ფორმა, შეფუთვა: სუბლინგვალური ტაბლეტები: შეფუთვაში 50 და 250 ც.
შემადგენლობა - 1 ტაბ.
Barium carbonicum 12x30 მგ
Ignatia 6x30 მგ
Stramonium 4x30 მგ
alium Phosphoricum 6x30 მგ
Arnica 4 x45 მგ
Causticum Hahnemanni 6x45 მგ
Anacardium Д6, Aconitum 12x45 მგ
Calcium jodatum 4x15 მგ
მწარმოებელი - HEEL გერმანია
კლინიკო-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: სისხლის მიმოქცევის გამაუმჯობესებელი ჰომეოპათიური საშუალება.
ფარმაკოლოგიური მოქმედება: პრეპარატი წარმოადგენს ჰომეოპათიური წესით მომზადებულ კომპლექსურ ანტიჰომოტოქსიკოლოგიურ სამკურნალო საშუალებას, რომლის შემადგენლობაში შედის მცენარეული, მინერალური და ცხოველური წარმოშობის ნივთიერებები. ჰომოტოქსინების (ადამიანის ტოქსინები) შესახებ დოქტორ რეკევეგის მოძღვრების მიხედვით მათი მოქმედება დაფუძნებულია ორგანიზმის იმუნური სისტემის გააქტივებაზე და მისი ფუნქციის ნორმალიზაციაზე.
ჩვენება:
- ათეროსკლეროზი - განსაკუთრებით თავის ტვინის სისხლძარღვების და ამ მიზეზით გამოწვეული გონებრივი სისუსტე;
- მოტორული მოუსვენობა და ძილიანობა, ღამით მოუსვენარი ძილი, მეხსიერების ასაკობრივი დაქვეითება;
- არტერიოსკლეროზის შედეგად გამოწვეული თავბრუსხვევა;
- პოსტაპოპლექსიური პარეზები, ყურებში შუილი, ჯირკვლების სკროფულოზური შეშუპება, ბავშვებში ზრდის და გონებრივი განვითარების ჩამორჩენის შემთხვევები;
- ლიმფატიზმი.
დოზირებისა და მიღების რეჟიმი 1 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში. მწვავე მდგომარეობისას 1 ტაბლეტი ყოველ 15-30 წუთში, არა უმეტეს 2 საათის განმავლობაში.
გამოყენების წესი: ჭამამდე ნახევარი საათით ადრე სუბლინგვალურად სრულ გაწოვამდე, წყლის მიყოლების გარეშე.
გვერდითი მოვლენები: არ გააჩნია
განსაკუთრებული მითითებები: ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებისას პრეპარატი არ მიიღება ექიმის დანიშნულების გარეშე.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება: აღსანიშნავ თავისებურებათა გარეშე.
შენახვის პირობები და ვარგისიანობის ვადა: პრეპარატი ინახება ოთახის ტემპერატურაზე, მშრალ, მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედებისა და გადახურებისაგან დაცულ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. ვარგისიანობის ვადა - 5 წელი.