ბიოსედატი

აუმჯობესებს ძილს და ავლენს სედატიურ მოქმედებას

შემადგენლობა:

პასიფლორას ექსტრაქტი  190 მგ
მაგნოლიის ექსტრაქტი 25 მგ
უნაბის ექსტრაქტი 100 მგ
ბარამბოს ექსტრაქტი 100 მგ
მელატონინი 5 მგ

ფარმაკოლოგიური მოქმედება:
მელატონინი - წარმოადგენს ეპიფიზის ჰორმონს, რომელიც აწესრიგებს ძილის ფაზებს, ხსნის უძილობას, აქვს სედატიური მოქმედება. მელატონინი ასევე ამაღლებს იმუნიტეტს. აქვს ნოოტროპული მოქმედება, აუმჯობესებს მეხსიერებას, კონცენტრაციის უნარს.
პასიფლორას  (Passiflora incarnata) - აქვს დამამშვიდებელი, მსუბუქი საძილე, ასევე შფოთვის საწინააღმდეგო მოქმედება. ხსნის შინაგანი ორგანოების ნეიროგენული წარმოშობის სპაზმს.
მაგნოლია (Magnolia officinalis) -  აფართოებს სისხლძარღვებს და ამცირებს არტერიულ წნევას. აქვს გლუვ მუსკულატურაზე სპაზმოლიზური მოქმედება.
ბარამბოს (Melissa officinalis)-  აქვს სპაზმოლიზური, ტკივილგამაყუჩებელი, სედატიური და ჰიპოტენზიური მოქმედება.
უნაბს (Zyzyphus) -  აქვს სუსტი შარდმდენი, ჰიპოტენზიური, სედატიური მოქმედება.

ჩვენება:
- ნევროზი, ნევრასთენია
- უძილობა
- ასთენონევროზული სინდრომი (ნერვული გადაძაბვა, გაღიზიანებადობა, ხელების ტრემორი)
- ქრონიკული სტრესი
- ჰიპერტონული ტიპის ვეგეტოსისხლძარღვოვანი დისტონია
- პრედმენსტრუალური, კლიმაქტერული სინდრომი
- გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი
- ქავილით მიმდინარე დერმატოზები

გამოყენების წესი:
1-2 კაფსულა დღეში, დაძინებამდე 1 საათით ადრე.

წინააღმდეგჩვენება:
არტერიული ჰიპოტონია, ინდივიდუალური ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ.

განსაკუთრებული მითითებები:
შეინახეთ მშრალ და ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილზე!

გამოშვების ფორმა
20 კაფსულა

(DIFASS ს.ა. – იტალია)

Facebook კომენტარები

600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია
600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია