შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

შაქრიანი გარსით დაფარული ტაბლეტები.

აღწერილობა: მრგვალი, ორმხრივამოზნექილი, შაქრის გარსით დაფარული ტაბლეტები გრავირებით BENEV ცალ მხარეს და გლუვი ზედაპირით მეორე მხარეს.

შაქრიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს:

აქტიური ნივთიერებები:

ვიტამინი B1 (თიამინის ნიტრატი) ..........................................  250 მგ

ვიტამინი B2 (რიბოფლავინი) ...................................................  15 მგ

ვიტამინი B6 (პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი)  .......................  200 მგ

ვიტამინი B9 (ფოლის მჟავა) ...................................................   0,50 მგ

ვიტამინი B12 (ციანოკობალამინი)  ...........................................  0,25 მგ

დამხმარე ნივთიერებები: პოვიდონი (K30), მიკროკრისტალური ცელულოზა, კალციუმის ჰიდროფოსფატი, გასუფთავებული ტალკი, მაგნიუმის სტეარატი, სილიციუმის კოლოიდური უწყლო დიოქსიდი, ნატრიუმის მეტაბისულფიტი, დინატრიუმის ედეტატი, ნატრიუმის მეთილპარაბენი, ნატრიუმის პროპილპარაბენი, ნატრიუმის კროსკარმელოზა.

გარსის შემცველობა:  შელაკი, საქაროზა, ტიტანის დიოქსიდი, გუმიარაბიკი, პონსო 4R სუპრა, კალციუმის კარბონატი, ჟელატინი, ცვილი თეთრი, კარნაუბის ცვილი.

კლინიკურ–ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

B ჯგუფის ვიტამინების კომპლექსი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ვიტამინი B1 (თიამინის ნიტრატი) ადამიანის ორგანიზმში ფოსფორილირების პროცესების შედეგად გარდაიქმნება კოკარბოქსილაზად, რომელიც წარმოადგენს მრავალი ფერმენტული რეაქციის კოფერმენტს. თიამინი მნიშვნელოვან როლს თამაშობს ნახშირწყლოვან, ცილოვან და ცხიმოვან ცვლაში. აქტიურად მონაწილეობს სინაფსებში ნერვული აგზნების გატარების პროცესებში, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციების, გულის და ენდოკრინული ჯირკვლების მუშაობის უზრუნველსაყოფად. ვიტამინ B1 –ის დეფიციტი იწვევს რძემჟავის და პიროყურძნის მჟავის დაგროვებას, რის შედეგად შესაძლებელია პოლინევრიტების, ბერი-ბერის, ვერნიკეს ენცეფალოპათიის და კორსაკოვის სინდრომის, პოლინევროპათიის განვითარება.

ვიტამინი B2 (რიბოფლავინი) წარმოადგენს უჯრედოვანი სუნთქვის და მხედველობითი აღქმის პროცესების უმნიშვნელოვანეს კატალიზატორს. რიბოფლავინი, არეგულირებს რა ჟანგვა-აღდგენით პროცესებს, მონაწილეობს ნახშირწყლოვან, ცილოვან და ცხიმოვან ცვლაში, მნიშვნელოვან როლს თამაშობს დნმ-ის ფორმირებაში, ჰემოგლობინის სინთეზში, ხელს უწყობს ქსოვილების (მ.შ. კანის უჯრედების) რეგენერაციის პროცესებს, უჯრედებში ტროფიკული დარღვევების კორექციას.

ვიტამინი B6 (პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი) აუცილებელია ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისთვის. ფოსფორილირებული ფორმით წარმოადგენს კოფერმენტს ამინომჟავების მეტაბოლიზმში (მათ შორის, დეკარბოქსილირება, გადაამინირება). მონაწილეობს შემდეგი ნეირომედიატორების ბიოსინთეზში: დოპამინი, ნორადრენალინი, ადრენალინი, სეროტონინი, ჰისტამინი და GABA (γ-Aminobutyric acid).

ვიტამინ B6-ის დეფიციტი შესაძლებელია: საკვებიდან მისი არასაკმარისი რაოდენობით მიღების შემთხვევაში, ნაწლავებში შეწოვის დარღვევის შემთხვევაში, ისეთი წამლების მიღებისას, რომლებიც მის ანტაგონისტებს წარმოადგენენ, სხივური თერაპიის დროს. დეფიციტის სიმპტომებია სებორეის მსგავსი დაზიანება თვალების, ცხვირის ირგვლივ, გლოსიტი, სტომატიტი, პერიფერიული ნევრიტი, კრუნჩხვები (GABA -ს დაბალი კონცენტრაციის გამო), ძალიან იშვიათად – ანემია.

ვიტამინი B9 (ფოლის მჟავა) აუცილებელია ქსოვილების ზრდის, განვითარების და პროლიფერაციის პროცესების ნორმალური მიმდინარეობისათვის, კერძოდ, ჰემოპოეზის და ემბრიოგენეზისათვის, ამაღლებს გონებრივ და ფიზიკურ შრომისუნარიანობას. ასტიმულირებს მარილმჟავის გამომუშავებას კუჭში. ორსული ქალის ორგანიზმში დაბალი შემცველობის შემთხვევაში არ არის გამორიცხული მუცლის მოშლის, დღენაკლული ბავშვის გაჩენის შესაძლებლობა და სხვა.

გამოიყენება მეგალობლასტური ანემიის, ქრონიკული გასტროენტერიტის და პოსტრეზექციული ანემიის დროს, ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში და სხვა.

