ფორმა, შეფუთვა: ყურის წვეთები - საწვეთურიან ფლაკონში 5 მლ.

შემადგენლობა - 1 მლ შეიცავს 50 მგ ფლორამფენიკოლს, 0.25 მგ ბეკლომეთაზონის დიპროპიონატს, 10 მგ კლოტრიმაზოლს, 20 მგ ლიდოკაინის ჰიდროქლორიდს.

დამხმარე ნივთიერებები: პროპილენგლიკოლი, გლიცერინი.

მწარმოებელი: საქართველო - ავერსი-რაციონალი

კლინიკო-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: კორტიკოსტეროიდები მიკრობების საწინააღმდეგო პრეპარატებთან კომბინაციაში.

ფარმაკოლოგიური მოქმედება: ადგილობრივი მოქმედების კომბინირებული პრეპარატი ტკივილგამაყუჩებელი, ანტიბაქტერიული, ანთების და სოკოს საწინააღმდეგო თვისებებით.

ქლორამფენიკოლი - ფართო სპექტრის ანტიბიოტიკი, რომელიც ხასიათდება ბაქტერიოსტატული ეფექტით. მისი მოქმედების მექანიზმი განპირობებულია მიკროორგანიზმის უჯრედში ცილის სინთეზის ინჰიბირებით. ქლორამფენიკოლი ეფექტურია როგორც გრამდადებითი, ასევე გრამუარყოფითი ბაქტერიების მიმართ. მიკროორგანიზმების მდგრადობა ქლორამფენიკოლის მიმართ შედარებით ნელა ვითარდება.

ბეკლომეთაზონის დიპროპიონატი - გლუკოკორტიკოსტეროიდი, ეფექტურად ხსნის ანთებით პროცესს.

კლოტრიმაზოლი - ფართო სპექტრის მქონე გარეგანი გამოყენების სოკოს საწინააღმდეგო საშუალება. კლოტრიმაზოლის მოქმედების ეფექტი განპირობებულია სოკოს უჯრედული მემბრანის შემადგენლობის დარღვევით, განვლადობის შეცვლით და უჯრედის შემდგომი ლიზისით.

ლიდოკაინის ჰიდროქლორიდი - ადგილობრივი მოქმედების ტკივილგამაყუჩებელი საშუალება. იგი აფერხებს ნატრიუმის იონების შეღწევას ნერვული უჯრედების მემბრანაში, რის შედეგადაც ნერვულ ბოჭკოებში შექცევადად ფერხდება იმპულსის გატარება, რაც უზრუნველყოფს ადგილობრივ ანესთეზიას. ლიზოკაინის ჰიდროქლორიდი ხსნის ტკივილსა და ქავილს, რომელიც ხშირად თან ახლავს ყურის დაავადებებს.

ფარმაკოკინეტიკა - არ არსებობს მონაცემები ბაუმეს ფარმაკოკინეტიკის შესახებ.

ჩვენება:

- ყურის ინფექციურ-ანთებითი დაავადებები;

- ყურზე ქირურგიული ჩარევის შემდგომი მდგომარეობა.

დოზირებისა და მიღების რეჟიმი ინიშნება 4-5 წვეთი 3-4-ჯერ დღეში ან ექიმის დანიშნულების მიხედვით. მკურნალობის კურსი შეადგენს 7-10 დღეს.

პრეპარატის ჩაწვეთებამდე დაზიანებული ყურის გარეთა სასმენი მილი უნდა იქნას ბამბით გაწმენდილი და გამშრალებული, აგრეთვე რეკომენდებულია ყურის წვეთების შეთბობა სხეულის ტემპერატურამდე. ბაუმეს ჩაწვეთების შემდეგ რამოდენიმე წთ-ის განმავლობაში თავი უნდა იყოს მოხრილი საწინააღმდეგო მხარეს (დაზიანებული ყურით ზევით), რომ არ მოხდეს პრეპარატის გამოჟონვა ყურიდან.

გვერდითი მოვლენები: ბაუმე, როგორც წესი, კარგად გადაიტანება. იშვიათად შესაძლებელია აღინიშნოს ალერგიული რეაქციები (ადგილობრივად - წვა, ქავილი).

უკუჩვენება: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ, დაფის აპკის მთლიანობის დარღვევა.

ორსულობა და ლაქტაცია

ბაუმეს გამოყენების უსაფრთხოება ორსულებში და ძუძუთი კვების პერიოდში დადგენილი არ არის.

განსაკუთრებული მითითებები: პრეპარატი განკუთვნილია გარეგანი გამოყენებისათვის.

გვერდითი მოვლენების განვითარებისას შესაძლოა, საჭირო გახდეს მკურნალობის შეწყვეტა; 4 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენდებული.

ბაუმეს გამოყენება შესაძლებელია ფლაკონის გახსნიდან 1 თვის განმავლობაში.

ზედოზირება: არ არსებობს მონაცემები ბაუმეს დოზის გადაჭარბების შესახებ.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება: მონაცემები ბაუმეს ურთიერთქმედების შესახებ სხვა სამკურნალო საშუალებებთან არ არსებობს.

შენახვის პირობები და ვარგისიანობის ვადა: პრეპარატი ინახება არა უმეტეს 25oC ტემპერატურაზე, სინათლისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას. ვარგისიანობის ვადა - 2 წელი.

Facebook კომენტარები

600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია
600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია