითადი დეპრესიული ეპიზოდები
ესციტალოპრამი არის ეფექტური ძირითადი დეპრესიული ეპიზოდების მწვავე შეტევების მკურნალობის დროს, რაც დადგინდა სამ შემთხვევაში ოთხი ორმაგად-ბრმა, პლაცებო კონტროლირებად მოკლე ვადიან (8 კვირა) კვლევიდან. 274 პაციენტის გრძელვადიანი რეციდივის პრევენციის კვლევებში, რომელთაც ჰქონდათ დადებითი ეფექტი პირველი 8 კვირის განმავლობაში, ღია მკურნალობის ფაზის დროს, როდესაც პაციენტებს აძლევდნენ ესციტალოპრამის 10 ან 20 მგ/დღეში დოზებს, იყო რანდომიზებული, რათა გაგრძელებულიყო მკურნალობა ესციტალოპრამით იმავე დოზით, ან პლაცებოთი 36 კვირის განმავლობაში. ამ კვლევის დროს პაციენტები, რომლებიც იღებდნენ ესციტალოპრამს, მნიშვნელოვნად უფრო ხანგრძლივი დროის განმავლობაში ჰქონდათ რეციდივი, ვიდრე პაციენტებს რომლებიც პლაცებოს იღებდნენ 36 კვირა.
სოციალური შფოთვა
ესციტალოპრამი ეფექტური იყო სამ მოკლევადიანი (12-კვირიანი) კვლევებში და რეაგირებისას 6-თვიანი რეციდივების პრევენციის კვლევაში სოციალური შფოთვის შემთხვევაში. 24-კვირიანი დოზის შემსწავლელ კვლევებმა აჩვენა 5, 10 და 20 მგ ესციტალოპრამის ეფექტურობა
გენერალიზირებული შფოთვა
ესციტალოპრამი დოზით 10 და 20 მგ დღე-ღამეში ეფექტურია ოთხიდან ოთხ პლაცებოს კონტროლირებადი კვლევიაში.
421 პაციენტი, რომელიც მკურნალობდა ესციტალოპრამით და 419 პაციენტი, რომელიც იღებდა პლაცებოს წარმოადგენდა 48.8 და 28.9 პროცენტს შესაბამისი პასუხი იყო პაციენტების 37.1% და 20.8% . მდგრადი ეფექტი გამოიკვეთა I კვირიდან.
ესციტალოპრამის ეფექტურობის შენარჩუნება 20 მგ / დღეში დოზით ნაჩვენები იყო 373 პაციენტში 24-დან 76 კვირამდე, რანდომიზებულ კვლევაში, რომლებშიც მკურნალობაზე პასუხი იყო საწყის 12-კვირიანი ღია მკურნალობის დროს.
ობსესიურ-კომპულსური აშლილობა
რანდომიზებული, ორმაგი ბრმა, კლინიკური კვლევა, ესციტალოპრამს დოზა 20 მგ/დღეში პლაცებოდან განაცალკევეს 12 კვირის შემდეგ Y-BOCS-ის სრულიქულებისმიხედვით. 24 კვირის შემდეგ, პლაცებოსთან შედარებით, 10 და 20 მგ / დღეში ესციტალოპრამი უფრო ეფექტური იყო.
რეციდივის პრევენცია ნაჩვენები იყო ესციტალოპრამის გამოყენებისას დოზით 10 და 20 მგ/დღეში პაციენტებში, რომლებსაც ჰქონდათ მკურნალობაზე პასუხი ესციტალოპრამის 16-კვირიანი ღია კვლევაში, რომლებიც ჩაერთვნენ 24 კვირიანი, რანდომიზებული, ორმაგი ბრმა, პლაცებო კონტროლირებად პერიოდში.
5.2 ფარმაკოკინეტიკური მახასიათებლები
შეწოვა
შეიწოვება თითქმის სრულად და საკვების მიღებისგან დამოუკიდებელად. (კონცენტრაციის მაქსიმუმის საშუალო დრო (საშუალო T max) არის 4 საათი მრავალჯერადი დოზის მიღებისას.) როგორც რაცემატი ციტალოპრამის, ესციტალოპრამის აბსოლუტური ბიოშეღწევადობა არის დაახლოებით 80% .
განაწილება
განაწილების მოცულობა (Vd,β/F) პერორალურად მიღების შემდეგ არის 12-დან 26 ლ/კგ. ესციტალოპრამის და მისი ძირითადი მეტაბოლიტების პლაზმურ ცილასთან კავშირი არის 80% -ზე ნაკლები.
ბიოტრანსფორმაცია
ესციტალოპრამი მეტაბოლიზდება ღვიძლში დემითილირებულ და დიდემითილირებულ მეტაბოლიტების სახით. ორივე ფარმაკოლოგიურად აქტიურია. გარდა ამისა, შესაძლოა აზოტის დაჟანგვა N- ოქსიდის მეტაბოლიტების წარმოქმნით. როგორც ძირითადი ნივთიერება ასევე მეტაბოლიტები ნაწილობრივ გამოიყოფა გლუკურონიდების სახით. დემითილირებულ და დიდემითილირებულ მეტაბოლიტების საშუალო კონცენტრაციის მრავალჯერადი მიღების შემდეგ, ჩვეულებრივ არის ესციტალოპრამის კონცენტრაციის 28-31% და
ელიმინაცია
მრავალჯერადი დოზის მიღების შემდეგ ნახევარელიმინაციის დრო (t½β) არის დაახოლოებით 30 წუთი და ორალური პლაზმის ქლირენსი (Cloral) არის დაახლოებით 0.6 ლ/წთ. ძირითად მეტაბოლიტებს ნახევარგამოყოფის პერიოდი მნიშვნელოვნად უფრო ხანგრძლივი აქვთ. ესციტალოპრამი და მისი ძირითადი მეტაბოლიტები გამოიყოფიან როგორც ღვიძლის ისე თირკმელების გზით, ძირითადად მეტაბოლიტების სახით.
სწორხაზოვნება
პრეპარატის ფარმაკოკინეტიკა არის სწორხაზოვანი, პლაზმაში სტაციონარული მდგომარობის მიიღწევა დაახლოებით 1 კვირაში. საშუალო სტაციონარული კონცენტრაცია 50 ნმოლი/ლ (მერყეობს 20-დან 125 ნმოლ/ლ) მიიღწევა 10 მგ დღიური დოზით.
ხანდაზმული პაციენტები (> 65 წელი)
ესციტალოპრამი უფრო ნელა გამოიყოფა ხანდაზმული ადამიანის ორგანიზმიდან ახალგაზრდა პაციენტებთან შედარებით. სისტემაში არსებობა (AUC) დაახლოებით 50%-ით უფრო მაღალია ხანდახმულებში, ახალგაზრდა ჯანმრთელ მოხალისეებთან შედარებით (იხ. თავი 4.2).
დაქვეითებული ღვიძლის ფუნქცია
პაციენტებში, რომელთაც აქვთ მსუბუქი და საშუალო ხარისხის ღვიძლის უკმარისობა (ჩაილდ-პიუს კრიტერიუმი), ესციტალოპრამის ნახევარგამოყოფის პერიოდი ორჯერ უფრო ხანგრძლივი არის და მისი რაოდენობა ორგანიზმში 60%-ით უფრო მაღალია, ვიდრე სუბიექტებში, რომლებსაც აქვს ღვიძლის კარგი ფუნქცია. (იხ. ქვეთავი 4.2)
დაქვეითებული თირკმლის ფუქნცია
თირკმლი ფუქციის შემცირების გამო, რაცემული ციტალოპრმით მკურნალობის ფონზე, უფრო ხანგრძლივი ნხევარგამოყოფის და ორგანიზმში დარჩენის პერიოდი ახასიათბს (CLcr 10-53 ml). მეტაბოლიტების პლაზმაში კონცენტრაცია ჯერ არ არის შესწავლილი, თუმცა შესაძლოა მათი დონეც იმატებდეს (იხ. გაყოფილება 4.2).
პოლიმორფიზმი
დადგინდა, რომ მინორული მეტაბოლიტები, რომლებიც მიიღება CYP2C19 -ით, არიან ორჯერ უფრო მაღალი კონცენტრაციით პლაზმაში ვიდრე ძირითად მეტაბოლიტები. მნიშვნელოვან ცვლილებებს ადგილი არ ჰქონიდა ცუდ აცეტილატორებში, CYP2C19 -ის მიმართებაში. (იხ პარაგრაფი 4.2).
5.3 წინაკლინიკური უსაფრთხოების მონაცემები
სრული წინაკლინიკური კვლევები ესციტალოპრამზე არ არის ჩატარებული ვინაიდან ტოქსიკოკინეტიკური და ტოქსიკოლოგიური კვლევებმა, რომელიც ჩატარდა ვირთაგცებში ესციტალოპრამისა და ციტალოპრამის გამოყენებით, აჩვენა რომ მათ აქვთ მსგავსი პროფილი. შესაბამისად, ყველა ციტალოპრამის ინფორმაცია შესაძლებელია გადატანილი იქნას ესციტალოპრამზე.
შედარებითი ტოქსიკოლოგიური კვლევების დროს ვირთაგვებში, ესციტალოპრამი და ციტალოპრამი იწვევენ გულზე ტოქსიკურ მოქმედებას, ქრონიკული გულის უკმარისობის ჩათვლით. რამოდენიმე კვირიანი მკურნალბის შემდეგ, როდესაც გამოიყენებოდა დოზები რომლებიც იწვევენ საერთო ტოქსიკურ ეფექტს. კარდიოტოქსიკურობა კორელაციაშია პლაზმის მაქსიმალურ კონცენტრაციასთან უფრო მეტად, ვიდრე სისტემაში არსებული (AUC) ესციტალოპრამი.
პლაზმაში მაქსიმალური კონცენტრაცია, როდესაც ნივთიერების არ აქვს ეფექტი იყო (8-ჯერ) მეტი ვიდრე გამოიყენებოდა კლინიკური კვლევების დროს, როცა მრუდქვეშა ფართობი იყო მხოლოს 3-4-ჯერ მეტი ვიდრე კლინიკურ პრაქტიკაში გამოიყენება. ციტალოპრამისთვის (AUC) მაჩვენებელი S -ენანტიომერისთვის იყო 6-7-ჯერ მაღალი, ვიდრე კლინიკაში გამოიყენება. მიღებული მონაცემები სავარაუდოდ გამოწვეულია ბიოგენური ამინების გავლენით.
მიღებული მონაცემები სავარაუდოდ დაკავშირებულია ბიოგენური ამინების გადაჭარბებულ მოქმედებასთან, მეორადიდან პირველად ფარმაკოლოგიურ ეფექტებამდე, რაც გამოიხატება ჰემოდინამიკური ეფექტების შემცირებაში (კორონარული მიმოქცევის შემცირება) და იშემია. თუმცა ვირთაგვებში კარდიოტოქსიკური მოქმედების ზუსტი მექანიზმი არ არის დადგენილი. კლინიკური გამოცდილება ციტალოპრამით და კლინიკური კვლევები ესციტალოპრამით არ აჩვენებს, რომ ამ მონაცემებს შორის არის კორელაცია.
მომატებული ფოსფოლიპიდების შემცველობა შეიმჩნევა ზოგიერთ ქსოვილში, მაგ. ფილტვის, ეპიდიდების და ღვიძლის, ესციტალოპრამით და ციტალოპრამის ხანრძლივი მკურალობის შემდეგ ვირთაგვებში. მსგავსი შედეგებია აღმოჩენილი მამაკაცის ეპიდიდიმედებსა და ღვიძლში. ეფექტი შექცევადია მკურნალობის შეწყვატის შემდეგ. ფოსფოლიპიდების (ფოსფოლიპიდოზის) აკუმულაცია ცხოველებში შეიმჩნევა მრავალი ამფიფილური კათიონური პრეპარატის შემთხვევაში. არ არის ცნობილი აქვს თუ არა ამ რაიმე მნიშვნელობა ამას მამაკაცებზე.
ტოქსიკურობის განვითარების შესწავლის დროს ვირთაგვებში დაფიქსირდა ემბრიოტოქსიკური ეფექტი (ნაყოფის ზომის შემცირება და გაძვალების შექცევადი შეფერხება), რაც გამოწვეული იყო კლინიკური კვლევების დროს კვლევის ობიექტის ჭარბი გამოყენებით. სხვა მალფორმაციის სიხშირის მატებას ადგილი არ ჰქონდა. წინა და პოსტნატალურმა კვლევებმა აჩვენა, რომ ნაყოფის გადარჩენის პროცენტი მცირდება კლინიკურ დოზაზე მაღალი დოზით პრეპარატის მიღების დროს.
კვლევებმა ცხოველებში აჩვენა, რომ ციტალოპრამი იწვევს ფერტილობის და ორსულობის ინდექსის შემცირების ინდუცირებას, იმპლანტაციის რიცხვის შემცირებას და ანომალურ სპერმას, როდესაც ნივთიერების ზემოქმედება ადამიანის ორგანიზმზე ძალიან მაღალია. ცხოველებზე, რაიმე მსგავსი მონაცემები ამ ეტაპტე არ არის ესციტალპრამისთვის.
6. ფარმაცევტული თავისებურებები
6.1 დამხმარე ნივთიერებები
მიკროკრისტალური ცელულოზა
ტალკი
კროსკარელოზის ნატრიუმი
კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი
მაგნიუმის სტეარატი
ოპადრი II 85G18490 თეთრის შემცველობა: [პოლივინილ სპირტი, ტიტანის დიოქსიდი (E 171), ტალკი, მაკროკოლი / PEG, ლეციტინი (სოი) (E322).
6.2 შუთავსებლობა
არ განიხილება
6.3 ვარგისობის ვადა
2 წელი
6.4 შენახვის პირობები
შეინახეთ არაუმეტეს 25°C ტემბერატურაზე.
6.5 შესაფუთი მასალის ბუნება და შემდგენლობა
28 და 84 აპკით დაფარული ტაბლეტი შეფუთული პვქ/პვდქ- ალუმნის ბლისტერში, რომელიც მოთავსებულია მუყაოს კოლოფში პაციენტის საინფორმაციო ფურცელთან ერთად
6.6. გაფრთხილება განადგურების ან სხვა დამუშავების შესახებ
გამოუყენებელი პრეპარატის ან მასალის განადგურება უნდა მოხდეს "სამედიცინო ნარჩენების კონტროლის რეგულაციების" და "შესაფუთი მასალის’’ ნარჩენების კონტროლის რეგულაციის" მიხედვით.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით.
7. ლიცენზიის მფლობელი
ნეუტექ ილაჩ სან. ტიკ. ა.შ. (Neutec Ilac, San. Tic, A.Ş.)
ესენლერ/საკარია/თურქეთი