ფორმა, შეფუთვა: კაფსულები - შეფუთვაში 20 ც.
შემადგენლობა - 1 კაფს. შეიცავს IP 5932 ბაქტერიის კულტურების სპორებს 35 მგ
დამხმარე ნივთიერებები:
კალციუმის კარბონატი, თეთრი თიხა, ჟელატინი, ტიტანის მჟავა (E171).
მწარმოებელი - AVENTIS PHARMA საფრანგეთი
კლინიკო-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: დიარეის საწინააღმდეგო საშუალება.
ფარმაკოლოგიური მოქმედება: პრეპარატი უნარჩუნებს ნაწლავის ფლორას ფიზიოლოგიურ წონასწორობას და უზრუნველყოფს მის კორეგირებას. პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი ბაქტერიის სპორები მდგრადნი არიან კუჭის წვენის მოქმედების მიმართ. მათი ზრდა ვეგეტატური ფორმის ბაქტერიებში ხორციელდება ნაწლავებში. ვეგეტატური ფორმის ბაქტერიები ანთავისუფლებენ ენზიმებს, რომლებიც შლიან ნახშირწყლებს, ცხიმებს და ცილებს, რაც იწვევს მჟავე არეს წარმოქმნას, რომელიც ხელს უშლის ლპობის პროცესების განვითარებას. პრეპარატი ხასიათდება პრევენციული მოქმედებით ნაწლავებში ვიტამინ P -ს და B-ს სინთეზის დარღვევის მიმართ.
ფარმაკოკინეტიკა: არ მოიპოვება მონაცემები.
ჩვენება: სხვადასხვა გენეზის მწვავე და ქრონიკული დიარეა განსაკუთრებით ბავშვებში (კვების რეჟიმის და საკვების შემადგენლობის ხარისხის ცვლილებით გამოწვეული, საჭმლის მონელების დარღვევა, ალერგიული გენეზი);
- ნაწლავური დისბაქტერიოზი (განსაკუთრებით ფართო სპექტრის ანტიბიოტიკებით გამოწვეული);
- ენტერიტი;
- ენტეროკოლიტი;
- ნაწლავების დარღვეული ფუნქციის მკურნალობა და პროფილაქტიკა, რომელიც გამოწვეულია ქიმიო ან რადიოთერაპიით;
- ინფექციური დიარეის სამკურნალოდ, როგორც დამხმარე საშუალება.
დოზირებისა და მიღების რეჟიმი დგინდება ინდივიდუალურად დაავადების სიმძიმის, პაციენტის ასაკისა და სხეულის წონის მიხედვით. მწვავე დაავადებების სამკურნალოდ პრეპარატი ინიშნება 3-6-ჯერ დღეში 1 კაფსულის ოდენობით. მძიმე შემთხვევების სამკურნალოდ ინიშნება 10 კაფსულა დღეში.
ქრონიკული დაავადების სამკურნალოდ 1 კაფსულა ინიშნება 2-3-ჯერ დღეში. პრეპარატს უნიშნავენ 1 სთ-ით ადრე ჭამის წინ. ჩვილ და 3 წლამდე ასაკის ბავშვებში, აგრეთვე პაციენტებში, რომლებსაც უჭირთ კაფსულის გადაყლაპვა, საჭიროა კაფსულა გავხსნათ მცირე რაოდენობით წვენში, რძეში ან წყალში.
გვერდითი მოვლენები: არ არის ცნობილი.
უკუჩვენება: პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა
განსაკუთრებული მითითებები: პრეპარატი არ უნდა მივიღოთ ცხელ წყალთან და ალკოჰოლურ სასმელებთან ერთად.
ზედოზირება: არ აღინიშნება.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება: პრეპარატი არ ხასიათდება ურთიერთქმედებით სხვადასხვა ანტიბიოტიკებთან და სულფანილამიდურ პრეპარატებთან, რის გამოც მათი კომბინაცია დასაშვებია.
შენახვის პირობები და ვარგისიანობის ვადა: პრეპარატი ინახება არა უმეტეს 25oC ტემპერატურაზე, გრილ, სინათლისაგან დაცულ ადგილას. ვარგისიანობის ვადა - 3 წელი.