სავაჭრო დასახელება გლიცინი

 

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება გლიცინი ( ამინოძმარმჟავა )

 

სამკურნალწამლო ფორმა სუბლინგვალური ტაბლეტები

 

შემაგდგენლობა აქტიური ნივთიერება : გლიცინი – 100 მგ.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი მეტაბოლური საშუალება

 

ფარმაკოლოგიური თვისებები

გლიცინი წარმოადგენს ნივთიერებათა ცვლის რეგულატორს , ახდენს ცენტრალური ნერვული სისტემისდამცველობითი დამთრგუნველი პროცესების აქტივაციას , ამცირებს ფსიქოემოციურ დაძაბულობას , ზრდის გონებრივშრომისუნარობას . გლიცინს გააჩნია გლიცინ -,   გაემ - ერგული ( გამა ამინო ერბომჟავა ), ალფა 1-ადენომაბლოკირებელი , ანტიოქსიდანტური , ანტიტოქსიკური მოქმედება ; არეგულირებს გლუტამური ( NMDA )რეცეპტორების მოქმედებას , რის ხარჯზეც პრეპარატს შეუძლია :

  • ფსიქოემოციური დაძაბულობის , აგრესიულობის , კონფლიქტურობის შემცირება და სოციალური ადაპტაციისგაზრდა ;
  • განწყობის გაუმჯობესება ,
  • დაძინების პროცესის შემსუბუქება და ძილის ნორმალიზება ;
  • გონებრივი შრომისუმნარობის გაზრდა ;
  • ვეგეტო - სისხლძარღვოვანი დარღვევების შემცირება ( მათ შორის კლიმაქტერულ პერიოდში );
  • ინსულტის და ქალა - ტვინის ტრავმისას ტვინის მხრივ დარღვევების გამოხატულების შემცირება ;
  • ალოკოჰოლის და სხვა სამკურნალო საშუალებების ტოქსიკური ზემოქმედების შემცირება ცნს - ზე

 

ფარმაკოკინეტიკა ადვილად აღწევს ბიოლოგიური სითხეების და ქსოვილების უმეტესობაში , მათ შორის თავის ტვინში; მეტაბოლიზდება წყლამდე და ნახშირორჟანგამდე . ქსოვილებში მისი დაგროვება არ ხდება .  

 

მიღების ჩვენება

  • გონებრივი შრომისუნარობის დაქვეითება
  • სტრესული სიტუაციები – ფსიქოემოციური დაძაბულობა ( გამოცდების პერიოდში , კონფლიქტურ და სხვამგავს სიტუაციებში ).
  • ბავშვების და მოზარდების ქცევის დავიანტური ფორმები .
  • ნერვული სისტემის სხვადასხვა ფუნქციური და ორგანული დაავადებები , რომლებსაც ახლავს აგზნებისმომატება , ემოციური არასტაბილურობა , გონებრივი შრომისუნარობის შემცირება და ძილის დარღვევა : ნევროზები, ნევროზის მსგავსი მდგომარეობები და ვეგეტო - სისხლძაღვოვანი დისტონია , ნეიროინფექციის და ქალა - ტვინისტრავმის შედეგები , ენცეფეალოპათიის პერინატალური და სხვა ფორმები ( მათ შორის ალკოჰოლური გენეზის ).
  • იშემიური ინსულტი

 

უკუჩვენება ინდივიდუალური ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტებზე .

 

გამოყენების მეთოდი და დოზირება გლიცინი გამოიყენება სუბლინგვალურად ან ტრანსბუკალურად , 100 მგ (ტაბლტების ან მისი დაფხვნით მიღებული ფხვნილის სახით ). პრაქტიკულად ჯანმრთელ ბავშვებს , მოზარდებს დამოზრდილებს ფსიქოემოციური გადაძაბვისას , მეხსიერების , ყურადრების , გონებრივი შრომისუნარიანობისდაქვეითებისას , გონებრივი განვითარების ჩამორჩენისას , ქცევის დავიანტური ფორმებისას გლიცინი ინიშნება  - 1ტაბლეტი დღეში 2-3- ჯერ , 14-30 დღის განმავლობაში .

ნერვული სისტემის ფუნქციური და ორგანული დაზიანებისას , რასაც თან ახლავს მომატებული აგზნება , ემოციურილაბილობა და ძილის დარღვევა , სამ წლამდე ასაკის ბავშვებში ინიშნება  0,5 ტაბლეტი (50 მგ ) ერთ მიღებაზე ,დღეში 2-3- ჯერ , 7-14 დღის განმავლობაში , შემდეგ 50 მგ დღეში ერთხელ , 7-10 დღის განმავლობაში . სადღეღამისოდოზა – 100-150 მგ , კურსი – 2000-2600 მგ . 3 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებს და მოზრდილებს ენიშნებათ 1 ტაბლეტიდღეში 2-3- ჯერ , მკურნალობის კურსი 7-14 დღე . მკურნალობის კურსი შეიძლება გაიზარდოს 30 დღემდე .აუცილებლობის შემთხვევაში შეიძლება მისი გამეორება 30 დღის შემდეგ .

ძილის დარვევებისას გლიცინი ინიშნება დაძინებამდე 20 წუთით ადრე ან უშუალოდ ძილის წინ , 0,5-1 ტაბლეტი (ასაკიდან გამომდინარე ).

ტვინის იშემიური ინსულტის დროს : ინსულტიდან პირველი 3-6 საათის განმავლობაში ინიშნება 1000 მგტრანსბუკალურად ან სუბლინგვალურად ერთ ჩაის კოვზ წყალთან ერთად , შემდგომში 1-5 დღეღამის განმავლობაში1000 მგ დღე - ღამეში , ამის შემდეგ 1 ტაბლეტი დღეში 2-3- ჯერ 14-30 დღის განმავლობაში . აუცილებლობისშემთხვევაში მკურნალობის კურსს იმეორებენ წელიწადში 4-6- ჯერ .

 

გვერდითი მოქმედება

შესაძლებელია ალერგუიული რეაქციები .     

 

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან

ამცირებს ანტიფსიქოზური ( ნეიროლეფსიურების ), ანქსიოლიზურების , ანტიდეპრესანტების , საძილე და კრუნჩხვისსაწინააღმდეგო საშუალებების გვერდითი ეფექტების გამოხატულებას .

 

გამოშვების ფორმა

სუბლინგვალური ტაბლეტები 100 მგ .

 

შეფუთვა

50 ტაბლეტი კონტურულ - უჯრედულ შეფუთვაში , გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოსკოლოფში .

 

შენახვის პირობები

სია ,, ბ “. ინახება მშრალ , სინათლისგან დაცულ ადგილას , არაუმეტეს 25 °C ტემპერატურაზე .

აფთიაქიდან გაცემის პირობები

რეცეპტის გარეშე .

Facebook კომენტარები

600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია
600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია