მწარმოებელი: DENTINOX, გერმანია.
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
წვეთები შიგნით მისაღებად, ბავშვებისათვის, მუქ ფლაკონში, 30 მლ. 1გ (=24 წვეთს) შეიცავს ცერეცოს თესლების (320 მგ), გვირილას ყვავილების (200მგ) და კორიანდრის თესლების (200მგ) თხევად ექსტრაქტს.
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
მუცლის შებერილობის საწინააღმდეგო საშუალება; სპაზმოლიზური საშუალება.
ჩვენებები:
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სპაზმი და მეტეორიზმი (მათ შორის, ხელოვნურ კვებასთან დაკავშირებული) ჩვილ ბავშვებში, ასევე მცირე და სასკოლო ასაკის ბავშვებში. ხსნის და ხელს უშლის კუჭ-ნაწლავის სპაზმისა და ტკივილის განვითარებას, რაც დაკავშირებულია მეტეორიზმთან. ეფექტი განპირობებულია კორიანდრის, ცერეცოს თესლებსა და გვირილის ყვავილებში არსებული ეთეროვანი ზეთებით, აზულენით, ანტემისის მჟავით, გლიკოზიდებით, ტერპენებით.
დოზირება:
ინიშნება დასალევად. წყალში გაუზავებლად ან მცირე რაოდენობით ფაფასთან ან სითხესთან ერთად. ჩვილ ბავშვებში – 3-6 წვეთი 3-ჯერ დღეში, 1 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში – 6-10 წვეთი 3-ჯერ დღეში, სასკოლო ასაკის ბავშვებში – 10-15 წვეთი 3-ჯერ დღეში.
უკუჩვენებები:
მომატებული მგრძნობელობა (მათ შორის სორბიტის აუტანლობა).
გვერდითი ეფექტები:
კანისა და რესპირაციულ-ალერგიული რეაქციები.
განსაკუთრებული მითითებები:
მიღების წინ ფლაკონი უნდა შეანჯღრიოთ.
შენახვის პირობები:
ინახება სინათლისაგან დაცულ ადგილას, 2-20ºС ტემპერატურაზე.