ვიტამინი B12 (ციანოკობალამინი) აუცილებელია ნორმალური სისხლმბადი ფუნქციისათვის და ერითროციტების მომწიფებისათვის, მონაწილეობს რიგ ბიოქიმიურ რეაქციებში, რომლებიც უზრუნველყოფენ ორგანიზმის ცხოველმყოფელობას – მეთილის ჯგუფების გადატანაში, ნუკლეინის მჟავების, ცილის სინთეზში, ამინომჟავების, ნახშირწყლების, ლიპიდების ცვლაში. გავლენას ახდენს პროცესებზე ნერვულ სისტემაში (დნმ-ის, რნმ-ის, მიელინის სინთეზი, ცერებროზიდების და ფოსფოლიპიდების ლიპიდური შემადგენლობა). ციანოკობალამინის კოფერმენტული ფორმები – მეთილკობალამინი და ადენოზილკობალამინი – აუცილებელია უჯრედების რეპლიკაციისა და ზრდისათვის.

ვიტამინ B12-ის დეფიციტი ვლინდება სიმპტომებით სისხლმბადი და ნერვული სისტემის მხრივ. ჰემოპოეზი არაეფექტური ხდება, ამასთან ერითროპოეზი ხდება მეგალობლასტური, ხოლო მძიმე შემთხვევებში ვითარდება პანციტოპენია. ნერვული სისტემის მხრივ შესაძლებელია განვითარდეს შეუქცევი დაზიანებები – დემიელინიზაცია, ნეირონების კვდომა ზურგის ტვინსა და თავის ტვინის ქერქში, რაც ვლინდება პარესთეზიებით კიდურებში, არამყარი სიარულით, ზოგიერთი რეფლექსების დარღვევით და ბოლო სტადიაში – ფსიქიური დარღვევებით, ჰალუცინაციებით, ხასიათის ცვალებადობით, მეხსიერების, მხედველობის დაკარგვით და ფსიქოზით.

ჩვენებები:

ნერვული სისტემის სხვადასხვა გენეზის დაავადებები:

პერიფერიული ნევრიტები და პოლინევრიტები, ნევრალგია, პერიფერიული პარეზები და დამბლები, რადიკულიტები, ლუმბაგო, პლექსიტები, ნეკნთაშუა ნევრალგია, გვერდითი ამიოტროფული სკლეროზი, ბავშთა ცერებრალური დამბლა, პერიფერიული ნერვების ტრავმები, ენცეფალოპათია, მათ შორის დიაბეტური, ალკოჰოლური;

-    იზონიაზიდური რიგის ტუბერკულოზის საწინააღმდეგო საშუალებების, ანტიბიოტიკების, სხივური და ქიმიოთერაპიის გვერდითი ეფექტების პროფილაქტიკა და კორექცია;

-    სხვადასხვა გენეზის ანემია;

-    კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებები: კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება, ქრონიკული გასტრიტი, ენტეროკოლიტი, ჰეპატიტი, ღვიძლის ციროზი;

-    კანის დაავადებები: ეგზემა და ნევროგენული წარმოშობის დერმატოზები, დერმატიტები და ნეიროდერმიტები, ფსორიაზი;

-    სახსრების დაავადებები: ართრიტი, ოსტეოართროზი, რევმატიზმი, რევმატოიდული ართრიტი და სხვა.

-    ათეროსკლეროზის, გულის იშემიური დაავადების, სისხლის მიმოქცევის ქრონიკული უკმარისობის კომპლექსური მკურნალობა;

-    ორსულთა ტოქსიკოზები;

-    თვალის დაავადებების კომპლექსური მკურნალობა: ჰემერალოპია, კერატიტი, ირიტი, კატარაქტა, რქოვანის წყლული;

მიღების წესი და დოზირება:

ბენევრონი BF მიიღება შიგნით ჭამის დროს 1 ტაბლეტი 1-3-ჯერ დღე-ღამეში.

ბავშვებში 2-5 წლამდე ინიშნება ½ ტაბლეტი, ხოლო 5 წლის ასაკის ზევით – 1 ტაბლეტი 1-2 ჯერ დღე-ღამეში.

მკურნალობის კურსი ვარირებს ავადმყოფის მდგომარეობის მიხედვით.

უკუჩვენებები:

მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ, 2 წლამდე ასაკი.

განსაკუთრებული მითითებები:

გასათვალისწინებელია, რომ ბენევრონი BF-ის მიღებისას შესაძლებელია შარდის შეფერადება ყვითელად. რაც განპირობებულია პრეპარატის შემადგენლობაში რიბოფლავინის არსებობით.

გვერდითი მოქმედება:

შესაძლებელია ალერგიული რეაქციები, კანის ქავილი.

ჭარბი დოზირება:

ჭარბი დოზირების შემთხვევები აღწერილი არ არის.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:

ბენევრონი BF-ის ლევოდოპასთან ერთდროული გამოყენებისას აღინიშნება ამ უკანასკნელის ანტიპარკინსონული მოქმედების დაქვეითება.

ეთანოლი ამცირებს თიამინის აბსორბციას.

გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის დროს:

ორსულობის და ლაქტაციის დროს პრეპარატი გამოიყენება დანიშნულების თანახმად.

გამოშვების ფორმა:

შაქრის გარსით დაფარული ტაბლეტები. 10 ტაბლეტი ბლისტერში.

2 ბლისტერი მუყაოს კოლოფში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.

შენახვის პირობები:

ინახება არაუმეტეს +250C ტემპერატურაზე მშრალ ადგილას.

ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა:

3 წელი წარმოების თარიღიდან.

არ გამოიყენოთ ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ.

აფთიაქიდან გაცემის პირობა:

III ჯგუფი (გაცემის რეჟიმი: რეცეპტის გარეშე).

Facebook კომენტარები

600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია
600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია